სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • Word
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1908
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/04/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 13(20), 01/05/1999
სარეგისტრაციო კოდი 070.000.000.05.001.000.518
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1908
16/04/1999
სსმ, 13(20), 01/05/1999
070.000.000.05.001.000.518
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (15/07/2008 - 19/12/2008)

საქართველოს კანონი

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

თავი I

 ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის გამოყენების სფერო

ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების აღსრულების წესსა და პირობებს, აგრეთვე განსაზღვრავს ამ აქტების აღსრულებისას გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული აღსრულების საფასურის განაკვეთებს, გადახდის წესსა და პირობებს, გარდა ამ კანონის 171 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2002 წლის 25 ივნისის კანონი №1596 – სსმ I, 13.07.2002 წ., №22, მუხ.103

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2988 – სსმ I, 05.09.2003 წ., №26, მუხ.194

საქართველოს 2004 წლის 25 ივნისის კანონი №248 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.66

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4285 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.444

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 2. აღსრულების ქვემდებარე აქტები

ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე და კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ, სანოტარო აქტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება უცხოელთა საქართველოდან გაძევების შესახებ და შემდეგი სასამართლო აქტები (შემდგომში – გადაწყვეტილება):

ა) კერძო სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება;

ბ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, განჩინება და დადგენილება ქონებრივი გადახდევინების ნაწილში;

გ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის სასჯელის სახით ჯარიმის ან/და ქონების ჩამორთმევის დაკისრების შესახებ;

დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო დადგენილება ქონებრივი გადახდევინების ნაწილში და ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ;

ე) გადახდის ბრძანება და ბრძანება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე;

ვ) კერძო არბიტრაჟის გადაწყვეტილება;

ზ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლოს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება;

თ) იმ არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით;

ი) სხვა სახელმწიფოს სასამართლოს, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ის გადაწყვეტილებები, რომელთა აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით;

კ) ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის თანახმად სავალდებულოა საქართველოსათვის;

ლ) სასამართლოს გადაწყვეტილება უცხოელთა საქართველოდან გაძევების შესახებ;

მ) რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის გადაწყვეტილებები;

ნ) საქართველოს საერთო სასამართლოს თავმჯდომარის ან სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულება სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმებისა და დაპატიმრების შესახებ.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2002 წლის 7 მაისის კანონი №1397 – სსმ I, 28.05.2002 წ., №13, მუხ.54

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2988 – სსმ I, 05.09.2003 წ., №26, მუხ.194

საქართველოს 2004 წლის 25 ივნისის კანონი №248 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.66

საქართველოს 2004 წლის 23 დეკემბრის კანონი №784 - სსმ I, №5, 18.01.2005 წ., მუხ.23

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1828 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.285

საქართველოს 2005 წლის 22 დეკემბრის კანონი №2407 - სსმ I, №1, 04.01.2006წ., მუხ.6

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3384 - სსმ I, №24, 29.06.2006წ., მუხ.192

საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3534 - სსმ I, №37,27.08. 2006წ., მუხ.275

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4210 - სსმ I, 12.01.2007წ., №4, მუხ.52

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4285 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.444

    მუხლი 21. ქონებრივი შეზღუდვა

„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ქონება, აგრეთვე გენერაციის ობიექტები, ელექტროგამანაწილებელი და რეგიონალური გაზის ქსელები, რომლებიც სახელმწიფოს საკუთრებას ან იმ საწარმოთა საკუთრებას წარმოადგენენ, სადაც სახელმწიფო ფლობს აქციათა ან საწესდებო კაპიტალში წილის არანაკლებ 50 %-ს , არ ექვემდებარება იძულებით აღსრულებას, იძულებით აუქციონს, ყადაღის დადებასა და სეკვესტრს. (ძალადაკარგულია) [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება №1/14/184,228 – სსმ IV, №19, 29.07.2005 წ., გვ.5]

საქართველოს 2002 წლის 14 თებერვლის კანონი №1284 – სსმ I, 05.03.2002 წ., №4, მუხ.19

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება №1/14/184,228 – სსმ IV, №19, 29.07.2005 წ., გვ.5

თავი II

 სააღსრულებო დაწესებულებები

    მუხლი 3. სააღსრულებო დაწესებულებები

1. სააღსრულებო დაწესებულებებია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში –აღსრულების ეროვნული ბიურო) და მისი ტერიტორიული ორგანოები – სააღსრულებო ბიუროები (შემდგომში – სააღსრულებო ბიურო), რომელთა ძირითადი ფუნქციაა ამ კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღსრულება, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლისა და საქართველოს საბაჟო კოდექსის 211-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული სახელმწიფო ორგანოები (მათი სტრუქტურული ერთეულები).

2. სააღსრულებო ბიუროების სისტემას განსაზღვრავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სახელმწიფო ორგანოები (მათი სტრუქტურული ერთეულები) განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2002 წლის 25 ივნისის კანონი №1596 – სსმ I, 13.07.2002 წ., №22, მუხ.103

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4230 - სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.381

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 4. აღსრულების ეროვნული ბიურო

1. აღსრულების ეროვნული ბიურო არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

3. აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულებას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

4. აღსრულების ეროვნულ ბიუროში საქმიანობა ითვლება საჯარო სამსახურად.

5. აღსრულების ეროვნულ ბიუროს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

6. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილეებს და აღსრულების პოლიციის სამმართველოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით. აღსრულების ეროვნული ბიუროს სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.

7. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში აქვს თავისი უფლებამოსილებების დელეგირების უფლება.

8. აღსრულების ეროვნული ბიუროს საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.

9. აღსრულების ეროვნული ბიუროს ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ამ კანონით განსაზღვრული სხვა შემოსავლებიდან.

10. აღსრულების ეროვნულ ბიუროს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საბანკო ანგარიში.

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 5. სააღსრულებო ბიურო

1. სააღსრულებო ბიურო არის აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანო.

2. ამ კანონით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს აღასრულებენ სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლები (შემდგომში – აღმასრულებელი).

3. სააღსრულებო ბიუროს ხელმძღვანელობს ბიუროს უფროსი – უფროსი აღმასრულებელი, რომელსაც ამ კანონით განსაზღვრულ აღმასრულებელთა შემადგენლობიდან თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.

4. სააღსრულებო ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და სააღსრულებო ბიუროს დებულებით.

5. სააღსრულებო ბიუროს დებულებასა და საშტატო განრიგს ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.

6. სააღსრულებო ბიუროს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.

7. სააღსრულებო ბიუროს აქვს სადეპოზიტო ანგარიში. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ნებართვით, აღსრულების საფასურის, ხარჯების ან/და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოღებული თანხების დეპონირებისათვის სააღსრულებო ბიუროს შესაძლებელია ჰქონდეს ორი ან ორზე მეტი სადეპოზიტო ანგარიში.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

თავი III

აღმასრულებელი

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 6. აღმასრულებლის თანამდებობაზე დანიშვნის პირობები

1. აღმასრულებლის თანამდებობა კონკურსის წესით შეიძლება დაიკავოს საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც:

ა) აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება (განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანხმობით, უმაღლესი განათლება);

[ბ) გავლილი აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული სასწავლო კურსი და ჩაბარებული აქვს შესაბამისი გამოცდა. (ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან) ]

2. აღმასრულებლების საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამას, მისი ჩატარების, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №941 – სსმ I, 03.07.2001 წ., №20, მუხ.68

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 7. აღმასრულებლის თანამდებობაზე დანიშვნა

1. აღმასრულებელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. თანამდებობაზე დანიშვნისას აღმასრულებელს ეძლევა სამსახურებრივი მოწმობა და განესაზღვრება სამოქმედო ტერიტორია.

2. აღმასრულებლის მიერ თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს უფლება აქვს, აღმასრულებელს გაუგრძელოს უფლებამოსილების ვადა არა უმეტეს 5 წლით.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 8. აღმასრულებლის მიერ მუშაობის დაწყება

1. აღმასრულებელი მუშაობას უნდა შეუდგეს თანამდებობაზე დანიშვნიდან ათი დღის ვადაში.

2. აღმასრულებელს აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს სამსახურებრივი ბეჭდით საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. ბეჭედზე აღინიშნება მისი სახელი, გვარი, სააღსრულებო ბიუროს ადგილმდებარეობა და პირადი საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელსაც ანიჭებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.

3. აღმასრულებელი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 9. აღმასრულებლის საქმიანობის სამსახურებრივი შეზღუდვები

აღმასრულებელს არა აქვს უფლება, იმსახუროს სხვა დაწესებულებაში, რომელში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 10. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2002 წლის 25 ივნისის კანონი №1596 – სსმ I, 13.07.2002 წ., №22, მუხ.103

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №885 - სსმ I, №6, 19.01.2005 წ., მუხ.40

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4230 - სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.381

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 11. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №941 – სსმ I, 03.07.2001 წ., №20, მუხ.68

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 12. აღმასრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები

1. აღმასრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. აღმასრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლების დამატებითი საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) თანამდებობრივი გადაცდომა, გათვალისწინებული აღმასრულებლის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი;

ბ) სხვა გამოვლენილი გარემოებანი, რომლებიც დაუშვებელს ხდის აღმასრულებლად მუშაობას.

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 13. აღმასრულებლის შვებულება და პენსია

1. აღმასრულებლის ყოველწლიური შვებულების ხანგრძლივობაა 30 კალენდარული დღე.

2. აღმასრულებელს უფლება აქვს, მიიღოს პენსია წელთა ნამსახურობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. აღმასრულებლისათვის ყოველწლიური შვებულების მიცემის თანამიმდევრობას განსაზღვრავს და პენსიის დასანიშნად საჭირო საბუთებს ამზადებს აღსრულების ეროვნული ბიურო.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 14. აღმასრულებლის სოციალური გარანტიები

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღმასრულებლის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 10 ათასი ლარის ოდენობით. აღმასრულებლის დაკრძალვის ხარჯებს გაიღებს აღსრულების ეროვნული ბიურო.

2. აღმასრულებელს დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სხეულის დაზიანების სიმძიმის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არა უმეტეს 5 ათასი ლარისა.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია თავისი შემოსავლებიდან გასცეს დამატებითი კომპენსაცია, რომლის ოდენობას აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის წარდგინებით განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

თავი III1

აღსრულების პოლიცია

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 141. აღსრულების პოლიციის სამმართველო

1. აღსრულების პოლიციის სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) არის აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეული.

2. სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.

3. სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებითა და აღსრულების პოლიციის სამმართველოს დებულებით.

4. სამმართველოს ორგანიზაცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება აღსრულების პოლიციის სამმართველოს დებულებით, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.

5. სამმართველოში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია: ეს კანონი, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონები, აგრეთვე აღსრულების პოლიციის სამმართველოს დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 142. აღსრულების პოლიციელი

1. აღსრულების პოლიციელი არის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.

2. სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას აღსრულების პოლიციელი არის ხელისუფლების წარმომადგენელი და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებული მისი კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.

3. აღსრულების პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.

4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი და სპეციალური საშუალებები.

5. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელი ატარებს სამსახურებრივ ფორმას, რომლითაც მას უზრუნველყოფს აღსრულების ეროვნული ბიურო. სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. აღსრულების პოლიციელს ეძლევა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული ნიმუშის პირადობის მოწმობა.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 143. აღსრულების პოლიციელის უფლება-მოვალეობანი

1. აღსრულების პოლიციელი ვალდებულია:

ა) დაეხმაროს აღმასრულებელს ამ კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღსრულებაში;

ბ) სააღსრულებო მოქმედების განხორციელებისას დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი;

გ) სააღსრულებო მოქმედების განხორციელებისას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაიცვას აღმასრულებელი და სხვა პირები;

დ) უზრუნველყოს აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო ბიუროების შენობების, აგრეთვე ამ შენობებში საზოგადოებრივი წესრიგისა და პერსონალის უსაფრთხოების დაცვა.

2. აღსრულების პოლიციელს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს მართლწესრიგის დაცვა;

ბ) აღკვეთოს პირთა უკანონო ქმედებები;

გ) აღმასრულებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე დააკავოს მოვალის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება და წარუდგინოს მას;

დ) თავისი უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების უზრუნველსაყოფად კანონით დადგენილი წესით გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 144. ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს, გამოიყენოს ფიზიკური იძულება, მათ შორის, ორთაბრძოლის სპეციალური ხერხები, პირადი, აღსრულების ეროვნული ბიუროს პერსონალის და სააღსრულებო მოქმედების განხორციელების პროცესში მონაწილე პირთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თუ იგი ძალის გამოყენების გარეშე ვერ უზრუნველყოფს კანონით მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.

2. აღსრულების პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უფლება აქვს, გამოიყენოს შემდეგი სპეციალური საშუალებები:

ა) ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება – იმ პირის მიმართ, რომელიც უძალიანდება;

ბ) რეზინის ხელკეტი და ელექტროშოკური მოწყობილობა – იმ პირის მიმართ, რომელიც თავს ესხმის.

3. აღსრულების პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უფლება აქვს, უკიდურესი საშუალების სახით, გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი:

ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელთა, აგრეთვე სააღსრულებო მოქმედების განხორციელების პროცესში მონაწილე პირთა და თავის დასაცავად ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, აგრეთვე საშიში ცხოველის თავდასხმისას;

ბ) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად;

გ) განგაშის ნიშნის მისაცემად.

4. აკრძალულია ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ორსულობის, მცირეწლოვნობის, ინვალიდობის და ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი ახდენენ შეიარაღებულ ან ჯგუფურ თავდასხმას ან შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ აღსრულების პოლიციელს, რაც საფრთხეს უქმნის სააღსრულებო მოქმედების განხორციელების პროცესში მონაწილე პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუ სხვა ხერხითა და საშუალებით ასეთი თავდასხმის მოგერიება შეუძლებელია.

5. ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევაში აღსრულების პოლიციელი ვალდებულია, ყველა ღონე იხმაროს სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დაზარალებულისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.

6. აღსრულების პოლიციელი ვალდებულია, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსსა და პროკურორს.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 145. აღსრულების პოლიციელის სოციალური დაცვა

1. სახელმწიფო უზრუნველყოფს აღსრულების პოლიციელის სოციალურ დაცვას.

2. აღსრულების პოლიციელისათვის დადგენილია არანორმირებული სამუშაო დღე.

3. აღსრულების პოლიციელი ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას.

4. აღსრულების პოლიციელის წლიური შვებულების ხანგრძლივობაა 30 კალენდარული დღე.

5. ზიანი, რომელიც აღსრულების პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიადგა, სრულად აუნაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 10 ათასი ლარის ოდენობით. აღსრულების პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს გაიღებს აღსრულების ეროვნული ბიურო.

7. აღსრულების პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დასახიჩრების ან/და დაინვალიდების შემთხვევაში სხეულის დაზიანების სიმძიმის შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არა უმეტეს 5 ათასი ლარისა.

8. აღსრულების პოლიციელის საპენსიო უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

9. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში აღსრულების პოლიციელისათვის შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გაუთვალისწინებელი სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები.

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

თავი IV

აღსრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა

    მუხლი 15. აღმასრულებლის აცილების საფუძველი, აცილების წესი და თვითაცილება

1. აღმასრულებლის აცილება დასაშვებია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით.

2. სამოქმედო ტერიტორიაზე აღმასრულებლის აცილების ან თვითაცილების საკითხს განიხილავს და წყვეტს სააღსრულებო ბიუროს უფროსი და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობებს კრედიტორს, მოვალეს და განმცხადებელს.

3. სააღსრულებო ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება აცილების ან თვითაცილების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო წესით.

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 16. სააღსრულებო ბიუროს მიერ აღსრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა

1. სააღსრულებო ბიურო იქმნება ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

2. სააღსრულებო ბიუროს უფროსი:

ა) იღებს ამ კანონით განსაზღვრულ სააღსრულებო ფურცლებს და უნაწილებს აღმასრულებლებს მათთვის გამოყოფილი სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით;

ბ) აკონტროლებს აღსრულების მიმდინარეობას, საჭიროების შემთხვევაში დასახმარებლად მიამაგრებს სხვა აღმასრულებლებს;

გ) წყვეტს აცილებული აღმასრულებლის სხვა აღმასრულებლით შეცვლის საკითხს;

დ) პერიოდულად მოახსენებს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაზე სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისა და აღსრულების მდგომარეობის შესახებ;

ე) ახორციელებს ადმინისტრაციულ და სხვა ორგანიზაციულ-სამეურნეო ფუნქციებს;

ვ) აღსრულების პერიოდში მოვალის სხვა სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაზე გადასვლას აცნობებს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, იმ სააღსრულებო ბიუროს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც გადავიდა მოვალე, და კრედიტორს;

ზ) წყვეტს ბიუროს სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში სხვადასხვა აღმასრულებლის წარმოებაში არსებული საქმეების გაერთიანების საკითხს;

თ) წყვეტს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისას ან/და გადაცემისას აღსრულების საფასურის განსაზღვრისთვის კრედიტორის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დასკვნის დასაშვებობის საკითხს.

3. აღსრულების ქვემდებარეობასთან დაკავშირებულ დავას განიხილავს აღსრულების ეროვნული ბიურო.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 17. აღმასრულებლის უფლება-მოვალეობანი

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული აღმასრულებლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.

2. ყველა სახელმწიფო ორგანო და საბანკო დაწესებულება ვალდებულია აღსასრულებელი მოთხოვნის ფარგლებში აღმასრულებელს მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია მოვალის ქონებრივი მდგომარეობის, საბანკო ანგარიშებისა და მათზე დარიცხული თანხის შესახებ.

3. აღმასრულებელი ვალდებულია დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალობა და იგი მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისთვის გამოიყენოს. ამ მოთხოვნის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. აღმასრულებელს სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელებისას უფლება აქვს, შევიდეს მოვალის ბინაში, დაათვალიეროს ყველა სათავსი და მოვალის ქონება. დათვალიერება ხდება სულ მცირე ორი ქმედუნარიანი პირის თანდასწრებით და ფორმდება ოქმით. ოქმს ხელს აწერენ დამსწრეები, მოვალე და აღმასრულებელი.

5. იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს:

ა) გადახდევინება:

ა.ა) მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით, ხოლო თუ საკითხი ეხება სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებას, აცნობოს ამის შესახებ შესაბამის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს;

ა.ბ) მოვალის ხელფასიდან, პენსიიდან, სტიპენდიიდან და სხვა შემოსავლებიდან;

ა.გ) მოვალის სხვა პირებთან არსებული ფულადი თანხებიდან და ქონებიდან, აგრეთვე საინკასო დავალებების საფუძველზე მოვალის საბანკო ანგარიშებიდან;

ბ) მოვალისათვის იმ საგნების ჩამორთმევა, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებით კრედიტორს უნდა გადაეცეს;

გ) კანონის შესაბამისად აღსასრულებელ გადაწყვეტილებაში მითითებული სხვა ღონისძიებები.

6. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები ვერ უზრუნველყოფს ფულადი გადახდევინების თაობაზე იძულებით აღსრულებას, აღმასრულებელი აჩერებს აღსრულებას მოვალის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაციის მიღებამდე.

7. აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში.

8. თუ მოვალე არ დაუშვებს აღმასრულებელს, განახორციელოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, აღმასრულებელს შეუძლია დასახმარებლად მიმართოს აღსრულების პოლიციას ან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც ვალდებულია აღმოუჩინოს მას საჭირო დახმარება.

9. აღმასრულებლისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ან თუ მოვალის ბინაში განსახორციელებელ სააღსრულებო მოქმედებას არც მოვალე ესწრება და არც მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი, აღმასრულებელი ადგენს აქტს და აგრძელებს სააღსრულებო მოქმედებას ადგილობრივი თვითმმართველობის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლისა და დამსწრეთა თანდასწრებით.

10. აღსრულების მსვლელობისას აღმასრულებელი უფლებამოსილია გამოიძახოს მოვალე სააღსრულებო ბიუროში სააღსრულებო დოკუმენტების გასაცნობად, მიიღოს ზეპირი ინფორმაცია ან წერილობითი შეტყობინება, თუ ეს აუცილებელია აღსრულების განსახორციელებლად.

11. აღმასრულებელს თავისი ქვემდებარე სააღსრულებო საქმის წარმოებისას მოძრავ ქონებაზე და საბანკო ანგარიშებზე უფლება აქვს, სააღსრულებო მოქმედება განახორციელოს სხვა სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაზედაც.

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3648 - სსმ I, №44, 27.11.2006წ., მუხ.296

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 171. სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ან ბიუჯეტიდან აღსასრულებელ და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა აღსრულება

1. სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ან ბიუჯეტიდან აღსასრულებელ და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა აღსასრულებლად აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანებით აღმასრულებლებისა და აღსრულების პოლიციელებისაგან შეიძლება შეიქმნას მიზნობრივი სპეციალური ჯგუფი, რომელიც უფლებამოსილი იქნება, აღასრულოს მისთვის გადაცემული საქმე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

2. საქმის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა კატეგორიისათვის მიკუთვნების და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმეების სპეციალური ჯგუფისათვის აღსასრულებლად დაქვემდებარების საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.

3. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების დასაფარავად მისი ქონების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 87-ე და 88-ე მუხლებით, აგრეთვე საქართველოს საბაჟო კოდექსის 211-ე მუხლით გათვალისწინებული ამოღება და რეალიზაცია ხორციელდება ამავე მუხლების შესაბამისად დადგენილი წესით.

საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №941 – სსმ I, 03.07.2001 წ., №20, მუხ.68

საქართველოს 2002 წლის 25 ივნისის კანონი №1596 – სსმ I, 13.07.2002 წ., №22, მუხ.103

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4230 - სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.381

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 18. კრედიტორისა და მოვალის უფლებამოსილებანი

1. კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ, დაესწრონ აღსრულების მიმდინარეობას, გაეცნონ სააღსრულებო მასალებს, მიიღონ აუცილებელი ცნობები, რომლებიც შეეხება აღსრულებას, მორიგდნენ, იდავონ ქონების კუთვნილებაზე ან მის ფასზე, აღმასრულებელთან წარადგინონ რეალიზაციას დაქვემდებარებული ქონების შეძენით დაინტერესებული პირები, გაასაჩივრონ აღმასრულებლის მოქმედება სასამართლოში სააღსრულებო მოქმედების განხორციელებიდან ერთი თვის ვადაში. ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა ან უნდა გამხდარიყო მისი უფლების დარღვევის შესახებ.

2. კრედიტორი და მოვალე აღსრულების პროცესში მორიგების შემთხვევაში აღმასრულებელს გადასცემენ მორიგების შესახებ წერილობით შეთანხმებას, რომელსაც იგი სამი დღის ვადაში უგზავნის სასამართლოს მხარეთა მორიგების დამტკიცების საკითხის გადასაწყვეტად.

3. კრედიტორს და მოვალეს უფლება აქვთ, აღსრულების გადადების, განწილვადების შესახებ ან აღსრულებასთან დაკავშირებული სხვა მოქმედებების თაობაზე მიმართონ სასამართლოს.

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 181. მხარეთა წარმომადგენლობა სააღსრულებო წარმოების პროცესში

1. მხარეთა წარმომადგენლობა სააღსრულებო წარმოების პროცესში განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

2. თუ გადაწყვეტილებაში კრედიტორად მითითებულია სახელმწიფო ბიუჯეტი, მისი აღსრულებისას სახელმწიფოს წარმოადგენს აღსრულების ეროვნული ბიურო, რომელსაც ასეთი გადაწყვეტილებების აღსრულების ხარჯების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან ეძლევა მიზნობრივი დაფინანსება.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 19. დოკუმენტების გაცნობა და მათი ასლების გადაცემა

პირს, რომელიც მონაწილეობს აღსრულების პროცესში, უფლება აქვს გაეცნოს აღსრულების დოკუმენტებს და მიიღოს მათი ასლები.

თავი IV1

მოვალეთა რეესტრი

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    [მუხლი 191. მოვალეთა რეესტრის წარმოება

1. მოვალეთა რეესტრი არის მონაცემთა სისტემატიზებული ბაზა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა შესახებ, რომელთა მიმართაც გავიდა ფულადი გადახდევინების თაობაზე ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსრულებას დაქვემდებარებული აქტების ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის დადგენილი ვადა, გარდა უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოვალისა.

2. მოვალეთა რეესტრს (შემდგომში – რეესტრი) აწარმოებს აღსრულების ეროვნული ბიურო. რეესტრის წარმოების წესს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

3. რეესტრში შეყვანა არ ათავისუფლებს პირს ფულადი გადახდევინების აღსრულებისაგან.

4. რეესტრის მონაცემები საჯაროა და აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს რეესტრის მონაცემების ხელმისაწვდომობას ამ კანონის 19 2 მუხლში მითითებული ორგანოებისათვის, აგრეთვე მონაცემების მუდმივ განახლებას.

5. აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო ბიუროების საამისოდ პასუხისმგებელი პირები უზრუნველყოფენ რეესტრის მონაცემების საფუძველზე შესაბამისი ცნობების გაცემას ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე განცხადების წარდგენიდან დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. რეესტრიდან ინფორმაცია გაიცემა ამ მუხლით დადგენილი საფასურის წინასწარ გადახდისა და დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე.

6. რეესტრიდან გასაცემ ინფორმაციაზე დაწესებული საფასურის განაკვეთია 10 ლარი. საფასური არის ამ კანონით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი (დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით). (ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან) ]

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    [მუხლი 192. რეესტრიდან გამომდინარე სახელმწიფო დაწესებულებების ვალდებულებები

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა ორგანოებმა მოვალის სახელზე სატრანსპორტო საშუალებათა და სამოქალაქო იარაღის რეგისტრაციისას აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ შესაბამის სააღსრულებო ბიუროს და უნდა შეაჩერონ შემდგომი რეგისტრაცია რეესტრიდან მოვალის ამორიცხვამდე.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ რეესტრში შეყვანილი მოვალის მიერ ქონებაზე საკუთრების ან სხვა უფლების რეგისტრაციისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ შესაბამის სააღსრულებო ბიუროს და უნდა შეაჩეროს შემდგომი რეგისტრაცია რეესტრიდან მოვალის ამორიცხვამდე. (ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან) ]

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    [მუხლი 193. რეესტრში შეყვანილი პირის უფლებების შეზღუდვა

რეესტრში შეყვანისთანავე პირს ეზღუდება საჯარო რეესტრში რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების განკარგვის უფლება აღმასრულებლის თანხმობის გარეშე. (ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან) ]

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    [მუხლი 194. რეესტრში რეგისტრირებული პირის მიმართ დაწესებული შეზღუდვების მოხსნა და რეესტრიდან ამორიცხვა

1. რეესტრში რეგისტრირებულ პირზე დაწესებული შეზღუდვები მთლიანად იხსნება რეესტრიდან მისი ამორიცხვისთანავე.

2. პირის რეესტრიდან ამორიცხვის საფუძველია:

ა) ფულადი გადახდევინების სრულად აღსრულება;

ბ) დაკისრებული ჯარიმის სხვა სახდელით შეცვლა;

გ) ამ კანონის 34-ე და 35-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევები;

დ) სასამართლოს გადაწყვეტილება. (ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან) ]

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

თავი V

აღსრულება

    მუხლი 20. სააღსრულებო ფურცელი

1. სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედანი) გარეშე, გარდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებთან და უცხოელთა საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებული საქმეებისა.

2. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას.

3. სასამართლო გადაწყვეტილებით აღსრულების შეჩერება, შეწყვეტა ან განახლება არ დაიშვება შესაბამისი სააღსრულებო ფურცლის (დედანი) გარეშე.

საქართველოს 2005 წლის 7 ივლისის კანონი №1865 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.261

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3384 - სსმ I, №24, 29.06.2006წ., მუხ.192

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 21. სააღსრულებო ფურცელი, სააღსრულებო წარწერა

1. გადაწყვეტილების აღსრულება ხდება სააღსრულებო ფურცელზე გაკეთებული სააღსრულებო წარწერის საფუძველზე, რომლის შინაარსია:

„ეს ფურცელი ეძლევა... (მონაწილე მხარის დასახელება) გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მიზნით.“ სააღსრულებო ფურცელს აღსასრულებლად მიღებისას და მისი კრედიტორისათვის დაბრუნებისას ბოლოში უნდა დაემატოს ბიუროს უფროსის ხელმოწერა, თარიღი და ბეჭედი.

2. სააღსრულებო ფურცელს გადაწყვეტილების გამომტანი ორგანო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადასცემს კრედიტორს, გარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი დაუყოვნებლივი აღსრულების შემთხვევებისა, როდესაც სააღსრულებო ფურცელი გაიცემა გადაწყვეტილების გამოტანისთანავე.

3. სააღსრულებო ფურცელში უნდა აღინიშნოს:

ა) სააღსრულებო ფურცლის გამცემი სასამართლოს ან იმ ორგანოს დასახელება, რომელმაც მიიღო აღსრულების გადაწყვეტილება;

ბ) საქმე, რომლის გამოც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი;

გ) გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი;

დ) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი;

ე) სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი;

ვ) კრედიტორისა და მოვალის დასახელება და მათი რეკვიზიტები.

31. ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში უნდა აღინიშნოს:

ა) სააღსრულებო ფურცლის გამცემი ნოტარიუსის სახელი, გვარი და სანოტარო ბიუროს მისამართი;

ბ) კრედიტორისა და მოვალის დასახელება და რეკვიზიტები;

გ) ვალდებულების წარმოშობის საფუძველი;

დ) ვალდებულების შესრულების დრო;

ე) აღსასრულებელი ვალდებულების სახე და მოცულობა;

ვ) სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი;

ზ) სანოტარო მოქმედებათა რეესტრში სააღსრულებო ფურცლის რეგისტრაციის ნომერი.

4. სააღსრულებო ფურცელი დამოწმებული უნდა იქნეს გადაწყვეტილების მიმღები პირის ხელმოწერითა და ბეჭდით.

5. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ადმინისტრაციული აქტი გამოიცემა სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანიდან ორი კვირის ვადაში.

6. „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უცხოელთა საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე ადმინისტრაციულ აქტს გამოსცემს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1828 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.285

საქართველოს 2005 წლის 7 ივლისის კანონი №1865 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.261

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3384 - სსმ I, №24, 29.06.2006წ., მუხ.192

    მუხლი 22. ერთ გადაწყვეტილებაზე რამდენიმე სააღსრულებო ფურცლის გაცემა

თუ აღსრულება უნდა მოხდეს სხვადასხვა ადგილზე, ან თუ გადაწყვეტილება გამოტანილია რამდენიმე მოსარჩელის სასარგებლოდ ან რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, მაშინ სასამართლოს შეუძლია რამდენიმე სააღსრულებო ფურცლის გაცემა აღსრულების ადგილის და გადაწყვეტილების იმ ნაწილის ზუსტი აღნიშვნით, რომელიც ამ ფურცლით უნდა აღსრულდეს.

    მუხლი 23. სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა

სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის შემთხვევაში სასამართლოს, რომელმაც გასცა პირველი ეგზემპლარი, შეუძლია გასცეს დუბლიკატი.

    მუხლი 24. სააღსრულებო ფურცლის გაცემა უფლებამონაცვლე პირთა სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირთა საწინააღმდეგოდ

სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირთა სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირთა საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ, ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტების საშუალებით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა სარჩელი სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა შეიტანოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 25. აღსრულების დაწყება

1. აღსრულება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მაშინ, თუ პირები, რომელთა სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ უნდა მოხდეს აღსრულება, კონკრეტულად არიან დასახელებული სააღსრულებო ფურცელში და სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე. თუ გადაწყვეტილების აღსრულება უნდა განხორციელდეს სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ, სასამართლო სააღსრულებო ფურცელს გზავნის სააღსრულებო ბიუროში მოვალის ადგილსამყოფლის მიხედვით.

2. სააღსრულებო ფურცელი წარდგენილი უნდა იქნეს სააღსრულებო ბიუროში მოვალის ან მისი ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით. სააღსრულებო ფურცელს უნდა ერთოდეს გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი.

3. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისას ან/და გადაცემისას სააღსრულებო ფურცელთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს ნივთის საბაზრო ღირებულების შესახებ ექსპერტის (აუდიტის) დასკვნა.

4. აღმასრულებლის მიერ აღსრულების შესახებ მხარეთა ინფორმირება ხდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების გადაცემისათვის დადგენილი წესითა და საშუალებებით.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 26. სააღსრულებო მოქმედების დაწყება

აღმასრულებელი სააღსრულებო მოქმედებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით – საქართველოს იუსტიციის მინისტრის სამართლებრივი აქტის) საფუძველზე.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2005 წლის 7 ივლისის კანონი №1865 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.261

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 27. აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტება

აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტება ხდება მხარეთა განცხადების ან აღმასრულებლის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 28. წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ

1. აღმასრულებელი სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა მოვალეს უგზავნის წინადადებას სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული მოთხოვნის 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. თანხის გადახდევინებისას ან ქონების გადაცემისას წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით.

2. თუ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებას ექვემდებარება, მოვალეს ეგზავნება წინადადება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ და ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე.

3. წინადადება მოვალეს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. აღმასრულებელი მოვალისათვის წინადადების ჩაბარებისას აფრთხილებს მას ნებაყოფლობითი აღსრულების ვადის გასვლისთანავე იძულებითი აღსრულების დაწყების და საფასურის დაკისრების შესახებ. ამ ვადაში გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მოვალეს ეკისრება მხოლოდ საფასურის კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი ნაწილი – 2%, რაც ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილ უფლებებთან ერთად ასევე განემარტება მოვალეს.

[4. წინადადების ჩაბარებისას აღმასრულებელი ასევე აფრთხილებს მოვალეს მისი რეესტრში რეგისტრაციის შედეგების შესახებ. (ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან) ]

5. აღმასრულებელი სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე კრედიტორის განცხადების მიღებისთანავე მოვალე სახელმწიფო ორგანოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უგზავნის წინადადებას ბიუჯეტის სახსრებით გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ.

საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №485 – სსმ I, №30, 27.07.2000 წ., მუხ.95

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 281. აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შემთხვევაში განაჩენით დაკისრებული ჯარიმის აღსრულების წესი

აღმასრულებელი ვალდებულია, სააღსრულებო ფურცლის სააღსრულებო ბიუროში წარდგენიდან 5 დღის ვადაში, მსჯავრდებულის და გირაოს შემტანის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, მოახდინოს აღსრულება გირაოს სახით საქმის მწარმოებელი ორგანოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილ ფულად თანხაზე ამ კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2939 - სსმ I, №14, 15.05.2006წ., მუხ.91

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 29. ოქმი

1. აღმასრულებელმა ყოველი სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ უნდა შეადგინოს ოქმი.

2. ოქმი უნდა შეიცავდეს:

ა) შედგენის ადგილსა და დროს;

ბ) აღმასრულებლის ვინაობას, რომელმაც შეადგინა ოქმი, აგრეთვე იმ პირების ვინაობას, რომლებიც ესწრებოდნენ სააღსრულებო მოქმედების შესრულებას;

გ) სააღსრულებო საბუთის დასახელებას, რომლის მიხედვითაც ხდება აღსრულება;

დ) კრედიტორისა და მოვალის დასახელებას;

ე) სააღსრულებო მოქმედების შესრულების საგანს.

3. ოქმს ხელს აწერენ აღმასრულებელი, კრედიტორი, მოვალე და პირები, რომლებიც ესწრებოდნენ ოქმის შედგენას. ხელის მოწერაზე უარის თქმა უნდა აღინიშნოს ოქმში. მოვალეს უნდა გადაეცეს ოქმის ასლი.

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

თავი VI

სასამართლო კომპეტენცია

    მუხლი 30. მოვალის ძებნა

საქმეებზე ალიმენტის გადახდევინების, სხეულის დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, როდესაც მოვალის ადგილსამყოფელი უცნობია, ან როცა იგი სპეციალურად არიდებს თავს მოვალეობის შესრულებას, მოსამართლეს აღმასრულებლის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე გამოაქვს განჩინება პოლიციის ორგანოების მეშვეობით მოვალის ძებნის შესახებ.

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 31. მოვალის ინტერესების დაცვა იძულებითი აღსრულებისას

1. განსაკუთრებული ვითარების გამო, თუ აღსრულება არ შეესაბამება მორალის ზოგად პრინციპებსა და ნორმებს (მოვალის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობა, გარდაცვალება ან სხვა საგანგებო შემთხვევა), მოვალის განცხადების საფუძველზე აღმასრულებელს, სააღსრულებო ბიუროს უფროსის თანხმობით, შეუძლია დროებით გადადოს აღსრულების ესა თუ ის ღონისძიება არა უმეტეს 10 დღის ვადით.

2. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ვადის განმავლობაში ფაქტობრივი ვითარება არ იცვლება, მოვალის განცხადების საფუძველზე სასამართლოს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს აღსრულების ღონისძიება, აკრძალოს ან დროებით შეაჩეროს ესა თუ ის ღონისძიება არა უმეტეს სამი თვის ვადით.

3. თუ შეიცვალა ფაქტობრივი ვითარება, სასამართლოს შეუძლია კრედიტორის განცხადების საფუძველზე გააუქმოს ან შეცვალოს აღსრულების თაობაზე გამოტანილი განჩინება.

4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში განცხადებები განიხილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლით დადგენილი წესით.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 32. მესამე პირის სარჩელი სხვისი ვალების გამო აღწერილი ქონების საკუთრების უფლების შესახებ

1. თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ).

2. სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

3. თუ ყადაღადადებული ქონება უკვე რეალიზებულია, სარჩელი წარედგინება აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც ქონება გადაეცათ. რეალიზებული ქონების დაბრუნების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დავა ქონების შემძენს, კრედიტორსა და მოვალეს შორის განიხილება სასამართლო წესით.

თავი VII

აღსრულების გადადება, შეწყვეტა, შეჩერება, აღსასრულებელი დოკუმენტის უკან დაბრუნება

    მუხლი 33. სააღსრულებო მოქმედების გადადება

აღმასრულებელს, გარდა ამ კანონის 31-ე, 34-ე, 35-ე მუხლებით და 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, არ შეუძლია კრედიტორის წერილობითი განცხადების გარეშე შეაჩეროს ან შეწყვიტოს აღსრულება, დაუბრუნოს კრედიტორს სააღსრულებო საბუთები, სხვა დროისათვის გადადოს სააღსრულებო მოქმედების შესრულება, ამორიცხოს ყადაღადადებული ქონება აღწერის სიიდან. ასეთი მოქმედებები აღმასრულებელს შეუძლია შეასრულოს სასამართლოს შესაბამის განჩინებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 34. აღსრულების შეწყვეტა

1. აღსრულება შეწყდება, თუ:

ა) კრედიტორმა უარი თქვა გადახდევინებაზე;

ბ) კრედიტორი და მოვალე მორიგდნენ;

გ) კრედიტორის ან მოვალის სიკვდილის შემდეგ გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნები ან მოვალეობები ვერ გადავა გარდაცვლილი პირის უფლებამონაცვლეზე;

დ) გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, გაუქმებულია;

ე) გავიდა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.

2. სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სააღსრულებო საბუთი დაუბრუნდება კრედიტორს. აღსრულებისათვის მიღებული ყველა ღონისძიება უქმდება.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 35. სააღსრულებო საბუთის დაბრუნება

სააღსრულებო საბუთი, რომლითაც არ მოხდა ან ნაწილობრივ მოხდა გადახდევინება, უბრუნდება კრედიტორს:

ა) კრედიტორის განცხადებით;

ბ) თუ მოვალე არ ცხოვრობს კრედიტორის მიერ მითითებულ მისამართზე, ან თუ იქ არ იმყოფება ქონება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოვალე იძებნება პოლიციის ორგანოების მეშვეობით;

გ) თუ კრედიტორისათვის სააღსრულებო საბუთის მოსალოდნელი დაბრუნების შესახებ აღმასრულებლის მიერ მიცემული გაფრთხილებიდან ერთი თვის შემდეგაც კრედიტორი არ ასრულებს კანონით მისთვის დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს, რის გამოც შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების აღსრულება;

დ) ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №941 – სსმ I, 03.07.2001 წ., №20, მუხ.68

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 36. აღსრულების შეჩერება და მისი ვადები

1. სასამართლო აღსრულებას აჩერებს:

ა) მოვალე იურიდიული პირის ლიკვიდაციისას – მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობით დაიშვება უფლებამონაცვლეობა;

ბ) მოვალის მოქმედ სამხედრო ნაწილში ყოფნისას;

გ) მოვალის მიერ ქმედუნარიანობის დაკარგვისას – მისი წარმომადგენლის დანიშვნამდე;

დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისათვის უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მოქმედებაზე საჩივრის შეტანისას – გადაწყვეტილების მიღებამდე;

ე) სარჩელის წარდგენისას იმ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ, რომელზედაც მიქცეულია გადახდა – სადავო ქონებაზე აღსრულების ნაწილში და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. აღმასრულებელი უფლებამოსილია, აღსრულება შეაჩეროს:

ა) კრედიტორის მოთხოვნით არა უმეტეს სამი თვის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ სააღსრულებო ფურცელი უბრუნდება კრედიტორს, თუ იგი არ მოითხოვს აღსრულების გაგრძელებას;

ბ) აღმასრულებლის მიერ აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნით სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადით;

გ) კრედიტორის ან მოვალის გარდაცვალებისას სასამართლოს მიერ უფლებამონაცვლის დადგენამდე.

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3437 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.244

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 37. სასამართლოს გადაწყვეტილება

თუ ეჭვს იწვევს აღსრულების შეწყვეტის ან სააღსრულებო საბუთის უკან დაბრუნების მართლზომიერება, გადაწყვეტილებას აღმასრულებლის, კრედიტორის ან მოვალის განცხადების საფუძველზე იღებს სასამართლო.

თავი VIII

აღსრულების საფასური და ხარჯები

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 38. სასამართლო და სხვა უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული აქტების აღსრულებისას გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული აღსრულების საფასური

1. სასამართლო და სხვა უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული აქტების აღსრულებისას გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული აღსრულების საფასური (შემდგომში – საფასური) არის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურებისათვის ამ კანონით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი (დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით), რომელიც ირიცხება აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე.

2. საფასურიდან მიღებული შემოსავალი (დამატებული ღირებულების გადასახადის გამოკლებით) სრულად ხმარდება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიზნებისა და ამოცანების შესრულებას.

3. აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო ბიუროების სადეპოზიტო ანგარიშებზე საბანკო დაწესებულებების მიერ პროცენტების სახით დარიცხული თანხები, ასევე სხვა შემოსავლები სრულად ხმარდება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიზნებისა და ამოცანების შესრულებას.

4. საფასურის განაკვეთი და გადახდის წესი განისაზღვრება ამ კანონით.

5. საფასურის გადახდა ეკისრება მოვალეს. თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საფასური ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად.

6. ამ კანონის 34-ე და 35-ე მუხლებით განსაზღვრულ შემთხვევებში კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი საფასური უკან არ დაბრუნდება.

7. თანხის გადახდევინებისას საფასურის ოდენობაა აღსასრულებელი მოთხოვნის 7%. კრედიტორი სააღსრულებო ფურცლის ბიუროში შეტანისას იხდის აღსასრულებელი მოთხოვნის 2%-ს, მაგრამ არანაკლებ 50 ლარისა (ფიზიკური პირი, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა, – არა უმეტეს 5 ათასი ლარისა), რომელიც უბრუნდება მას ძირითად მოთხოვნასთან ერთად. საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარედგინება შესაბამის სააღსრულებო ბიუროს, რაც იძულებითი აღსრულების დაწყების საფუძველია.

8. მოთხოვნის არასრულად ან ეტაპობრივად დაკმაყოფილების შემთხვევაში პირველ რიგში იფარება ამოღებული თანხის პროპორციულობით საფასური, შემდეგ სასამართლო ხარჯები და აღსასრულებელი მოთხოვნა.

9. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისას ან/და გადაცემისას საფასურის ოდენობაა ნივთის საბაზრო ღირებულების 1%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა (ფიზიკური პირისათვის, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა, – არა უმეტეს 5 ათასი ლარისა). ამ კატეგორიის საქმეებზე კრედიტორი საფასურს წინასწარ იხდის მის მიერ სააღსრულებო ფურცელთან ერთად წარდგენილი ნივთის საბაზრო ღირებულების შესახებ ექსპერტის (აუდიტის) დასკვნის შესაბამისად. კრედიტორს შეუძლია მის მიერ გადახდილი საფასური და შეფასების ხარჯების ანაზღაურება მოითხოვოს მოვალისგან სასამართლო წესით.

10. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით და სხვა კატეგორიის საქმეებზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის სააღსრულებო ბიუროში წარდგენისას კრედიტორი იხდის საფასურს 100 ლარის ოდენობით.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ გადაწყვეტილებებზე, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმების აღსრულებისათვის საფასური წინასწარ არ გადაიხდევინება. ამ გადაწყვეტილებების აღსრულების საფასურია აღსასრულებელი ფულადი მოთხოვნის 2%, რომელიც აღსრულების ხარჯებთან ერთად ეკისრება მოვალეს.

12. საფასურის წინასწარ გადახდისაგან თავისუფლდება:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რაც დასტურდება შესაბამისი მოწმობით;

ბ) კრედიტორი სასამართლოს გადაწყვეტილებით (სასამართლოს შეუძლია კრედიტორი, მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, გაათავისუფლოს საფასურის წინასწარ გადახდისაგან სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლებისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით).

13. საფასურის წინასწარ გადახდისა და დაკისრებისაგან თავისუფლდებიან სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა. ამ პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების კრედიტორები თავისუფლდებიან საფასურის გადახდისაგან.

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3384 - სსმ I, №24, 29.06.2006წ., მუხ.192

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 39. აღსრულების ხარჯები

1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გადაწყვეტილებების, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმების, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი ბაჟის, ამ კანონის 901 მუხლით გათვალისწინებული აქტებისა და ამ კანონის 38-ე მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული ხარჯებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხარჯების სახეობები დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით და მათი ანაზღაურება საფასურთან და ამოსაღებ მოთხოვნასთან ერთად ეკისრება მოვალეს.

3. უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის შესაბამისად.

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

თავი IX

აღსრულება მოძრავ ქონებაზე

    მუხლი 40. მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება

1. მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადების, – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერის აქტში.

2. ბათილია ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გარიგება, გარდა ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. ქონებაზე ყადაღის დადება ხელს არ უშლის მოგირავნეს, განახორციელოს გირავნობის საგნის რეალიზაცია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 278-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში. მოგირავნის მიერ ყადაღადადებული გირავნობის საგნის რეალიზაცია იწვევს ყადაღის გაუქმებას.

4. ფულს, ფასიან ქაღალდებს და ფასიან ნივთებს იღებს აღმასრულებელი და ინახავს სპეციალურ საკანში. ეს ეხება სხვა ყადაღადადებულ ნივთებსაც, თუ არსებობს ყადაღადადებული ნივთების ხელყოფის საშიშროება. თუ ყადაღადადებული ნივთები რჩება მოვალესთან, მაშინ ყადაღის დადება ხდება დალუქვით. მოვალის მიერ ყადაღადადებული ქონების ყოველგვარი განკარგვა გამოიწვევს პასუხისმგებლობას სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

5. ნაყოფს, რომელიც ჯერ არ არის მოცილებული მიწას, შეიძლება დაედოს ყადაღა მანამ, სანამ არ მომხდარა უძრავ ქონებაზე აღსრულება. ყადაღის დადება არ შეიძლება მოხდეს მოსავლის მოწევამდე ერთი თვით ადრე.

6. თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავიანთ უფლებებს, იგი მაინც შედის აღწერის აქტში და კეთდება აღნიშვნა. აღმასრულებელი იმავდროულად განუმარტავს პირს მის უფლებას – მიმართოს სასამართლოს სარჩელით ქონების ყადაღისაგან გათავისუფლებაზე.

7. თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას ან ყადაღის დადების შემდეგ მოგირავნე განაცხადებს ამ ქონებაზე თავის უფლებას და აღმასრულებელს წარუდგენს გირავნობის უფლების დამადასტურებელ ამონაწერს შესაბამისი რეესტრიდან, აღმასრულებელი ათავისუფლებს ამ ქონებას ყადაღისაგან.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1828 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.285

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 41. სარჩელის უპირატესი წესით დაკმაყოფილება

1. მესამე პირს შეუძლია სარჩელის საშუალებით პრეტენზიის წამოყენება ამონაგებიდან უპირატესი წესით დაკმაყოფილებაზე, იმის გაუთვალისწინებლად, ექვემდებარება თუ არა მისი მოთხოვნა აღსრულებას.

2. სარჩელი შეტანილ უნდა იქნეს სასამართლოში.

3. თუ სარჩელი მიმართულია კრედიტორის და მოვალის წინააღმდეგ, მაშინ ისინი ითვლებიან საპროცესო თანამონაწილეებად.

4. თუ პრეტენზია დასაბუთდება, მაშინ სასამართლოს შეუძლია დაადგინოს მოგების დეპონირება.

    მუხლი 42. მოვალის ქონებრივი მდგომარეობის გამოკვლევა

1. (ამოღებულია).

2. აღმასრულებელს შეუძლია დაავალდებულოს მოვალე, წარმოადგინოს თავისი ქონების ნუსხა. ქონების ნუსხაში მოვალემ უნდა მიუთითოს აგრეთვე მესამე პირის მიმართ თავისი მოთხოვნის საფუძველი და მტკიცებულებები. ქონების ნუსხაში უნდა აღინიშნოს ის ქონებაც, რომელიც მას სხვებისგან ეკუთვნის.

3. მოვალე წერილობით გარანტიას იძლევა, რომ მან ყველა ის მონაცემი, რომელიც მისგან მოითხოვეს, მაქსიმალურად სწორად და სრულად წარმოადგინა.

4. თუ მოვალე აღმასრულებელს მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში არ წარუდგენს ქონების ნუსხას, ან უარს ამბობს წერილობითი გარანტიის მიცემაზე, ან შეგნებულად წარუდგენს არასწორ ინფორმაციას, მას დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

41. აღმასრულებელი ამოწმებს მოვალის მონაცემების სისწორესა და სისრულეს.

5. (ამოღებულია).

6. მოვალე, რომელიც იძლევა წერილობით გარანტიას, ასეთი გარანტიის მიცემიდან პირველი სამი წლის განმავლობაში ვალდებულია, განმეორებითი გარანტია მისცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მოვალემ ქონება გვიან მიიღო ან ახალი შრომითი ურთიერთობები წარმოეშვა.

7. მოვალე, რომელიც იძლევა წერილობით გარანტიას, ასეთი გარანტიის მიცემიდან პირველი სამი წლის მანძილზე ვალდებულია განმეორებითი გარანტია მისცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მოვალემ ქონება გვიან მიიღო ან ახალი შრომითი ურთიერთობები წარმოეშვა.

8. (ამოღებულია).

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 43. (ამოღებულია).

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1828 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.285

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 44. ყადაღის საგანი

1. ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).

2. კრედიტორის მოთხოვნით აღმასრულებელს აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია დალუქოს აღწერილი საგნები და აღნიშნოს ამის შესახებ აღწერის აქტში.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 45. ქონება, რომლიდანაც არ შეიძლება გადახდევინება

1. ყადაღას არ ექვემდებარება:

ა) პირადი მოხმარების ან საოჯახო ნივთები, რომლებიც აუცილებელია მოვალისთვის თავისი პროფესიული საქმიანობის, ცხოვრებისა და საოჯახო მეურნეობისათვის;

ბ) მოვალის, მისი ოჯახისა და მასთან ერთად მცხოვრები პირებისათვის ოთხი კვირის საკვები, საწვავი და სანათი საშუალებები, ან თუ დროის ამ მონაკვეთისათვის ამგვარი მარაგი არ არსებობს და მათი შეძენა სხვა გზით არ არის შესაძლებელი, მაშინ მათ შესაძენად საჭირო თანხა;

გ) წვრილფეხა საქონელი შეზღუდული რაოდენობით, ასევე ერთი მეწველი ძროხა, ან მოვალის არჩევანით_ ორი ღორი, ცხვარი ან თხა, თუ ისინი აუცილებელია მოვალის, მისი ოჯახის ან მასთან ერთად მცხოვრები პირების გამოსაკვებად; ასევე სამი თვის სამყოფი პირუტყვის საკვების და ნამჯის მარაგი, ან თუ ამგვარი მარაგი არ არსებობს და მათი შეძენა ამ დროისათვის სხვა გზით არ არის უზრუნველყოფილი, მათ შესაძენად საჭირო ფულადი თანხა;

დ) პირებისათვის, რომლებიც სოფლის მეურნეობას მისდევენ, სამეურნეო წარმოებისათვის საჭირო ხელსაწყო-იარაღები, პირუტყვი, სასუქი და სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რამდენადაც ისინი საჭიროა მოვალის, მისი ოჯახის და დაქირავებული მუშების შესანახად, ან მომავალი მოსავლის აღებამდე იგივე ანდა მსგავსი პროდუქცია მეურნეობის შემდგომი წარმართვისათვის;

ე) პირებისათვის, რომლებიც შემოსავალს იღებენ თავიანთი ფიზიკური თუ გონებრივი შრომით ან სხვა საქმიანობით, ასეთი საქმიანობისათვის საჭირო ნივთები.

2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განისაზღვრება იმ საარსებო მინიმუმის ოდენობა, რომელიც აუცილებელია პირის ყოფითი საჭიროებისათვის.

3. ყადაღისაგან გათავისუფლება ზემოაღნიშნული საფუძვლით ეხება საარსებო მინიმუმზე ნაკლებ შემოსავალს.

4. დავა გადახდევინებისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ განიხილება სასამართლო წესით.

    მუხლი 46. რეალიზაციის დროებითი შეჩერება

1. აღმასრულებელს შეუძლია მოვალის განცხადების საფუძველზე ყადაღადადებული ნივთების რეალიზაცია დროებით შეაჩეროს გადახდის განვადებით, კრედიტორის თანხმობით, თუკი ეს მოვალის პიროვნებისა და ეკონომიკური მდგომარეობისთვის დასაშვებ მოქმედებად იქნება მიჩნეული და კრედიტორის ინტერესებს არ ეწინააღმდეგება.

2. შესაბამისი განკარგულებანი შეიძლება რამდენჯერმე გაიცეს, მაგრამ რეალიზაცია არ შეიძლება გადაიდოს ყადაღის დადების შემდეგ სამ თვეზე მეტი ვადით.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 47. შეფასება

1. ყადაღადადებულ ნივთებს შეაფასებს აღმასრულებელი ჩვეულებრივი საბაზრო ფასებით. აღმასრულებელს შეუძლია მოიწვიოს ექსპერტი ან აუდიტი შეფასების მიზნით.

2. აღმასრულებლის მიერ შეფასებისას თითოეულ ყადაღადადებულ ნივთზე საბაზრო ფასი უნდა მიეთითოს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში. თუ ქონების აღწერისას ფასების დადგენა შეუძლებელია, აღწერილი ქონების შეფასება განხორციელდება ერთი თვის ვადაში და ეცნობება მხარეებს.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 48. ქონების აღწერის აქტი

1. ქონების აღწერის (ყადაღის დადების) აქტში უნდა აღინიშნოს:

ა) აქტის შედგენის დრო და ადგილი;

ბ) სააღსრულებო ბიუროს დასახელება, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, აგრეთვე აღმასრულებლის სახელი, გვარი და ის პირები, რომლებიც აქტის შედგენას დაესწრნენ;

გ) სასამართლოს დასახელება და გადაწყვეტილება, რომელსაც აღასრულებენ, ან სხვა სააღსრულებო საბუთის დასახელება და ორგანო, რომელმაც ის გასცა;

დ) კრედიტორისა და მოვალის დასახელება;

ე) აქტში შეტანილი თითოეული საგნის დასახელება, მისი განმასხვავებელი ნიშნები (რაოდენობა, ზომა, წონა, ცვეთა და სხვა);

ვ) აქტში შეტანილი თითოეული საგნის ცალკე შეფასება და მთელი ქონების ღირებულება, თუ აღწერისას შესაძლებელია აღმასრულებლის მიერ ფასების დადგენა;

ზ) თუ საგნები ან/და სადგომები დაილუქა – რომელი საგნები ან/და სადგომები იქნა დალუქული, და მათზე დადებული ბეჭდების რაოდენობა;

თ) იმ პირის დასახელება, რომელსაც ქონება გადაეცა შესანახად, და მისი მისამართი, თუ შენახვა თვით მოვალეს არ დაევალა;

ი) რომ მოვალესა და სხვა პირებს განემარტათ აღმასრულებლის მოქმედებათა გასაჩივრების წესი. მოვალეს ან ქონების შემნახველს განემარტა მისი მოვალეობა ქონების შენახვისათვის და გადაცემული ქონების გაფლანგვისათვის, გასხვისებისათვის ან გადამალვისათვის პასუხისმგებლობის საკითხი;

კ) კრედიტორის, მოვალის, აღწერის დამსწრე პირების შენიშვნები და განცხადებები და მათზე აღმასრულებლის განმარტებანი.

2. ქონებაზე ყადაღის დადებასთან ერთად აღწერის აქტში ღირებულების მითითებით ჩამოთვლილი უნდა იყოს ის ნივთები, რომლებიც ამ კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დარჩა მოვალესთან, აგრეთვე მოვალის სხვა ქონება, რომელიც სხვა პირებთან საერთო საკუთრებაში იმყოფება და რომელსაც ყადაღა არ დაედო.

3. ქონებაზე ყადაღის დადების აქტს ხელს აწერენ აღმასრულებელი, ქონების შემნახველი, კრედიტორი, მოვალე და სხვა პირები, რომლებიც ესწრებოდნენ ქონებაზე ყადაღის დადებას.

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 49. რეალიზაცია

1. ყადაღადადებულ ან მოვალის მიერ გადახდილ თანხას, საფასურის გამოკლებით, აღმასრულებელი გადასცემს კრედიტორს.

2. სხვა ყადაღადადებულ ნივთებს აღმასრულებელი საჯაროდ ყიდის აუქციონზე.

3. ყადაღადადებული ნივთები შეიძლება მხოლოდ იმ ფასად გაიყიდოს, რომელიც სულ მცირე ნივთის ღირებულების ნახევარია.

4. აღმასრულებელს შეუძლია აუქციონის ჩატარებამდე მოვალეს მისცეს შესაძლებლობა, თვითონ მოახდინოს ქონების რეალიზაცია აღმასრულებლის კონტროლით, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქონების რეალიზაციით დაიფარება საფასური, სასამართლო ხარჯები და კრედიტორის მოთხოვნები.

5. მოძრავი ნივთების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეალიზაციამდე აღმასრულებელს უფლება აქვს, მოახდინოს ყადაღადადებული ნივთის ამოღება მოვალის მფლობელობიდან.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 50. ყადაღადადებული მოძრავი ქონების აუქციონზე გაყიდვა

1. აღმასრულებელი ატარებს აუქციონს ყადაღადადებული ქონების შეფასების შესახებ საბუთის მხარეთათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

2. აუქციონზე ყადაღადადებული მოძრავი ქონების რეალიზაცია ხორციელდება აუქციონზე უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ ამ კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 51. აუქციონის შეწყვეტა

თუ აუქციონზე გატანილი მოძრავი ნივთების ნაწილის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა უკვე საკმარისია საფასურის, სასამართლო ხარჯებისა და კრედიტორის მოთხოვნის დასაფარავად, სხვა ნივთებზე აუქციონი წყდება.

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 52. ფასიანი ქაღალდები

ფასიან ქაღალდებზე ვრცელდება მოძრავ ნივთებზე ყადაღის დადებისა და რეალიზაციის წესები.

    მუხლი 53. სხვაგვარი რეალიზაცია

კრედიტორისა და მოვალის შეთანხმების შემთხვევაში, მათი განცხადების საფუძველზე აღმასრულებელს შეუძლია დაადგინოს, რომ ყადაღადადებული ნივთის რეალიზაცია უნდა მოხდეს სხვაგვარად, ვიდრე ამ კანონითაა განსაზღვრული. ამასთანავე, დაცული უნდა იქნეს კრედიტორის ინტერესები.

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 54. მრავალჯერადი ყადაღის დადება

ნივთს ერთდროულად შეიძლება ყადაღა დაედოს მრავალი კრედიტორის სასარგებლოდ. უკვე ყადაღადადებულ ნივთს შეიძლება შემდეგ კიდევ დაედოს ყადაღა სხვა (შემდეგი) კრედიტორის სასარგებლოდ. ამისათვის აღმასრულებელს ყადაღის დადების აქტში შეაქვს განცხადება, რომ ის ნივთს ყადაღას ადებს შემდეგი კრედიტორის სასარგებლოდ. თუ პირველი ყადაღის დადება მოახდინა სხვა აღმასრულებელმა, მას უნდა გადაეცეს აქტის ასლი. მოვალეს უნდა შეატყობინონ შემდგომი ყადაღის დადების შესახებ.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

თავი X

მოთხოვნათა აღსრულება

    მუხლი 55. ყადაღის დადების პრინციპი

1. მოვალის მოთხოვნაზე შეიძლება ყადაღის დადება, თუ კანონმდებლობა არ ზღუდავს მათ გადაცემას ან მათზე ყადაღის დადებას.

2. მოთხოვნებს, რომელიც მომავალში იქნება გადასახდელი, შეიძლება დაედოს ყადაღა, თუ მათი განსაზღვრა ნათლად შეიძლება.

    მუხლი 56. ყადაღის დადების განკარგულება

1. თუ უნდა მოხდეს მოთხოვნაზე ყადაღის დადება, აღმასრულებელი კრედიტორის განცხადების საფუძველზე გამოსცემს განკარგულებას მასზე ყადაღის დადების შესახებ. განკარგულებაში აღნიშნული უნდა იყოს კრედიტორის პრეტენზიის საფუძველი, მის მიერ შესასრულებელი მოთხოვნები და ის, თუ ვის წინააღმდეგ არის მიმართული მოვალის მოთხოვნა (დავალებული პირი). ყადაღის დადებასთან ერთად გამოცემულ უნდა იქნეს განკარგულება კრედიტორისათვის გადახდის თაობაზე.

2. ყადაღის დადების განკარგულება უნდა გადაეცეს დავალებულ პირს (პირი, რომელსაც იძულების წესით აღეწერება მასთან შენახული მოპასუხის ქონება). განკარგულება უნდა გაეგზავნოს კრედიტორსა და მოვალეს. დავალებული პირისათვის განკარგულების გადაცემით ყადაღა ქმედითი ხდება კრედიტორის პრეტენზიის ფარგლებში. მოვალეს აღარ აქვს უფლება, განკარგოს მოთხოვნები, დავალებულ პირს კი აღარ აქვს უფლება, შეასრულოს მოქმედება, რომელიც შეადგენს ვალდებულების შინაარსს. მან ყადაღადადებული თანხა უნდა გადაუხადოს კრედიტორს. სხვა მოქმედება, რომელიც შეადგენს ვალდებულების შინაარსს, უნდა შეასრულოს აღმასრულებელმა.

3. აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების გამო გამოცემული ყადაღის დადების განკარგულება შეიძლება ამავე დროს შეეხოს კრედიტორის მოთხოვნის იმ ნაწილს, რომელიც მომავალში გახდება აღსასრულებელი.

4. ყადაღის დადების განკარგულება, რომელიც ეხება პრეტენზიებს ხელფასზე ან მსგავსი რეგულარული შემოსავლისაგან შემდგარ მოვალის პრეტენზიებს დავალებული პირის წინააღმდეგ, ვრცელდება აგრეთვე იმ თანხებზე, რომლებიც გადასახდელია ყადაღის დადების შემდეგ.

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 57. ყადაღის დადების შედეგები

1. ყადაღის დადების შესახებ განკარგულება უფლებას ანიჭებს კრედიტორს მოსთხოვოს მესამე პირს ისეთი მოქმედების მის სასარგებლოდ შესრულება, რომელიც მას უნდა შეესრულებინა თავისი მოვალის მიმართ.

2. ყადაღის დადების განკარგულება ძალაშია, თუნდაც ის უმართებულოდ იქნეს გაცემული დავალებული პირის სასარგებლოდ, მოვალის წინააღმდეგ, სანამ იგი არ გაუქმდება და ეს გაუქმება დავალებული პირისათვის არ გახდება ცნობილი.

3. მოვალე ვალდებულია კრედიტორს მისცეს პრეტენზიის აღძვრისათვის საჭირო ინფორმაცია და, აგრეთვე, ამ პრეტენზიის შესახებ არსებული დოკუმენტები. კრედიტორს შეუძლია მათ მიღებას მიაღწიოს იძულებითი აღსრულების გზით.

4. მოთხოვნაზე ყადაღის დადების შესახებ განკარგულების საფუძველზე კრედიტორს უფლება აქვს სასამართლოში შეიტანოს სარჩელი დავალებული პირის წინააღმდეგ.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 58. დავალებული პირის განცხადება

დავალებულმა პირმა ყადაღის დადების განკარგულების მიღებიდან ორი კვირის განმავლობაში აღმასრულებელსა და კრედიტორს უნდა განუცხადოს:

ა) აღიარებს თუ არა პრეტენზიას და თუ აღიარებს, რამდენად არის მზად გადახდისათვის;

ბ) აღძრავენ თუ არა სხვა პირები პრეტენზიებს მოთხოვნაზე და თუ აღძრავენ – რომელს;

გ) მოხდა თუ არა მოვალის მოთხოვნაზე ყადაღის დადება და თუ მოხდა – რომელი პრეტენზიის გამო.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 59. მრავალჯერადი ყადაღა. უარი ყადაღადადებულ მოთხოვნაზე

1. მოთხოვნაზე მრავალჯერადი ყადაღის დადებისას კრედიტორთა მოთხოვნები დაკმაყოფილდება იმ რიგითობის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც მესამე დავალებულ პირს გადაეცა განკარგულება მოთხოვნაზე ყადაღის დადების შესახებ. მოთხოვნაზე ყადაღის დადების შესახებ განცხადების ერთდროულად წარდგენისას კრედიტორები დაკმაყოფილდებიან მათი მოთხოვნების პროპორციულად.

2. მრავალჯერადი ყადაღის დადებისას დავალებული პირი ვალდებულია განახორციელოს გადახდა აღმასრულებლის მეშვეობით, რომელიც ამოღებულ თანხას ანაწილებს ამ მუხლით დადგენილი წესით.

3. კრედიტორს უფლება აქვს, უარი თქვას ყადაღის დადების განკარგულების გზით მოპოვებულ მოთხოვნებზე ისე, რომ არ დაირღვეს სააღსრულებო საბუთებში მოცემული მისი უფლებები. უარის თქმისას აღმასრულებელს გადაეცემა განცხადება. განცხადება აგრეთვე უნდა გადაეცეს დავალებულ პირს.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 60. ვინდიკაციების ყადაღის დადება

1. ნივთის გადაცემაზე მოთხოვნების დროს ყადაღის დადების განკარგულებაში უნდა განისაზღვროს, რომ დავალებულმა პირმა ნივთი უნდა გადასცეს აღმასრულებელს. იძულებითი ქმედება დავალებული პირის წინააღმდეგ მხოლოდ მაშინ შეიძლება გატარდეს, თუ კრედიტორი ნივთის გადმოცემაზე მოიპოვებს აღმასრულებელ დოკუმენტს დავალებული პირის წინააღმდეგ.

2. თუ ხდება მოძრავი ნივთის გადაცემა, მისი რეალიზაციისათვის გამოიყენება ყადაღადადებული მოძრავი ნივთების რეალიზაციის წესი.

3. თუ გადასაცემია უძრავი ნივთი, მისი რეალიზაციისათვის გამოიყენება უძრავი ქონების მიმართ აღსრულების წესი.

თავი XI

აღსრულება უძრავ ქონებაზე

    მუხლი 61. გამოყენების სფერო

უძრავ ქონებაზე აღსრულებას ექვემდებარება მიწის ნაკვეთები, შენობა-ნაგებობები და საჯარო რეესტრში შეტანილ უძრავ ქონებაზე საერთო საკუთრების წილი.

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232

    მუხლი 62. აღსრულების ქვემდებარეობა

1. აღსრულებას ახორციელებს ის სააღსრულებო ბიურო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც იმყოფება უძრავი ქონება.

2. თუ უძრავი ქონება იმყოფება სხვადასხვა სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს უფლება აქვს, გადაწყვეტილების აღსრულება დაავალოს ერთ-ერთი სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 63. აღსრულების სახეები

1. უძრავ ქონებაზე აღსრულება ხდება იძულებითი იპოთეკის რეგისტრაციით, იძულებითი აუქციონით ან სეკვესტრით (ქონების იძულებითი მართვით).

2. კრედიტორმა ამ აღსრულების ღონისძიებებიდან უნდა აირჩიოს ერთ-ერთი. მას არ შეუძლია მოითხოვოს, რომ ერთდროულად განხორციელდეს აღსრულების რამდენიმე ღონისძიება.

3. კრედიტორს მისი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებამდე უფლება აქვს მოითხოვოს იძულებითი აღსრულების ერთი სახის მეორით შეცვლა.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 631. უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება

1. უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს ქონების აღწერას და მესაკუთრისათვის მისი განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, იპოთეკით, უზუფრუქტით, სერვიტუტით ან აღნაგობით დატვირთვის, მასზე თხოვების, ქირავნობის ან/და იჯარის ხელშეკრულების დადების – აკრძალვას. უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ხდება მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებისათვის დადგენილი წესით. ყადაღის დადების ან გაუქმების აქტი დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს.

2. ბათილია ყადაღადადებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა გარიგება.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2640 - სსმ I, №5, 20.01.2006წ., მუხ.48

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

თავი XII

იძულებითი იპოთეკა

    მუხლი 64. იძულებითი იპოთეკის გამოყენება

1. იძულებითი იპოთეკის შეტანა რეესტრში ხდება კრედიტორის განცხადების საფუძველზე. იძულებითი იპოთეკა იწყება რეგისტრაციით. უძრავი ქონება ასევე წარმოადგენს რეგისტრაციის ხარჯების გარანტიას, რომელიც ეკისრება მოვალეს.

2. თუ იძულებითი იპოთეკით იტვირთება მოვალის რამდენიმე უძრავი ქონება, მაშინ მოთხოვნის თანხა უნდა განაწილდეს შესაბამის უძრავ ქონებაზე. განაწილების მოცულობას განსაზღვრავს კრედიტორი.

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232

    მუხლი 65. იძულებითი იპოთეკის აღსრულება

კრედიტორს შეუძლია იძულებითი იპოთეკის შესახებ შეიტანოს განცხადება იძულებით აუქციონზე ან სეკვესტრზე ისე, რომ მას არ დასჭირდეს ახალი სააღსრულებო საბუთის წარდგენა.

    მუხლი 66. იძულებითი იპოთეკის მოპოვება მესაკუთრის მიერ

თუ აღსასრულებელი გადაწყვეტილების მეშვეობით სააღსრულებო საბუთი უქმდება ან აღსრულება დაუშვებლად ცხადდება, მაშინ იძულებითი იპოთეკა გადადის მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე. აღნიშნული ვრცელდება იმ შემთხვევებზეც, როცა მოვალე აკმაყოფილებს კრედიტორს.

თავი XIII

იძულებითი აუქციონი

    მუხლი 67. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 68. განცხადება იძულებითი აუქციონის შესახებ

1. განცხადება სააღსრულებო საბუთის საფუძველზე იძულებითი აუქციონის შესახებ აღმასრულებელთან შეიძლება შეიტანოს როგორც ერთმა, ისე რამდენიმე კრედიტორმა.

2. განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს უძრავი ქონება, მესაკუთრე, მოთხოვნა და სააღსრულებო საბუთი.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 69. იძულებითი აუქციონის პირობები

1. აღმასრულებელს შეუძლია გამოსცეს განკარგულება იძულებითი აუქციონის დანიშვნის შესახებ, თუ მოვალე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია უძრავი ქონების მესაკუთრედ. ამ შემთხვევაში იძულებითი აუქციონი ტარდება ქონების შეფასებიდან ერთი თვის ვადაში.

2. თუ იპოთეკარის მოთხოვნით იძულებით აუქციონზე რეალიზაციას ექვემდებარება იპოთეკის საგანი, მაშინ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე–309-ე მუხლები, როგორც სპეციალური ნორმები.

3. ყადაღადადებულ ქონებაზე იძულებითი აუქციონის დანიშვნის შესახებ განკარგულების გამოცემის შემდეგ წარმოებაში მიღებული სხვა სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული მოთხოვნა დაკმაყოფილდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იძულებითი აუქციონის შედეგად შემოსული თანხა აჭარბებს საფასურს, სასამართლო ხარჯებს და იმ კრედიტორთა მოთხოვნებს, რომელთა სასარგებლოდაც ტარდება იძულებითი აუქციონი. ამასთანავე, დარჩენილი თანხა აღარ დაუბრუნდება მოვალეს და მას აღმასრულებელი ყადაღას ადებს სხვა კრედიტორის სასარგებლოდ.

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 70. აუქციონის შეჩერება და შეწყვეტა

1. თუ აუქციონის გახსნამდე ან გახსნის შემდეგ მის დასრულებამდე მოვალე ან სხვა პირი გადაიხდის საფასურის, კრედიტორის მოთხოვნის და ყველა სხვა ხარჯის დასაფარავად საჭირო თანხას, აუქციონი წყდება.

2. კრედიტორის მოთხოვნით აუქციონი შეიძლება შეჩერდეს ერთჯერადად, მაგრამ არა უმეტეს 2 თვის ვადით.

3. თუ მოვალის ქონებაზე გაიხსნა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, მაშინ იძულებითი აუქციონი შეჩერდება მეურვის განცხადების საფუძველზე, ანდა თუ შეტანილია სასამართლოს მიერ დამტკიცებული კრედიტორების მოვალესთან შეთანხმების წინადადება.

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4524 - სსმ I, №9, 31.03.2007წ., მუხ.89

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 71. აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის დადგენა

1. აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს ადგენს აღმასრულებელი, რის შესახებაც იგი აუქციონის ჩატარებამდე არანაკლებ 7 დღით ადრე აკეთებს სპეციალურ განცხადებას, რომელიც უნდა მოიცავდეს:

ა) უძრავი ქონების მესაკუთრის სახელს და საცხოვრებელ ადგილს;

ბ) აღმასრულებლის სახელს და საკონტაქტო მონაცემებს;

გ) აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს;

დ) უძრავი ქონების საწყის ფასს, რომელიც არის ამ ქონებაზე ყადაღის დადების აქტში მითითებული ან ექსპერტის/აუდიტორის მიერ დადგენილი საბაზრო ფასი;

ე) უძრავი ქონების ადგილმდებარეობასა და მოკლე აღწერას;

ვ) განცხადებას იმის შესახებ, რომ ყველა სხვა პირი, რომელსაც აქვს უფლებები უძრავ ნივთზე, ვალდებულია, ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარადგინოს აუქციონის დაწყებამდე;

ზ) აუქციონის პირობებს.

2. აღმასრულებელი ვალდებულია აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ საჯარო გამოცხადება განახორციელოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, აგრეთვე შესაბამისი განცხადება განათავსოს აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებგვერდზე, სასამართლოს და სააღსრულებო ბიუროს საინფორმაციო დაფაზე.

3. აღმასრულებელი აუქციონის დროისა და ადგილის შესახებ მხარეებს აცნობებს აუქციონის ჩატარებამდე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესითა და საშუალებებით.

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 72. აუქციონის ჩატარების წესები

1. აუქციონს ატარებს აღმასრულებელი, რომელიც:

ა) აუქციონის დაწყებამდე ადგენს, თუ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებებიდან რომელი სარგებლობს უპირატესი უფლებით იმ კრედიტორის მოთხოვნასთან შედარებით, რომლისთვისაც ხორციელდება აღსრულება (გარდამავალი უფლება);

ბ) აუქციონს გახსნილად აცხადებს და სთავაზობს საწყის ფასს.

2. აღმასრულებელი ადგენს აუქციონის ჩატარების ოქმს.

3. აუქციონზე აღმასრულებელი აცხადებს:

ა) რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უპირატესი უფლებები იმ კრედიტორის მოთხოვნასთან შედარებით, რომლისთვისაც ხორციელდება აღსრულება, ძალაში რჩება და გადახდით არ დაკმაყოფილდება;

ბ) თუ რა ღირებულება აქვს გარდამავალ უფლებებს (კრედიტორის მოთხოვნასთან შედარებით უპირატეს უფლებებს, ან უფლებებს, რომლებიც გადაჰყვება ნივთს აუქციონის წესით მისი რეალიზაციის შემდეგ);

გ) რომ აუქციონზე შემოთავაზებულ ფასებს უნდა გამოაკლდეს გარდამავალ უფლებათა ფასი, ხოლო დანარჩენი შეტანილ უნდა იქნეს სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 73. აუქციონის წესების განმარტება

აღმასრულებელი მონაწილე პირებს აუქციონის პროცესის დაწყებამდე განუმარტავს აუქციონის წესებსა და პირობებს.

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 74. ფასის საბოლოო შემოთავაზება

1. აუქციონი გრძელდება მანამ, სანამ სხვა შემოთავაზება აღარ მოხდება. აღმასრულებელმა უნდა გამოაცხადოს ფასის საბოლოო შემოთავაზება და აუქციონის დასასრული. პირველ აუქციონზე შემოთავაზებული საბოლოო ფასი არ უნდა იყოს ნივთის საწყისი ღირებულების 50%-ზე ნაკლები და უნდა ფარავდეს გარდამავალ უფლებათა ღირებულებას.

2. აუქციონზე ფასის საბოლოო შემოთავაზება უნდა გამოცხადდეს სამჯერ და ხმამაღლა.

3. აუქციონზე მაქსიმალური ფასის შემომთავაზებელმა უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია შემოთავაზებული ფასის ერთი მეათედის ოდენობით. თუ გარანტია დაუყოვნებლივ არ იქნება წარმოდგენილი, მაშინ შემოთავაზება ძალას კარგავს და აუქციონი უნდა გაგრძელდეს ბოლო შემოთავაზებამდე დაფიქსირებული თანხიდან.

4. პირს, რომელმაც ვერ წარმოადგინა საბანკო გარანტია, ეკრძალება ამ აუქციონში შემდგომი მონაწილეობა.

5. აუქციონში გამარჯვებულმა (ქონების შემძენმა) შესყიდვის ფასი სრულად უნდა შეიტანოს სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, აუქციონის ჩატარებიდან ერთი კვირის განმავლობაში.

6. თუ აუქციონზე რეალიზებული ნივთიდან მიღებული თანხა კრედიტორების მოთხოვნებზე ნაკლებია, ამონაგები თანხა კრედიტორებს შორის განაწილდება ამ კანონის XIV1 თავით დადგენილი წესით.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 75. აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების მიღება

1. აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილ პირს გადაეცემა აღმასრულებლის შესაბამისი განკარგულება, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს შეძენილი ქონება, აუქციონზე ქონების შემძენი, შემოთავაზებული ფასი და აუქციონის პირობები.

2. განკარგულების გამოცხადება ხდება აუქციონის დასრულებისთანავე, არა უგვიანეს ერთი კვირისა.

3. განკარგულება ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე. აუქციონზე ქონების შემძენს შეუძლია მიიღოს განკარგულება და ამ ქონების მიმართ გამოიყენოს თავისი კანონიერი უფლება მხოლოდ ფასის სრულად გადახდის შემდეგ.

4. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს არაიპოთეკარი, საკუთრების გადასვლის მიუხედავად საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები უცვლელი რჩება.

5. აუქციონზე გაყიდული ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში არსებული ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე.

6. უძრავი ნივთის ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველი მესაკუთრე კარგავს ყოველგვარ უფლებას ამ ნივთზე.

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 76. აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების გადაცემის გაუქმება

1. თუ აუქციონზე ნივთის შემძენმა მთლიანი თანხა არ დაფარა ამ კანონის 74-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ ვადაში, იგი კარგავს აუქციონის ჩატარების დღეს საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას, რომელიც გადაირიცხება აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე და გამოიყენება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიზნებისა და ამოცანების შესრულებისათვის.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზით იძულებითი აუქციონის შედეგის გაუქმების შემთხვევაში აღმასრულებელი გამოსცემს განკარგულებას ჩატარებული აუქციონის გაუქმების შესახებ და განკარგულების გამოცემიდან ერთი თვის ვადაში ატარებს ხელახალ აუქციონს, რომელიც არ ჩაითვლება განმეორებით აუქციონად.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 77. განმეორებითი აუქციონი

1. თუ პირველი აუქციონის დროს არ მოხდება შესაბამისი შემოთავაზება, მაშინ აღმასრულებელი ერთი თვის ვადაში ატარებს განმეორებით აუქციონს.

2. განმეორებითი აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი, და მიეთითება, რომ აუქციონი ტარდება განმეორებით.

3. განმეორებით აუქციონზე შემოთავაზებული ყველაზე დაბალი ფასი სულ მცირე აღსრულების საფასურს, გარდამავალ უფლებათა ღირებულებასა და კრედიტორის მოთხოვნას უნდა ფარავდეს.

4. თუ განმეორებით აუქციონზედაც არ მოხდა ნივთის რეალიზაცია, მაშინ აუქციონი აღარ გაიმართება და კრედიტორს ეძლევა წინადადება კანონით დადგენილი ვადის განმავლობაში ნივთის ნატურით მიღების შესახებ.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 771. ნივთის ნატურით გადაცემა

1. თუ ნივთის რეალიზაცია განმეორებით აუქციონზედაც არ მოხდება, კრედიტორს უფლება აქვს, მოითხოვოს ნივთის ნატურით გადაცემა განმეორებითი აუქციონის ჩატარებიდან ორი კვირის განმავლობაში, რის თაობაზედაც შესაბამისი განცხადებით მიმართავს სააღსრულებო ბიუროს.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში კრედიტორი არ მოითხოვს ნივთის ნატურით გადაცემას, ნივთი თავისუფლდება ყადაღისაგან და უბრუნდება მოვალეს. აღნიშნულ ნივთზე იმავე კრედიტორისათვის იმავე მოთხოვნაზე აღსრულება არ დაიშვება.

3. აღმასრულებელი უფლებამოსილია, კრედიტორის განცხადების საფუძველზე გამოსცეს შესაბამისი განკარგულება ნივთის ნატურით გადაცემის შესახებ.

4. განკარგულება ნივთის ნატურით გადაცემის შესახებ უნდა შეიცავდეს:

ა) ნატურით გადასაცემი ნივთის მესაკუთრის (მოვალის) მონაცემებს;

ბ) ნატურით გადაცემული ნივთის დასახელებას (მდებარეობას) და მოკლე დახასიათებას;

გ) ნივთის მიმღები კრედიტორის მონაცემებს;

დ) ნივთის ნატურით გადაცემის მიზეზსა და კრედიტორის მოთხოვნას;

ე) ნივთის საბაზრო ღირებულებას და კრედიტორის მიერ გადახდილ საფასურს.

5. ნატურით გადაცემისას ნივთის ღირებულება განისაზღვრება დადგენილი საწყისი ფასით.

6. ნივთის ნატურით გადაცემისას კრედიტორი ფარავს საფასურის დარჩენილ ნაწილს, სასამართლო ხარჯებს და ნივთის საწყის ფასსა და მოთხოვნას შორის არსებულ სხვაობას, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომელიც გადაეცემა მოვალეს (მესაკუთრეს).

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

თავი XIV

სეკვესტრი (იძულებითი მართვა)

    მუხლი 78. სეკვესტრი

1. იძულებითი აღსრულების ყველა ეტაპზე, კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე და ამ კანონით დადგენილი წესით, აღსრულებას დაქვემდებარებული მოვალის კუთვნილი ქონება იძულებითი მართვის მიზნით შეიძლება გადაეცეს სასამართლოს მიერ დანიშნულ მმართველს ან თვით მესაკუთრეს.

2. იძულებით მართვას არ შეიძლება დაექვემდებაროს ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონება.

3. იძულებითი მართვის შედეგად ამოღებული თანხები (მიმდინარე ხარჯების გამოკლებით) შეტანილი უნდა იქნეს სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, რის შესახებაც მმართველი აცნობებს აღმასრულებელს.

4. მმართველი და აღმასრულებელი ვალდებული არიან, აცნობონ სასამართლოს კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების შესახებ. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი მართვის შეწყვეტის თაობაზე.

5. ამ მუხლის მიხედვით სასამართლოს მიერ დანიშნული იძულებითი მართვის დროს გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 310-ე მუხლის ნორმები.

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 79. მმართველი

1. სასამართლო უფლებამოსილია დანიშნოს უძრავი ქონების მმართველი.

2. მმართველი არ შეიძლება იყოს აღმასრულებელი, კრედიტორი ან გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს წევრი, ან ამ პირების ახლო ნათესავი.

3. სასამართლომ კრედიტორისა და მოვალის მოსმენის შემდეგ მმართველს უნდა მისცეს საჭირო მითითებები, დაადგინოს მმართველის კუთვნილი ანაზღაურება და თვალყური ადევნოს მის მიერ საქმის წარმოებას. მას შეუძლია მმართველის გათავისუფლება მნიშვნელოვანი მიზეზების გამო.

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 80. ხარჯები

ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია ქონების მართვასთან და მიწის ნაკვეთის ჩვეულებრივ სამეურნეო გამოყენებასთან, მმართველმა უნდა გადაიხადოს უშუალოდ შემოსავლებიდან.

    მუხლი 81. მმართველის პასუხისმგებლობა, ანგარიშის წარდგენა

მმართველი პასუხს აგებს ყველა იმ ვალდებულებაზე, რომელიც მას აქვს ყველა მონაწილე მხარის მიმართ. ის ვალდებულია ნახევარ წელიწადში ერთხელ და მმართველობის დასასრულს წარადგინოს ანგარიში. ანგარიში უნდა წარედგინოს აღმასრულებელს, რომელმაც, თავის მხრივ, ის უნდა წარუდგინოს კრედიტორსა და მოვალეს.

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126 .

    მუხლი 82. მოვალე მმართველის როლში

1. სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო მეურნეობის, ანდა საბაღე მიწის ნაკვეთის სეკვესტრის დროს სასამართლომ მმართველად უნდა დანიშნოს მოვალე. მისი დანიშვნა მხოლოდ მაშინ არ შეიძლება, თუ მისგან მოსალოდნელი არ არის მმართველობის წესიერად წარმართვა.

2. სასამართლო მმართველად დანიშნულ მოვალეს უნიშნავს ზედამხედველ პირს და ადგენს ამ უკანასკნელის კუთვნილ ანაზღაურებას. თუ მოვალე არღვევს როგორც თავის, ისე მმართველის მოვალეობებს, ზედამხედველმა პირმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სასამართლოს.

3. მოვალე, როგორც მმართველი, არ იღებს ანაზღაურებას. საჭიროების შემთხვევაში სასამართლო ზედამხედველი პირის მოსმენის შემდეგ ადგენს, თუ რა რაოდენობით შეიძლება მოიხმაროს მოვალემ მიწის ნაკვეთის შემოსავალი და მისი ამონაგები თავისი და ოჯახის წევრების აუცილებელი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

თავი XIV1

გადახდევინებული თანხების განაწილება კრედიტორთა შორის

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 821. მოვალისგან ამოღებული თანხის განაწილების წესი

1. აღმასრულებლის მიერ მოვალისათვის გადახდევინებული (მისი ქონების რეალიზაციიდან მიღებული) თანხით ჯერ დაიფარება აღსრულების საფასური და სასამართლო ხარჯი, ხოლო დანარჩენი თანხა გაიცემა იმ კრედიტორთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რომელთა სასარგებლოდაც განხორციელდა იძულებითი აღსრულება. ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი თანხა უბრუნდება მოვალეს ან მას დაედება ყადაღა სხვა კრედიტორის სასარგებლოდ.

2. მოვალისათვის გადახდევინებული თანხა აღმასრულებლის მიერ შეტანილი ან/და ჩარიცხული უნდა იქნეს სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე და შემდეგ გაიცეს ან გადაირიცხოს დადგენილი წესით.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 822. კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგი

1. თუ მოვალისაგან გადახდევინებული თანხა საკმარისი არ არის კრედიტორთა ყველა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მაშინ ეს თანხა კრედიტორთა შორის ნაწილდება ამ კანონის 823 მუხლით დადგენილი რიგის დაცვით.

2. ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნები დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემდეგ.

3. თუ გასანაწილებელი თანხა საკმარისი არ არის ერთი რიგის ყველა მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, მაშინ ეს მოთხოვნები დაკმაყოფილდება თითოეული კრედიტორისათვის მიკუთვნებული თანხის პროპორციულად.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 823. პირველი, მეორე და მესამე რიგის მოთხოვნები

1. იპოთეკით დატვირთული და დაგირავებული ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხით პირველ რიგში დაკმაყოფილდება იპოთეკითა და გირაოთი უზრუნველყოფილი მოთხოვნები.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული თანხიდან მეორე რიგში, ხოლო სხვა თანხებიდან პირველ რიგში დაკმაყოფილდება მოთხოვნები:

ა) ალიმენტის გადახდევინების შესახებ;

ბ) შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე;

გ) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ;

დ) დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ;

ე) სახელმწიფო ან/და ადგილობრივ ბიუჯეტსა და არასაბიუჯეტო ფონდებში თანხების გადახდის შესახებ;

ვ) ჩეკისა და თამასუქის საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნები.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული თანხიდან მესამე რიგში, ხოლო სხვა თანხიდან მეორე რიგში დაკმაყოფილდება ყველა სხვა მოთხოვნა.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 824. აღმასრულებლის მიერ გაანგარიშების შედგენა

1. მრავალი კრედიტორის არსებობისას, თუ მოვალისათვის გადახდევინებული თანხა არ არის საკმარისი ყველა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, აღმასრულებელი ადგენს კრედიტორთა შორის თანხის განაწილების გაანგარიშებას და თანხას გასცემს მის შესაბამისად.

2. თუ რომელიმე კრედიტორი შედგენილ გაანგარიშებასთან დაკავშირებით გამოთქვამს პრეტენზიას, აღმასრულებელი გაანგარიშებას დასამტკიცებლად სამი დღის ვადაში წარუდგენს სასამართლოს.

3. აღმასრულებლის მიერ შედგენილი გაანგარიშების დამტკიცების ან შეცვლის შესახებ სასამართლო განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

თავი XV

აღსრულება ნივთების გადაცემისა და მოქმედების შესრულების მიზნით

    მუხლი 83. მოძრავი ნივთის გადაცემა

1. თუ მოვალემ უნდა გადასცეს მოძრავი ნივთი, მაშინ აღმასრულებელი ნივთს ჩამოართმევს მოვალეს და გადასცემს მას კრედიტორს.

2. თუ გადასაცემ ნივთს ვერ იპოვიან, მაშინ მოვალემ უნდა აცნობოს აღმასრულებელს, სად იმყოფება ნივთი. თუ მოვალე განაცხადებს, რომ მას ეს არ შეუძლია, მაშინ ის ვალდებულია აღსრულების ოქმში წერილობითი გარანტიის სახით მიუთითოს, რომ ის არ ფლობს ამ ნივთს.

3. მოვალეს, რომელიც არ ასრულებს თავის მოვალეობას, ეკისრება პასუხისმგებლობა კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 84. უძრავი ქონების გადაცემა

1. თუ მოვალემ კრედიტორს უნდა გადასცეს ან გაათავისუფლოს უძრავი ნივთი, მაშინ აღმასრულებელმა აღნიშნული ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მფლობელობაში უნდა გადასცეს კრედიტორს.

2. მოძრავ ნივთებს, რომლებიც აღსრულების საგანი არ არის, აღმასრულებელი გადასცემს მოვალეს, ხოლო თუ ის ადგილზე არ იმყოფება, – მოვალის უფლებამოსილ პირს ან მოვალის ოჯახის წევრს.

3. თუ ადგილზე არ არის არც მოვალე და არც ამ მუხლის მე-2 პუნქტში დასახელებული პირთაგანი, მაშინ აღმასრულებელი მოვალის ხარჯით ინახავს ნივთებს.

4. თუ მოვალე გაფრთხილებიდან ერთი თვის ვადაში არ გაიტანს ნივთებს, მაშინ აღმასრულებელს შეუძლია ნივთები გაყიდოს აუქციონზე და ამონაგები თანხა, ხარჯების გამოკლებით, შეიტანოს სადეპოზიტო ანგარიშზე. თანხა დეპოზიტზე ინახება 2 თვის განმავლობაში. თუ ამ ვადაში, აღმასრულებლის გაფრთხილების მიუხედავად, მოვალე არ მოითხოვს თანხის დაბრუნებას, მიიჩნევა, რომ მოვალემ უარი თქვა ამ თანხის მიღებაზე. ამ შემთხვევაში აღნიშნული თანხა გადადის აღსრულების ეროვნული ბიუროს საკუთრებაში.

5. თუ აუქციონის ჩატარების შედეგად ვერ მოხდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ნივთების რეალიზაცია და, აღმასრულებლის გაფრთხილების მიუხედავად, მოვალე გაფრთხილებიდან 7 დღის ვადაში არ გაიტანს ნივთებს, მიიჩნევა, რომ მოვალემ უარი თქვა აღნიშნულ ნივთებზე. ამ შემთხვევაში ეს ნივთები მიიქცევა სახელმწიფო საკუთრებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. სადგომის დაცლის ვადა განჩინებით შეიძლება გააგრძელოს შესაბამისმა სასამართლომ.

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 85. შენახვა მესამე პირის მიერ

თუ გადასაცემი ნივთი შესანახად იმყოფება მესამე პირთან და იგი უარს ამბობს ნივთის ნებაყოფლობით გადაცემაზე, აღმასრულებელი კრედიტორის განცხადების საფუძველზე გამოსცემს განკარგულებას ყადაღის დადების თაობაზე.

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 86. მოქმედება, რომელიც შეიძლება შეასრულოს სხვა პირმა

თუ მოვალე არ ასრულებს ისეთ ვალდებულებას, რომელიც შეიძლება შეასრულოს მესამე პირმა, მაშინ აღმასრულებლის მეშვეობით კრედიტორს უფლება აქვს, თავისი ხარჯით, რომელიც სასამართლო წესით ეკისრება მოვალეს, თვითონ შეასრულოს ეს მოქმედება.

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 87. მოქმედება, რომელიც არ შეიძლება შეასრულოს სხვა პირმა

1. თუ მოქმედება არ შეიძლება შეასრულოს მესამე პირმა, რადგან ეს დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ მოვალის ნებაზე, რომელიც არ ასრულებს ამ მოქმედებას, მაშინ მოვალეს შეიძლება დაეკისროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ გამოიყენება იმ გადაწყვეტილებათა აღსრულებისას, რომლებიც გამოტანილია საქორწინო ურთიერთობებზე და შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურების გაწევაზე.

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

თავი XVI

ზოგიერთი კატეგორიის საქმეებზე აღსრულების წესები

    მუხლი 88. გადაწყვეტილების აღსრულება ბავშვის გადაცემის საქმეზე

1. ბავშვის გადაცემის საქმეზე აღმასრულებელი თავის მოქმედებას განახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

2. თუ ვალდებული პირი წინააღმდეგობას უწევს გადაწყვეტილების აღსრულებას, მის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადმინისტრაციული ხასიათის ღონისძიებანი.

3. საჭიროების შემთხვევაში აღმასრულებელმა შეიძლება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წინაშე დააყენოს ბავშვის საბავშვო დაწესებულებაში დროებით მოთავსების საკითხი.

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 89. გადაწყვეტილების აღსრულება ალიმენტის გადახდევინების საქმეზე

თუ ალიმენტის გადახდევინების საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულებისას გადასახდელი თანხა, რომელიც გადაეხდევინება მოვალეს ყოველთვიურად შეთანხმებისამებრ, კანონით დადგენილ მინიმალურ ზღვარზე ნაკლებია, ალიმენტის გადახდის დავალიანებისას გადახდევინება შეიძლება მოხდეს მოვალის ქონებიდან, დადგენილი წესით.

    მუხლი 90. შენობიდან გამოსახლების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულება

1. სააღსრულებო ფურცელში მითითებული შენობიდან პირთა გამოსახლება ხდება მათ კუთვნილ ქონებასთან ერთად.

2. მოვალეს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისათვის ეძლევა შესაბამისი ვადა, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა აღმასრულებლის მიერ მისი წერილობითი გაფრთხილების დღიდან.

3. გაფრთხილებაში უნდა აღინიშნოს, რომ თუ მოვალე მოცემულ ვადაში ნებაყოფლობით არ შეასრულებს გადაწყვეტილებას, გამოსახლება მოხდება იძულების წესით. მოვალის არყოფნა აღსრულებას ვერ შეაჩერებს და იძულებითი აღსრულება განხორციელდება მის დაუსწრებლად. გაფრთხილებაში აგრეთვე მიეთითება არყოფნის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების შესახებ და აღინიშნება იძულებითი გამოსახლების თარიღი და დრო. გაფრთხილება უნდა ჩაჰბარდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

4. თუ მოვალე ან მისი წარმომადგენელი ესწრება გამოსახლებას და არ ცლის შენობას, აღმასრულებელი უფლებამოსილია, გამოიტანოს მოვალის ქონება. თუ მოვალე არ უზრუნველყოფს მის გადატანას, აღმასრულებელი და სხვა დამსწრე პირები არ აგებენ პასუხს მის დაკარგვაზე ან განადგურებაზე.

5. აღმასრულებელი იძულებითი გამოსახლების შესახებ ადგენს ოქმს, რომელსაც მასთან ერთად ხელს აწერენ კრედიტორი (მისი წარმომადგენელი) და ორი დამსწრე.

6. თუ მოვალე ან მისი წარმომადგენელი არ ესწრება გამოსახლებას, აღმასრულებელი აღწერს ქონებას და შესანახად აბარებს კრედიტორს ან მის წარმომადგენელს და ამის შესახებ აცნობებს მოვალეს. კრედიტორი პასუხს აგებს მხოლოდ იმ ნივთებზე, რომლებიც დაფიქსირებულია ოქმში. აღნიშნული ნივთების მიმართ გამოიყენება ამ კანონის 84-ე მუხლით გათვალისწინებული წესები.

7. მოვალეს ეკისრება იძულებით გამოსახლებასთან და ქონების შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები, რომლებიც შეიძლება ანაზღაურებულ იქნეს მოვალის კუთვნილი ნივთების აუქციონზე რეალიზაციის გზით.

8. თუ გამოსასახლებელი პირი (პირები) არ ემორჩილება აღმასრულებლის კანონიერ მოთხოვნებს და მითითებებს, ამ უკანასკნელს შეუძლია დახმარებისათვის მიმართოს აღსრულების პოლიციას ან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებს, რომლებიც ვალდებული არიან, გაუწიონ მას საჭირო დახმარება.

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3648 - სსმ I, №44, 27.11.2006წ., მუხ.296

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 901. მშენებლობის შეჩერების, უნებართვო დემონტაჟის შეჩერების, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის და მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების და დემონტაჟის, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევისათვის ჯარიმის დაკისრების შესახებ დადგენილების აღსრულება

1. მშენებლობის შეჩერების და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ დადგენილების იძულებით აღსრულებას სააღსრულებო ბიუროები იწყებენ დამრღვევი პირისათვის დადგენილების დაუყოვნებლივ და ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე მიცემული წინადადების შეუსრულებლობის შემდეგ.

2. საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ დადგენილების იძულებით აღსრულებას აღმასრულებელი იწყებს დამრღვევი პირისათვის დადგენილების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე წინადადების ჩაბარებიდან 7 დღის შემდეგ.

3. თუ დამრღვევი პირი არ ემორჩილება აღმასრულებლის მითითებებს, აღმასრულებელს შეუძლია დახმარებისათვის მიმართოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებს ან/და აღსრულების პოლიციას.

4. მშენებლობის შეჩერების, უნებართვო დემონტაჟის შეჩერების ან/და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის და მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების და დემონტაჟის შესახებ დადგენილების იძულებით აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება დამრღვევ პირს.

5. დადგენილება არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევისათვის ჯარიმის დაკისრების შესახებ აღსრულდება ამ კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2005 წლის 22 დეკემბრის კანონი №2407 - სსმ I, №1, 04.01.2006წ., მუხ.6

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 91. სხვა სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება

1. საერთაშორისო კერძო სამართლის და სახელმწიფოთა შორის სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი გადაწყვეტილება და საქართველოს კომპეტენტური სასამართლოს მიერ ამოწერილი სააღსრულებო ფურცელი იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით აღსასრულებლად ეგზავნება სააღსრულებო ბიუროს მოვალის ადგილსამყოფლის მიხედვით.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება ხდება ამ კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

თავი XVII

აღსრულება საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიმართ

    მუხლი 92. იძულებითი აღსრულება საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიმართ

საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიმართ იძულებითი აღსრულება თანხის გადახდევინების ნაწილში შეიძლება დაიწყოს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადების მიცემიდან ერთი თვის შემდეგ, გარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუყოვნებლივ აღსასრულებელი სასამართლო გადაწყვეტილებებისა.

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 921. იძულებითი აღსრულება საბიუჯეტო ორგანიზაციების მიმართ

საბიუჯეტო ორგანიზაციების მიმართ იძულებითი აღსრულება თანხის გადახდევინების ნაწილში შეიძლება დაიწყოს სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადების მიცემიდან სამი თვის შემდეგ.

საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №485 – სსმ I, №30, 27.07.2000 წ., მუხ.95

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

     მუხლი 922. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება

უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების განსხვავებული წესები განისაზღვრება „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის IX თავით.

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3384 - სსმ I, №24, 29.06.2006წ., მუხ.192

თავი XVIII

ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულება

    მუხლი 93. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულება

1. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

2. აღსრულებას ექვემდებარება დადგენილება:

ა) გაფრთხილების შესახებ;

ბ) დაჯარიმების შესახებ;

გ) სპეციალური უფლების ჩამორთმევის შესახებ;

დ) ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ;

ე) უცხო სახელმწიფოს მოქალაქის საქართველოს ფარგლებს გარეთ გაძევების შესახებ.

    მუხლი 94. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ან ერთი ადმინისტრაციული სახდელის სხვა ადმინისტრაციული სახდელით შეცვლის თაობაზე დადგენილების შესრულების სავალდებულოობა

ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ან ერთი ადმინისტრაციული სახდელის სხვა ადმინისტრაციული სახდელით შეცვლის თაობაზე დადგენილება, თუ შეუძლებელია პირველად დადებული ადმინისტრაციული სახდელის აღსრულება, შესასრულებლად სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის.

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2963 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.111

    მუხლი 95. დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა და მისი აღსრულების წესი

1. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა ხდება დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ.

11. ერთი ადმინისტრაციული სახდელის სხვა ადმინისტრაციული სახდელით შეცვლის თაობაზე დადგენილება აღსრულდება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულებისათვის განსაზღვრული წესით.

2. დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ აღსრულდება სააღსრულებო ბიუროს მიერ მისი მიღებიდან ერთი წლის ვადაში, გარდა სახდელის ზომად გაფრთხილების გამოყენების შესახებ დადგენილებისა.

3. ერთი პირის მიმართ ადმინისტრაციული სახდელების დადების შესახებ რამდენიმე დადგენილების გამოტანისას თითოეული დადგენილება დამოუკიდებლად აღსრულდება.

4. დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ აღსრულდება საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ ამ კანონის შესაბამისად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2963 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.111

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 96. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების ხანდაზმულობა

იმ გარემოებათა არსებობისას, რომელთა გამო ადმინისტრაციული პატიმრობის ან ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების კანონით დაწესებულ ვადაში აღსრულება შეუძლებელია, საქმის განმხილველ ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილებით აღსრულება შეჩერდება ხელის შემშლელ გარემოებათა შეცვლამდე, მაგრამ დადგენილების ძალაში შესვლიდან არა უმეტეს ერთი წლისა.

    მუხლი 97. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების შეწყვეტა

ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამომტანი ორგანო (თანამდებობის პირი) დადგენილების აღსრულებას შეწყვეტს, თუ:

ა) გაუქმდა შესაბამისი დარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი აქტი;

ბ) გასაჩივრების საფუძველზე გაუქმდა დადგენილება;

გ) გარდაიცვალა ის პირი, რომლის მიმართ იყო გამოტანილი დადგენილება.

    მუხლი 98. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზაცია და კონტროლი მის აღსრულებაზე

ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამომტან ორგანოს (თანამდებობის პირს) ეკისრება ამ დადგენილების აღსრულების ორგანიზაცია და კონტროლი მის აღსრულებაზე, აგრეთვე აღმასრულებლისათვის აღსრულების პროცესში სათანადო დახმარების აღმოჩენა.

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 99. გაფრთხილების შესახებ დადგენილების აღსრულების წესი

1. დადგენილება გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ აღსრულდება დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ საქმის განხილვის დამთავრებისთანავე დადგენილების საჯაროდ წაკითხვით.

2. დამრღვევის დაუსწრებლად გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამოტანისას, პირს დადგენილების ასლი ჩაბარდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წესით.

    მუხლი 100. დაჯარიმების შესახებ დადგენილების აღსრულების ვადები და წესები

1. დამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ დადგენილების ასლის მისთვის ჩაბარებიდან, ხოლო ადგილზე დაჯარიმების შემთხვევაში, ქვითრის ჩაბარებიდან არა უგვიანეს ოცდაათი დღისა. დადგენილების გასაჩივრების შემთხვევაში ჯარიმის გადახდა ხდება საჩივრის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს თხუთმეტი დღისა.

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის დადებული ჯარიმის თანხა შეიტანება საბანკო დაწესებულებაში სახელმწიფო ბიუჯეტში ჩასარიცხად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. თანამდებობის პირის ნაცვლად ჯარიმის გადახდევინება შეიძლება დაეკისროს იმ იურიდიულ პირს, სადაც ეს თანამდებობის პირი მუშაობს.

    მუხლი 101. დაჯარიმების შესახებ დადგენილების იძულებითი აღსრულება

1. დამრღვევის მიერ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დადგენილება დაჯარიმების შესახებ გაიგზავნება მის სამუშაო ადგილზე ხელფასიდან ან სხვა შემოსავლიდან ჯარიმის თანხის იძულებითი წესით დასაქვითად.

2. თუ დაჯარიმებული პირი არ მუშაობს ან ჯარიმის გადახდევინება შეუძლებელია დამრღვევის ხელფასიდან ან სხვა შემოსავლიდან, ანდა სხვა მიზეზებით, ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილების საფუძველზე ჯარიმის გადახდევინება ხდება აღმასრულებლის მიერ დამრღვევის პირად ქონებაზე ან საერთო საკუთრებაში მის წილზე გადახდევინების მიქცევის გზით, ხოლო თუ ესეც შეუძლებელია, ჯარიმა შეიცვლება სხვა სახდელით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.

3. ჯარიმის გადახდევინება არ შეიძლება მიქცეულ იქნეს ისეთ ქონებაზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სააღსრულებო დოკუმენტებით ასეთს არ ექვემდებარება.

4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის ადგილზე ჯარიმის გადახდისას დამრღვევს მიეცემა დადგენილი ნიმუშის ქვითარი, რომელიც წარმოადგენს მკაცრი საფინანსო ანგარიშგების დოკუმენტს.

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 102. დაჯარიმების შესახებ დადგენილების აღსრულების წარმოების დამთავრება

ქვითარი ჯარიმის გადახდის შესახებ დაუბრუნდება დადგენილების გამომტან ორგანოს (თანამდებობის პირს). დადგენილების აღსრულება დამთავრებულად ჩაითვლება ჯარიმის მთლიანად გადახდის შემდეგ.

    მუხლი 103. სპეციალური უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილების აღსრულების ორგანოები

1. დადგენილებას სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ აღასრულებენ შინაგან საქმეთა ორგანოების თანამდებობის პირები.

2. დადგენილებას მცირე ზომის გემების მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ აღასრულებენ საზღვაო ადმინისტრაციის შესაბამისი ორგანოები.

    მუხლი 104. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილების აღსრულების წესი

1. დადგენილება სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ აღსრულდება მძღოლის მოწმობის ჩამორთმევით.

2. თუ მძღოლი, რომელსაც ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, თავს არიდებს მძღოლის მოწმობის ჩაბარებას, აღმასრულებელი ჩამოართმევს მოწმობას იძულების წესით.

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 105. მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილების აღსრულების ვადები

მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილების აღსრულება იწყება მართვის მოწმობის ჩამორთმევის დღიდან. მართვის უფლების ჩამორთმევის საერთო ვადას განსაზღვრავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.

    მუხლი 106. სპეციალური უფლების ჩამორთმევის ვადის გამოანგარიშება

1. პირი ითვლება სპეციალურ უფლებაჩამორთმეულად ამ უფლების ფაქტობრივად ჩამორთმევის დღიდან.

2. სპეციალური უფლების ჩამორთმევის ვადის გასვლისას, აგრეთვე მისი შემცირებისას, პირს, რომელსაც შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელის ეს ზომა, დადგენილი წესით დაუბრუნდება ჩამორთმეული დოკუმენტები.

    მუხლი 107. ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ დადგენილების აღსრულება

დადგენილება ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ აღსრულდება დაუყოვნებლივ მისი გამოტანის შემდეგ.

    მუხლი 108. ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის წესი

1. პირი, რომელსაც შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა, სახდელს იხდის სპეციალურად განსაზღვრულ ადგილზე.

2. ადმინისტრაციული დაკავების ვადა ჩაითვლება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაში.

3. ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდა წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. (ამოღებულია).

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 109. ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი პირების შრომის გამოყენება

1. ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფ პირებს გამოიყენებენ არაკვალიფიციურ სამუშაოებზე.

2. ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფ პირთა შრომითი გამოყენების ორგანიზება ევალებათ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს.

3. ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფ პირებს პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მუდმივ სამუშაო ადგილზე ხელფასი არ მიეცემათ, მაგრამ ენახებათ სამუშაო ადგილი.

საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3648 - სსმ I, №44, 27.11.2006წ., მუხ.296

თავი XVIII1

საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების აღსრულება

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2963 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.111

    მუხლი 1091. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების შესრულების სავალდებულოობა

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილება შესასრულებლად სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის.

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2963 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.111

    მუხლი 1092. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების აღსრულება

1. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილება აღსრულდება მისი გამოტანიდან, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

2. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრების ან გაპროტესტების დროს იგი აღსრულდება საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შემდეგ.

3. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების აღსრულებას ახორციელებს დადგენილების გამომტანი ორგანო (თანამდებობის პირი).

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2963 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.111

    მუხლი 1093. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების აღსრულების წესი

დამრღვევმა საურავი უნდა გადაიხადოს საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ასლის მისთვის ჩაბარებიდან, ხოლო თუ საურავის დარიცხვის თაობაზე დამრღვევისათვის ცნობილი გახდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 242-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ჩაბარებისთანავე – ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან 30 დღის ვადაში.

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2963 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.111

    მუხლი 1094. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების იძულებით აღსრულება

ამ კანონის 1093 მუხლით განსაზღვრულ ვადაში საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილების საფუძველზე საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების იძულებით აღსრულებას ახორციელებს აღმასრულებელი დამრღვევის ხელფასიდან ან სხვა შემოსავლიდან, აგრეთვე დამრღვევის პირად ქონებაზე ან საერთო საკუთრებაში მის წილზე გადახდევინების მიქცევის გზით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2963 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.111

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 1095. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების აღსრულების ხანდაზმულობა

საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების მიმართ გამოიყენება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებისათვის დაწესებული ხანდაზმულობის ვადა.

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2963 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.111

    მუხლი 1096. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა

დამრღვევი, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადაიხადა მასზე დარიცხული საურავი, ვალდებულია აღსრულების აღნიშვნით ამის შესახებ შეატყობინოს დადგენილების გამომტან ორგანოს (თანამდებობის პირს); სხვა შემთხვევაში მის მიმართ გაგრძელდება იძულებითი აღსრულების ღონისძიებები.

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2963 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.111

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

თავი XVIII2

სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმებისა და დაპატიმრების შესახებ საქართველოს საერთო სასამართლოს თავმჯდომარის ან სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულების აღსრულება

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4210 - სსმ I, 12.01.2007წ., №4, მუხ.52

    მუხლი 1097. სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმებისა და დაპატიმრების შესახებ საქართველოს საერთო სასამართლოს თავმჯდომარის ან სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულების აღსრულება

1. სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმების შემთხვევაში დამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ საქართველოს საერთო სასამართლოს თავმჯდომარის ან სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) მიერ განკარგულების გამოცხადებიდან ან ჩაბარებიდან ოცდაათი დღის ვადაში.

2. ჯარიმის იძულებითი აღსრულება, აგრეთვე საურავის აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესით.

3. სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის დაპატიმრების შესახებ განკარგულება დაუყოვნებლივ აღსრულდება. დაპატიმრებას აღასრულებენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები საამისოდ სპეციალურად განსაზღვრულ ადგილებში.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4210 - სსმ I, 12.01.2007წ., №4, მუხ.52

თავი XIX

ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში დადგენილების აღსრულების წარმოება

    მუხლი 110. ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში დადგენილების აღსრულების წესი და ვადები

1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში აღსრულდება ამ კანონით დადგენილი წესით და იგი წარმოადგენს სააღსრულებო დოკუმენტს.

2. ქონებრივი ზარალი დამრღვევმა უნდა აანაზღაუროს მისთვის დადგენილების ჩაბარებიდან არა უგვიანეს ოცდაათი დღისა, ხოლო ამ დადგენილების გასაჩივრების შემთხვევაში _ საჩივრის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს თხუთმეტი დღისა.

    მუხლი 111. ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში დადგენილების შეუსრულებლობის შედეგები

ამ კანონის 110-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში დადგენილების შეუსრულებლობისას ეს დოკუმენტი წარმოადგენს ზარალის იძულებითი აღსრულების საფუძველს.

თავი XX

(ამოღებულია)

საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №940 – სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.67

    მუხლი 112. (ამოღებულია)

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №940 – სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.67

თავი XXI

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 113. გარდამავალი დებულებანი

1. ამ კანონის ამოქმედებამდე გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ხდება მხოლოდ ამ კანონით დადგენილი წესით.

2. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული სანოტარო ორგანოების სააღსრულებო წარწერების აღსრულება ხდება ამ კანონით დადგენილი წესით.

3. ამ კანონით განსაზღვრულ სასამართლო აღმასრულებელთა მომზადება და საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარება განხორციელდეს 1999 წლის 1 სექტემბრამდე.

4. ამ კანონით განსაზღვრული ნორმატიული აქტების მიღება მოხდეს 1999 წლის 15 მაისამდე.

5. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ კანონის მიღებისთანავე უზრუნველყოს სააღსრულებო სამსახურების შექმნა და სასამართლო აღმასრულებელთა სწავლების ორგანიზაცია.

6. სააღსრულებო ბიუროები განთავსდნენ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში.

7. (ამოღებულია).

8. (ამოღებულია).

9. 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში აღსრულების ფონდის მოცულობის განსაზღვრის უზრუნველსაყოფად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურმა ფინანსთა სამინისტროს 2000 წლის 15 აგვისტომდე წარუდგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით აღსასრულებელ გადაწყვეტილებათა ჩამონათვალი.

10. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის უფლებამონაცვლე. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის და იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების წარმოებაში არსებული საქმეების აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები.

11. საქართველოს მთავრობამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შექმნასთან დაკავშირებით უზრუნველყოს:

ა) სათანადო ცვლილებების განხორციელება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში;

ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის საბიუჯეტო ასიგნებათა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის;

გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის.

12. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცება;

ბ) სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცება;

გ) აღმასრულებლის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების დამტკიცება;

დ) აღსრულების პოლიციელის სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცება;

ე) აღსრულების ხარჯების სახეობების დადგენა;

ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შექმნასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.

13. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ უზრუნველყოს აღსრულების პოლიციის სამმართველოს დებულების დამტკიცება.

14. 2008 წლის 1 ოქტომბრამდე მოვალისათვის დაკისრებული სააღსრულებო მოსაკრებელი ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად აღსრულების საფასურის სახით, საიდანაც ანაზღაურდება 2008 წლის 1 ოქტომბრამდე კრედიტორის მიერ გაწეული წინასწარი ხარჯები, ხოლო საფასურის დარჩენილი ნაწილი მიემართება აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე.

15. ამ კანონის 38-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ საქმეებზე, რომლებიც წარმოებაში იყო 2008 წლის 1 ოქტომბრამდე, აღსრულების საფასური არ გადაიხდევინება.

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232

საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №485 – სსმ I, №30, 27.07.2000 წ., მუხ.95

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 1131. (ამოღებულია)

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2005 წლის 7 ივლისის კანონი №1865 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.261

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

    მუხლი 1132. სააღსრულებო სამსახურების ლიკვიდაცია

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ამ კანონის მიღებისთანავე უზრუნველყოს სააღსრულებო სამსახურების ლიკვიდაციისათვის საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება და ამ კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 114. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს 1999 წლის 15 მაისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 16 აპრილი.

№1908-IIს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232

2. საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №485 – სსმ I, №30, 27.07.2000 წ., მუხ.95

3. საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

4. საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №940 – სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.67

5. საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №941 – სსმ I, 03.07.2001 წ., №20, მუხ.68

6. საქართველოს 2002 წლის 14 თებერვლის კანონი №1284 – სსმ I, 05.03.2002 წ., №4, მუხ.19

7. საქართველოს 2002 წლის 7 მაისის კანონი №1397 – სსმ I, 28.05.2002 წ., №13, მუხ.54

8. საქართველოს 2002 წლის 25 ივნისის კანონი №1596 – სსმ I, 13.07.2002 წ., №22, მუხ.103

9. საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2988 – სსმ I, 05.09.2003 წ., №26, მუხ.194

10. საქართველოს 2004 წლის 25 ივნისის კანონი №248 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.66

11. საქართველოს 2004 წლის 23 დეკემბრის კანონი №784 - სსმ I, №5, 18.01.2005 წ., მუხ.23

12. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №885 - სსმ I, №6, 19.01.2005 წ., მუხ.40

13. საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1828 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.285

14. საქართველოს 2005 წლის 7 ივლისის კანონი №1865 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.261

15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება №1/14/184,228 – სსმ IV, №19, 29.07.2005 წ., გვ.5

16. საქართველოს 2005 წლის 22 დეკემბრის კანონი №2407 - სსმ I, №1, 04.01.2006წ., მუხ.6

17. საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2640 - სსმ I, №5, 20.01.2006წ., მუხ.48

18. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2939 - სსმ I, №14, 15.05.2006წ., მუხ.91

19. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2963 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.111

20. საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3384 - სსმ I, №24, 29.06.2006წ., მუხ.192

21. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3437 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.244

22. საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3534 - სსმ I, №37,27.08. 2006წ., მუხ.275

23. საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3648 - სსმ I, №44, 27.11.2006წ., მუხ.296

24. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4210 - სსმ I, 12.01.2007წ., №4, მუხ.52

25. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4230 - სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.381

26. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4285 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.444

27. საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4524 - სსმ I, №9, 31.03.2007წ., მუხ.89

28. საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126

122. 27/06/2024 - საქართველოს კანონი - 4318-XIVმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/07/2024 121. 15/12/2023 - საქართველოს კანონი - 3953-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 28/12/2023 120. 15/12/2023 - საქართველოს კანონი - 3927-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/12/2023 119. 15/12/2023 - საქართველოს კანონი - 3948-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 25/12/2023 118. 29/11/2023 - საქართველოს კანონი - 3767-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 19/12/2023 117. 16/11/2023 - საქართველოს კანონი - 3721-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 07/12/2023 116. 01/11/2023 - საქართველოს კანონი - 3603-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 20/11/2023 115. 21/09/2023 - საქართველოს კანონი - 3514-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/10/2023 114. 03/07/2023 - საქართველოს კანონი - 3459-XIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 25/07/2023 113. 28/06/2023 - საქართველოს კანონი - 3347-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 19/07/2023 112. 15/06/2023 - საქართველოს კანონი - 3273-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 04/07/2023 111. 14/06/2023 - საქართველოს კანონი - 3149-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 03/07/2023 110. 31/05/2023 - საქართველოს კანონი - 3045-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 13/06/2023 109. 05/04/2023 - საქართველოს კანონი - 2741-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 18/04/2023 108. 22/02/2023 - საქართველოს კანონი - 2614-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 10/03/2023 107. 29/11/2022 - საქართველოს კანონი - 2114-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 16/12/2022 106. 01/12/2022 - საქართველოს კანონი - 2276-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 13/12/2022 105. 09/09/2022 - საქართველოს კანონი - 1804-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 23/09/2022 104. 02/08/2021 - საქართველოს კანონი - 883-Vრს-Xმპ - ვებგვერდი, 04/08/2021 103. 22/06/2021 - საქართველოს კანონი - 670-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 24/06/2021 102. 09/06/2021 - საქართველოს კანონი - 616-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 14/06/2021 101. 30/03/2021 - საქართველოს კანონი - 427-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 13/04/2021 100. 18/09/2020 - საქართველოს კანონი - 7172-Iს - ვებგვერდი, 25/09/2020 99. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6981-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 98. 14/07/2020 - საქართველოს კანონი - 6810-რს - ვებგვერდი, 22/07/2020 97. 20/12/2019 - საქართველოს კანონი - 5678-რს - ვებგვერდი, 31/12/2019 96. 20/12/2019 - საქართველოს კანონი - 5657-რს - ვებგვერდი, 31/12/2019 95. 19/12/2019 - საქართველოს კანონი - 5610-რს - ვებგვერდი, 26/12/2019 94. 17/12/2019 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/6/1311 - ვებგვერდი, 20/12/2019 93. 14/11/2019 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/5/879 - ვებგვერდი, 19/11/2019 92. 18/09/2019 - საქართველოს კანონი - 4962-Iს - ვებგვერდი, 27/09/2019 91. 03/09/2019 - საქართველოს კანონი - 4941-Iს - ვებგვერდი, 09/09/2019 90. 07/02/2019 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/1/1311 - ვებგვერდი, 13/02/2019 89. 20/07/2018 - საქართველოს კანონი - 3227-რს - ვებგვერდი, 13/08/2018 88. 21/07/2018 - საქართველოს კანონი - 3307-რს - ვებგვერდი, 06/08/2018 87. 20/07/2018 - საქართველოს კანონი - 3159-რს - ვებგვერდი, 06/08/2018 86. 29/06/2018 - საქართველოს კანონი - 2758-IIს - ვებგვერდი, 19/07/2018 85. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1904-რს - ვებგვერდი, 11/01/2018 84. 30/06/2017 - საქართველოს კანონი - 1198-IIს - ვებგვერდი, 14/07/2017 83. 21/04/2017 - საქართველოს კანონი - 652-IIს - ვებგვერდი, 10/05/2017 82. 21/12/2016 - საქართველოს კანონი - 145-რს - ვებგვერდი, 28/12/2016 81. 30/09/2016 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/2/596 - ვებგვერდი, 12/10/2016 80. 11/12/2015 - საქართველოს კანონი - 4628-Iს - ვებგვერდი, 29/12/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 79. 11/12/2015 - საქართველოს კანონი - 4632-Iს - ვებგვერდი, 23/12/2015 78. 28/10/2015 - საქართველოს კანონი - 4454-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 77. 27/10/2015 - საქართველოს კანონი - 4367-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 76. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3383-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 75. 19/02/2015 - საქართველოს კანონი - 3095-IIს - ვებგვერდი, 27/02/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 74. 12/12/2014 - საქართველოს კანონი - 2939-Iს - ვებგვერდი, 24/12/2014 73. 05/03/2014 - საქართველოს კანონი - 2049-IIს - ვებგვერდი, 17/03/2014 72. 24/12/2013 - საქართველოს კანონი - 1834-რს - ვებგვერდი, 03/01/2014 71. 25/12/2013 - საქართველოს კანონი - 1865-რს - ვებგვერდი, 30/12/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 70. 20/11/2013 - საქართველოს კანონი - 1589-რს - ვებგვერდი, 03/12/2013 69. 04/10/2013 - საქართველოს კანონი - 1467-Iს - ვებგვერდი, 16/10/2013 68. 25/03/2013 - საქართველოს კანონი - 466-რს - ვებგვერდი, 05/04/2013 67. 12/06/2012 - საქართველოს კანონი - 6433-რს - ვებგვერდი, 25/06/2012 66. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6310-Iს - ვებგვერდი, 12/06/2012 65. 22/05/2012 - საქართველოს კანონი - 6255-Iს - ვებგვერდი, 06/06/2012 64. 08/05/2012 - საქართველოს კანონი - 6145-Iს - ვებგვერდი, 17/05/2012 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 63. 30/03/2012 - საქართველოს კანონი - 5978-Iს - ვებგვერდი, 19/04/2012 62. 20/03/2012 - საქართველოს კანონი - 5916-რს - ვებგვერდი, 30/03/2012 61. 16/03/2012 - საქართველოს კანონი - 5851-Iს - ვებგვერდი, 23/03/2012 60. 28/12/2011 - საქართველოს კანონი - 5668-რს - ვებგვერდი, 16/01/2012 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 59. 28/12/2011 - საქართველოს კანონი - 5665-რს - ვებგვერდი, 11/01/2012 58. 27/12/2011 - საქართველოს კანონი - 5641-რს - ვებგვერდი, 12/01/2012 57. 25/11/2011 - საქართველოს კანონი - 5355-IIს - ვებგვერდი, 111208021, 08/12/2011 56. 11/11/2011 - საქართველოს კანონი - 5265-IIს - ვებგვერდი, 111124017, 24/11/2011 55. 28/10/2011 - საქართველოს კანონი - 5171-IIს - ვებგვერდი, 111107009, 07/11/2011 54. 17/06/2011 - საქართველოს კანონი - 4827-Iს - ვებგვერდი, 110628021, 28/06/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 53. 19/04/2011 - საქართველოს კანონი - 4566-Iს - ვებგვერდი, 110505019, 05/05/2011 52. 22/02/2011 - საქართველოს კანონი - 4207-Iს - ვებგვერდი, 110310026, 10/03/2011 51. 15/12/2010 - საქართველოს კანონი - 4073-რს - სსმ, 76, 29/12/2010 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 50. 07/12/2010 - საქართველოს კანონი - 3884-IIს - სსმ, 72, 22/12/2010 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 49. 17/09/2010 - საქართველოს კანონი - 3598-IIს - სსმ, 54, 12/10/2010 48. 24/09/2010 - საქართველოს კანონი - 3619-რს - სსმ, 51, 29/09/2010 47. 21/07/2010 - საქართველოს კანონი - 3520 - სსმ, 48, 09/08/2010 46. 21/07/2010 - საქართველოს კანონი - 3542 - სსმ, 46, 04/08/2010 45. 06/07/2010 - საქართველოს კანონი - 3374 - სსმ, 39, 19/07/2010 44. 28/06/2010 - საქართველოს კანონი - 3167 - სსმ, 34, 09/07/2010 43. 23/03/2010 - საქართველოს კანონი - 2797 - სსმ, 14, 30/03/2010 42. 23/03/2010 - საქართველოს კანონი - 2798 - სსმ, 14, 30/03/2010 41. 25/12/2009 - საქართველოს კანონი - 2461 - სსმ, 49, 30/12/2009 40. 25/12/2009 - საქართველოს კანონი - 2459 - სსმ, 49, 30/12/2009 39. 01/12/2009 - საქართველოს კანონი - 2183 - სსმ, 38, 01/12/2009 38. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1945 - სსმ, 35, 19/11/2009 37. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1914 - სსმ, 35, 19/11/2009 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 36. 24/09/2009 - საქართველოს კანონი - 1687 - სსმ, 29, 12/10/2009 35. 17/07/2009 - საქართველოს კანონი - 1542 - სსმ, 21, 03/08/2009 34. 19/06/2009 - საქართველოს კანონი - 1282 - სსმ, 13, 02/07/2009 33. 12/06/2009 - საქართველოს კანონი - 1323 - სსმ, 12, 29/06/2009 32. 12/06/2009 - საქართველოს კანონი - 1321 - სსმ, 12, 29/06/2009 31. 10/03/2009 - საქართველოს კანონი - 1028 - სსმ, 5, 24/03/2009 30. 19/12/2008 - საქართველოს კანონი - 824 - სსმ, 41, 30/12/2008 29. 19/12/2008 - საქართველოს კანონი - 822 - სსმ, 41, 30/12/2008 28. 15/07/2008 - საქართველოს კანონი - 210 - სსმ, 17, 28/07/2008 27. 28/03/2007 - საქართველოს კანონი - 4524 - სსმ, 9, 31/03/2007 26. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4285 - სსმ, 51, 31/12/2006 25. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4230 - სსმ, 50, 30/12/2006 24. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4210 - სსმ, 4, 12/01/2007 23. 10/11/2006 - საქართველოს კანონი - 3648 - სსმ, 44, 27/11/2006 22. 25/07/2006 - საქართველოს კანონი - 3534 - სსმ, 37, 07/08/2006 21. 13/07/2006 - საქართველოს კანონი - 3437 - სსმ, 32, 31/07/2006 20. 23/06/2006 - საქართველოს კანონი - 3384 - სსმ, 24, 29/06/2006 19. 28/04/2006 - საქართველოს კანონი - 2963 - სსმ, 15, 16/05/2006 18. 28/04/2006 - საქართველოს კანონი - 2939 - სსმ, 14, 15/05/2006 17. 28/12/2005 - საქართველოს კანონი - 2640 - სსმ, 5, 20/01/2006 16. 22/12/2005 - საქართველოს კანონი - 2407 - სსმ, 1, 04/01/2006 15. 28/07/2005 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/4/184,228 - სსმ, 19, 29/07/2005 14. 01/07/2005 - საქართველოს კანონი - 1865 - სსმ, 38, 15/07/2005 13. 30/06/2005 - საქართველოს კანონი - 1828 - სსმ, 41, 19/07/2005 12. 29/12/2004 - საქართველოს კანონი - 885 - სსმ, 6, 19/01/2005 11. 23/12/2004 - საქართველოს კანონი - 784 - სსმ, 5, 18/01/2005 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 25/06/2004 - საქართველოს კანონი - 248 - სსმ, 18, 09/07/2004 9. 14/08/2003 - საქართველოს კანონი - 2988 - სსმ, 26, 05/09/2003 8. 25/06/2002 - საქართველოს კანონი - 1596 - სსმ, 22, 13/07/2002 7. 07/05/2002 - საქართველოს კანონი - 1397 - სსმ, 13, 28/05/2002 6. 14/02/2002 - საქართველოს კანონი - 1284 - სსმ, 4, 05/03/2002 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 19/06/2001 - საქართველოს კანონი - 941 - სსმ, 20, 03/07/2001 4. 19/06/2001 - საქართველოს კანონი - 940 - სსმ, 20, 03/07/2001 3. 05/12/2000 - საქართველოს კანონი - 636 - სსმ, 48, 16/12/2000 2. 13/07/2000 - საქართველოს კანონი - 485 - სსმ, 30, 27/07/2000 1. 09/09/1999 - საქართველოს კანონი - 2394 - სსმ, 44(51), 29/09/1999