დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3227-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 20/07/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/08/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 03/06/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 070000000.05.001.019113 |
|
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) 901 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მშენებლობის შეჩერების, უნებართვო დემონტაჟის შეჩერების, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის და მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების და დემონტაჟის, სამშენებლო სამართალდარღვევისათვის ჯარიმის დაკისრების შესახებ დადგენილების აღსრულება“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სამშენებლო სამართალდარღვევისათვის ჯარიმის დაკისრების შესახებ დადგენილება აღსრულდება ამ კანონით დადგენილი წესით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 3 ივნისიდან. |
ქუთაისი, 20 ივლისი 2018 წ. N3227-რს |
დოკუმენტის კომენტარები