დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5668-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/12/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/01/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 040000000.05.001.016607 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) 256-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გირავნობის უფლება ვრცელდება გირავნობის საგნიდან მიღებულ ნაყოფზე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.
მუხლი 2. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. აღმასრულებლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი, აღმასრულებლის საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობისათვის საფასურის ოდენობა, აღსრულების ეროვნულ ბიუროში კონკურსის ჩატარებისა და სტაჟირების გავლის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.
2. 147 მუხლის 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„41. კერძო აღმასრულებელი უფლებამოსილია მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს თავის წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით საჯარო შეტყობინების აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით. მიმართვა შესაძლებელია განხორციელდეს მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კერძო აღმასრულებლისათვის აღნიშნული მომსახურების საფასური დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.
3. 25-ე მუხლის:
ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით.“;
ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7−მე-13 პუნქტები:
„7. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება:
ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ;
ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები;
გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები;
დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები;
ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები.
8. მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება.
9. თანხის გადახდევინების, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის, ქონების გადაცემის ან სხვა ისეთი კატეგორიის საქმეებზე, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებაზე ან ამ ქონების ხარჯზე, წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით.
10. ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულებისას მოვალის (გადასახადის გადამხდელის) ქონებას აღსრულების ეროვნული ბიურო ყადაღას არ დაადებს, თუ აღნიშნულ ქონებას ყადაღა დაედო ამ კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
11. თუ გადაწყვეტილება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას, მოვალეს ეგზავნება შეტყობინება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ და ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე.
12. ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, წინადადებები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირებს ჩაჰბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. როდესაც კორესპონდენციის მიღება დასტურდება მიმღების ხელმოწერით, ასეთი ხელმოწერა ჩაითვლება ნამდვილად, მაშინაც, თუ იგი შესრულებულია ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალების გამოყენებით.
13. აღსრულების ეროვნული ბიურო სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე კრედიტორის განცხადების მიღებისთანავე უზრუნველყოფს მოვალე სახელმწიფო ორგანოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმირებას ბიუჯეტის სახსრებით გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ.“.
4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 251 მუხლი:
„მუხლი 251. სააღსრულებო წარმოების ეტაპები
თანხის გადახდევინების საქმეებზე სააღსრულებო წარმოების ეტაპებია:
ა) აღსრულების დაწყება;
ბ) ქონებაზე ყადაღის დადება;
გ) აუქციონის ჩატარება;
დ) კრედიტორისათვის თანხის გადაცემა.“.
5. 28-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
6. 282 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გირაოს უძრავი ქონებით უზრუნველყოფის შემთხვევაში ამ ქონების მესაკუთრე (დაინტერესებული პირი) ვალდებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში გირაოს სახით განსაზღვრული თანხა შეიტანოს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, რის შემდეგაც აღნიშნული ქონება თავისუფლდება ყადაღისაგან.“.
7. მე-40 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ იძულებითი აღსრულების განხორციელებისას, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ამ ქონებაზე იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებისა, მოგირავნე განაცხადებს ამ ქონებაზე თავის უფლებას და აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს გირავნობის უფლების დამადასტურებელ ამონაწერს შესაბამისი რეესტრიდან, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ ქონებას ყადაღისაგან ათავისუფლებს.“.
8. 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) იმ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრის ქონება, გარდა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული ქონებისა, რომლის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელიც საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვარზე ნაკლებია.“.
9. 50-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აღსრულების ეროვნული ბიურო ან მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე სხვა პირი მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 2 კვირის ვადაში, მისი რეალიზაციის მიზნით აცხადებს საჯარო აუქციონს.“;
ბ) მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ, მათ შორის, ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, და პირველ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ კანონით დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც გადაეცემა ქონების მართვაზე/განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს. თუ განკარგულება არ გამოიცა აღნიშნულ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს განმეორებითი აუქციონის (თუ პირველ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი) ან ხელახალი აუქციონის (თუ გამარჯვებულმა პირმა ამ კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა ქონების ფასი) ჩატარებას.
11. თუ განმეორებით აუქციონზედაც არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ კანონით დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც გადაეცემა ქონების მართვაზე/განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს. თუ განკარგულება არ გამოიცა აღნიშნულ ვადაში, ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან და უბრუნდება მოვალეს.“;
გ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 და მე-13 პუნქტები:
„12. თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ, მათ შორის, ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, და ჩატარდა ამ კანონის 75-ე მუხლის 81 პუნქტით გათვალისწინებული ერთი აუქციონი და მასზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ კანონით დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც გადაეცემა ქონების მართვაზე/განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს. თუ განკარგულება არ გამოიცა აღნიშნულ ვადაში, ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან და უბრუნდება მოვალეს.
13. ნატურით გადაცემისას ქონების ღირებულება განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.
10. 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კრედიტორი აღსრულების ეროვნულ ბიუროში იძულებითი აღსრულების დაწყების თაობაზე განცხადების წარდგენისას განსაზღვრავს აღსრულების სახეს. მას არ შეუძლია მოითხოვოს, რომ ერთდროულად განხორციელდეს აღსრულების რამდენიმე სახე.“.
11. 68-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
12. 69-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. იძულებით აუქციონს ამ კანონით დადგენილი წესით ატარებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან სხვა პირი მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. თუ მოვალე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქონების მესაკუთრედ, აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს იძულებითი აუქციონის ჩატარებას. ამ შემთხვევაში იძულებითი აუქციონი ტარდება ქონებაზე ყადაღის დადებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 2 კვირის ვადაში.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ყადაღადადებულ ქონებაზე იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების შემდეგ წარმოებაში მიღებული სხვა აღსასრულებელი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული მოთხოვნა დაკმაყოფილდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იძულებითი აუქციონის შედეგად შემოსული თანხა აჭარბებს საფასურს, აღსრულების ხარჯს და იმ კრედიტორთა მოთხოვნებს, რომელთა სასარგებლოდაც ტარდება იძულებითი აუქციონი. ამასთანავე, დარჩენილი თანხა აღარ უბრუნდება მოვალეს და მას აღსრულების ეროვნული ბიურო ყადაღას ადებს სხვა კრედიტორის სასარგებლოდ.“;
გ) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„41. ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში სარეალიზაციო ქონებაზე აუქციონს ატარებს ამ გადაწყვეტილების აღმასრულებელი, მიუხედავად სხვა აღმასრულებლის მიერ ამ ქონებაზე დარეგისტრირებული ყადაღისა.“.
13. 75-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი სრულად უნდა გადაიხადოს აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.“;
ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. თუ დადგენილი წესით ჩატარებული აუქციონი, რომელიც შედგება პირველი და განმეორებითი აუქციონებისაგან, უშედეგო აღმოჩნდა და ქონება არ გაიყიდა, ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან. ამ ქონებაზე იმავე მოთხოვნასთან დაკავშირებით იმავე კრედიტორის სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოება აღარ განხორციელდება. აღნიშნული ქონება უბრუნდება მოვალეს, გარდა ამ კანონის 69-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც ქონებაზე აღსრულებას გააგრძელებს ის აღმასრულებელი, რომლის ყადაღაც მომდევნო რიგშია რეგისტრირებული.“;
გ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:
„81. თუ ქონების საბაზრო ღირებულება 5000 ლარზე ნაკლებია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ტარდება მხოლოდ ერთი აუქციონი, რომლის საწყისი ფასი დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი წესით ჩატარებულ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, მოქმედებს ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესი.“.
14. 76-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 76. აუქციონის შედეგების გაუქმება
თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ კანონის 75-ე მუხლით დადგენილ ვადაში, იგი კარგავს აუქციონის ჩატარების დღეს გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას, რომელიც მიექცევა აღსრულების ეროვნული ბიუროს საკუთრებაში. აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას ჩატარებული აუქციონის შედეგის გაუქმების შესახებ და მისი გამოცემიდან 3 დღის ვადაში აცხადებს ხელახალ აუქციონს, რომელიც არ ჩაითვლება განმეორებით აუქციონად.“.
15. 771 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ, მათ შორის, ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, და პირველ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ კანონით დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც ეგზავნება მარეგისტრირებელ ორგანოს ამ ქონებაზე სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნით. თუ განკარგულება არ გამოიცა აღნიშნულ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს განმეორებითი აუქციონის (თუ პირველ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი) ან ხელახალი აუქციონის (თუ გამარჯვებულმა პირმა ამ კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა ქონების ფასი) ჩატარებას.
2. თუ განმეორებით აუქციონზედაც არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ კანონით დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც ეგზავნება მარეგისტრირებელ ორგანოს ამ ქონებაზე სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნით. თუ განკარგულება არ გამოიცა აღნიშნულ ვადაში, ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან და უბრუნდება მოვალეს.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ, მათ შორის, ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, და ჩატარდა ამ კანონის 75-ე მუხლის 81 პუნქტით გათვალისწინებული ერთი აუქციონი და მასზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ კანონით დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც ეგზავნება მარეგისტრირებელ ორგანოს ამ ქონებაზე სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნით. თუ განკარგულება არ გამოიცა აღნიშნულ ვადაში, ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან და უბრუნდება მოვალეს.“;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ნატურით გადაცემისას ქონების ღირებულება განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.
16. 772 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აღსრულების ეროვნული ბიუროს სამართლებრივი აქტები, მათ შორის, ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის, აუქციონის შედეგის გაუქმების შესახებ განკარგულებები, შეიძლება გამოიცეს მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით და გამოქვეყნდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს ან სხვა ოფიციალურ ვებგვერდზე, რომელსაც განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.“.
17. 901 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მშენებლობის შეჩერების და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ დადგენილების იძულებით აღსრულებას აღსრულების ეროვნული ბიურო იწყებს დამრღვევის მიერ დადგენილების დაუყოვნებლივ და ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემდეგ.
2. საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ დადგენილების იძულებით აღსრულებას აღსრულების ეროვნული ბიურო იწყებს იმ შემთხვევაში, თუ ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში დამრღვევმა ნებაყოფლობით არ შეასრულა ვალდებულება.“.
18. 903 და 904 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 903. იძულებითი აღსრულება საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიმართ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიმართ იძულებითი აღსრულება თანხის გადახდევინების ნაწილში იწყება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ინფორმირებიდან 1 თვის გასვლის შემდეგ, გარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუყოვნებლივ აღსასრულებელი სასამართლო გადაწყვეტილებებისა.
მუხლი 904. იძულებითი აღსრულება საბიუჯეტო ორგანიზაციის მიმართ
საბიუჯეტო ორგანიზაციის მიმართ იძულებითი აღსრულება თანხის გადახდევინების ნაწილში იწყება სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ინფორმირებიდან 1 თვის გასვლის შემდეგ.“.
მუხლი 3. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 31.03.2007, მუხ. 87) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის:
ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, გარდა სააპელაციო სასამართლოში და საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარე დავებისა, განსახილველად გადაეცემა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ სასამართლოებს.“;
ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51−53 პუნქტები:
„51. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ წარმოშობილ მოვალის ქონებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ დავას განიხილავენ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული სასამართლოები.
52. თუ კრედიტორთა კრება მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ქონება, რომელზედაც მიმდინარეობს დავა, მათი ინტერესის საგანია, აღნიშნულ ქონებაზე დავა მიმდინარეობს ამ მუხლის მე-5 და 51 პუნქტებით განსაზღვრული წესით. თუ კრედიტორთა კრება მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ სადავო ქონება არ არის მათი ინტერესის საგანი, მოვალის ქონებასთან დაკავშირებულ დავაზე საქმის წარმოება შეწყდება.
53. თუ ქონებაზე არ მიმდინარეობს დავა, მაგრამ ის შეიძლება გახდეს დავის საგანი, კრედიტორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას, არის თუ არა აღნიშნული ქონება მათი ინტერესის საგანი და დაიწყოს თუ არა დავა სასამართლოში. თუ ეს ქონება მათი ინტერესის საგანია, მასთან დაკავშირებული დავა განიხილება ამ მუხლის 51 პუნქტით განსაზღვრული წესით.“;
გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში ამ მუხლის მე-5, 51, 52 და 53 პუნქტებით გათვალისწინებულ დავებს განიხილავენ და გადაწყვეტილებებს გამოიტანენ ამავე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული სასამართლოები.“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:
„მუხლი 51. გაკოტრებით დასრულებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ხანგრძლივობა
1. ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოვალის ინიციატივით დაწყებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოება მოვალის გაკოტრებით სრულდება არა უგვიანეს 207 დღისა.
2. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კრედიტორის (კრედიტორების) ინიციატივით დაწყებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოება მოვალის გაკოტრებით სრულდება არა უგვიანეს 225 დღისა.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ვადების გახანგრძლივება დაუშვებელია. ვადის გახანგრძლივება დაიშვება მხოლოდ ამ კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი გამონაკლისის დროს.“.
3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შემტანი პირი ვალდებულია განცხადებასთან ერთად სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანოს 5 000 ლარი. საქმის შეწყვეტის შემთხვევაში ამ თანხიდან ანაზღაურდება საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. ყველა დანარჩენ შემთხვევაში აღნიშნული თანხა დაუბრუნდება განმცხადებელს.“.
4. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. დავის საერთო სასარჩელო წესით განხილვა
1. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირებსა და მესამე პირებს უფლება აქვთ, მიმართონ სასამართლოს დავის საერთო სასარჩელო წესით განსახილველად:
ა) იმ მოთხოვნებზე, რომლებიც არ აისახება კრედიტორთა ნუსხაში;
ბ) ამ კანონის მე-4 მუხლის მე-5, 51, 52 და 53 პუნქტებით გათვალისწინებულ მოვალის ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე.
2. მოსარჩელე მხარე ვალდებულია დაამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სარჩელი კრედიტორთა პირველი კრების ჩატარებიდან 5 დღის ვადაში შეიტანება გადახდისუუნარობის საქმის განმხილველ სასამართლოში.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლო ვალდებულია 5 დღის ვადაში მიიღოს სარჩელი წარმოებაში და მისი წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში დაასრულოს საქმის განხილვა.
5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლო ვალდებულია 5 დღის ვადაში მიიღოს სარჩელი წარმოებაში და მისი წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში დაასრულოს საქმის განხილვა.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია საკასაციო სასამართლოში გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში. საკასაციო სასამართლო ვალდებულია 3 დღის ვადაში მიიღოს სარჩელი წარმოებაში და მისი წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში დაასრულოს საქმის განხილვა.“.
5. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) განისაზღვრება კრედიტორთა კრების დღე (განჩინების გამოქვეყნებიდან კრედიტორთა კრების დღემდე შუალედი უნდა იყოს არანაკლებ 30 დღისა და არა უმეტეს 40 დღისა).“.
6. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მეურვეს წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე.“.
7. 26-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“−„მ“ ქვეპუნქტები:
„კ) კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება;
ლ) მოამზადოს დასკვნა მოვალის მოსაძიებელი ქონების შესახებ, რომლის არსებობაც დგინდება დოკუმენტური საფუძვლით, ასევე მოსაძიებელი ქონების მოძიების გაგრძელების ან შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ და აღნიშნული დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს კრედიტორთა კრებას;
მ) მოამზადოს დასკვნა ამ კანონის მე-4 მუხლის მე-5, 51, 52 და 53 პუნქტებით გათვალისწინებულ მოვალის ქონებაზე დავის დაწყების, გაგრძელების ან შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ და აღნიშნული დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს კრედიტორთა კრებას.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში მეურვის მიერ გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს გადახდისუუნარობის საქმის აღძვრის ინიციატორი ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.“.
8. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 27. კრედიტორთა კრება
1. კრედიტორთა კრება იმართება გადახდისუუნარობის საქმის განმხილველ სასამართლოში. კრედიტორთა კრებას ამზადებს და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს მეურვე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, ხოლო გაკოტრების ან რეაბილიტაციის პერიოდში – გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველი. კრედიტორთა კრებას უძღვება მოსამართლე.
2. კრედიტორთა კრების მოწვევისა და მასზე გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ კანონით.
3. კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვთ მეურვეს, კრედიტორს (კრედიტორებს), რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, მოვალეს. რიგგარეშე კრების მოწვევისა და დღის წესრიგის შესახებ შეტყობინება სასამართლომ უნდა დააგზავნოს კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის თაობაზე მოთხოვნის მიღებისთანავე. რიგგარეშე კრება უნდა გაიმართოს სასამართლოში მოთხოვნის წარდგენიდან მე-5 დღეს.
4. კრედიტორთა კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ან მასზე წარმოდგენილია კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 51%, მიუხედავად იმისა, ჩაჰბარდათ თუ არა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება დანარჩენ კრედიტორებს, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ამასთანავე, შეტყობინება კრების მოწვევის თაობაზე უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ოფიციალურ ვებგვერდზე.
5. კრედიტორთა კრება ამ კანონით დადგენილი წესით განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებებს შემდეგ საკითხებზე:
ა) მომრიგებელი საბჭოს წევრის დანიშვნის შესახებ;
ბ) გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის შესახებ;
გ) კრედიტორთა კომიტეტის შექმნის, მისი შემადგენლობის, უფლებამოსილების ფარგლებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ;
დ) მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების შესახებ;
ე) ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული მოვალის მოსაძიებელი ქონების მოძიების გაგრძელების ან შეწყვეტის შესახებ;
ვ) არის თუ არა სადავო ქონება ან ქონება, რომელიც შეიძლება გახდეს დავის საგანი, კრედიტორთა ინტერესის საგანი ამ კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მეურვის მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე.
6. თუ კრედიტორთა კრება განიხილავს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხს, გადაწყვეტილების მიღებისას ხმის მიცემის უფლება არ აქვთ შემდეგ კრედიტორებს:
ა) კრედიტორს, რომელიც თავად წარმოადგენს მოვალის ქონებაზე მოდავე მხარეს;
ბ) კრედიტორს, რომელიც წარმოადგენს მოვალის ქონებაზე მოდავე მხარესთან დაკავშირებულ პირს.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა კრედიტორმა კრედიტორთა კრებაზე უნდა განაცხადოს იმის შესახებ, რომ ის წარმოადგენს მოვალის ქონებაზე მოდავე მხარესთან დაკავშირებულ პირს.
8. კრედიტორთა კრებაზე გადაწყვეტილება მიიღება მასზე წარმოდგენილ ხმათა უბრალო უმრავლესობით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
9. კრედიტორთა ხმების რაოდენობა განისაზღვრება შემდეგი წესით: 1 ლარის მოთხოვნა – 1 ხმა (დამრგვალება ხდება უმცირესისაკენ).
10. თუ კრედიტორთა კრება არ შედგა, ან კრება გადაწყვეტილებაუუნაროა, ან მან ვერ მიიღო გადაწყვეტილება, 7 დღის ვადაში იმავე დღის წესრიგით მოიწვევა მეორე კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება მასზე წარმოდგენილ ხმათა რაოდენობის მიუხედავად.
11. თუ მეორე კრება არ შედგა, ან მან ვერ მიიღო გადაწყვეტილება, კრების ჩატარების თარიღის შესახებ გადაწყვეტილებას გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 5 დღისა, იღებს სასამართლო.
12. კრების მოწვევა აუცილებელი არ არის, თუ ხმათა 50%-ზე მეტის მფლობელი კრედიტორი წერილობით დაეთანხმება განსახილველ საკითხს. წერილობითი თანხმობა კრების ოქმის ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად.
13. კრედიტორთა კრების ხანგრძლივობაა არა უმეტეს 3 სამუშაო დღისა, გარდა ამ მუხლის 22-ე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხმათა სულ მცირე 51%-ზე მეტის მქონე კრედიტორების არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არა უმეტეს 4 დღით.
14. ყველა უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი კრედიტორი, რომელიც კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოს წერილობითი ფორმით წარუდგენს თავის მოთხოვნას მოვალის მიმართ, უფლებამოსილია დაესწროს კრედიტორთა კრებას. კრებაზე დასწრების უფლება აქვს მოვალესაც.
15. კრედიტორთა პირველ კრებაზე მეურვე უნდა წარდგეს მოხსენებით მოვალის ქონების, მათ შორის, მოვალის მოსაძიებელი ქონების შესახებ, რომლის არსებობაც დგინდება დოკუმენტური საფუძვლით, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ.
16. თუ კრედიტორთა პირველმა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება მოვალის მოსაძიებელი ქონების მოძიების შეწყვეტის შესახებ, მეურვე წყვეტს ამ ქონების მოძიებას.
17. თუ კრედიტორთა პირველმა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება მოვალის მოსაძიებელი ქონების მოძიების გაგრძელების შესახებ, მეურვემ ქონება უნდა მოიძიოს 15 დღის ვადაში და შედეგი უნდა წარუდგინოს კრედიტორთა კრებას. თუ მეურვემ/გაკოტრების მმართველმა მოსაძიებელი ქონება ვერ მოიძია დადგენილ ვადაში, იგი წყვეტს ამ ქონების მოძიებას.
18. ამ მუხლის მე-16 და მე-17 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების დადგომა არ ზღუდავს კრედიტორის უფლებას, თავად მოიძიოს მოვალის მოსაძიებელი ქონება და აღნიშნული ქონების მოძიების შემთხვევაში სასამართლოს წინაშე დააყენოს მოძიებული ქონების სამეურვეო ქონების ნუსხაში შეტანის მოთხოვნა აუქციონის გამოცხადებამდე 7 დღით ადრე.
19. ქონებასთან დაკავშირებული საკუთრების უფლების დაუდგენლობის შემთხვევაში კრედიტორთა პირველ კრებაზე სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ამ ქონებაზე მოვალის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. ამის თაობაზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომელიც არის მოვალის მფლობელობაში არსებული ქონების რეგისტრაციის საფუძველი, მათ შორის, ქონების დაუზუსტებელი მახასიათებლებით რეგისტრაციის საფუძველი.
20. კრედიტორთა კრებაზე დამსწრე კრედიტორებსა და მოვალეს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მეურვის მოხსენებაზე გამოთქვან შენიშვნები და დასვან შეკითხვები.
21. მოვალის მიერ ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების საქმის წარმოების მოთხოვნის შემთხვევაში კრედიტორთა პირველ კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი.
22. კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არა უმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არა უმეტეს 3 დღით.
23. კრედიტორთა პირველ კრებაზე მოწმდება კრედიტორთა მოთხოვნები და იქმნება მომრიგებელი საბჭო.“.
9. 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში კრედიტორებმა მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები უნდა წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს. მოთხოვნებს უნდა ერთოდეს მათი დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებები. მეურვე უფლებამოსილია პირს, რომელსაც აქვს რაიმე პრეტენზია ან მოთხოვნა მოვალის მიმართ (სავარაუდო კრედიტორს), მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები მის მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით.“.
10. 33-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მომრიგებელი საბჭო მოვალის გადახდისუუნარობის საკითხს სწავლობს შექმნიდან 15 დღის განმავლობაში.“.
11. 37-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გაკოტრების მმართველს ირჩევენ კრედიტორები გაკოტრების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. გაკოტრების მმართველი ვალდებული არ არის, მოიძიოს მოვალის ქონება, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.“;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. გაკოტრების მმართველად აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის შემთხვევაში გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან.“.
12. 38-ე და 39-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 38. აუქციონის ჩატარების წესი და პირობები
1. სამეურვეო ქონება იყიდება მხოლოდ აუქციონის გზით.
2. აუქციონზე სამეურვეო ქონების გაყიდვას კრედიტორთა ინტერესების დაცვის პრინციპის გათვალისწინებით ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო.
3. აუქციონი ტარდება იმ წესითა და პირობებით, რომლებიც გათვალისწინებულია იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, გარდა ამ კანონით დადგენილი სპეციალური წესისა.
4. აუქციონის ხანგრძლივობა (აუქციონის დაწყებისა და დასრულების დრო) არ უნდა იყოს 7 დღეზე ნაკლები და 10 დღეზე მეტი, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით უფრო მცირე დრო არ არის დადგენილი.
5. თუ გაკოტრების მმართველი არ არის აღსრულების ეროვნული ბიურო, კრედიტორთა მიერ შერჩეული გაკოტრების მმართველი დანიშვნიდან 25 დღის ვადაში აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართავს სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადით და წარუდგენს სასამართლოს მიერ დამოწმებულ სააუქციონო დოკუმენტაციას, რომელიც უნდა შეიცავდეს ზუსტ ინფორმაციას მოვალის, კრედიტორებისა და მათი მოთხოვნების, სარეალიზაციო ქონების და მისი საბაზრო ღირებულების შესახებ. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, თუ ეს აუცილებელია სააუქციონო მომსახურების გაწევისათვის.
6. აღსრულების ეროვნული ბიუროს სააუქციონო მომსახურების, აგრეთვე ქონების ნატურით გადაცემის მომსახურების საფასურის ოდენობები განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან.
7. დაუშვებელია აუქციონში მონაწილე პირთა წრის შეზღუდვა ან სხვა შეზღუდვების დაწესება, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით.
8. აუქციონის გამოცხადების შემდეგ ნებისმიერი პირი უფლებამოსილია აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართოს აუქციონის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით.
9. პირველი აუქციონი ტარდება გაკოტრების მმართველის არჩევიდან ან დანიშვნიდან არანაკლებ 30 დღის და არა უმეტეს 40 დღის ვადაში, სამეურვეო ქონების ერთიანი კომპლექსის სახით გაყიდვის მიზნით. დაუშვებელია პირველ აუქციონზე სამეურვეო ქონების ნაწილ-ნაწილ გაყიდვა. სამეურვეო ქონების საწყისი ფასი განისაზღვრება ექსპერტის დასკვნის საფუძველზე, ამ ქონების საბაზრო ღირებულების 50%-ით. აღსრულების ეროვნული ბიურო, მის მიერ გაკოტრების მმართველის ფუნქციის შესრულების შემთხვევაში, უფლებამოსილია თავად შეაფასოს სამეურვეო ქონება და განსაზღვროს მისი საბაზრო ღირებულება ან მოიწვიოს კომპეტენტური პირი ამ ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით.
10. თუ პირველ აუქციონზე არ მოხდა ქონების რეალიზაცია და ქონების საწყისი ფასი კრედიტორთა მოთხოვნებზე ნაკლებია, ნებისმიერ კრედიტორს, რომლის მოთხოვნასაც ფარავს, მაგრამ არ აღემატება პირველ აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანილი ქონების საწყისი ფასი, უფლება აქვს, პირველი აუქციონის დასრულებიდან 20 დღის ვადაში მიმართოს გაკოტრების მმართველს ქონების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში კრედიტორი ვალდებულია დაფაროს წინა და იმავე რიგების კრედიტორთა მოთხოვნები და მიმართვას დაურთოს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე წინა და იმავე რიგების კრედიტორთა მოთხოვნების დაფარვის მიზნით თანხის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი. ერთზე მეტი მიმართვის არსებობისას ქონების საკუთრებაში მიღების უფლება წარმოეშობა იმ კრედიტორს, რომლის მიმართვაც, ამ პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციით, უფრო ადრეა რეგისტრირებული.
11. თუ პირველ აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა ან ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული წესით არ მოხდა ქონების საკუთრებაში გადაცემა, პირველი აუქციონის ჩატარებიდან არანაკლებ 30 დღის და არა უმეტეს 40 დღის ვადაში ტარდება მეორე აუქციონი. მეორე აუქციონი ტარდება იმავე წესით, რა წესითაც ჩატარდა პირველი აუქციონი, და მიეთითება, რომ აუქციონი ტარდება მეორედ. მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონების რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც ერთიანი კომპლექსის სახით, ისე ნაწილ-ნაწილ. მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონების ნაწილ-ნაწილ რეალიზაციის ფორმის შესახებ გადაწყვეტილების ხმათა უმრავლესობით მიღება შეუძლიათ კრედიტორებს პირველი აუქციონის დასრულებიდან 7 დღის ვადაში. ამ შემთხვევაში კრედიტორები თავად განსაზღვრავენ სამეურვეო ქონების თითოეული ლოტის საწყის ფასს. თუ კრედიტორები დათქმულ ვადაში ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას ზემოაღნიშნულ საკითხზე, მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონება გაიყიდება იმავე წესით, რა წესითაც ჩატარდა პირველი აუქციონი. მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონების საწყისი ფასი შეადგენს ამ ქონების საბაზრო ღირებულების 25%-ს.
12. თუ მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა, მეორე აუქციონის დასრულებიდან 3 დღის ვადაში გაკოტრების მმართველი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს კრედიტორებისათვის შეთავაზებას ქონების ნატურით მიღების თაობაზე. ამ შეტყობინების გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში გაკოტრების მმართველისადმი კრედიტორების მიერ მიმართვის განუხორციელებლობა ან ქონების ნატურით მიღებაზე უარი ჩაითვლება კრედიტორების მიერ მოთხოვნაზე უარის თქმად, რაც შესაძლებელს ხდის ქონების ნატურით გადაცემას შესაბამის რიგში დარჩენილი ან შემდეგი რიგის კრედიტორებისათვის. დადგენილ ვადაში ყველა რიგის კრედიტორების მიერ მიმართვის განუხორციელებლობა ან ქონების ნატურით მიღებაზე უარის თქმა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტისა და საწარმოს ლიკვიდაციის დაწყების საფუძველია. კრედიტორებს ქონება ნატურით გადაეცემათ ამ კანონის მე-40 მუხლით დადგენილი რიგითობით და ქონების საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, მათი მოთხოვნის წილის პროპორციულად. ერთზე მეტი კრედიტორის არსებობის შემთხვევაში ქონება, მათ შორის, ერთიანი კომპლექსის სახით არსებული ქონება, მათ გადაეცემათ საერთო წილობრივ საკუთრებაში, მათი მოთხოვნების პროპორციული წილის მიხედვით. ამასთანავე, იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორი ერთზე მეტია, გაკოტრების მმართველი ამ პუნქტით დადგენილი კრედიტორების მიმართვიდან არა უგვიანეს 15 დღისა ადგენს კრედიტორებს შორის ქონების წილობრივი განაწილების გეგმას, განსაზღვრავს კრედიტორების მიერ გადასახდელი საფასურის ოდენობას და უზრუნველყოფს გეგმის გამოქვეყნებას „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ოფიციალურ ვებგვერდზე. საპროცესო ხარჯებისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის გადახდა ეკისრებათ ქონების ნატურით მიმღებ კრედიტორებს, გარდა სახელმწიფოს/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შემთხვევისა.
13. კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირის სამეურვეო ქონების ერთიანი ქონებრივი კომპლექსის სახით შემძენი (შემძენები) სურვილისამებრ შესაძლოა დარეგისტრირდეს ამ საწარმოს ერთადერთ პარტნიორად. საკუთრების უფლების გადასვლის შედეგად საწარმო ახალ შემძენზე დაუტვირთავი და ვალებისაგან თავისუფალი გადადის.
14. თუ რეგისტრაციას დაქვემდებარებული სამეურვეო ქონება რეგისტრირებული არ არის მარეგისტრირებელ ორგანოში, გაკოტრების მმართველი აუქციონის გამოცხადებამდე მიმართავს მარეგისტრირებელ ორგანოს ამ ქონების რეგისტრაციის მიზნით. რეგისტრაციას დაქვემდებარებულ სამეურვეო ქონებაზე მოვალის საკუთრების უფლების დაუდგენლობის შემთხვევაში გაკოტრების მმართველი სასამართლოს მიმართავს ქონებაზე მოვალის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. ამის თაობაზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომელიც არის მოვალის მფლობელობაში არსებული ქონების რეგისტრაციის საფუძველი, მათ შორის, ქონების დაუზუსტებელი მახასიათებლებით რეგისტრაციის საფუძველი.
15. თუ საწარმოს საქმიანობის შეჩერება საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს და შეუძლებელია საწარმოს საქმიანობის უწყვეტობის უზრუნველყოფა ან აუქციონის კანონით დადგენილ ვადაში ჩატარება გამოიწვევს გასაყიდი ქონების ღირებულების მნიშვნელოვან შემცირებას, აუქციონის ჩატარების ვადის გონივრული შემცირება და სამეურვეო ქონების დაჩქარებული წესით გაყიდვა შესაძლებელია სასამართლოს მოტივირებული გადაწყვეტილებით, პოტენციური მყიდველების ინფორმირებისა და ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფის პირობით.
16. აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი სრულად უნდა გადაიხადოს აუქციონის დასრულებიდან 10 დღის ვადაში, რის შემდეგაც აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ.
17. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საქმის წარმოებისას ქონების ნატურით გადაცემის შემთხვევაში მისმა შემძენმა საფასური უნდა გადაიხადოს ქონების ნატურით საკუთრებაში მიღების თაობაზე ამ მუხლით დადგენილი წესით მიმართვის წარდგენიდან 7 დღის ვადაში, ხოლო ქონების წილობრივ საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაში − გაკოტრების მმართველის მიერ ქონების წილობრივი განაწილების გეგმის გამოქვეყნებიდან 7 დღის ვადაში, რის შემდეგაც აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ. კრედიტორი ვალდებულია განკარგულების გამოცემიდან 10 დღის ვადაში უზრუნველყოს ქონების მიღება. ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო არ არის პასუხისმგებელი ქონების შენახვისათვის. კრედიტორის მიერ გაკოტრების მმართველისათვის ქონების ნატურით საკუთრებაში მიღების შესახებ მიმართვიდან ამ მუხლით დადგენილ ვადაში საფასურის გადაუხდელობა ჩაითვლება კრედიტორის მიერ მოთხოვნაზე უარის თქმად. მრავალი კრედიტორის არსებობისას, ერთი ან რამდენიმე კრედიტორის მიერ ამ პუნქტით დადგენილ ვადაში საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, გაკოტრების მმართველი ადგენს კრედიტორებს შორის ქონების წილობრივი განაწილების ახალ გეგმას და მოქმედებს ამ მუხლის მე-12 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.
18. თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა აუქციონის დასრულებიდან 10 დღის ვადაში, იგი კარგავს აუქციონის ჩატარების დღეს გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას, რომელიც მიექცევა აღსრულების ეროვნული ბიუროს საკუთრებაში. აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას ჩატარებული აუქციონის შედეგის გაუქმების შესახებ და მისი გამოცემიდან 10 დღის ვადაში ატარებს ხელახალ აუქციონს, რომელიც არ ჩაითვლება განმეორებით აუქციონად.
19. შემძენის, მათ შორის, ამ მუხლით დადგენილი წესით ქონების ნატურით მიმღების, საკუთრებაში ქონების გადასვლის შედეგად უქმდება მასზე არსებული ყველა ყადაღა, სანივთო და ვალდებულებითი უფლება.
მუხლი 39. უზრუნველყოფილ კრედიტორთა განსაკუთრებული უფლებამოსილება
1. უზრუნველყოფილი კრედიტორები ერთხმად იღებენ გადაწყვეტილებას კრედიტორთა მოთხოვნების შესამოწმებელი კრების შემდეგ მოვალის მიერ ახალი სესხის წარმოშობის, მოვალის ქონების დატვირთვის, თავდებობის შესახებ. უზრუნველყოფილ კრედიტორთა არარსებობის შემთხვევაში მათ უფლებამოსილებებს ახორციელებს კრედიტორთა კრება, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს წარმოდგენილ ხმათა უბრალო უმრავლესობით.
2. უზრუნველყოფილი კრედიტორები სარგებლობენ კრედიტორთა მიერ მიღებული შემდეგი გადაწყვეტილებების აღსრულების შეჩერების უფლებით:
ა) გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველთან დადებული ხელშეკრულების არსებითი პირობების შესახებ;
ბ) რეაბილიტაციის ვადის განსაზღვრის შესახებ.
3. უზრუნველყოფილი კრედიტორების მიერ ამ უფლების გამოყენებისას გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერდება და საკითხი მოლაპარაკების გზით გადაწყდება. შეუთანხმებლობის შემთხვევაში საკითხს წყვეტს სასამართლო.“.
13. 42-ე მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამეურვეო ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა განაწილდება გაკოტრების პროცესის დასრულებისთანავე. საწარმოს გაკოტრების შემდეგ დარჩენილი გაუნაწილებელი თანხა მიექცევა აღსრულების ეროვნული ბიუროს საკუთრებაში.“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. თუ საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ აღმოჩნდება ქონება, რომელიც ეკუთვნოდა გაუქმებულ საწარმოს, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ ინფორმაციას აქვეყნებს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ოფიციალურ ვებგვერდზე. კრედიტორი, რომლის მოთხოვნაც არ დაკმაყოფილებულა, უფლებამოსილია აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 15 დღის განმავლობაში მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვოს ასეთი ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია. აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს ამ კანონის 38-ე მუხლით განსაზღვრული წესით ქონების რეალიზაციას და ქონების რეალიზაციიდან მიღებულ თანხას ანაწილებს იმ კრედიტორთა შორის, რომლებმაც დადგენილ ვადაში მიმართეს, მათი მოთხოვნების რიგითობის გათვალისწინებით. თუ კრედიტორი დადგენილ ვადაში არ მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, ან აუქციონზე ქონება არ გაიყიდა, ან კრედიტორმა უარი თქვა ქონების ნატურით საკუთრებაში მიღებაზე, ქონება მიექცევა სახელმწიფო საკუთრებაში.“.
მუხლი 4
1. ამ კანონის მე-2 მუხლის ამოქმედებამდე გამოცხადებული აუქციონი დასრულდეს ამ კანონის მე-2 მუხლის ამოქმედებამდე არსებული წესით.
2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშნული მეურვე/გაკოტრების მმართველი ვალდებულია 2012 წლის 1 თებერვლამდე გადასცეს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მის წარმოებაში არსებული გადახდისუუნარობის საქმეები, რომლებზედაც სასამართლომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება 2011 წლის 1 აგვისტომდე მიიღო. აღნიშნული საქმეების წარმოებას აღსრულების ეროვნული ბიურო გააგრძელებს ამ კანონის მე-3 მუხლით დადგენილი წესით.
3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საქმეებზე ჩატარებულ აუქციონში არ არის გამოვლენილი გამარჯვებული პირი ან ქონება არ არის გადაცემული ნატურით, აღსრულების ეროვნული ბიურო აღნიშნული საქმეების წარმოებაში მიღების შემდეგ ქონებაზე აუქციონს ატარებს ამ კანონის მე-3 მუხლით დადგენილი წესით. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საქმეებზე საფასური განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
4. ამ კანონის მე-3 მუხლის ამოქმედებამდე აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ წარმოებაში მიღებული გადახდისუუნარობის საქმეები დასრულდეს ამ კანონის მე-3 მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 5. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 28 დეკემბერი.
№5668−რს
დოკუმენტის კომენტარები