დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4367-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/10/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/11/2015 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 070000000.05.001.017940 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
|
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის: ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილეებს და აღსრულების პოლიციის სამმართველოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით. აღსრულების ეროვნული ბიუროს სხვა მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.“; ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. აღსრულების ეროვნული ბიუროს საჯარო მოსამსახურეებს (გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული პირებისა) შრომითი ხელშეკრულებით სამსახურში იღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.“; გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. აღსრულების ეროვნული ბიუროს ხარჯთაღრიცხვას, საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.“. 2. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სააღსრულებო ბიუროს დებულებასა და საშტატო ნუსხას ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.“. 3. 142 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აღსრულების პოლიციელი არის მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №145 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. |
ქუთაისი, 27 ოქტომბერი 2015 წ. N4367-Iს |
დოკუმენტის კომენტარები