„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3648
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 10/11/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 44, 27/11/2006
სარეგისტრაციო კოდი 070.000.000.05.001.002.421
  • Word
3648
10/11/2006
სსმ, 44, 27/11/2006
070.000.000.05.001.002.421
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13 (20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-17 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სასამართლო აღმასრულებლისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, ან თუ მოვალის ბინაში ჩასატარებელ სააღსრულებო მოქმედებას არც მოვალე ესწრება და არც მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი, სასამართლო აღმასრულებელი ადგენს აქტს დამსწრეთა თანდასწრებით და აგრძელებს სააღსრულებო მოქმედებას ორი მოწმის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლის თანდასწრებით.“.

2. 90-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ გამოსახლებული პირი არ ემორჩილება სასამართლო აღმასრულებლის მითითებებს, ამ უკანასკნელს შეუძლია დახმარებისათვის მიმართოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ან სააღსრულებო პოლიციას. ისინი ვალდებული არიან გაუწიონ მას დახმარება.“.

3. 109-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფ პირთა შრომითი გამოყენების ორგანიზება ევალებათ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

 მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 10 ნოემბერი.

№3648_IIს