დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4454-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/10/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/11/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 070000000.05.001.017941 |
|
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) 911 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 911. ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადების ან ყადაღის გაუქმების თაობაზე მოსამართლის ბრძანების აღსრულება 1. ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადება და ამ პირის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაცია ხორციელდება მოსამართლის ბრძანების საფუძველზე. 2. აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადებას და ამ პირის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციას ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე მოსამართლის ბრძანებაში მითითებული მონაცემების საფუძველზე. 3. ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ან ქონების ნაწილზე ყადაღა უქმდება მოსამართლის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე. მთლიან ქონებაზე ყადაღის გაუქმების შემთხვევაში მოსამართლის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე ეს პირი ამოირიცხება მოვალეთა რეესტრიდან.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 28 ოქტომბერი 2015 წ. N4454-Iს |
დოკუმენტის კომენტარები