„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1321
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/06/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 12, 29/06/2009
სარეგისტრაციო კოდი 070.000.000.05.001.003.526
  • Word
1321
12/06/2009
სსმ, 12, 29/06/2009
070.000.000.05.001.003.526
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 21 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 21. ქონებრივი შეზღუდვა

„სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ქონება არ ექვემდებარება იძულებით აღსრულებას, იძულებით აუქციონს, ყადაღის დადებას და სეკვესტრს.“.

2. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

„12. აღმასრულებელს უფლება აქვს დღის განმავლობაში სამუშაო საათებში დაწყებული სააღსრულებო მოქმედება გააგრძელოს იმავე დღის არასამუშაო საათებშიც, თუ ეს აუცილებელია ამ მოქმედების დასასრულებლად, ან გააგრძელოს იგივე მოქმედება მომდევნო სამუშაო დღეს.“.

3. მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სასამართლოში გაასაჩივრონ აღმასრულებლის მოქმედება სააღსრულებო მოქმედების განხორციელებიდან ერთი თვის ვადაში.“.

4. 21-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღება, სააღსრულებო ფურცლის რეკვიზიტები“;

ბ) მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) კრედიტორისა და მოვალის დასახელება და რეკვიზიტები, მათ შორის, პირადი ნომრები ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრები.“;

გ) 31 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კრედიტორისა და მოვალის დასახელება და რეკვიზიტები, მათ შორის, პირადი ნომრები ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრები;“.

5. 25-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აღმასრულებლის მიერ აღსრულების დაწყების შესახებ მხარეთა ინფორმირება ხდება ამ კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების გადაცემისათვის დადგენილი წესითა და საშუალებებით.“.

6. 28-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. აღმასრულებელი წინადადებაში აფრთხილებს მოვალეს მის მიერ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებებისა და მოსალოდნელი შედეგების, აგრეთვე აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესისა და საშუალებების თაობაზე. მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დროისა და ადგილის შესახებ დამატებით არ ეცნობება.“.

7. 282 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

8. 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენებისას, აგრეთვე ამავე კანონის 83-ე, 84-ე, 88-ე, 90-ე და 901 მუხლებით განსაზღვრული მოქმედებების განხორციელებისას, თუ აღსრულების ადგილზე შექმნილი განსაკუთრებული ვითარების (მოვალის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობა, გარდაცვალება ან სხვა საგანგებო შემთხვევა) გამო ამ მოქმედების გაგრძელება არ შეესაბამება მორალის ზოგად პრინციპებსა და ნორმებს, მოვალის განცხადების საფუძველზე, აღმასრულებელს, ბიუროს უფროსის თანხმობით, შეუძლია დროებით გადადოს აღსრულების ესა თუ ის ღონისძიება არა უმეტეს 10 დღის ვადით.“.

9. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 35. სააღსრულებო საბუთის დაბრუნება

1. სააღსრულებო საბუთი, რომლითაც არ მოხდა ან ნაწილობრივ მოხდა გადახდევინება, უბრუნდება კრედიტორს:

ა) კრედიტორის განცხადებით;

ბ) თუ მოვალე არ ცხოვრობს კრედიტორის მიერ მითითებულ მისამართზე, ან თუ იქ არ იმყოფება ქონება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოვალე იძებნება პოლიციის ორგანოების მეშვეობით;

გ) თუ კრედიტორისათვის სააღსრულებო საბუთის მოსალოდნელი დაბრუნების შესახებ აღმასრულებლის მიერ მიცემული გაფრთხილებიდან ერთი თვის შემდეგაც კრედიტორი არ ასრულებს კანონით მისთვის დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს, რის გამოც შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების აღსრულება;

დ) ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

2. სააღსრულებო საბუთის დაბრუნებისას აღსრულებისათვის განხორციელებული ყველა ღონისძიება უქმდება.“.

10. 38-ე მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თანხის გადახდევინებისას საფასურის ოდენობა შეადგენს აღსასრულებელი მოთხოვნის 7%-ს, მაგრამ არანაკლებ 50 ლარისა. კრედიტორი სააღსრულებო ფურცლის სააღსრულებო ბიუროში შეტანისას იხდის აღსასრულებელი მოთხოვნის 2%-ს, მაგრამ არანაკლებ 50 ლარისა (ფიზიკური პირი, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა, – არა უმეტეს 5 ათასი ლარისა), რომელიც უბრუნდება მას ძირითად მოთხოვნასთან ერთად. საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარედგინება შესაბამის სააღსრულებო ბიუროს, რაც იძულებითი აღსრულების დაწყების საფუძველია.“;

ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების აღსრულებისათვის რეგისტრაციას დაქვემდებარებულ თითოეულ ნივთზე და სხვა კატეგორიის საქმეებზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის სააღსრულებო ბიუროში წარდგენისას კრედიტორი იხდის საფასურს 100 ლარის ოდენობით.“.

11. მე-40 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ფულს, ფასიან ქაღალდებს და ფასიან ნივთებს იღებს აღმასრულებელი და ინახავს სპეციალურ საკანში. ეს ეხება სხვა ყადაღადადებულ ნივთებსაც, თუ არსებობს ყადაღადადებული ნივთების ხელყოფის საშიშროება. თუ ყადაღადადებული მოძრავი ნივთები რჩება მოვალესთან ან შესანახად ბარდება სხვა პირს, მაშინ ყადაღის დადება ხდება დალუქვით. ყადაღადადებული ქონების მოვალის ან მინდობილი პირის – შემნახველის მიერ ყოველგვარი განკარგვა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.“.

12. 42-ე მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

13. 47-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აღმასრულებლის მიერ შეფასებისას თითოეულ ყადაღადადებულ ნივთზე საბაზრო ფასი უნდა მიეთითოს ქონების აღწერის აქტში. თუ ქონების აღწერისას ფასების დადგენა შეუძლებელია, აღწერილი ქონების შეფასება განხორციელდება ყადაღის დადებიდან ერთი თვის ვადაში.“.

14. 49-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

15. 50-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აღმასრულებელი ატარებს აუქციონს ყადაღადადებული ქონების შეფასებიდან ერთი თვის ვადაში.“.

16. 62-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სარეალიზაციო უძრავი ქონების სხვადასხვა სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაზე განთავსების შემთხვევაში სააუქციონო მომსახურებას კერძო აღმასრულებელს გაუწევს ის სააღსრულებო ბიურო, რომელსაც კერძო აღმასრულებელმა, ამ კანონის 147 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მიმართა აუქციონის ჩატარების განაცხადით.“.

17. 68-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. თუ სააღსრულებო ფურცელში აღსრულების საშუალება და წესი განსაზღვრულია იძულებითი აუქციონის (ქონების რეალიზაციის) სახით, აუქციონის დასანიშნად ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კრედიტორის განცხადება არ არის სავალდებულო.“.

18. 71-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სარეალიზაციო ქონების საწყისი ფასის, აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის დადგენა“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს ადგენს აღმასრულებელი, რის შესახებაც იგი აუქციონის ჩატარებამდე არანაკლებ 7 დღით ადრე აკეთებს სპეციალურ საჯარო განცხადებას, რომელიც უნდა მოიცავდეს:

ა) უძრავი ქონების მესაკუთრის სახელს და საცხოვრებელ ადგილს;

ბ) აღმასრულებლის სახელს და საკონტაქტო მონაცემებს;

გ) აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს;

დ) უძრავი ქონების საწყის ფასს, რომელიც არის ამ ქონებაზე ყადაღის დადების აქტში მითითებული ან ექსპერტის/აუდიტორის მიერ დადგენილი საბაზრო ფასის 50%;

ე) უძრავი ქონების ადგილმდებარეობას და მოკლე აღწერას;

ვ) განცხადებას იმის შესახებ, რომ ყველა სხვა პირი, რომელსაც აქვს უფლებები უძრავ ნივთზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებები წარადგინოს აუქციონის დაწყებამდე;

ზ) აუქციონის პირობებს.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აუქციონის შესახებ მხარეებს პერსონალურად არ ეცნობებათ. მათი ინფორმირება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი საშუალებებით.“.

19. 72-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აუქციონში მონაწილეობის მსურველმა (მათ შორის, კრედიტორმა და მოვალემ) აუქციონის დაწყებამდე შესაბამისი სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე უნდა შეიტანოს სარეალიზაციო ქონების გამოცხადებული საწყისი ფასის ერთი მეათედი კონკრეტული აუქციონის მითითებით ან უნდა წარმოადგინოს ამავე ოდენობის საბანკო გარანტია. საბანკო გარანტიის მიმღებია შესაბამისი სააღსრულებო ბიურო. წარმოდგენილი საბანკო გარანტიის მოქმედების მინიმალური ვადა უნდა შეადგენდეს 14 საბანკო დღეს აუქციონის ჩატარების დღიდან. საჯარო აუქციონის მონაწილეებს (გარდა ქონების შემძენისა) აუქციონის დასრულებისთანავე უბრუნდებათ გარანტიის სახით სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე შეტანილი საგარანტიო თანხა ან მათ მიერ აუქციონზე წარმოდგენილი საბანკო გარანტია.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. აუქციონს ატარებს აღმასრულებელი, რომელიც:

ა) აუქციონის დაწყებამდე ადგენს, თუ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებებიდან რომელი სარგებლობს უპირატესი უფლებით იმ კრედიტორის მოთხოვნასთან შედარებით, რომლის სასარგებლოდაც ხორციელდება აღსრულება (გარდამავალი უფლება);

ბ) აუქციონის შესახებ აცნობებს გარდამავალი უფლებებისა და აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის მოთხოვნის შემდეგ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მოთხოვნების მფლობელ პირებს;

გ) აუქციონს გახსნილად აცხადებს და სთავაზობს საწყის ფასს.“.

20. 74-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აუქციონი გრძელდება ფასის ყველაზე მაღალი შემოთავაზების დაფიქსირებამდე. აღმასრულებელმა უნდა გამოაცხადოს ფასის საბოლოო შემოთავაზება და აუქციონის დასასრული. პირველ აუქციონზე შემოთავაზებული ფასი არ უნდა იყოს ნივთის საწყის ფასზე ნაკლები.“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

21. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 761 მუხლი:

     „მუხლი 761. ნივთის რეალიზაცია განმეორებით აუქციონამდე

1. თუ პირველ აუქციონზე არ მოხდა ნივთის რეალიზაცია, განმეორებითი აუქციონის ჩატარებამდე პირს შეუძლია შეიძინოს ეს ნივთი პირველ აუქციონზე გამოცხადებულ საწყის ფასად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნივთის შემძენი მიმართავს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს განცხადებით, რომელსაც უნდა ერთოდეს სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე ნივთის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის შემდეგაც მას გადაეცემა ამ ნივთზე საკუთრების უფლების მიღების თაობაზე აღმასრულებლის შესაბამისი განკარგულება, რომელიც უნდა შეიცავდეს შეძენილი ნივთის დასახელებას და ადგილმდებარეობას, ნივთის შემძენის რეკვიზიტებს და გადახდილ ფასს.

3. თუ ნივთის რეალიზაცია ხორციელდება არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ, საკუთრების გადასვლის მიუხედავად, ამ ნივთზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები უცვლელი რჩება, ხოლო თუ რეალიზაცია ხორციელდება იპოთეკარის სასარგებლოდ, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა ის იპოთეკა და სანივთო უფლება, რომელიც ამ ნივთზე რეგისტრირებულია ამ კრედიტორის იპოთეკის შემდეგ. ადრე რეგისტრირებული უფლებები ნივთზე უცვლელი რჩება.

4. რეალიზებული ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში არსებული ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე.

5. ნივთის ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველი მესაკუთრე კარგავს ყოველგვარ უფლებას ამ ნივთზე.“.

22. 77-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ პირველ აუქციონზე ან ამ კანონის 761 მუხლით გათვალისწინებული წესით არ მოხდა ნივთის რეალიზაცია, მაშინ აღმასრულებელი პირველი აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში ატარებს განმეორებით აუქციონს.“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. განმეორებით აუქციონზე ნივთის საწყისი ფასი შეადგენს პირველ აუქციონზე საწყისი ფასის ნახევარს. თუ კრედიტორის (კრედიტორების) მოთხოვნა და საფასური ამ ოდენობაზე ნაკლებია, მაშინ განმეორებით აუქციონზე ნივთის საწყისი ფასი განისაზღვრება მოთხოვნისა და საფასურის ჯამური ოდენობით. განმეორებით აუქციონზე შემოთავაზებული ფასი არ უნდა იყოს ნივთის ამ პუნქტით დადგენილ საწყის ფასზე ნაკლები.

4. თუ განმეორებით აუქციონზედაც არ მოხდა ნივთის რეალიზაცია, მაშინ აუქციონი აღარ გაიმართება და კრედიტორს ეძლევა წინადადება ამ კანონის 771 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში ნივთის ნატურით მიღების შესახებ.“;

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ნივთის ნატურით მიღების თაობაზე კრედიტორის განცხადების წარმოდგენამდე ნივთის რეალიზაცია შეიძლება მოხდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დადგენილ საწყის ფასად, ამ კანონის 761 მუხლის მე-2–მე-5 პუნქტებით განსაზღვრული წესით.“.

23. 771 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ ნივთის რეალიზაცია განმეორებით აუქციონზედაც არ მოხდება, კრედიტორს უფლება აქვს, მოითხოვოს ნივთის ნატურით გადაცემა განმეორებითი აუქციონის ჩატარებიდან 15 დღის ვადაში, რის თაობაზედაც შესაბამისი განცხადებით მიმართავს სააღსრულებო ბიუროს.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აღმასრულებელი კრედიტორის განცხადების საფუძველზე, კრედიტორის მიერ ამ მუხლით დადგენილი შესაბამისი პირობის შესრულების შემდეგ გასცემს განკარგულებას ნივთის ნატურით გადაცემის შესახებ.“;

გ) მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ნივთის ღირებულებას და კრედიტორის მიერ გადახდილ საფასურს.“.

24. 823 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იპოთეკით დატვირთული და დაგირავებული ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხით პირველ რიგში დაკმაყოფილდება იპოთეკითა და გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნები მათი რიგითობის მიხედვით.“.

25. 113-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-18 პუნქტი:

„18. 2009 წლის 2 ივლისამდე ყადაღადადებულ მოძრავ ნივთზე აღსრულების რიგითობა განისაზღვრება ყადაღის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღის მიხედვით.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 2 ივლისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 19 ივნისი.

№1321–Iს