დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3953-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 070000000.05.001.102211 |
|
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ და განუხორციელებელი/გადაუხდელი საპენსიო შენატანის განხორციელების/გადახდის შესახებ;“. 2. 38-ე მუხლის: ა) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების, სისხლისსამართლებრივი წესით მიღებული გადაწყვეტილებების (გარდა ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა), საქართველოს ეროვნული ბანკის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის, სახელმწიფო ორგანოს და მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტის ორგანოს სასარგებლოდ, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხების (მათ შორის, სახელმწიფო ბაჟის) გადახდევინების შესახებ გადაწყვეტილებებისა და ამ კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულებისთვის საფასური წინასწარ არ გადაიხდევინება. საფასურის გადახდა მოვალეს აღსრულების დაწყებისთანავე ეკისრება.“; ბ) 131 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „131. საფასურის წინასწარ გადახდისა და დაკისრებისგან არ თავისუფლდებიან საჯარო სამართლის იურიდიული პირები, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირისა − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსი, საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირისა − საპენსიო სააგენტოსი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – შემოსავლების სამსახურისა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 15 დეკემბერი 2023 წ. N3953-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები