დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2461 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 25/12/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 49, 30/12/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 070.000.000.05.001.003.841 |
საქართველოს კანონი
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №17, 28.07.2008, მუხ. 126) პირველი მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული:
ა) 191 მუხლის:
ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოვალეთა რეესტრი არის სისტემატიზებული ელექტრონული ერთობლიობა მონაცემებისა იმ ფიზიკური, იურიდიული პირებისა და სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების (გარდა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა) შესახებ, რომელთა მიმართაც აღსრულება დაიწყო 2010 წლის 1 იანვრიდან და რომელთა მიმართაც გავიდა ფულადი გადახდევინების თაობაზე ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსრულებას დაქვემდებარებული აქტების ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის დადგენილი ვადა, გარდა უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოვალისა.“;
ა.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. რეესტრში რეგისტრაცია არ ათავისუფლებს პირს ფულადი გადახდევინების აღსრულებისაგან.“;
ა.გ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო ბიუროების საამისოდ უფლებამოსილი პირები უზრუნველყოფენ რეესტრის მონაცემების საფუძველზე შესაბამისი ცნობებისა და ამონაწერების გაცემას ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე განცხადების წარდგენიდან დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. რეესტრიდან შესაბამისი ცნობა და ამონაწერი გაიცემა ამ მუხლით დადგენილი საფასურის წინასწარ გადახდისა და დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
6. რეესტრიდან შესაბამისი ცნობისა და ამონაწერის მისაღებად დაწესებული საფასურის განაკვეთია 10 ლარი. საფასური არის ამ კანონით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი (დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით).“;
ბ) 192 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 192. სახელმწიფო დაწესებულებებისა და სხვა პირების რეესტრიდან გამომდინარე ვალდებულებები
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა ორგანოებმა რეესტრში რეგისტრირებული პირის სახელზე სატრანსპორტო საშუალებისა და სამოქალაქო იარაღის რეგისტრაციისას აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ შესაბამის სააღსრულებო ბიუროს და უნდა შეაჩერონ შემდგომი რეგისტრაცია პირის რეესტრიდან ამორიცხვამდე.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ ქონებაზე საკუთრების ან სხვა უფლების რეგისტრაციისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ შესაბამის სააღსრულებო ბიუროს და უნდა შეაჩეროს შემდგომი რეგისტრაცია პირის რეესტრიდან ამორიცხვამდე.
3. საბანკო დაწესებულებამ რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ საბანკო ანგარიშის გახსნის შესახებ წერილობითი ფორმით ან ელექტრონული საშუალებებით უნდა გაუგზავნოს შეტყობინება აღსრულების ეროვნულ ბიუროს საბანკო ანგარიშის გახსნიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. შეტყობინების ელექტრონული საშუალებებით გაგზავნის პირობები განისაზღვრება საბანკო დაწესებულებასა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით.“;
გ) 193 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 193. რეესტრში რეგისტრირებული პირის უფლების შეზღუდვა
რეესტრში რეგისტრაციისთანავე პირს ეზღუდება საჯარო რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების აღმასრულებლის თანხმობის გარეშე განკარგვის უფლება.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 25 დეკემბერი.
№2461–რს
დოკუმენტის კომენტარები