დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1028 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 10/03/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 5, 24/03/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 070.000.000.05.001.003.478 |
1028
10/03/2009
სსმ, 5, 24/03/2009
070.000.000.05.001.003.478
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს კანონი
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) 113-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 პუნქტი:
„17. პირი ამ კანონით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობისათვის იხდის საფასურს 200 ლარის ოდენობით.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და იმოქმედოს 2009 წლის 1 ივლისამდე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 10 მარტი.
№1028–Iს
დოკუმენტის კომენტარები