„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1025-IVმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/11/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/11/2025
სარეგისტრაციო კოდი 070000000.05.001.102839
1025-IVმს-XIმპ
11/11/2025
ვებგვერდი, 14/11/2025
070000000.05.001.102839
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 38-ე მუხლის 132 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„132. საფასურის გადახდისა და დაკისრებისგან თავისუფლდებიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ქონების მართვის სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და მათი კრედიტორები.“.

2. 50-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ყადაღადადებული მოძრავი ქონების შემძენის საკუთრებაში გადასვლის შედეგად უქმდება მასზე არსებული ყველა ყადაღა, სანივთო და ვალდებულებითი უფლებები (გარდა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 33 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა), თუ შემძენი არ გამოთქვამს სურვილს, გახდეს ამ ქონებასთან არსებული ვალდებულებითი ურთიერთობის მხარე.“.

3. 75-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს კრედიტორი, რომლის მოთხოვნაც არ არის უზრუნველყოფილი, საკუთრების გადასვლის მიუხედავად, ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები (მათ შორის, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საპრივატიზებო ვალდებულებები, აგრეთვე შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები) უცვლელი რჩება. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს მოგირავნე/იპოთეკარი, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა სანივთო უფლება (გარდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისა), რომლებიც ქონებაზე რეგისტრირებულია იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ. თუ იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი იპოთეკარი არის საქართველოში ლიცენზირებული/რეგისტრირებული კომერციული ბანკი, მიკრობანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სადაზღვევო ორგანიზაცია, „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული (თუ მას ამ პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური ინსტიტუტი გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილ მოთხოვნას საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე გადასცემს), საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განვითარებული ქვეყნის ფინანსური ინსტიტუტი, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება აგრეთვე ქონებაზე ასეთი კრედიტორის გირავნობის/იპოთეკის შემდეგ რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. ქონებაზე ადრე რეგისტრირებული უფლებები (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საპრივატიზებო ვალდებულებები, აგრეთვე შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები) ყველა შემთხვევაში უცვლელი რჩება.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს  გამოქვეყნებიდან 46-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

11 ნოემბერი 2025 წ.

N1025-IVმს-XIმპ