დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6433-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 12/06/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/06/2012 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.05.001.016813 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20(27), 1999 წელი, მუხ. 101) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან/და თავისი წესდებით (დებულებ ით) გათვალისწინებული საქმიანობა, თუ შესაბამისი კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაფუძნებულია სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით, მისი წესდება (დებულება) უნდა შეესაბამებოდეს იმ კანონის მოთხოვნებს, რომლის საფუძველზედაც ადმინისტრაციული აქტი იქნა მიღებ ული. “.
მუხლი 2. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. აღსრულების ქვემდებარე აქტები
ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე და კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებისათვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის გადაწყვეტილება, სანოტარო აქტი, გირავნობის მოწმობა, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება უცხოელთა საქართველოდან გაძევების შესახებ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ (შემდგომ − დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება) და აღსრულების შესახებ ბრძანება, უძრავი ქონების შემძენის (სააღსრულებო წარმოებისას – აუქციონზე ქონების შემძენი, აუქციონის გარეშე ქონების შემძენი, ქონების ნატურით მიმღები) განცხადება სხვისი მფლობელობიდან და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტურ სამსახურთან არსებული სამედიცინო მედიაციის სამსახურის გადაწყვეტილება, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის II1 კარით გათვალისწინებული მაკონტროლებელი ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნა და შემდეგი სასამართლო აქტები (შემდგომ – გადაწყვეტილება):
ა) კერძო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებისა;
ბ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, განჩინება, დადგენილება და ბრძანება ქონებრივი გადახდევინების ნაწილში;
გ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის სასჯელის სახით ჯარიმის ან/და ქონების ჩამორთმევის დაკისრების შესახებ;
დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო დადგენილება ქონებრივი გადახდევინების ნაწილში და ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ;
ე) გადახდის ბრძანება და ბრძანება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე;
ვ) არბიტრაჟის გადაწყვეტილება;
ზ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლით გათვალისწინებული, სასამართლოს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება;
თ) არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით;
ი) სხვა სახელმწიფოს სასამართლოს, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ის გადაწყვეტილებები, რომელთა აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით;
კ) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის თანახმად, სავალდებულოა საქართველოსათვის;
ლ) სასამართლოს გადაწყვეტილება უცხოელთა საქართველოდან გაძევების შესახებ;
მ) სასამართლოს გადაწყვეტილება მოვალის (გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ;
ნ) საქართველოს საერთო სასამართლოს თავმჯდომარის ან სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულება სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმებისა და დაპატიმრების შესახებ;
ო) მოსამართლის ბრძანება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII8 თავით გათვალისწინებულ საკითხებზე.“.
2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 16 პუნქტი:
„16. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული საქმიანობა, რომელიც პირდაპირ არ არის გათვალისწინებული ამ კანონით.“.
3. 146 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობის მიმართ, ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით, გამოიყენება ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის „გ“, „დ“ და „ი“–„ნ“ ქვეპუნქტებისა, მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადებასთან, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებასთან (თუ გამარტივებული წარმოებისას აპლიკანტმა მოითხოვა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულება) და აღსრულების შესახებ ბრძანებასთან დაკავშირებული სააღსრულებო წარმოებისა, მე-3 მუხლის პირველი−14 პუნქტებისა, მე-4 და მე-5 მუხლებისა, III1 თავისა, 152 მუხლისა, მე-17 მუხლის მე-11 პუნქტისა, 181 მუხლის მე-2 პუნქტისა, 21-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებისა, 25-ე მუხლის მე-4, 41 და მე-13 პუნქტებისა, 281 მუხლისა, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა, 38-ე და 39-ე მუხლებისა, 47-ე მუხლის მე-4 პუნქტისა, 49-ე მუხლის მე-2 პუნქტისა, 50-ე და 62-ე მუხლებისა, 69-ე მუხლის პირველი–12 პუნქტებისა, 75-ე, 76-ე, 771 და 772 მუხლებისა, 823 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა, 901 და 903–91-ე მუხლებისა, XVI1−XVI3 თავებისა, 113-ე მუხლის პირველი–მე-6 და მე-9–მე-11 პუნქტებისა, მე-12 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებისა და მე-13–მე-16 პუნქტებისა და 1132 მუხლისა.“.
4. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე, გარდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების, უცხოელთა საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581 მუხლით განსაზღვრული გირავნობის მოწმობის, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადების, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების და აღსრულების შესახებ ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებული საქმეებისა.“.
5. 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან და უცხოელთა საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებით – საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581 მუხლით განსაზღვრული გირავნობის მოწმობის აღსრულებასთან დაკავშირებით – გირავნობის მოწმობის მფლობელი მოგირავნის განცხადებისა და გირავნობის მოწმობის საფუძველზე, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადებასთან დაკავშირებით – სხვისი მფლობელობიდან და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ უძრავი ქონების შემძენის განცხადების საფუძველზე, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებით − დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებისა და კრედიტორის განცხადების საფუძველზე, აღსრულების შესახებ ბრძანებასთან დაკავშირებით – აღსრულების შესახებ ბრძანებისა და კრედიტორის განცხადების საფუძველზე. თუ ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების თაობაზე მოთხოვნებთან დაკავშირებით გამარტივებული წარმოებისას წინასწარ მოთხოვნილი იყო დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულება, კრედიტორი აღარ წარადგენს განცხადებას აღსრულების დაწყების მოთხოვნით. კრედიტორის განცხადება აღსრულების დაწყების თაობაზე ასევე არ მოითხოვება, თუ აღსრულების შესახებ ბრძანება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული იმ გადაწყვეტილების აღსრულებისას, რომელზედაც აუცილებელია სააღსრულებო ფურცლის არსებობა, აღსრულება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მაშინ, თუ პირები, რომელთა სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ უნდა მოხდეს აღსრულება, კონკრეტულად არიან დასახელებული სააღსრულებო ფურცელში. თუ კრედიტორის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით ან რეგისტრირებული გირავნობით, იძულებითი აღსრულება წარმოებს მაშინაც, როდესაც უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული ქონების მესაკუთრე არ არის სააღსრულებო ფურცელში მოხსენიებული მოვალე. ასეთ შემთხვევაში ქონების რეგისტრირებული მესაკუთრის მიმართ მოქმედებს მოვალის უფლებამონაცვლედ ყოფნის პრეზუმფცია, სანამ სხვა რამ არ დამტკიცებულა. თუ გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ, სასამართლო სააღსრულებო ფურცელს უგზავნის აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ორგანოს მოვალის ადგილსამყოფლის მიხედვით.“.
6. 38-ე მუხლის მე-12 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) კრედიტორი აღსრულების შესახებ ბრძანების აღსრულებისას.“.
7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის XVI3 თავი:
„თავი XVI3
სესხის ხელშეკრულების რეგისტრაცია და გადახდის ვალდებულების შესრულების კონტროლი
მუხლი 9119. სესხის ხელშეკრულების რეგისტრაცია
1. აღსრულების ეროვნული ბიურო მხარეთა შეთანხმების საფუძველზე არეგისტრირებს სესხის (მათ შორის, საბანკო კრედიტის) ხელშეკრულებას , რომელიც გირავნობით ან/და იპოთეკით არ არის უზრუნველყოფილი (შემდგომ − სესხის ხელშეკრულება), და აკონტროლებს მსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვალდებულების შესრულებას. სესხის ხელშეკრულების რეგისტრაციისა და გადახდის ვალდებულების შესრულების კონტროლის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
2. აღსრულების ეროვნული ბიურო არ დაარეგისტრირებს სესხის ხელშეკრულებას, თუ იგი არ შეიცავს სესხის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელ ძირითად პირობებს, მხარეებისა (გამსესხებლისა და მსესხებლის) და მათი წარმომადგენლების (თუ სესხის ხელშეკრულება იდება წარმომადგენლის მეშვეობით ) დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს, გამსესხებლის საბანკო რეკვიზიტებს.
3. თუ სესხის ხელშეკრულება წარმომადგენლის მეშვეობით იდება, წარდგენილი უნდა იქნეს წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. დარეგისტრირებულ სესხის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა ან ამ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა ხორციელდება ასევე აღსრულების ეროვნულ ბიუროში რეგისტრაციით.
5. აღსრულების ეროვნული ბიურო აწარმოებს სესხის ხელშეკრულებების რეესტრს. რეესტრის მონაცემების გამჟღავნება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დაუშვებელია შესაბამისი სესხის ხელშეკრულების მხარეთა თანხმობის გარეშე. სესხის ხელშეკრულებების რეესტრის წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 9120. გადახდის ვალდებულების შესრულების წესი
მსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვალდებულების შესრულებისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ამ ვალდებულების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 9121. აღსრულების შესახებ ბრძანება
1. მსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას აღსრულების შესახებ.
2. აღსრულების შესახებ ბრძანება გამოიცემა მსესხებლის მიერ გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობიდან ან არაჯეროვნად შესრულებიდან 15 დღის შემდეგ, თუ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის უფრო ხანგრძლივი ვადა ან გამსესხებელი არ მოითხოვს აღნიშნული ვადის გაზრდას.
3. აღსრულების შესახებ ბრძანება უნდა შეიცავდეს:
ა) ბრძანების ნომერსა და გამოცემის ადგილს;
ბ) ბრძანების გამოცემის თარიღს;
გ) სესხის ხელშეკრულების ნომერს;
დ) გამსესხებლის (კრედიტორის) დასახელებას, პირად/ საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს;
ე) მსესხებლის (მოვალის) დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს;
ვ) დავალიანების ოდენობას;
ზ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას.
4. აღსრულების შესახებ ბრძანება მოქმედებს გამოცემის დღიდან. იგი მიექცევა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ გამსესხებელი აღსრულების შესახებ ბრძანების გამოცემამდე არ განაცხადებს უარს მის დაუყოვნებლივ აღსრულებაზე. აღსრულების შესახებ ბრძანების აღსასრულებლად წარდგენის ვადაა მისი გამოცემიდან 5 წელი. აღსრულების შესახებ ბრძანების ასლები ეგზავნება გამსესხებელსა და მსესხებელს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
მუხლი 9122. სესხის ხელშეკრულების რეგისტრაციისათვის და გადახდის ვალდებულების შესრულების კონტროლისათვის დადგენილი საფასური
აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სესხის ხელშეკრულების რეგისტრაციისათვის და გადახდის ვალდებულების შესრულების კონტროლისათვის საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 12 ივნისი.
№6433-რს
დოკუმენტის კომენტარები