დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 7172-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 18/09/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/09/2020 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 070000000.05.001.020198 |
7172-Iს
18/09/2020
ვებგვერდი, 25/09/2020
070000000.05.001.020198
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
|
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) მე-3 მუხლის 14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. აღსრულების ეროვნული ბიურო გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას ახორციელებს სააუქციონო მომსახურებას „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 აპრილიდან. |
თბილისი, 18 სექტემბერი 2020 წ. N7172-Iს |
დოკუმენტის კომენტარები