დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5657-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 20/12/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 070000000.05.001.019760 |
|
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 21 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები: „7. საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები არ გამოიყენება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვაში განსაზღვრული ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს. 8. კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე წყდება კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიმართ მიმდინარე, ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები.“. 2. 36-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიურო დაუყოვნებლივ აჩერებს აღსრულებას „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვაში განსაზღვრული ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს. თუ რეზოლუციის რეჟიმი საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვაში განსაზღვრულ ვადაზე ადრე დასრულდება, საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელიც უფლებამოსილია განაახლოს წარმოება.“. 3. მე-40 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი ან სპეციალური მმართველი უფლებამოსილია ყადაღადადებული ანგარიშები, აგრეთვე ის ანგარიშები, რომლებზედაც წარდგენილია საინკასო დავალება, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სხვა კომერციულ ბანკში ან/და საქართველოს ეროვნულ ბანკში გადაიტანოს. ამ პუნქტის მოქმედება ვრცელდება როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს, ისე კერძო აღმასრულებლის მიერ დადებულ ყადაღაზე და წარდგენილ საინკასო დავალებაზე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 20 დეკემბერი 2019 წ. N5657-რს |
დოკუმენტის კომენტარები