„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1542
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/07/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 21, 03/08/2009
სარეგისტრაციო კოდი 070.000.000.05.001.003.585
  • Word
1542
17/07/2009
სსმ, 21, 03/08/2009
070.000.000.05.001.003.585
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. აღსრულების ქვემდებარე აქტები

ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე და კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ, სანოტარო აქტი, გირავნობის მოწმობა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება უცხოელთა საქართველოდან გაძევების შესახებ და შემდეგი სასამართლო აქტები (შემდგომში – გადაწყვეტილება):

ა) კერძო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება;

ბ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, განჩინება, დადგენილება და ბრძანება ქონებრივი გადახდევინების ნაწილში;

გ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის სასჯელის სახით ჯარიმის ან/და ქონების ჩამორთმევის დაკისრების შესახებ;

დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო დადგენილება ქონებრივი გადახდევინების ნაწილში და ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ;

ე) გადახდის ბრძანება და ბრძანება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე;

ვ) არბიტრაჟის გადაწყვეტილება;

ზ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლოს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება;

თ) იმ არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით;

ი) სხვა სახელმწიფოს სასამართლოს, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ის გადაწყვეტილებები, რომელთა აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით;

კ) ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის თანახმად სავალდებულოა საქართველოსათვის;

ლ) სასამართლოს გადაწყვეტილება უცხოელთა საქართველოდან გაძევების შესახებ;

მ) რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის გადაწყვეტილებები;

ნ) საქართველოს საერთო სასამართლოს თავმჯდომარის ან სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულება სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმებისა და დაპატიმრების შესახებ.“.

2. 147 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კერძო აღმასრულებელი ახორციელებს ამ კანონის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“ და „ე“–„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტების (გადაწყვეტილებების), აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სანოტარო აქტებისა და გირავნობის მოწმობების აღსრულებას ამავე კანონით დადგენილი წესით.“.

3. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე, გარდა ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებებთან, უცხოელთა საქართველოდან გაძევებასთან და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581 მუხლით განსაზღვრული გირავნობის მოწმობის აღსრულებასთან დაკავშირებული საქმეებისა.“.

4. 38-ე მუხლის:

ა) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისას ან/და გადაცემისას საფასურის ოდენობაა ნივთის საბაზრო ღირებულების 1%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა (ფიზიკური პირისათვის, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა, – არა უმეტეს 5 ათასი ლარისა). ამ კატეგორიის საქმეებზე კრედიტორი საფასურს წინასწარ იხდის მის მიერ სააღსრულებო დოკუმენტთან ერთად წარდგენილი ნივთის საბაზრო ღირებულების შესახებ ექსპერტის (აუდიტის) დასკვნის შესაბამისად. კრედიტორს შეუძლია მის მიერ გადახდილი საფასური და შეფასების ხარჯების ანაზღაურება მოითხოვოს მოვალისგან სასამართლო წესით.“;

ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ გადაწყვეტილებებზე, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესებით დაკისრებული ჯარიმების, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი ბაჟის აღსრულებისათვის საფასური წინასწარ არ გადაიხდევინება. ამ გადაწყვეტილებების აღსრულების საფასურია აღსასრულებელი ფულადი მოთხოვნის 7%, რომელიც ეკისრება მოვალეს.“.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 831 მუხლი:

     „მუხლი 831. გირავნობის მოწმობის საფუძველზე მოგირავნისათვის მოძრავი ნივთის გადაცემა

1. მოგირავნის მიერ სააღსრულებო დაწესებულებაში გირავნობის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მის მფლობელობაში გადაცემა ხორციელდება მოძრავი ნივთის გადაცემისათვის ამ კანონით დადგენილი წესით.

2. გირავნობის მოწმობის სააღსრულებო დაწესებულებაში წარდგენის მართლზომიერებაზე პასუხისმგებელია მოგირავნე.“.

6. 113-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19 პუნქტი:

„19. 2009 წლის 1 სექტემბრამდე სააღსრულებო ბიუროების მიერ წარმოებაში მიღებულ საქმეებზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გადაწყვეტილებების, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესებით დაკისრებული ჯარიმების აღსრულების საფასურია აღსასრულებელი ფულადი მოთხოვნის 2%, რომელიც ეკისრება მოვალეს.“.

    მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 17 ივლისი.

№1542–რს