„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1834-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 070000000.05.001.017308
1834-რს
24/12/2013
ვებგვერდი, 03/01/2014
070000000.05.001.017308
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 54-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ერთი მოვალის მიმართ რამდენიმე სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული ფულადი მოთხოვნების სხვადასხვა აღმასრულებლის მიერ აღსრულების შემთხვევაში მოვალის ერთი და იმავე ქონების აუქციონის წესით ან სხვაგვარ რეალიზაციას ახორციელებს ის აღმასრულებელი, რომელმაც ყველაზე ადრე დაარეგისტრირა ყადაღა იარაღსა და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოში, სამოქალაქო საჰაერო ხომალდებზე – სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში, საზღვაო ხომალდებზე – საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში, ფასიან ქაღალდებზე – ფასიანი ქაღალდების რეესტრის მწარმოებელ შესაბამის პირთან, ხოლო სხვა ქონებაზე – საჯარო რეესტრში. აღსრულების რიგითობა განისაზღვრება ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციის დროის მიხედვით (საათობრივად და წუთობრივად).“.

2. 831 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოგირავნის მიერ აღსრულების ორგანოში გირავნობის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში დაგირავებული „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალება ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება მას მფლობელობაში გადაეცემა მოძრავი ნივთის გადაცემისათვის ამ კანონით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

24 დეკემბერი 2013 წ.

N1834-რს