„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2614-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/02/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/03/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 070000000.05.001.020833
2614-XIმს-Xმპ
22/02/2023
ვებგვერდი, 10/03/2023
070000000.05.001.020833
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 21 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ლიცენზირებული ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის, კომერციული ბანკის ან მიკრობანკის, როგორც ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის, საბროკერო კომპანიის, ნოტარიუსის ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, როგორც გადამხდელის, მიმართ იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გამოყენებისას დაუშვებელია ამ ღონისძიებათა მიმართვა იმ აქტივებზე, რომლებიც განთავსებულია ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე ან/და რომლებიც არ არის მისი საკუთრება და მიეკუთვნება მისი კლიენტის აქტივებს (კერძოდ, ნომინალურ მფლობელობაში არსებულ ფასიან ქაღალდებსა და ფულად სახსრებზე, აგრეთვე ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე დეპონირებულ ფულსა და ფასიან ქაღალდებზე, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ანგარიშზე განთავსებულ მომხმარებლის ფულად სახსრებზე). კლიენტის ასეთი აქტივები უნდა ირიცხებოდეს საკუთარი აქტივებისგან განცალკევებულად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

2. 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, საინვესტიციო ფონდის ან აქტივების მმართველი კომპანიის მიმართ დაწყებულია ლიკვიდაციის პროცესი.“.

3. მე-40 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი, სპეციალური მმართველი ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მიკრობანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია ყადაღადადებული ანგარიშები, აგრეთვე ის ანგარიშები, რომლებზედაც წარდგენილია საინკასო დავალება, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სხვა კომერციულ ბანკში, სხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერში, სხვა მიკრობანკში ან/და საქართველოს ეროვნულ ბანკში გადაიტანოს. ამ პუნქტის მოქმედება ვრცელდება როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს, ისე კერძო აღმასრულებლის მიერ დადებულ ყადაღასა და წარდგენილ საინკასო დავალებაზე.“.

4. 50-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. თუ სარეალიზაციო ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე საგადასახადო გირავნობის უფლების წინ რეგისტრირებულია საქართველოში ლიცენზირებული/რეგისტრირებული კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სადაზღვევო ორგანიზაციის, საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების ფინანსური ინსტიტუტების გირავნობის უფლება, გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით საფასურისა და აღსრულების ხარჯის დაფარვის შემდეგ პირველ რიგში დაკმაყოფილდება აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნები, ხოლო შემდეგ – საგადასახადო ორგანოს მოთხოვნა.“.

5. 75-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს კრედიტორი, რომლის მოთხოვნაც არ არის უზრუნველყოფილი, საკუთრების გადასვლის მიუხედავად, ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები უცვლელი რჩება. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს იპოთეკარი/მოგირავნე, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა სანივთო უფლება (გარდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისა), რომლებიც ქონებაზე რეგისტრირებულია იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ. თუ იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი იპოთეკარები არიან საქართველოში ლიცენზირებული/რეგისტრირებული კომერციული ბანკი, მიკრობანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სადაზღვევო ორგანიზაცია, საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების ფინანსური ინსტიტუტები, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ქონებაზე ასეთი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებაც. ქონებაზე ადრე რეგისტრირებული უფლებები (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება) ყველა შემთხვევაში უცვლელი რჩება.“.

6. 823 მუხლის პირველი და 1პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იპოთეკით დატვირთული და დაგირავებული ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხით პირველ რიგში დაკმაყოფილდება საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი, აღსასრულებლად წარმოდგენილი მოთხოვნები (მათი არსებობის შემთხვევაში), ხოლო შემდეგ – იპოთეკითა და გირავნობით უზრუნველყოფილი სხვა მოთხოვნები მათი რიგითობის მიხედვით. თუ აღსრულების პროცესში კრედიტორების სახით ერთდროულად მონაწილეობენ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნით და საქართველოში ლიცენზირებული/რეგისტრირებული კომერციული ბანკები, მიკრობანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სადაზღვევო ორგანიზაციები ან საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების ფინანსური ინსტიტუტები, რომელთა გირავნობის/იპოთეკის უფლებაც წარმოიშვა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე, ამოღებული თანხით პირველ რიგში დაკმაყოფილდება აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნები საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე წარმოშობილი ვალდებულების ნაწილში, ხოლო შემდეგ – საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა.

1​1. თუ საქართველოში ლიცენზირებული/რეგისტრირებული კომერციული ბანკების, მიკრობანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების, საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების ფინანსური ინსტიტუტების გირავნობას/იპოთეკას, რომელიც რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე, უსწრებს სხვა პირის გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაცია, ამ პირის მოთხოვნები უპირატესად დაკმაყოფილდება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე ამ პუნქტით გათვალისწინებული საქართველოში ლიცენზირებული/რეგისტრირებული კომერციული ბანკების, მიკრობანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების, საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების ფინანსური ინსტიტუტების რეგისტრირებული, გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნების იმ ნაწილში, რომლის დაკმაყოფილების ვალდებულებაც არსებობდა რეალიზებულ ნივთზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე. ნივთის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის დანარჩენი ნაწილით დაკმაყოფილდება საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა, ხოლო შემდეგ დაკმაყოფილდებიან დარჩენილი კრედიტორები მოთხოვნათა რიგითობის მიხედვით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

22 თებერვალი 2023 წ.

N2614-XIმს-Xმპ