დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6810-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 14/07/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/07/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 070000000.05.001.019973 |
|
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 21 მუხლის: ა) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 4 1 პუნქტი: „41. ამ კანონით განსაზღვრული იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გამოყენებისას დაუშვებელია მათი მიმართვა „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქოლგისებრი ფონდის ქვეფონდის აქტივებზე, თუ იძულებითი აღსრულების ღონისძიებათა მიზანია ქოლგისებრი ფონდის სხვა ქვეფონდის (ქვეფონდების) ვალდებულებათა შესრულება. ასეთი აქტივები აღრიცხული უნდა იყოს ქოლგისებრი ფონდის სხვა ქვეფონდისგან (ქვეფონდებისგან) განცალკევებულად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“; ბ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. 34-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი: „ნ) კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, საინვესტიციო ფონდის ან აქტივების მმართველი კომპანიის მიმართ დაწყებულია ლიკვიდაციის პროცესი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს. |
თბილისი, 14 ივლისი 2020 წ. N6810-რს |
დოკუმენტის კომენტარები