დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3347-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/06/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/07/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2025 |
სარეგისტრაციო კოდი | 070000000.05.001.020996 |
3347-XIმს-Xმპ
28/06/2023
ვებგვერდი, 19/07/2023
070000000.05.001.020996
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
|
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 21 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 42 პუნქტი: „42. ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები არ ვრცელდება „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საპენსიო აქტივებზე.“. 2. 34-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი: „ო) „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული საპენსიო კომპანიის მიმართ დაწყებულია ლიკვიდაციის პროცესი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
|
თბილისი, 28 ივნისი 2023 წ. N3347-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები