„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3927-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 070000000.05.001.102193
3927-XIIIმს-Xმპ
15/12/2023
ვებგვერდი, 27/12/2023
070000000.05.001.102193
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 21 მუხლის:

ა) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გამოყენებისას დაუშვებელია მათი მიმართვა „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შემავალ აქტივებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იძულებითი აღსრულების ღონისძიებათა მიზანია იმავე კანონით გათვალისწინებული პროგრამის კრედიტორის მოთხოვნის აღსრულება. აღმასრულებლის მოთხოვნისთანავე (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში) ემიტენტი/რეფინანსირების ბანკის მოვალე ვალდებულია მიაწოდოს აღმასრულებელს ინფორმაცია უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შემავალი აქტივების შესახებ, აგრეთვე, თუ ემიტენტისთვის/ რეფინანსირების ბანკის მოვალისთვის ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია, − შესაბამისი პროგრამის კრედიტორების თაობაზე.“;

ბ) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გამოყენებისას მათი მიმართვა „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ქოლგისებრი ფონდის ქვეფონდის აქტივებზე დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ღონისძიებათა მიზანია აღნიშნული ქვეფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება. ასეთი აქტივები აღრიცხული უნდა იყოს ქოლგისებრი ფონდის სხვა ქვეფონდისგან (ქვეფონდებისგან) განცალკევებულად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“;

გ) 42 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 43−45 პუნქტები:

„43. ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გამოყენებისას მათი მიმართვა „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის განყოფილების (სეკიურიტიზაციის განყოფილების) აქტივებზე დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ღონისძიებათა მიზანია აღნიშნული სეკიურიტიზაციის განყოფილების საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება. ასეთი აქტივები აღრიცხული უნდა იყოს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის სხვა განყოფილებისგან (განყოფილებებისგან) განცალკევებულად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

44. „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გამწევი პირის, როგორც გადამხდელის, მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გამოყენებისას დაუშვებელია აღნიშნულ ღონისძიებათა მიმართვა იმ ფულად სახსრებზე, რომლებიც სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისთვის მისაკუთვნებელი ფულადი სახსრებია და რომლებსაც მომსახურების გამწევი პირი იმავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიჯნავს საკუთარი და სხვა კლიენტების აქტივებისგან.

45. ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები არ ვრცელდება „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან მისი განყოფილების აქტივებზე იმავე კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“.

2. 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, აქტივების მმართველი კომპანიის, საბროკერო კომპანიის, ცენტრალური დეპოზიტარის, საინვესტიციო ფონდის ან მისი ქვეფონდის, ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან მისი განყოფილების მიმართ დაწყებულია ლიკვიდაციის პროცესი;“.

3. 50-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. თუ სარეალიზაციო ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე საგადასახადო გირავნობის უფლების წინ რეგისტრირებულია საქართველოში ლიცენზირებული/რეგისტრირებული კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სადაზღვევო ორგანიზაციის, „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის (თუ მას ამ პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური ინსტიტუტი გირავნობით უზრუნველყოფილ მოთხოვნას გადასცემს საგადასახადო გირავნობის რეგისტრაციამდე), საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების ფინანსური ინსტიტუტების გირავნობის უფლება, გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით საფასურისა და აღსრულების ხარჯის დაფარვის შემდეგ პირველ რიგში დაკმაყოფილდება აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნები, ხოლო შემდეგ – საგადასახადო ორგანოს მოთხოვნა.“.

4. 75-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს კრედიტორი, რომლის მოთხოვნაც არ არის უზრუნველყოფილი, საკუთრების გადასვლის მიუხედავად, ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები უცვლელი რჩება. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს იპოთეკარი/მოგირავნე, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა სანივთო უფლება (გარდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისა), რომლებიც ქონებაზე რეგისტრირებულია იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ. თუ იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი იპოთეკარები არიან საქართველოში ლიცენზირებული/რეგისტრირებული კომერციული ბანკი, მიკრობანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სადაზღვევო ორგანიზაცია, „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული (თუ მას ამ პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური ინსტიტუტი იპოთეკით/გირავნობით უზრუნველყოფილ მოთხოვნას გადასცემს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე), საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების ფინანსური ინსტიტუტები, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ქონებაზე ასეთი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებაც. ქონებაზე ადრე რეგისტრირებული უფლებები (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება) ყველა შემთხვევაში უცვლელი რჩება.“.

5. 823 მუხლის პირველი და 1პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იპოთეკით დატვირთული და დაგირავებული ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხით პირველ რიგში დაკმაყოფილდება საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი, აღსასრულებლად წარმოდგენილი მოთხოვნები (მათი არსებობის შემთხვევაში), ხოლო შემდეგ – იპოთეკითა და გირავნობით უზრუნველყოფილი სხვა მოთხოვნები მათი რიგითობის მიხედვით. თუ აღსრულების პროცესში კრედიტორების სახით ერთდროულად მონაწილეობენ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნით და საქართველოში ლიცენზირებული/რეგისტრირებული კომერციული ბანკები, მიკრობანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სადაზღვევო ორგანიზაციები, „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს  კანონის შესაბამისად დაფუძნებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული (თუ მას ამ პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური ინსტიტუტი საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილ მოთხოვნას გადასცემს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე), საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების ფინანსური ინსტიტუტები, რომელთა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებაც წარმოიშვა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე, ამოღებული თანხით პირველ რიგში დაკმაყოფილდება აღნიშნული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის, ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნები საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე წარმოშობილი ვალდებულების ნაწილში, ხოლო შემდეგ – საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა.

11. თუ საქართველოში ლიცენზირებული/რეგისტრირებული კომერციული ბანკების, მიკრობანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების, „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის (თუ მას ამ პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური ინსტიტუტი საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილ მოთხოვნას გადასცემს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე), საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების ფინანსური ინსტიტუტების საგადასახადო გირავნობას/იპოთეკას, რომელიც რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე, უსწრებს სხვა პირის საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაცია, ამ პირის მოთხოვნები უპირატესად დაკმაყოფილდება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე ამ პუნქტით გათვალისწინებული საქართველოში ლიცენზირებული/რეგისტრირებული კომერციული ბანკების, მიკრობანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების, სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის, საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების ფინანსური ინსტიტუტების რეგისტრირებული, საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნების იმ ნაწილში, რომლის დაკმაყოფილების ვალდებულებაც არსებობდა რეალიზებულ ნივთზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე. ნივთის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის დანარჩენი ნაწილით დაკმაყოფილდება საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა, ხოლო შემდეგ დაკმაყოფილდებიან დარჩენილი კრედიტორები მოთხოვნათა რიგითობის მიხედვით.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-2−მე-5 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და მე-2−მე-5 პუნქტები ამოქმედდეს 2024 წლის 1 აპრილიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 დეკემბერი 2023 წ.

N3927-XIIIმს-Xმპ