დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1284 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 14/02/2002 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 4, 05/03/2002 |
სარეგისტრაციო კოდი | 070.000.000.05.001.001.032 |
საქართველოს კანონი
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №13(20) 1999წ., მუხ. 52 ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:
„მუხლი 21. ქონებრივი შეზღუდვა
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ქონება, აგრეთვე გენერაციის ობიექტები, ელექტროგამანაწილებელი და რეგიონალური გაზის ქსელები, რომლებიც სახელმწიფოს საკუთრებას ან იმ საწარმოთა საკუთრებას წარმოადგენენ, სადაც სახელმწიფო ფლობს აქციათა ან საწესდებო კაპიტალში წილის არანაკლებ 50 %-ს, არ ექვემდებარება იძულებით აღსრულებას, იძულებით აუქციონს, ყადაღის დადებასა და სეკვესტრს.“.
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებამდე გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ხდება ამ კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 14 თებერვალი.
№1284-IIს
დოკუმენტის კომენტარები