„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 340-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/03/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/03/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 070000000.05.001.102522
340-IIმს-XIმპ
04/03/2025
ვებგვერდი, 06/03/2025
070000000.05.001.102522
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის:

ა) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მისი გენეტიკური პროფილის განსაზღვრისა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გამოცხადების ვალდებულების შესახებ.“;

ბ) შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება ვრცელდება იმ მოვალეზე, რომელსაც სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის სახით ჯარიმა დაეკისრა.“.

მუხლი 2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ მოვალეზე, რომლის მიმართაც სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის სახით მისთვის დაკისრებული ჯარიმის აღსრულება ამ კანონის ამოქმედებამდე დაიწყო.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივნისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

4 მარტი 2025 წ.

N340-IIმს-XIმპ