დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 883-Vრს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 02/08/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/08/2021 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 070000000.05.001.020372 |
|
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) დაემატოს შემდეგი შინაარსის 252 მუხლი:
„მუხლი 252. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააღსრულებო ფურცელი 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17716 და 17717 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სააღსრულებო ფურცელს გამოსცემს ელექტრონულად, მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით. აღნიშნული სააღსრულებო ფურცელი უნდა აკმაყოფილებდეს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. 2. სააღსრულებო ფურცელი აღსრულების ეროვნულ ბიუროს ელექტრონულად ეგზავნება, რაც სააღსრულებო წარმოების დაწყების საფუძველია.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 2 აგვისტო 2021 წ. N883-Vრს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები