„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4632-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 070000000.05.001.018023
4632-Iს
11/12/2015
ვებგვერდი, 23/12/2015
070000000.05.001.018023
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ ქვეპუნქტი:

„ფ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII13 თავით გათვალისწინებული პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანება.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 9013 მუხლი:

„მუხლი 9013. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII13 თავით გათვალისწინებული პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანების აღსრულება

1. პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის მიზნით იგი შესაბამის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში თავსდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII13 თავით გათვალისწინებული პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე.

2. პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის მიზნით მას შესაბამის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში ათავსებს აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII13 თავით გათვალისწინებული პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანებაში მითითებული მონაცემების საფუძველზე.

3. თუ პაციენტი არ დაემორჩილება აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნას, აღსრულების ეროვნული ბიურო დახმარებისათვის აღსრულების პოლიციას მიმართავს.

4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII13 თავით გათვალისწინებული პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებული ცალკეული ღონისძიებები ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

11 დეკემბერი 2015 წ.

N4632-Iს