„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2963
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/04/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 15, 16/05/2006
სარეგისტრაციო კოდი 070.000.000.05.001.002.234
  • Word
2963
28/04/2006
სსმ, 15, 16/05/2006
070.000.000.05.001.002.234
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

�სააღსრულებო წარმოებათა შესახებ� საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

��� მუხლი 1.

�სააღსრულებო წარმოებათა შესახებ� საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. 94-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 94. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ან ერთი ადმინისტრაციული სახდელის სხვა ადმინისტრაციული სახდელით შეცვლის თაობაზე დადგენილების შესრულების სავალდებულოობა

ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ან ერთი ადმინისტრაციული სახდელის სხვა ადმინისტრაციული სახდელით შეცვლის თაობაზე დადგენილება, თუ შეუძლებელია პირველად დადებული ადმინისტრაციული სახდელის აღსრულება, შესასრულებლად სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის.�.

2. 95-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

�11. ერთი ადმინისტრაციული სახდელის სხვა ადმინისტრაციული სახდელით შეცვლის თაობაზე დადგენილება აღსრულდება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულებისათვის განსაზღვრული წესით.�.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის XVIII1 თავი:

�თავი XVIII1. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების აღსრულება

��� მუხლი 1091. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების შესრულების სავალდებულოობა

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილება შესასრულებლად სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის.

��� მუხლი 1092. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების აღსრულება

1. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილება აღსრულდება მისი გამოტანიდან, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

2. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრების ან გაპროტესტების დროს იგი აღსრულდება საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შემდეგ.

3. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების აღსრულებას ახორციელებს დადგენილების გამომტანი ორგანო (თანამდებობის პირი).

��� მუხლი 1093. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების აღსრულების წესი

დამრღვევმა საურავი უნდა გადაიხადოს საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ასლის მისთვის ჩაბარებიდან, ხოლო თუ საურავის დარიცხვის თაობაზე დამრღვევისათვის ცნობილი გახდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 242-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ჩაბარებისთანავე � ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან 30 დღის ვადაში.

��� მუხლი 1094. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების იძულებითი აღსრულება

ამ კანონის 1093 მუხლით განსაზღვრულ ვადაში საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილების საფუძველზე საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების იძულებით აღსრულებას ახორციელებს სასამართლო აღმასრულებელი დამრღვევის ხელფასიდან ან სხვა შემოსავლიდან, აგრეთვე დამრღვევის პირად ქონებაზე ან საერთო საკუთრებაში მის წილზე გადახდევინების მიქცევის გზით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

��� მუხლი 1095. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების აღსრულების ხანდაზმულობა

საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების მიმართ გამოიყენება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებისათვის დაწესებული ხანდაზმულობის ვადა.

��� მუხლი 1096. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა

1. სასამართლო აღმასრულებელი ახორციელებს საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების იძულებით აღსრულებაზე კონტროლს.

2. დამრღვევი, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადაიხადა მასზე დარიცხული საურავი, ვალდებულია აღსრულების აღნიშვნით ამის შესახებ შეატყობინოს დადგენილების გამომტან ორგანოს (თანამდებობის პირს); სხვა შემთხვევაში მის მიმართ გაგრძელდება იძულებითი აღსრულების ღონისძიებები.�.

��� მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი

�მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 28 აპრილი.

№2963-Iს