დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2114-IXმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/11/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/12/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 070000000.05.001.020722 |
|
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) 21 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გამოყენებისას დაუშვებელია მათი მიმართვა „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შემავალ აქტივებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იძულებითი აღსრულების ღონისძიებათა მიზანია იმავე კანონით გათვალისწინებული პროგრამის კრედიტორის მოთხოვნის აღსრულება. აღმასრულებლის მოთხოვნისთანავე (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში) ემიტენტი ვალდებულია მიაწოდოს აღმასრულებელს ინფორმაცია უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შემავალი აქტივების, აგრეთვე შესაბამისი პროგრამის კრედიტორების თაობაზე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.
|
თბილისი, 29 ნოემბერი 2022 წ. N2114-IXმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები