„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 842-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 070000000.05.001.102750
842-IIმს-XIმპ
26/06/2025
ვებგვერდი, 03/07/2025
070000000.05.001.102750
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:   

1. 14 4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დაუშვებელია აღსრულების პოლიციელის მიერ ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალების ან/და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ორსულობის, მცირეწლოვანების, ხანდაზმულობის ან შესაძლებლობის შეზღუდვის აშკარა ნიშნის მქონე პირის მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირი შეიარაღებულ ან ჯგუფურ თავდასხმას ახორციელებს ანდა აღსრულების პოლიციელს შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევს, რაც საფრთხეს უქმნის სააღსრულებო მოქმედების განხორციელების პროცესში მონაწილე პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, თუ ასეთი თავდასხმის სხვა ხერხითა და საშუალებით მოგერიება შეუძლებელია.“.

2. 145 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ აღსრულების პოლიციელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დასახიჩრდა ან/და აღსრულების პოლიციელს ამ მოვალეობის შესრულებისას შესაძლებლობა შეეზღუდა, მას ჯანმრთელობის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 5 000 ლარისა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

26 ივნისი 2025 წ.

N842-IIმს-XIმპ