„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5355-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/11/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111208021, 08/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 070000000.05.001.016505
  • Word
5355-IIს
25/11/2011
ვებგვერდი, 111208021, 08/12/2011
070000000.05.001.016505
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს კანონი

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

„ო) მოსამართლის ბრძანება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII8 თავით გათვალისწინებულ საკითხებზე.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 911 მუხლი:

     „მუხლი 911. ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე მოსამართლის ბრძანების აღსრულება

1. ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადება და ამ პირის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაცია ხორციელდება მოსამართლის ბრძანების საფუძველზე.

2. აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადებას და ამ პირის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციას ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე მოსამართლის ბრძანებაში მითითებული მონაცემების საფუძველზე.

3. ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადება უქმდება და ეს პირი მოვალეთა რეესტრიდან ამოირიცხება მოსამართლის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                              მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 25 ნოემბერი.

№5355-II