დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 885 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/12/2004 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 6, 19/01/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 070.000.000.05.001.001.678 |
საქართველოს კანონი
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) მე-10 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების) აქტების იძულებითი აღსრულების შედეგად სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოღებული თანხები (გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის შესაბამისად ამოღებული თანხისა), მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.“;
ბ) მე-5 - მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 29 დეკემბერი.
№885-რს
დოკუმენტის კომენტარები