დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2798 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 23/03/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 14, 30/03/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 070.000.000.05.001.003.947 |
საქართველოს კანონი
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №49, 30.12.2009, მუხ. 371) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის:
ა) 27-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) 28-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„28. 75-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილ პირს გადაეცემა აღმასრულებლის შესაბამისი განკარგულება, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს შეძენილი ქონება, აუქციონზე ქონების შემძენი, შემოთავაზებული ფასი და აუქციონის პირობები. ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულებისას განკარგულების ასლი დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საგადასახადო ორგანოს.“.“;
გ) 30-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) 32-ე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე) 33-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-2 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-8, მე-15, 23-ე და 24-ე პუნქტებისა, 25-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, 26-ე, 28-ე და 32-ე პუნქტებისა, ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი, ამ კანონის პირველი მუხლის მე-15, 23-ე და 24-ე პუნქტები, 25-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, 26-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, 28-ე და 32-ე პუნქტები ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 23 მარტი.
№2798–Iს
დოკუმენტის კომენტარები