„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 955-IVმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/09/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 070000000.05.001.102817
955-IVმს-XIმპ
03/09/2025
ვებგვერდი, 05/09/2025
070000000.05.001.102817
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი შესაბამისი პირისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრების შესახებ;“.

მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული კანონის მე-2 მუხლის „ბ 1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განაჩენის აღსრულების წესს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

3 სექტემბერი 2025 წ.

N955-IVმს-XIმპ