დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1596 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 25/06/2002 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 22, 13/07/2002 |
სარეგისტრაციო კოდი | 070.000.000.05.001.001.115 |
საქართველოს კანონი
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13 (20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. პირველ მუხლს ბოლოში დაემატოს სიტყვები „გარდა ამ კანონის 171 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“.
2. მე-3 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 247-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული სახელმწიფო ორგანო (მისი სტრუქტურული ერთეული)“;
ბ) მე-2 პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სახელმწიფო ორგანო (მისი სტრუქტურული ერთეული) განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა და იუსტიციის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით.“.
3. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტს სიტყვის „თანხის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „(გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 247-ე მუხლის შესაბამისად ამოღებული თანხისა)“.
4. 171 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების დასაფარავად მისი ქონების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 245-ე და 247-ე მუხლებით გათვალისწინებული ამოღება და რეალიზაცია ხორციელდება ამავე მუხლების შესაბამისად დადგენილი წესით.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 25 ივნისი.
№1596-რს
დოკუმენტის კომენტარები