დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 824 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 19/12/2008 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 41, 30/12/2008 |
სარეგისტრაციო კოდი | 070.000.000.05.001.003.394 |
საქართველოს კანონი
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №17, 28.07.2008, მუხ. 126) პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მე-6 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ჩაბარებული აქვს აღმასრულებლის საკვალიფიკაციო გამოცდა ან მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო ან სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალობით.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:
„3. პირის მიერ აღმასრულებლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში მისი შედეგები ძალაშია მუდმივად, გარდა პირის მიერ გამოცდის ჩაბარებიდან 7 წლის ვადაში სააღსრულებო საქმიანობის განუხორციელებლობის შემთხვევისა.
4. პირი აღმასრულებლის საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობისათვის იხდის საფასურს 200 ლარის ოდენობით.“.
მუხლი 2
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივლისიდან.
2. ამ კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 19 დეკემბერი.
№824–IIს
დოკუმენტის კომენტარები