„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3459-XIIრს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/07/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/07/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 070000000.05.001.021025
3459-XIIრს-Xმპ
03/07/2023
ვებგვერდი, 25/07/2023
070000000.05.001.021025
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) მე-2 მუხლის:

ა) „პ​1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ1) „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3711 და 3712 მუხლებისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 442, 443, 445 და 447−4411 მუხლების შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოების/სამსახურების მიერ სამართალდამრღვევებისთვის ადმინისტრაციული სახდელების დადების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები/ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ;“;

ბ) „პ​1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ2“ ქვეპუნქტი:

„პ2) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (კონტროლისა და რევიზიის აქტი) სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 აგვისტოდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

3 ივლისი 2023 წ.

N3459-XIIრს-Xმპ