დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2758-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/06/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/07/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 070000000.05.001.019038 |
|
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“ ქვეპუნქტი: „ღ) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება პროდუქტის სავაჭრო ქსელიდან (ბაზრიდან) ამოღების შესახებ.“. 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 891 მუხლი: „მუხლი 891. პროდუქტის სავაჭრო ქსელიდან (ბაზრიდან) ამოღების შესახებ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენილების აღსრულება 1. პროდუქტის სავაჭრო ქსელიდან (ბაზრიდან) ამოღების შესახებ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენილების იძულებითი აღსრულების დაწყებისთანავე აღმასრულებელი მოვალეს აწვდის ინფორმაციას სააღსრულებო წარმოების დაწყების თაობაზე, ამასთანავე, აღწერს დადგენილებით განსაზღვრულ ქონებას, მას ადებს ყადაღას, საჭიროების შემთხვევაში ლუქავს და შესანახად გადასცემს კრედიტორს ან მის მიერ მითითებულ პირს, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, − მესამე პირს. 2. ამ მუხლით განსაზღვრული დადგენილების იძულებითი აღსრულებისას, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება მოწვეულ იქნეს შესაბამისი სპეციალისტი. 3. ამ მუხლით განსაზღვრული დადგენილების იძულებით აღსრულებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს მოვალე. 4. პროდუქტის სავაჭრო ქსელიდან (ბაზრიდან) ამოღების შესახებ დადგენილების მიმღები უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნით, აღსრულების ეროვნული ბიურო დადგენილებით განსაზღვრულ ქონებას ყადაღისგან ათავისუფლებს და მფლობელობაში გადასცემს მოვალეს. 5. პროდუქტის სავაჭრო ქსელიდან (ბაზრიდან) ამოღების შესახებ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენილების აღსრულების საფასური განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით. 6. პროდუქტის სავაჭრო ქსელიდან (ბაზრიდან) ამოღების შესახებ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენილების აღსრულების საფასურის მოვალისთვის დაკისრებას უნდა ითვალისწინებდეს აღნიშნული დადგენილება. 7. თუ დადგენილების გაუქმების ან სხვა საფუძვლის გამო დადგენილების აღსრულება შეწყდება, დადგენილების აღსრულების საფასურის ნახევარი გადაიხდება და იმავე სააღსრულებო საქმეზე გაწეული ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 29 ივნისი 2018 წ. N2758-IIს |
დოკუმენტის კომენტარები