დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2797 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 23/03/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 14, 30/03/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 070.000.000.05.001.003.946 |
საქართველოს კანონი
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 6. აღმასრულებლის თანამდებობაზე დანიშვნის პირობები
1. აღმასრულებლის თანამდებობის დაკავება ხდება კონკურსის წესით.
2. აღმასრულებლის თანამდებობა ამ კანონით დადგენილი წესით შეიძლება დაიკავოს საქართველოს ქმედუნარიანმა მოქალაქემ:
ა) რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება (განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანხმობით, – უმაღლესი განათლება);
ბ) რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას;
გ) რომელსაც ჩაბარებული აქვს აღმასრულებლის საკვალიფიკაციო გამოცდა ან მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო ან სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით ან ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა ან ადვოკატთა ტესტირება საერთო ან სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით ან აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი და წარმატებით აქვს გავლილი სტაჟირება 3 თვის ვადით (აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანებით ეს ვადა შეიძლება შემცირდეს) აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურულ ერთეულში ან სააღსრულებო ბიუროში ან გავლილი აქვს აღმასრულებლის სასწავლო კურსი, მიღებული აქვს სერტიფიკატი და წარმატებით აქვს გავლილი სტაჟირება 6 თვის ვადით აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურულ ერთეულში ან ტერიტორიულ ორგანოში, ან აქვს აღმასრულებლის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობის არანაკლებ 6 თვის გამოცდილება, ან აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი.
3. აღმასრულებლის საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამას, აღმასრულებლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
4. პირის მიერ აღმასრულებლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში მისი შედეგები ძალაშია მუდმივად, გარდა გამოცდის ჩაბარებიდან 7 წლის ვადაში პირის მიერ სააღსრულებო საქმიანობის განუხორციელებლობისა.
5. პირი აღმასრულებლის საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობისათვის იხდის საფასურს 200 ლარის ოდენობით.“.
2. 1412 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1412. სტატისტიკური ინფორმაციის წარდგენა
კერძო აღმასრულებელი ვალდებულია წელიწადში ერთხელ, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 თებერვლამდე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარუდგინოს სტატისტიკური ინფორმაცია თავის წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმეების შესახებ.“.
3. 1416 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. კერძო აღმასრულებელი ვალდებულია სააღსრულებო საქმის წარმოება განახორციელოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ განსაზღვრული პირობებითა და ფორმით.“.
4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1419 მუხლი:
„მუხლი 1419. კერძო აღმასრულებლის აცილების საფუძვლები, აცილების წესი და თვითაცილება
1. კერძო აღმასრულებლის აცილება დასაშვებია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით.
2.კერძო აღმასრულებლის აცილების საკითხს მოვალის შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე წყვეტს ის სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც მიმდინარეობს აღსრულება.“.
5. 182 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 182. დასრულებულ სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვა
დასრულებულ სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვა სავალდებულოა. მისი შენახვის წესი, პირობები და ამგვარი დოკუმენტაციის ასლის მიღებისათვის გადასახდელის ოდენობა დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.
6. 191 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოვალეთა რეესტრი არის ფულადი მოთხოვნის აღსრულების უზრუნველყოფამდე წარმოებული საშუალება – სისტემატიზებული ელექტრონული ერთობლიობა მონაცემებისა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა და სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნთა შესახებ, რომელთა მიმართაც აღსრულება დაიწყო 2010 წლის 1 იანვრიდან და რომელთა მიმართაც გავიდა ფულადი გადახდევინების თაობაზე ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსრულების ქვემდებარე აქტების ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის დადგენილი ვადა, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოვალისა.“.
7. 192 და 193 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 192. რეესტრიდან გამომდინარე სახელმწიფო, საბანკო და სხვა დაწესებულებების ვალდებულებები
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა ორგანოებმა რეესტრში რეგისტრირებული მოვალის სახელზე სატრანსპორტო საშუალების და სამოქალაქო იარაღის რეგისტრაციის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ შესაბამის სააღსრულებო ბიუროს და უნდა შეაჩერონ ამ ნივთებზე შემდგომი, ნებისმიერი სახის რეგისტრაცია რეესტრიდან მოვალის ამორიცხვამდე, გარდა საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციისა.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, აგრეთვე სხვა შესაბამისი რეესტრების მწარმოებელმა ორგანოებმა (პირებმა) რეესტრში რეგისტრირებული მოვალის მიერ ქონებაზე საკუთრების ან სხვა უფლების რეგისტრაციის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ შესაბამის სააღსრულებო ბიუროს და უნდა შეაჩერონ შემდგომი, ნებისმიერი სახის რეგისტრაცია რეესტრიდან მოვალის ამორიცხვამდე, გარდა საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციისა.
3. საბანკო დაწესებულებამ რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ საბანკო ანგარიშის გახსნის შესახებ წერილობითი ფორმით ან ელექტრონული საშუალებებით უნდა გაუგზავნოს შეტყობინება აღსრულების ეროვნულ ბიუროს საბანკო ანგარიშის გახსნიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. შეტყობინების ელექტრონული საშუალებებით გაგზავნის პირობები განისაზღვრება საბანკო დაწესებულებასა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით.
მუხლი 193. რეესტრში რეგისტრირებული პირის უფლების შეზღუდვა
რეესტრში რეგისტრაციისთანავე პირს ეზღუდება შესაბამის რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის (უფლებრივად დატვირთვის) უფლება.“.
8. 194 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) რეესტრში რეგისტრირებული პირის საკუთრებაში არსებული ისეთი ნივთის (ნივთების) დაყადაღება, რომლის (რომელთა) შემდგომი რეალიზაციის (ნატურით გადაცემის) მინიმალური ფასი, დასაბუთებული ვარაუდით, უზრუნველყოფს აღსრულებას მოთხოვნის სრული ოდენობით (იგულისხმება აღსრულების საფასურისა და კრედიტორის მოთხოვნის ჯამური ოდენობა).“.
9. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) კრედიტორისა და მოვალის დასახელებები და რეკვიზიტები, მათ შორის, პირადი ნომრები ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრები, ასევე სააღსრულებო ფურცლის გამცემი ორგანოსთვის ცნობილი სხვა საკონტაქტო მონაცემები (საიდენტიფიკაციო ნომრის მითითება სავალდებულო არ არის სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტის სრულ დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციისათვის).“.
10. 281 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 281. აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შემთხვევაში განაჩენით დაკისრებული ჯარიმის აღსრულების წესი
აღმასრულებელი ვალდებულია სააღსრულებო ფურცლის სააღსრულებო ბიუროში წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მსჯავრდებულის და გირაოს შემტანის წერილობითი თანხმობის საფუძველზე (ხოლო თუ გირაოს შემტანი თავად მსჯავრდებულია – მისი თანხმობის გარეშე), მოახდინოს აღსრულება გირაოს სახით სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილ ფულად თანხაზე ამ კანონით დადგენილი წესით.“.
11. 47-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 47. ყადაღადადებული ქონების შეფასება
1. ყადაღადადებულ ქონებას აღმასრულებლის მოთხოვნით, ჩვეულებრივი საბაზრო ფასებით აფასებს აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული. შეფასების მიზნით აღმასრულებელს შეუძლია მოიწვიოს ასევე ექსპერტი ან აუდიტი.
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით შეფასება შესაძლებელია ქონების აღწერის დროს, თითოეულ ყადაღადადებულ ნივთზე საბაზრო ფასი უნდა მიეთითოს ქონების აღწერის აქტში. თუ ქონების აღწერისას ფასების დადგენა შეუძლებელია, აღწერილი ქონების შეფასება განხორციელდება ყადაღის დადებიდან ერთი თვის ვადაში.“.
12. 71-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) უძრავი ქონების მოკლე აღწერას, მის ადგილმდებარეობას, ასევე მითითებას გარდამავალი უფლების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;“.
13. 72-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აუქციონში მონაწილეობის მსურველმა (მათ შორის, კრედიტორმა და მოვალემ) აუქციონის დაწყებამდე შესაბამისი სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე უნდა შეიტანოს სარეალიზაციო ქონების გამოცხადებული საწყისი ფასის ერთი მეათედი კონკრეტული აუქციონის მითითებით ან უნდა წარმოადგინოს ამავე ოდენობის საბანკო გარანტია. საბანკო გარანტიის მიმღებია შესაბამისი სააღსრულებო ბიურო. წარმოდგენილი საბანკო გარანტიის მოქმედების მინიმალური ვადა უნდა შეადგენდეს 14 საბანკო დღეს აუქციონის ჩატარების დღიდან. საჯარო აუქციონის მონაწილეებს (გარდა ქონების შემძენისა) აუქციონის დასრულებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა უბრუნდებათ გარანტიის სახით სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე შეტანილი თანხა ან მათ მიერ აუქციონზე წარმოდგენილი საბანკო გარანტია.“;
ბ) 11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) პირველი აუქციონის შესახებ აცნობებს გარდამავალი უფლებებისა და აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის მოთხოვნის შემდეგ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მოთხოვნების მფლობელ პირებს, მათ შორის, შესაბამის საგადასახადო ორგანოს სარეალიზაციო ნივთზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების არსებობისას, ხოლო განმეორებითი აუქციონის შესახებ ამ პირთა ინფორმირება ხორციელდება ამ კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი საშუალებებით;“;
გ) მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უპირატესი უფლებები იმ კრედიტორის მოთხოვნასთან შედარებით, რომლისთვისაც ხორციელდება აღსრულება (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, ასეთის არსებობისას), ძალაში რჩება;
ბ) თუ რა ღირებულება აქვს გარდამავალ უფლებებს (საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებას და კრედიტორის მოთხოვნასთან შედარებით სხვა უპირატეს უფლებებს, ან უფლებებს, რომლებიც გადაჰყვება ნივთს აუქციონის წესით მისი რეალიზაციის შემდეგ);“.
14. 75-ე მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს არაუზრუნველყოფილი კრედიტორი, საკუთრების გადასვლის მიუხედავად, ნივთზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები უცვლელი რჩება, ხოლო თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს იპოთეკარი (საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სადაზღვევო ორგანიზაცია, საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტი), საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა ის იპოთეკა და სანივთო უფლება, რომლებიც ნივთზე რეგისტრირებულია იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ. ადრე რეგისტრირებული უფლებები (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება) ნივთზე უცვლელი რჩება.“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. აუქციონზე რეალიზებულ ნივთზე რეალიზებული გირავნობის/ იპოთეკის უფლების რეგისტრაციამდე რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, ასეთის არსებობისას, ძალაში რჩება.“.
15. 761 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ ნივთის რეალიზაცია ხორციელდება არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ, საკუთრების გადასვლის მიუხედავად, ამ ნივთზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები უცვლელი რჩება, ხოლო როდესაც აღსრულების პროცესში მონაწილეობენ საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სადაზღვევო ორგანიზაციები, საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტები, რომელთა გირავნობის/იპოთეკის უფლებაც წარმოიშვა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა ის იპოთეკა და სანივთო უფლება, რომლებიც ამ ნივთზე რეგისტრირებულია ამ კრედიტორის იპოთეკის შემდეგ. ადრე რეგისტრირებული უფლებები (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება) ნივთზე უცვლელი რჩება.“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. აუქციონის შემდეგ ამ მუხლით დადგენილი წესით რეალიზებულ ნივთზე რეალიზებული გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაციამდე რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, ასეთის არსებობისას, ძალაში რჩება.“.
16. 771 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. იპოთეკარისთვის (საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის, სადაზღვევო ორგანიზაციისთვის, საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტისთვის) ნივთის ნატურით გადაცემისას ამ კრედიტორის იპოთეკის შემდეგ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ყველა სხვა იპოთეკა და სანივთო უფლება უქმდება, ხოლო ადრე რეგისტრირებული უფლებები (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება) ნივთზე უცვლელი რჩება.“.
17. 823 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. იპოთეკით დატვირთული და დაგირავებული ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხით პირველ რიგში დაკმაყოფილდება საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი, აღსასრულებლად წარმოდგენილი მოთხოვნები, ასეთების არსებობის შემთხვევაში, ხოლო შემდეგ – იპოთეკითა და გირავნობით უზრუნველყოფილი სხვა მოთხოვნები მათი რიგითობის მიხედვით. იმ შემთხვევაში, როდესაც აღსრულების პროცესში მონაწილეობენ საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სადაზღვევო ორგანიზაციები, საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტები, რომელთა გირავნობის/იპოთეკის უფლებაც წარმოიშვა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე, იპოთეკითა და გირავნობით უზრუნველყოფილი მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდება რიგითობის მიხედვით, მოთხოვნიდან (მოთხოვნებიდან) გამომდინარე შესრულების იმ ვალდებულებების ფარგლებში, რომლებიც წარმოიშვა აღსრულების პროცესის დაწყებამდე.“;
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. თუ საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების, საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების გირავნობას/იპოთეკას, რომელიც რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე, წინ უსწრებს პირის გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაცია, მაშინ პირის მოთხოვნები უპირატესად დაკმაყოფილდება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე ამ პუნქტით გათვალისწინებული საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების, საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების რეგისტრირებული გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნიდან (მოთხოვნებიდან) გამომდინარე შესრულების იმ ვალდებულებების ფარგლებში, რომლებიც წარმოიშვა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე.“.
18. 921 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 921. იძულებითი აღსრულება საბიუჯეტო ორგანიზაციების მიმართ
საბიუჯეტო ორგანიზაციების მიმართ იძულებითი აღსრულება თანხის გადახდევინების ნაწილში შეიძლება დაიწყოს სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადების მიცემიდან ერთი თვის შემდეგ.“.
19. 113-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22-ე პუნქტი:
„22. 2010 წლის 1 აპრილამდე სააღსრულებო ბიუროს მიერ წარმოებაში მიღებულ შესაბამის საქმეზე მოვალე საბიუჯეტო ორგანიზაციას სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისთვის ეძლევა სამი თვის ვადა.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 23 მარტი.
№2797–Iს
დოკუმენტის კომენტარები