დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1865-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 25/12/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 070000000.05.001.017303 |
|
მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 50-ე მუხლის: ა) მე-10−მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ, მათ შორის, ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, და პირველ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ კანონით დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც გადაეცემა ქონების მართვაზე/განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს. თუ განკარგულება არ გამოიცა აღნიშნულ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს პირველი განმეორებითი აუქციონის (თუ პირველ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი) ან ხელახალი აუქციონის (თუ გამარჯვებულმა პირმა ამ კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა ქონების ფასი) ჩატარებას. 11. თუ პირველ განმეორებით აუქციონზედაც არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ კანონით დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც გადაეცემა ქონების მართვაზე/განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს. თუ განკარგულება არ გამოიცა აღნიშნულ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს მეორე განმეორებითი აუქციონის (თუ პირველ განმეორებით აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი) ან ხელახალი აუქციონის (თუ გამარჯვებულმა პირმა ამ კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა ქონების ფასი) ჩატარებას. 12. თუ მეორე განმეორებით აუქციონზედაც არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ კანონით დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც გადაეცემა ქონების მართვაზე/განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს. თუ განკარგულება არ გამოიცა აღნიშნულ ვადაში, ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან და უბრუნდება მოვალეს.“; ბ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 პუნქტი: „121. თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ, მათ შორის, ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, და ჩატარდა ამ კანონის 75-ე მუხლის 81 პუნქტით გათვალისწინებული ერთი აუქციონი და მასზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ კანონით დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც გადაეცემა ქონების მართვაზე/განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს. თუ განკარგულება არ გამოიცა აღნიშნულ ვადაში, ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან და უბრუნდება მოვალეს.“. 2. 63-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კრედიტორს მისი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებამდე უფლება აქვს, რამდენჯერმე მოითხოვოს იძულებითი აღსრულების ერთი სახის სხვა სახით შეცვლა, მათ შორის, აღსრულების სახის შეცვლამდე გამოყენებული აღსრულების სახის გამოყენება.“. 3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 632 მუხლი: „მუხლი 632. უძრავი ქონების სხვაგვარი რეალიზაცია 1. მოვალეს, რომლის მიმართაც დაწყებულია სააღსრულებო წარმოება თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებით, უფლება აქვს, მიმართოს აღმასრულებელს და მოსთხოვოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე წინმსწრები სააუქციონო მომსახურების გაწევა. ასეთი მოთხოვნა უნდა შეიცავდეს სარეალიზაციო ქონების ზუსტ აღწერილობას და ამ ქონების საწყის ფასს, რომელსაც განსაზღვრავს თავად მესაკუთრე და რომელიც არ უნდა იყოს აღსასრულებელი მოთხოვნის, აღსრულების საფასურის, აღსრულების ხარჯებისა და სააუქციონო მომსახურების საფასურის ჯამზე ნაკლები. აღმასრულებელი ვალდებულია შეასრულოს წინმსწრები სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ მოთხოვნა. ეს მოთხოვნა აღმასრულებელს წერილობით წარედგინება. მას უნდა დაერთოს სააუქციონო მომსახურების საფასურის, რომლის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. წინმსწრები სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ მოთხოვნას ასევე უნდა დაერთოს ამ მოთხოვნით მიმართვამდე არაუმეტეს 2 სამუშაო დღით ადრე განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან სარეალიზაციო უძრავი ქონების შესახებ და ამ ქონების აღწერილობის ამსახველი მასალა (ფოტოები, ნახაზები, რეალიზაციის ხელშეწყობისათვის აუცილებელი სხვა ინფორმაცია). მოვალის მიერ წარდგენილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის სისწორისა და ნამდვილობისათვის პასუხისმგებელია თავად მოვალე. აღმასრულებელი პასუხისმგებელია მხოლოდ თავისი ბრალეული ქმედებით გამოწვეული ზიანისათვის. 2. წინმსწრები სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ აღმასრულებლისათვის წარდგენილი მოთხოვნა კმაყოფილდება მისი წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო მომდევნო 2 სამუშაო დღის განმავლობაში დადგენილი წესით ცხადდება აუქციონი. თუ აღნიშნული მოთხოვნა წარდგენილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაუცველად, აღმასრულებელი ვალდებულია მოთხოვნის წარმდგენ პირს აცნობოს ნაკლოვანების შესახებ, ნაკლოვანების ზუსტი მითითებით, და მოსთხოვოს მისი 3 სამუშაო დღის ვადაში აღმოფხვრა. ნაკლოვანების ამ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში აღნიშნული მოთხოვნა განუხილველი რჩება, რაც იმავე პირს არ ართმევს უფლებას, ხელმეორედ წარადგინოს იგივე მოთხოვნა სათანადო ვადის გათვალისწინებით. ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადა აითვლება ამ კანონით დადგენილი წესით მოვალისათვის წერილობითი შეტყობინების ჩაბარების დღიდან, რაც ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე−78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ასეთი ვადის დაწესების შესახებ აღმასრულებლის წერილობითი გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აისახება საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში. მოვალეს უფლება აქვს, ნაკლოვანების აღმოფხვრის ვადის განმავლობაში მოითხოვოს ამ ვადის არაუმეტეს 2 სამუშაო დღით გაგრძელება. ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. 3. წინმსწრები აუქციონი ტარდება აუქციონის ჩატარებისათვის ამ კანონით დადგენილი წესით. ქონების საწყის ფასად განისაზღვრება მოვალის მიერ წინმსწრები სააუქციონო მომსახურების შესახებ მოთხოვნაში მითითებული ფასი. წინმსწრები აუქციონი ერთხელ ტარდება და მისი უშედეგოდ დასრულება არ წარმოშობს აუქციონის ხელმეორედ ან დამატებით ჩატარების ვალდებულებას. 4. წინმსწრებ აუქციონზე ქონების რეალიზაციის შემთხვევაში შემძენის სასარგებლოდ გაიცემა განკარგულება ამ კანონით დადგენილი წესით. აუქციონში გამარჯვებულს წარმოეშობა ამავე კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. 5. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის წარდგენის დღისათვის იმავე პუნქტში აღნიშნული მოვალის მიმართ დაწყებულია და მიმდინარეობს სხვა სააღსრულებო წარმოება, აუქციონზე სარეალიზაციო ქონების საწყისი ფასი არ უნდა იყოს ყველა ასეთი აღსასრულებელი მოთხოვნის, აღსრულების საფასურის, აღსრულების ხარჯისა და სააუქციონო მომსახურების საფასურის ჯამზე ნაკლები. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის წარდგენა დასაშვებია აღსრულების დაწყების შესახებ მოვალის დადგენილი წესით ინფორმირების დღიდან მომდევნო 15 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ ამავე მუხლით განსაზღვრული წესით წინმსწრები აუქციონის ჩატარება დასაშვებია მხოლოდ კრედიტორის წინასწარი წერილობითი თანხმობით. 7. ამ მუხლით განსაზღვრული წესით წინმსწრები აუქციონის ჩატარება დასაშვებია ერთი სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მხოლოდ ერთხელ. ამ უფლების ყოველი შემდგომი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ კრედიტორის წერილობითი თანხმობით. 8. ამ მუხლით განსაზღვრული წესით წინმსწრები აუქციონის ჩატარების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, თუ მოვალემ სხვა სააღსრულებო წარმოებაში გაუშვა ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი ვადა და ეს სააღსრულებო წარმოება დასრულებული არ არის. 9. კრედიტორისა და მოვალის შეთანხმების შემთხვევაში, მათი განცხადების საფუძველზე, აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია დაადგინოს, რომ ყადაღადადებული უძრავი ქონება რეალიზებული იქნება ამ კანონით განსაზღვრულისგან განსხვავებული წესით.“. 4. 75-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. თუ დადგენილი წესით ჩატარებული აუქციონი, რომელიც შედგება პირველი აუქციონისა და ორი განმეორებითი აუქციონისაგან, უშედეგო აღმოჩნდა და ქონება არ გაიყიდა, ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან. ამ ქონებაზე იმავე მოთხოვნასთან დაკავშირებით იმავე კრედიტორის სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოება აღარ განხორციელდება. აღნიშნული ქონება უბრუნდება მოვალეს, გარდა ამ კანონის 69-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც ქონებაზე აღსრულებას გააგრძელებს ის აღმასრულებელი, რომლის ყადაღაც მომდევნო რიგშია რეგისტრირებული.“. 5. 771 მუხლის: ა) პირველი−21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ, მათ შორის, ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, და პირველ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ კანონით დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც ეგზავნება მარეგისტრირებელ ორგანოს ამ ქონებაზე სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნით. თუ განკარგულება არ გამოიცა აღნიშნულ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს პირველი განმეორებითი აუქციონის (თუ პირველ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი) ან ხელახალი აუქციონის (თუ გამარჯვებულმა პირმა ამ კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა ქონების ფასი) ჩატარებას. 2. თუ პირველ განმეორებით აუქციონზედაც არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ კანონით დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც ეგზავნება მარეგისტრირებელ ორგანოს ამ ქონებაზე სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნით. თუ განკარგულება არ გამოიცა აღნიშნულ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს მეორე განმეორებითი აუქციონის (თუ პირველ განმეორებით აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი) ან ხელახალი აუქციონის (თუ გამარჯვებულმა პირმა ამ კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა ქონების ფასი) ჩატარებას. 21. თუ მეორე განმეორებით აუქციონზედაც არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ კანონით დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც ეგზავნება მარეგისტრირებელ ორგანოს ამ ქონებაზე სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნით. თუ განკარგულება არ გამოიცა აღნიშნულ ვადაში, ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან და უბრუნდება მოვალეს.“; ბ) 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი: „22. თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ, მათ შორის, ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, და ჩატარდა ამ კანონის 75-ე მუხლის 81 პუნქტით გათვალისწინებული ერთი აუქციონი და მასზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ კანონით დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც ეგზავნება მარეგისტრირებელ ორგანოს ამ ქონებაზე სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნით. თუ განკარგულება არ გამოიცა აღნიშნულ ვადაში, ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან და უბრუნდება მოვალეს.“. 6. XIV თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი XIV სეკვესტრი (იძულებითი მართვა)
მუხლი 78. სეკვესტრი 1. იძულებითი აღსრულების ყველა ეტაპზე, კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე და ამ კანონით დადგენილი წესით, აღსრულებას დაქვემდებარებული მოვალის კუთვნილი ქონება იძულებით სამართავად შეიძლება გადაეცეს სასამართლოს მიერ დანიშნულ მმართველს, ხოლო თუ საქმე აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია − აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დანიშნულ მმართველს, ან თვით მესაკუთრეს. 2. იძულებითი მართვის მიზანია ვალდებულების შეძლებისდაგვარად მცირე დროში შესრულება მოვალის საკუთრებაში არსებული ქონების სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებით მიღებული შემოსავლების ხარჯზე, რითაც, მოვალის ინტერესებიდან გამომდინარე, თავიდან იქნება აცილებული ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია. 3. თუ იძულებითი მართვით მოსალოდნელია აღსასრულებელი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში და მოვალის საკუთრებაში არსებული სარეალიზაციო ქონების საბაზრო ღირებულება არანაკლებ ათჯერ აღემატება აღსასრულებელი მოთხოვნის ოდენობას, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მოვალის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, ამ კანონით დადგენილი წესით, კრედიტორის თანხმობის მიუხედავად, მიიღოს გადაწყვეტილება იძულებითი მართვის არაუმეტეს 3 თვის ვადით გამოყენების შესახებ. ამ ვადის გაგრძელება შეიძლება მხოლოდ ერთხელ, არაუმეტეს 1 თვით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, თუ საქმე კერძო აღმასრულებლის წარმოებაშია, მოვალე უფლებამოსილია კერძო აღმასრულებელს მოსთხოვოს იძულებითი მართვის გამოყენება. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია გამოიყენოს იძულებითი მართვა კერძო აღმასრულებლის წარმოებაში არსებულ საქმეზე სააუქციონო მომსახურების გაწევის სტადიაზე, იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე. კერძო აღმასრულებლის წარმოებაში არსებულ საქმეზე იძულებით მართვას აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს ამ თავით დადგენილი წესით. 5. ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონების იძულებითი მართვა არ ხორციელდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვალე თანახმაა, რომ ეს ქონება გამოყენებულ იქნეს იძულებით სამართავად, თუ იძულებითი მართვის შედეგად შესაძლებელია ვალდებულების შესრულება. 6. იძულებითი მართვის შედეგად ამოღებული თანხები (მიმდინარე ხარჯების გამოკლებით) შეტანილი უნდა იქნეს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, რის შესახებაც მმართველი აცნობებს აღმასრულებელს. 7. მმართველი და აღმასრულებელი ვალდებული არიან, აცნობონ სასამართლოს, ხოლო თუ იძულებითი მართვის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ − აღსრულების ეროვნულ ბიუროს, კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში სასამართლო/აღსრულების ეროვნული ბიურო იღებს გადაწყვეტილებას იძულებითი მართვის შეწყვეტის შესახებ. 8. ამ მუხლის თანახმად სასამართლოს/აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დანიშნული იძულებითი მართვის დროს გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 310-ე მუხლის ნორმები. 9. იძულებითი მართვის გამოყენება დაუშვებელია, თუ მოვალე ამის წინააღმდეგია, ან თუ ის არ უზრუნველყოფს იმ პირობების შექმნას, რომლებიც აუცილებელია იძულებითი მართვის ნორმალურ პირობებში განსახორციელებლად. 10. იძულებითი მართვის გამოყენების შემთხვევაში იძულებითი აღსრულების სხვა ღონისძიებები ჩერდება იძულებითი მართვის პერიოდით. ამ პერიოდში მოქმედებს ქონების მიმართ იძულებითი მართვის გამოყენებამდე დაწესებული შეზღუდვები. 11. იძულებითი მართვა წყდება და აღსრულება ზოგადი წესის შესაბამისად გრძელდება, თუ: ა) იძულებითი მართვის შედეგად არ დაიფარა ვალდებულება და, იმავდროულად, არ არსებობს იძულებითი მართვის ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი; ბ) დაირღვა იძულებითი მართვის პირობები (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლებელია დარღვევის მცირე დროში, იძულებითი მართვის შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტამდე აღმოფხვრა); გ) იძულებითი მართვის პერიოდში გამოვლინდა სხვა გარემოება, რომელიც სამართლებრივი ან ფაქტობრივი თვალსაზრისით გამორიცხავს იძულებითი მართვის გამოყენებას. 12. იძულებითი მართვის გამოყენება დაუშვებელია, თუ იძულებითი მართვის განხორციელების პროცესში რაიმე ფორმით იზღუდება მესამე პირის ინტერესები. ამ შემთხვევაში იძულებითი მართვის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მესამე პირის წინასწარი თანხმობით. მესამე პირის ინტერესების შეზღუდვის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე იძულებითი მართვა წყდება.
მუხლი 79. მმართველი 1. მმართველს ნიშნავს იძულებითი მართვის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები. მმართველი არ შეიძლება იყოს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს წევრი ან ამ გადაწყვეტილების მიმღების ახლო ნათესავი. 2. იძულებითი მართვის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ამ გადაწყვეტილების მიღებისას კრედიტორისა და მოვალის მოსმენის შემდეგ მმართველს აძლევს საჭირო მითითებებს, ადგენს მმართველის კუთვნილ ანაზღაურებას და თვალყურს ადევნებს მის მიერ საქმის წარმოებას. მას შეუძლია გაათავისუფლოს მმართველი მნიშვნელოვანი მიზეზების გამო. 3. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ იძულებითი მართვის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მმართველად ინიშნება აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელი. მმართველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის ოდენობის განსაზღვრის წესი მტკიცდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. თუ იძულებითი მართვის განხორციელების პროცესში აუცილებელია სპეციალური ცოდნის მქონე სპეციალისტის მონაწილეობა, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია იძულებითი მართვით მიღებული შემოსავლების ნაწილი გამოიყენოს იძულებითი მართვის განხორციელების პროცესში ამ პირის მონაწილეობის დასაფინანსებლად ან მმართველად დანიშნოს ეს პირი. 4. მმართველად კრედიტორის დანიშვნისთვის საჭიროა მისი თანხმობა. სასამართლო/აღსრულების ეროვნული ბიურო მმართველად დანიშნულ კრედიტორს იძულებითი მართვის განხორციელების პროცესში უნიშნავს ზედამხედველს და ადგენს მის კუთვნილ ანაზღაურებას. თუ კრედიტორი არღვევს როგორც თავის, ისე მმართველის მოვალეობებს, ზედამხედველი ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სასამართლოს/აღსრულების ეროვნულ ბიუროს. ზედამხედველად შეიძლება დაინიშნოს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელი. ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის ოდენობის განსაზღვრის წესი მტკიცდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 80. ხარჯები ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია ქონების მართვასთან და მიწის ნაკვეთის ჩვეულებრივ სამეურნეო გამოყენებასთან, მმართველმა უნდა აანაზღაუროს უშუალოდ შემოსავლებიდან.
მუხლი 81. მმართველის პასუხისმგებლობა. ანგარიშის წარდგენა მმართველი პასუხს აგებს ყველა ვალდებულებისათვის, რომლებიც მას აქვს ყველა მონაწილე მხარის მიმართ. ის ვალდებულია ნახევარ წელიწადში ერთხელ და მმართველობის დასასრულს წარადგინოს ანგარიში. მმართველის ანგარიში წარედგინება აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელიც, თავის მხრივ, მას წარუდგენს კრედიტორსა და მოვალეს.
მუხლი 82. მოვალე მმართველის როლში 1. სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო მეურნეობის ანდა საბაღე მიწის ნაკვეთის სეკვესტრის დროს მმართველად ინიშნება მოვალე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოსალოდნელი არ არის მის მიერ მმართველობის წესიერად წარმართვა. 2. სასამართლო/აღსრულების ეროვნული ბიურო მმართველად დანიშნულ მოვალეს უნიშნავს ზედამხედველს და ადგენს მის კუთვნილ ანაზღაურებას. თუ მოვალე არღვევს როგორც თავის, ისე მმართველის მოვალეობებს, ზედამხედველი ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სასამართლოს/აღსრულების ეროვნულ ბიუროს. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ზედამხედველად შეიძლება დანიშნოს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელი. ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის ოდენობის განსაზღვრის წესი მტკიცდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 3. მოვალე, როგორც მმართველი, არ იღებს ანაზღაურებას. საჭიროების შემთხვევაში სასამართლო/აღსრულების ეროვნული ბიურო ზედამხედველის მოსმენის შემდეგ ადგენს, თუ რა რაოდენობით შეიძლება მოიხმაროს მოვალემ მიწის ნაკვეთის შემოსავალი და მისი ამონაგები თავისი და ოჯახის წევრების აუცილებელი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.“.
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებამდე გამოცხადებული აუქციონები დასრულდეს მის ამოქმედებამდე არსებული წესით.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. |
ქუთაისი, 25 დეკემბერი 2013 წ. N1865-რს |
დოკუმენტის კომენტარები