„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2407
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 1, 04/01/2006
სარეგისტრაციო კოდი 070.000.000.05.001.002.056
  • Word
2407
22/12/2005
სსმ, 1, 04/01/2006
070.000.000.05.001.002.056
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

�სააღსრულებო წარმოებათა შესახებ� საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

��� მუხლი 1.

�სააღსრულებო წარმოებათა შესახებ� საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 2. აღსრულების ქვემდებარე აქტები

ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე და კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ, სანოტარო აქტი და შემდეგი სასამართლო აქტები (შემდგომში � გადაწყვეტილება):

ა) კერძო სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება;

ბ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, განჩინება და დადგენილება ქონებრივი გადახდევინების ნაწილში;

გ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი პირისათვის სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ;

დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო დადგენილება ქონებრივი გადახდევინების ნაწილში და ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ;

ე) გადახდის ბრძანება და ბრძანება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე;

ვ) კერძო არბიტრაჟის გადაწყვეტილება;

ზ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლოს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება;

თ) იმ არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით;

ი) სხვა სახელმწიფოს სასამართლოს, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ის გადაწყვეტილებები, რომელთა აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით;

კ) ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც �ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ� ევროპის კონვენციის თანახმად სავალდებულოა საქართველოსათვის.�.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 901 მუხლი:

��� ��მუხლი 901. მშენებლობის შეჩერების, უნებართვო დემონტაჟის შეჩერების, კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის და მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივი შეჩერების და დემონტაჟის, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევისათვის ჯარიმის დაკისრების შესახებ დადგენილების აღსრულება

1. მშენებლობის შეჩერების და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ დადგენილების იძულებით აღსრულებას სააღსრულებო ორგანოები იწყებენ დამრღვევი პირისათვის დადგენილების დაუყოვნებლივ და ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე მიცემული წინადადების შეუსრულებლობის შემდეგ.

2. კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ დადგენილების იძულებით აღსრულებას სასამართლო აღმასრულებელი იწყებს დამრღვევი პირისათვის დადგენილების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე წინადადების ჩაბარებიდან 5 დღის შემდეგ.

3. თუ დამრღვევი პირი არ ემორჩილება სასამართლო აღმასრულებლის მითითებებს, სასამართლო აღმასრულებელს შეუძლია დახმარებისათვის მიმართოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ან სააღსრულებო პოლიციას.

4. მშენებლობის შეჩერების, უნებართვო დემონტაჟის შეჩერების ან/და კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის და მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივი შეჩერების და დემონტაჟის შესახებ დადგენილების იძულებითი აღსრულება იწყება დადგენილების აღსასრულებლად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წინასწარი ხარჯების დაფარვის შემდეგ.

5. მშენებლობის შეჩერების, უნებართვო დემონტაჟის შეჩერების ან/და კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის და მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივი შეჩერების და დემონტაჟის შესახებ დადგენილების იძულებით აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯების (მათ შორის, დადგენილების იძულებით აღსრულებისათვის გათვალისწინებული წინასწარი ხარჯების) ანაზღაურება ეკისრება დამრღვევ პირს.

6. დადგენილება არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევისათვის ჯარიმის დაკისრების შესახებ აღსრულდება ამ კანონით დადგენილი წესით.�.

��� მუხლი 2.

�ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 22 დეკემბერი.

№2407-რს