„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 485
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/07/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 30, 27/07/2000
სარეგისტრაციო კოდი 070.000.000.05.001.000.814
  • Word
485
13/07/2000
სსმ, 30, 27/07/2000
070.000.000.05.001.000.814
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. 28-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. სასამართლო აღმასრულებელი სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე კრედიტორის განცხადების მიღებისთანავე მოვალეს – სახელმწიფო დაწესებულებას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უგზავნის წინადადებას აღსრულების ფონდის სახსრებით გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების შესახებ.

6. თუ წლის განმავლობაში აღსრულების ფონდით გათვალისწინებული სახსრები საკმარისი არ იქნება კრედიტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, საქართველოს პრეზიდენტი მიმართავს პარლამენტს აღსრულების ფონდში დამატებითი ასიგნებების გამოყოფის თხოვნით.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 921 მუხლი:

    მუხლი 921. აღსრულება იმ დაწესებულების მიმართ, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან

იმ დაწესებულების მიმართ, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, იძულებითი აღსრულება შეიძლება დაიწყოს სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში ან მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი უარს განაცხადებს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ცენტრალური ბიუჯეტით გათვალისწინებულ აღსრულების ფონდში დამატებითი ასიგნებების გამოყოფაზე საბიუჯეტო წლის განმავლობაში.“.

3. 113-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში აღსრულების ფონდის მოცულობის განსაზღვრის უზრუნველსაყოფად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურმა ფინანსთა სამინისტროს 2000 წლის 15 აგვისტომდე წარუდგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით აღსასრულებელ გადაწყვეტილებათა ჩამონათვალი.“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2000 წლის 13 ივლისი.

№485-რს