დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 670-IVმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/06/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/06/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 070000000.05.001.020344 |
|
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ1“ ქვეპუნქტი: „ყ1) საერთაშორისო სამედიაციო მორიგება, რომლის აღსასრულებლადაც გამოტანილია სასამართლოს განჩინება და გაცემულია სააღსრულებო ფურცელი;“. 2. 21-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სააღსრულებო ფურცელი დამოწმებული უნდა იქნეს აღსასრულებელი გადაწყვეტილების მიმღები პირის ხელმოწერითა და ბეჭდით, გარდა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებისა, სამედიაციო მორიგებისა და საერთაშორისო სამედიაციო მორიგებისა, როდესაც სააღსრულებო ფურცელი დამოწმებული უნდა იქნეს მისი გამცემი სასამართლოს მიერ.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
თბილისი, 22 ივნისი 2021 წ. N670-IVმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები