საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
დოკუმენტის ნომერი 1106
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/11/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997
სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1106
14/11/1997
პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997
060.000.000.05.001.000.301
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (29/06/2007 - 04/07/2007)

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

წიგნი პირველი

ზოგადი დებულებანი

კარი პირველი

სასამართლო

თავი I. სამართალწარმოების ძირითადი დებულებანი

    მუხლი 1. გამოყენების სფერო

1. საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

2. სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს.

    მუხლი 2. უფლების სასამართლო წესით დაცვა

1. ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

2. განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით.

    მუხლი 3. დისპოზიციურობის პრინციპი

1. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.

2. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

    მუხლი 4. შეჯიბრებითობის პრინციპი

1. სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

2. საქმის გარემოებათა გასარკვევად სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს ამ კოდექსში გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

    მუხლი 5. მართლმსაჯულების განხორციელება მხოლოდ სასამართლოს მიერ მოქალაქეთა თანასწორობის საწყისებზე

მართლმსაჯულებას სამოქალაქო საქმეებზე ახორციელებს მხოლოდ სასამართლო კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საწყისებზე.

    მუხლი 6. მოსამართლეთა დამოუკიდებლობა და მათი კანონისადმი დამორჩილება

1. მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასა და კანონს. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით.

2. თუ საქმის განმხილველი სასამართლოს აზრით, კანონი, რომელიც ამ საქმისათვის უნდა იქნეს გამოყენებული, არ შეესაბამება ან ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, სასამართლო შეაჩერებს საქმის განხილვას ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, რის შემდეგაც საქმის განხილვა განახლდება.

3. თუ საქმის განმხილველი სასამართლოს აზრით კანონს არ შეესაბამება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლის შემოწმებაც არ შედის საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში, სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას კანონის მიხედვით.

    მუხლი 7. კანონისა და სამართლის ანალოგია

1. თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, სასამართლო იყენებს კანონს, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი კანონიც არ არსებობს, სასამართლო ემყარება საქართველოს კანონმდებლობის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).

2. თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 8. გადაწყვეტილების გამოტანა საქართველოს სახელით

სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით.

    მუხლი 9. სამოქალაქო პროცესის საქვეყნოობა და სამართალწარმოების ენა

1. სასამართლოში ყველა საქმე განიხილება ღია სხდომებზე, თუ ეს არ ეწინააღმდეგება სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ინტერესებს. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა დასაშვებია აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, მხარის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე.

2. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვაში მონაწილეობენ მხარეები და მათი წარმომადგენლები, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები.

3. საქმის დახურულ სხდომაზე განხილვის შესახებ სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.

4. სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. სახელმწიფო ენის არმცოდნე პირს მიეჩინება თარჯიმანი.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1956 – სსმ I, №15(22), 14.05.1999წ., მუხ.64

    მუხლი 10. სასამართლო გადაწყვეტილებათა სავალდებულოობა

კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

თავი II. უწყებრივი ქვემდებარეობა

    მუხლი 11. სამოქალაქო საქმეების უწყებრივი დაქვემდებარება სასამართლოებისადმი

1. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ:

ა) სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის;

ბ) (ამოღებულია);

გ) (ამოღებულია);

დ) (ამოღებულია);

ე) საქმეებს საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის დავის შესახებ;

ვ) უდავო წარმოების საქმეებს ;

ზ) საქმეებს რეკეტული ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებით.

2. კანონით, სასამართლოებს შეიძლება დაექვემდებაროს სხვა კატეგორიის საქმეთა განხილვაც.

3. ზემოთ ჩამოთვლილ საქმეებს სასამართლოები განიხილავენ, თუ მათი განხილვა, კანონის თანახმად, სხვა ორგანოს კომპეტენციაში არ შედის.

4. სასამართლოები განიხილავენ საქმეებს, რომლებიც საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარეობს, აგრეთვე იმ საქმეებს, რომლებშიც მონაწილეობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მოქალაქეობის არმქონე პირები, საწარმოები და ორგანიზაციები.

საქართველოს 1999 წლის 10 დეკემბრის კანონი №70 – სსმ I, №48(55), 16.12.1999წ., მუხ.245

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №211 - სსმ I, №18, 09.07.2004წ., მუხ.64

    მუხლი 12. დავის გადაცემა განსახილველად არბიტრაჟისათვის

ქონებრივი დავა, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება გადაეცეს განსახილველად არბიტრაჟს.

თავი III. განსჯადობა

     მუხლი 13. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი სამოქალაქო საქმეები

1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებულ სამოქალაქო საქმეებს.

2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს მაგისტრატი მოსამართლე, რომელიც განიხილავს ამ კოდექსის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ საქმეებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში.

3. იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე, აგრეთვე მისი არყოფნის შემთხვევაში, ამ კოდექსის მე-14 მუხლით გათვალისწინებული საქმეები შეიძლება განიხილოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სხვა მოსამართლემ.

4. თუ არსებობს ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე სასარჩელო მოთხოვნა, რომელთაგან ერთ-ერთი არ განეკუთვნება მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეს, საქმეს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სხვა მოსამართლე.

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1740 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.227

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 14. მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯადი სამოქალაქო საქმეები

მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს:

ა) ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 2000 ლარს;

ბ) უდავო და გამარტივებული წარმოების საქმეებს, გარდა შვილად აყვანის, აგრეთვე გამარტივებული წესით გადახდის და ქონების უპატრონოდ ცნობის საქმეებისა, თუ მოთხოვნის ან ქონების ღირებულება აღემატება 2000 ლარს;

გ) საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე;

დ) (ამოღებულია) .

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1956 – სსმ I, №15(22), 14.05.1999წ., მუხ.64

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1972 – სსმ I, №18(25), 01.06.1999წ., მუხ.71

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000წ., მუხ.71

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №211 - სსმ I, №18, 09.07.2004წ., მუხ.64

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1740 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.227

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 15. საერთო განსჯადობა

1. სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. არასასარჩელო წარმოების დროს განსჯადობა განისაზღვრება იმ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია განცხადება (საჩივარი).

11. სარჩელები (განცხადებები) ამ კოდექსის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ საქმეებზე სასამართლოში შეიტანება მაგისტრატი მოსამართლის სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით, ხოლო იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე – რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.

2. თუ მოპასუხეს არა აქვს საცხოვრებელი ადგილი, სარჩელი განიხილება სასამართლოში საქართველოს ტერიტორიაზე მისი ადგილსამყოფლის მიხედვით, ხოლო თუ მოპასუხის ადგილსამყოფელი უცნობია, მაშინ სარჩელი შეიძლება აღიძრას მისი უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1740 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.227

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 16. განსაკუთრებული განსჯადობა

1. სარჩელი რამდენიმე მოპასუხის მიმართ სასამართლოს წარედგინება ერთ-ერთი მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

2. ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო.

3. სარჩელი, რომელიც გამომდინარეობს იურიდიული პირის ფილიალის საქმიანობიდან, სასამართლოს წარედგინება ფილიალის ადგილმდებარეობის მიხედვით.

4. სარჩელები კანონისმიერ ან ანდერძისმიერ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით სასამართლოს წარედგინება მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თუ მამკვიდრებელი საქართველოს მოქალაქეა, მაგრამ გარდაცვალების მომენტისათვის იგი საზღვარგარეთ ცხოვრობდა, სასამართლოში სარჩელი შეიძლება აღიძრას საქართველოში მისი უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის ან სამკვიდრო ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით.

    მუხლი 17. სარჩელის აღძვრა მოპასუხის მიმართ, რომელსაც საქართველოში არა აქვს საცხოვრებელი ადგილი (ქონებრივი განსჯადობა)

სარჩელი იმ მოპასუხის მიმართ, რომელსაც საქართველოში არა აქვს საცხოვრებელი ადგილი, სასამართლოს შეიძლება წარედგინოს მოპასუხის ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით, ხოლო თუ მოთხოვნა უზრუნველყოფილია რაიმე ნივთით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ამ ნივთის ადგილსამყოფლის მიხედვით.

    მუხლი 18. ნივთობრივი განსჯადობა

1. სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით.

2. ნივთობრივ განსჯადობას განეკუთვნება სარჩელი, რომელიც მიმართულია უძრავი ნივთის მესაკუთრის ან მფლობელის წინააღმდეგ, აგრეთვე სარჩელი, რომელიც აღძრულია უძრავი ნივთის დაზიანების ან ზარალის ანაზღაურების გამო.

    მუხლი 19. ოჯახური დავების განსჯადობა

1. სარჩელი ქორწინების შეწყვეტის, ქორწინების ბათილად ცნობის, აგრეთვე ქორწინების არსებობისა თუ არარსებობის დადგენის შესახებ შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში მეუღლეების ერთობლივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თუ სარჩელის შეტანის დროისათვის ასეთი ადგილი არ არსებობს, მაშინ სარჩელი შეიძლება შეტანილ იქნეს მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ მას არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილი საქართველოში, მაშინ საქმეს განიხილავს სასამართლო მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

2. თუ მოსარჩელესთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რაც აძნელებს მის გამოცხადებას სასამართლოში მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, საქმე შეიძლება მოსარჩელის თხოვნით გაირჩეს სასამართლოში მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3. (ამოღებულია).

4. სარჩელი მამობის დადგენის შესახებ შეიძლება წარდგენილ იქნეს სასამართლოში ბავშვის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

5. სარჩელი ალიმენტის გადახდევინების შესახებ შეიძლება წარდგენილ იქნეს სასამართლოში მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1956 – სსმ I, №15(22), 14.05.1999წ., მუხ.64

    მუხლი 20. განსჯადობა მოსარჩელის არჩევით

სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს.

    მუხლი 21. შეთანხმება განსჯადობის შესახებ

 1. თუ არ არის დადგენილი ერთმნიშვნელოვნად განსჯადი სასამართლო, მაშინ მხარეებს შეუძლიათ შეთანხმების გზით დაადგინონ სასამართლოს განსჯადობა. შეთანხმება ფორმდება წერილობით.

2. არაგანსჯადი სასამართლო შეიძლება განსჯადი გახდეს იმ შემთხვევაშიც, თუ მოპასუხე წინააღმდეგი არ არის, რომ საქმე განიხილოს არაგანსჯადმა სასამართლომ და თანახმაა მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, ამასთან, თუ მოპასუხე წარმოდგენილი იქნება ადვოკატით ან მიეცემა განმარტება სასამართლოს არაგანსჯადობისა და მისი შედეგების, აგრეთვე იმის შესახებ, რომ მას უფლება აქვს წამოაყენოს შესაგებელი არაგანსჯადობის წინააღმდეგ. სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის ასეთი განმარტების მიცემის შესახებ უნდა აღინიშნოს სასამართლო ოქმში .

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1956 – სსმ I, №15(22), 14.05.1999წ., მუხ.64

    მუხლი 22. განსჯადობის წესების დაცვით მიღებული საქმის განხილვა

სასამართლომ განსჯადობის წესების დაცვით თავის წარმოებაში მიღებული საქმე უნდა განიხილოს და არსებითად გადაწყვიტოს, თუნდაც ეს საქმე შემდგომში სხვა სასამართლოს განსჯადი გახდეს.

    მუხლი 23. საქმის გადაცემა განსჯადი სასამართლოსათვის

1. სასამართლო საქმეს განსახილველად სხვა სასამართლოს გადასცემს, თუ:

ა) მოპასუხე, რომლის საცხოვრებელი ადგილიც წინათ არ იყო ცნობილი, მოითხოვს, რომ საქმე გადაეცეს სასამართლოს თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

ბ) ერთი ან რამდენიმე მოსამართლის აცილების გამო ამავე სასამართლოში შეუძლებელია მათი შეცვლა.

2. თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, იგი გადაეცემა სასამართლოს მოსარჩელის არჩევით.

3. საქმის სხვა სასამართლოში გადაცემის შესახებ სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომელიც არ გასაჩივრდება.

    მუხლი 24. განსჯადობის შესახებ დავის დაუშვებლობა

ერთი სასამართლოდან მეორეში გადაგზავნილ საქმეს წარმოებაში განსახილველად იღებს ის სასამართლო, რომელსაც იგი გადაეგზავნა. დავა სასამართლოებს შორის განსჯადობის შესახებ არ დაიშვება.

თავი IV. სასამართლოს შემადგენლობა. აცილება

    მუხლი 25. სასამართლოს შემადგენლობა

1. სამოქალაქო საქმეები პირველი ინსტანციით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, ასევე მაგისტრატი მოსამართლეების მიერ განიხილება ერთპიროვნულად.

2. (ამოღებულია).

3. სამოქალაქო საქმეების განხილვა სააპელაციო წესით ხორციელდება სამი მოსამართლის მიერ.

4. სამოქალაქო საქმეების განხილვა საკასაციო წესით ხორციელდება სამი მოსამართლის მიერ , გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმეს განიხილავს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა.

საქართველოს 2001 წლის 8 ივნისის კანონი №918 – სსმ I, №18, 28.06.2001წ., მუხ.56

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1740 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.227

    მუხლი 26. განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეთა განხილვის წესი

1. იმ შემთხვევაში, როდესაც რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში არის მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობა კოლეგიური შემადგენლობით საქმეთა განხილვისათვის, ერთპიროვნულად საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია დაადგინოს საქმის კოლეგიური განხილვა სამი მოსამართლის შემადგენლობით, თუ:

ა) საქმის განხილვასა და გადაწყვეტას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასამართლო პრაქტიკისათვის;

ბ) საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება.

2. მოტივირებული განჩინება საქმის სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობით განხილვის შესახებ მოსამართლეს გამოაქვს მთავარ სხდომაზე ამ საქმის განხილვის დაწყებამდე. განჩინება გადაეცემა სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც განსაზღვრავს კოლეგიურ შემადგენლობას ამ საქმის განმხილველი თავდაპირველი მოსამართლის აუცილებელი მონაწილეობით.

3. (ამოღებულია) .

4. (ამოღებულია) .

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000წ., მუხ.71

საქართველოს 2001 წლის 8 ივნისის კანონი №918 – სსმ I, №18, 28.06.2001წ., მუხ.56

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 27. კოლეგიური სასამართლოს მიერ საკითხების გადაწყვეტის წესი

1. თუ საქმის განხილვას სასამართლო ახორციელებს კოლეგიურად, ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით წამოჭრილი ყველა საკითხი უნდა გადაწყდეს ხმების უმრავლესობით. არც ერთ მოსამართლეს უფლება არა აქვს თავი შეიკავოს რომელიმე საკითხის გადაწყვეტისაგან.

2. მოსამართლეს, რომელიც პირველი ინსტანციის, სააპელაციო ინსტანციისა და საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ გადაწყვეტილების, განჩინებისა თუ დადგენილების გამოტანისას არ ეთანხმება უმრავლესობას, შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს გადაწყვეტილების გამოცხადების დროს.

3. განსხვავებული აზრი დაერთვის საქმეს, მაგრამ სასამართლოს სხდომის დარბაზში მისი შინაარსი არ გამოცხადდება.

    მუხლი 28. თათბირის საიდუმლოობა

მოსამართლეებს უფლება არა აქვთ გაახმაურონ მსჯელობა, რომელიც მათ ჰქონდათ თათბირის დროს.

    მუხლი 29. საქმის განხილვაში მოსამართლის განმეორებითი მონაწილეობის დაუშვებლობა

1. მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა საქმის პირველი ინსტანციით განხილვაში, ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ საქმის განხილვაში სააპელაციო ინსტანციის ან/და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.

2. მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა საქმის განხილვაში სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ საქმის განხილვაში პირველი ინსტანციის ან/და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.

3. მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა საქმის განხილვაში საკასაციო ინსტანციის სასამართლოში, ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ საქმის განხილვაში სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ან/და პირველი ინსტანციის სასამართლოში.

    მუხლი 30. სასამართლოს შემადგენლობაში ახლო ნათესავების დაშვების აკრძალვა

სამოქალაქო საქმის განმხილველი სასამართლოს შემადგენლობაში არ შეიძლება შედიოდნენ პირები, რომლებიც ერთმანეთის ახლო ნათესავები არიან, ხოლო თუ მათ შორის ასეთი ნათესავები მაინც აღმოჩნდნენ, ისინი უნდა ჩამოაცილონ საქმის განხილვას.

    მუხლი 31. მოსამართლის აცილების სხვა საფუძვლები

1. მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის:

ა) ამ საქმეში თვითონ წარმოადგენს მხარეს, ან მას ამა თუ იმ მხარესთან საერთო უფლებები ან ვალდებულებები აკავშირებს;

ბ) ამ საქმის ადრინდელ განხილვაში მონაწილეობდა მოწმედ, ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, წარმომადგენლად ან სასამართლო სხდომის მდივნად;

გ) მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია;

დ) პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის გ” ქვეპუნქტის თანახმად, ნათესავებად ითვლებიან:

ა) მეუღლე;

ბ) დანიშნული;

გ) პირდაპირი ხაზის ნათესავები;

დ) და-ძმა;

ე) დისშვილები და ძმისშვილები;

ვ) მშობლების და-ძმები;

ზ) დანათესავებულები (მოყვრები);

თ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ოჯახური ურთიერთობით არიან დაკავშირებულნი.

    მუხლი 32. თვითაცილება

აცილების საფუძვლების არსებობისას მოსამართლე ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება. თვითაცილების შესახებ მოსამართლეს (სასამართლოს) გამოაქვს განჩინება, რომელშიც უნდა მიეთითოს თვითაცილების საფუძველი.

    მუხლი 33. მხარეთა განცხადება აცილების შესახებ

მხარეებს შეუძლიათ წერილობით განაცხადონ აცილება. განცხადება აცილების შესახებ მოტივირებულ უნდა იქნეს და გაკეთდეს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დროს. აცილების თაობაზე შემდგომი განცხადება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აცილების საფუძველი იმ პირისათვის, რომელიც აცილებას მოითხოვს, ცნობილი გახდა ან წარმოიშვა მთავარი სხდომის დაწყების შემდეგ. ასეთ შემთხვევაში განცხადება აცილების შესახებ დასაშვებია მხარეთა პაექრობამდე.

    მუხლი 34. განცხადებული აცილების გადაწყვეტის წესი

1. აცილების განცხადების შემდეგ სასამართლომ (მოსამართლემ) შეიძლება მოუსმინოს მხარეებს, აგრეთვე იმ პირს, რომლის მიმართაც განაცხადეს აცილება.

2. აცილების საკითხს სასამართლო წყვეტს ადგილზე მოთათბირებით ან სათათბირო ოთახში.

3. თუ აცილება განუცხადეს მოსამართლეს, რომელიც ერთპიროვნულად განიხილავს საქმეს, აცილების საკითხს წყვეტს თვით ეს მოსამართლე. აცილების მიღების ან თვითაცილების შემთხვევაში მოსამართლე საქმეს გადასცემს სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც მას განსახილველად გადასცემს სხვა მოსამართლეს. თუ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში არ არის სამოქალაქო საქმის განმხილველი სხვა მოსამართლე, მაშინ სასამართლოს თავმჯდომარე საქმეს უგზავნის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს სხვა რაიონული (საქალაქო) სასამართლოსათვის გადასაცემად.

4. თუ აცილება განუცხადეს კოლეგიური შემადგენლობის ერთ-ერთ მოსამართლეს, ამ მოსამართლის აცილების საკითხს გადაწყვეტენ სხვა დარჩენილი მოსამართლეები ასაცილებელი მოსამართლის დაუსწრებლად. მოსამართლის აცილების წინააღმდეგ ან ასეთი აცილების მხარდასაჭერად ხმების თანაბარი რაოდენობის დროს მოსამართლე აცილებულად ითვლება. ასეთ შემთხვევაში იგი უნდა შეიცვალოს სხვა მოსამართლით.

5. თუ აცილება განუცხადეს კოლეგიური სასამართლოს მთელ შემადგენლობას ან მის უმრავლესობას, აცილების საკითხს წყვეტს ამავე სასამართლოს სრული შემადგენლობა ხმების უმრავლესობით. კოლეგიური სასამართლოს მთელი შემადგენლობის ან მისი უმრავლესობის აცილების შემთხვევაში საქმე გადაეცემა ამავე სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც საქმეს განსახილველად გადასცემს კოლეგიური სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პალატის ან სააპელაციო სასამართლოს პალატის მთელი შემადგენლობის აცილების შემთხვევაში საქმე გადაეცემა შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც მას კანონით დადგენილი წესით განსახილველად გადასცემს სხვა შემადგენლობას. თუ სააპელაციო სასამართლოში აცილების მიღებისას ან ამ კოდექსის 29-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეუძლებელია მოსამართლეთა ახალი შემადგენლობის შექმნა, საქმე ეგზავნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს სხვა სააპელაციო სასამართლოსათვის გადასაცემად.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1494 – პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998წ., გვ.32

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1956 – სსმ I, №15(22), 14.05.1999წ., მუხ.64

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000წ., მუხ.71

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1740 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.227

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 35. ექსპერტის, თარჯიმნის, სპეციალისტის, სხდომის მდივნის აცილების საფუძველი

ექსპერტის, თარჯიმნის, სპეციალისტის, სხდომის მდივნის აცილება დასაშვებია 31-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით.

    მუხლი 36. აცილების შესახებ სასამართლო განჩინების გასაჩივრება

აცილების თაობაზე სასამართლო განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო გადაწყვეტილებასთან ერთად, 377-ე და 404-ე მუხლებით დადგენილი წესით.

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2398 – სსმ I, №43(50), 21.09.1999წ., მუხ.227

თავი V. პროცესის ხარჯები

    მუხლი 37. ცნებათა განსაზღვრა

1. პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები.

2. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

3. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 38. სახელმწიფო ბაჟი

სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებსსახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით:

ა) სარჩელზე, აგრეთვე განცხადებაზე გამარტივებული წესით გადახდის ბრძანების მიღების შესახებ და განცხადებაზე ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზ;

ბ) შეგებებულ სარჩელზე;

გ) მესამე პირის სარჩელებზე, რომელიც დამოუკიდებელ მოთხოვნებს აცხადებს დავის საგანზე;

დ) განცხადებაზე უდავო წარმოების საქმეთა აღძვრის შესახებ;

ე) სარჩელზე სახელმწიფო-სამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავების შესახებ;

ვ) სააპელაციო საჩივარზე;

ზ) საკასაციო საჩივარზე;

თ) კერძო საჩივარზე ;

ი) განცხადებაზე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ;

კ) განცხადებაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ.

საქართველოს 1998 წლის 29 აპრილის კანონი №1365 – პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998წ., გვ.41

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000წ., მუხ.71

საქართველოს 2002 წლის 7 მაისის კანონი №1395 – სსმ I, №13, 28.05.2002წ., მუხ.50

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2360 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.376

    მუხლი 39. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა

1. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს:

ა) ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

ბ) სააპელაციო საჩივრისათვის, მათ შორის, საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) – დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა;

გ) საკასაციო საჩივრისათვის, მათ შორის, საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) – დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა;

დ) კერძო საჩივარზე – 50 ლარს;

ე) სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, აგრეთვე საჩივარზე – თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია – 50 ლარს, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 150 ლარს;

ვ) ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე – თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია – 100 ლარს, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 300 ლარს;

ზ) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებაზე – 50 ლარს;

თ) არაქონებრივ დავაზე – 100 ლარს, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე – შესაბამისად 150 და 300 ლარს;

ი) დაკარგული საქმის წარმოების აღდგენასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავაზე, როცა საქმის მასალები მხარის ბრალით დაიკარგა – 100 ლარს;

კ) თამასუქის ან ჩეკის თაობაზე სარჩელზე – 100 ლარს, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე – შესაბამისად 150 და 300 ლარს;

ლ) უდავო წარმოების საქმეზე – 50 ლარს, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე – შესაბამისად 100 და 300 ლარს.

2. მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

3. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.

საქართველოს 1998 წლის 29 აპრილის კანონი №1365 – პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998წ., გვ.41

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000წ., მუხ.71

საქართველოს 2002 წლის 7 მაისის კანონი №1395 – სსმ I, №13, 28.05.2002წ., მუხ.50

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2360 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.376

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 40. დავის საგნის ღირებულება

1. დავის საგნის ფასს მიუთითებს მოსარჩელე. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფასი აშკარად არ შეესაბამება სადავო ქონების რეალურ ღირებულებას, დავის საგნის ფასს განსაზღვრავს მოსამართლე სადავო ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით.

2. თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება.

3. სადავო საგნის შეფასებისას მხედველობაში მიიღება იმ დროს არსებული ფასები, როდესაც შეტანილ იქნა სარჩელი, ხოლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისას – საჩივრის შეტანის დროისათვის არსებული ფასები.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 41. დავის საგნის ფასის განსაზღვრის წესი

1. დავის საგნის ფასი განისაზღვრება:

ა) ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით;

ბ) ნივთის (ქონების) გადაცემის ან მიწოდების შესახებ სარჩელისა – ამ ნივთის (ქონების) საბაზრო ღირებულებით;

გ) ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით;

დ) ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა – არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით;

ე) უვადო ან სამუდამო (გარდაცვალებამდე) გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა – სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით;

ვ) გასაცემის ან გადასახდელის შემცირების ანდა გადიდების შესახებ სარჩელისა – იმ თანხით, რომლითაც მცირდება ანდა დიდდება გასაცემი ან გადასახდელი, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში;

ზ) ქონების ქირავნობის ხელშეკრულების ვადამდე მოშლის შესახებ სარჩელისა – დარჩენილი ვადით, მაგრამ არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით;

თ) გასაცემის ან გადასახდელის შეწყვეტის შესახებ სარჩელისა – არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში დარჩენილი გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით;

ი) უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა – უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით;

კ) 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.

2. თუ არაქონებრივ დავასთან ერთად განიხილება მისგან წარმოშობილი ქონებრივ-სამართლებრივი დავა, დავის საგნის ფასი განისაზღვრება უფრო მაღალი ღირებულების მოთხოვნის მიხედვით.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 42. დავის საგნის ფასის წინასწარ განსაზღვრა

თუ სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს მოსამართლე, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება საქმის გადაწყვეტისას დადგენილი სარჩელის ფასის შესაბამისად.

    მუხლი 43. (ამოღებულია)

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 44. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები

საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებია:

ა) მოწმეების, სპეციალისტებისა და ექსპერტებისათვის მისაცემი თანხები;

ბ) თარჯიმნად მოწვეული პირებისათვის მისაცემი თანხები;

გ) ადგილობრივ დათვალიერებებზე გაწეული ხარჯები;

დ) მოპასუხის მოძებნის ხარჯები;

ე) სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები;

ვ) ადვოკატისათვის სახელმწიფო სალაროდან გადახდილი თანხები ;

) სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები.

საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №597 - სსმ I, №37, 16.12.2004წ., მუხ.173

    მუხლი 45. მოწმეების, ექსპერტების, სპეციალისტებისა და თარჯიმნისათვის გადასახდელი თანხები

1. მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, თარჯიმნებს აუნაზღაურდებათ სასამართლოში გამოცხადებისათვის გაწეული მგზავრობისა და საცხოვრებელი სადგომის დაქირავების ხარჯები და მიეცემათ დღიური თანხა. ამასთან, კერძო სპეციალური საექსპერტო დაწესებულებები (დამოუკიდებელი ექსპერტები), სპეციალისტები, თარჯიმნები იღებენ გასამრჯელოს დადებული შეთანხმების საფუძველზე სასამართლოს დავალებით შესრულებული სამუშაოსათვის. ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება დრო, რომელიც მათ უნდა მოახმარონ სასამართლოს დავალების შესრულებას, მასალები, რომლებიც საჭირო იქნება ამ მოვალეობის სათანადოდ შესრულებისათვის და სხვა.

2. სახელმწიფო სპეციალური საექსპერტო დაწესებულებისათვის სასამართლო-საექსპერტო მომსახურების (სპეციალისტის, თარჯიმნის) ანაზღაურებას ახორციელებს ექსპერტიზის დამნიშვნელი ორგანო (თანამდებობის პირი), საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ნორმებისა და ტარიფების შესაბამისად, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც აღნიშნული მომსახურების გაწევა წარმოებს სახელმწიფო ან სხვა სახსრებიდან გამოყოფილი პროგრამული დაფინანსების ფარგლებში.

3. მუშაკებს, რომლებიც მოწმეებად არიან დაბარებულნი სასამართლოში, სამუშაო ადგილზე უნარჩუნდებათ საშუალო ხელფასი. მოწმეებს, რომლებიც არ არიან შრომით ურთიერთობაში, სამუშაოდან ან ჩვეულებრივი საქმიანობიდან მოცდენისათვის ეძლევათ გასამრჯელო ფაქტობრივად დახარჯული დროისა და შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობის გათვალისწინებით.

საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №597 - სსმ I, №37, 16.12.2004წ., მუხ.173

    მუხლი 46. სასამართლო ხარჯების გადახდისაგან განთავისუფლება

1. სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან:

ა) მოსარჩელეები – ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე;

ბ) მოსარჩელეები – დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სარჩელებზე;

გ) მოსარჩელეები – დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების სარჩელებზე;

დ) მხარეები – უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების უკანონოდ გამოყენების ან გამასწორებელ სამუშაოთა სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დადების შედეგად მოქალაქისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე ;

ე) მოსარჩელეები – არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე ;

ვ) მხარეები, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რაც დასტურდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობით;

ზ) მხარეები – წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილების სააპელაციო და საკასაციო წესებით გასაჩივრებისას.

2. კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მხარეთა გათავისუფლების სხვა შემთხვევებიც.

საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2450 – სსმ I, №20, 11.07.2003წ., მუხ.139

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 47. სასამართლო ხარჯების გადასახადისაგან განთავისუფლება სასამართლოს მიერ

1. სასამართლოს მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

2. თუ მხარეს არ შეუძლია ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება, სასამართლოს უფლება აქვს ამ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოიწვიოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, თუ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გამო ადვოკატის მონაწილეობა ამ საქმის განხილვაში მიზანშეწონილია. ასეთ შემთხვევაში ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით. არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 000 ლარამდე ოდენობით.

3. ერთი მხარის განთავისუფლება სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მეორე მხარის სასამართლო ხარჯების გადახდის ვალდებულებებზე გავლენას არ ახდენს.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 48. სასამართლო ხარჯების გადახდის გადადება და მათი ოდენობის შემცირება

სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუდოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს ამ ხარჯების ოდენობა.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 49. სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება

1. თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

2. თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

3. თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

4. სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 50. ადგილზე დათვალიერებით გამოწვეული ხარჯების ანაზღაურება

 თუ ადგილზე დათვალიერება ხდება ამ სასამართლოს ტერიტორიული განსჯადობის ფარგლებს გარეთ, სასამართლოს ან მოსამართლეს, რომელიც ასეთ დათვალიერებას აწარმოებს, აუნაზღაურდება მგზავრობასთან, ბინის დაქირავებასთან დაკავშირებული ხარჯები, აგრეთვე მიეცემა დღიური თანხა.

    მუხლი 51. მოპასუხისა და მოვალის მოძებნა

მოპასუხის მოძებნა, როცა ეს გათვალისწინებულია კანონით, წარმოებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე და გადახდება, შესაბამისად, მოპასუხეს – სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, ხოლო მოვალეს – გადაწყვეტილების აღსრულების დროს. მოვალეს გადახდება აგრეთვე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები.

    მუხლი 52. მხარის მიერ სასამართლო ხარჯების წინასწარი შეტანა

სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა. თუ ასეთი მოქმედების შესრულება სასამართლოს ინიციატივით ხდება, მაშინ ეს თანხა ორივე მხარეს შეაქვს თანაბარწილად.

    მუხლი 53. სასამართლო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის

1. იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

2. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.

3. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

4. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000წ., მუხ.71

    მუხლი 54. სასამართლო ხარჯებისა და ადვოკატის დახმარების გამო გადასახდელი ხარჯების განაწილება სარჩელზე უარის თქმისა და მორიგებისას

1. თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, მის მიერ გაწეულ ხარჯებს მოპასუხე არ აანაზღაურებს, მაგრამ თუ მოსარჩელემ მხარი არ დაუჭირა თავის მოთხოვნას იმის გამო, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა იგი სარჩელის აღძვრის შემდეგ, მაშინ მოსარჩელის თხოვნით სასამართლო მოპასუხეს დააკისრებს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯებისა და ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ყველა ხარჯის ანაზღაურებას.

2. თუ მხარეებმა მორიგების დროს თვითონ გაითვალისწინეს სასამართლო ხარჯებისა და ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ხარჯების განაწილების წესი, სასამართლო ამ საკითხს წყვეტს მათი შეთანხმების შესაბამისად.

    მუხლი 55. სახელმწიფოსათვის სასამართლო ხარჯების ანაზღაურება

1. სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

2. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

3. თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

    მუხლი 56. (ამოღებულია)

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

თავი VI. საპროცესო უზრუნველყოფა

    მუხლი 57. უზრუნველყოფის გარანტია

1. თუ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეს დაეკისრა იმ ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რომელიც შეიძლება განიცადოს მოწინააღმდეგე მხარემ შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულებით, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, მან ასეთი უზრუნველყოფა უნდა განახორციელოს ფულადი თანხის ან ფასიანი ქაღალდების საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის გზით, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით მისაღებია გარანტიის უზრუნველსაყოფად.

2. სასამართლომ შეიძლება შეღავათიანი პირობებით დაუშვას უზრუნველყოფის სხვა საშუალება, კერძოდ, რომელიმე საკრედიტო დაწესებულების მიერ გაცემული თავდებობა.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 58. უზრუნველყოფის საფუძვლის მოხსნა

 თუ მოიხსნება საფუძველი, რომლის გამოც განხორციელდა უზრუნველყოფა, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა ასეთი უზრუნველყოფა, ვალდებულია დააბრუნოს უზრუნველყოფის გარანტია.

თავი VII. საპროცესო ვადები

    მუხლი 59. საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა

1. საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში.

2. თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა.

3. სამოქალაქო საქმეებს სასამართლოები განიხილავენ განცხადების მიღების დღიდან არა უგვიანეს 2 თვისა, ხოლო განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებზე განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 5 თვისა, გარდა ალიმენტის გადახდევინების, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების, შრომითი ურთიერთობებიდან და „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოთხოვნის შესახებ საქმეებისა, რომლებიც განხილულ უნდა იქნეს არა უგვიანეს 1 თვისა.

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000წ., მუხ.71

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1816 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.243

    მუხლი 60. საპროცესო ვადის გამოთვლა

1. საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში.

2. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 61. საპროცესო ვადის დამთავრება

1. წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს.

2. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

3. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

    მუხლი 62. საპროცესო ვადის შეჩერება

ყველა დაუმთავრებელი საპროცესო ვადა შეჩერდება საქმის წარმოების შეჩერებით. ვადების შეჩერება დაიწყება იმ გარემოებათა წარმოშობის დღიდან, რომლებიც საფუძვლად დაედო წარმოების შეჩერებას. წარმოების განახლების დღიდან საპროცესო ვადის დენა განახლდება.

    მუხლი 63. საპროცესო ვადის გასვლის შედეგები

საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

    მუხლი 64. საპროცესო ვადის გაგრძელება

სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

    მუხლი 65. საპროცესო ვადის აღდგენა

საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის კანონით განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შეიძლება აღადგინოს სასამართლომ, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიო მიზეზით მოხდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 66. განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ

განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ შეიტანება იმ სასამართლოში, რომელშიც უნდა შესრულებულიყო საპროცესო მოქმედება. სასამართლო დააკმაყოფილებს ამ განცხადებას, თუ ცნობს, რომ საპროცესო ვადის გაშვება საპატიო მიზეზით მოხდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 67. საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ განცხადების ფორმა და შინაარსი

განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ სასამართლოს წარედგინება წერილობით. მასში მითითებული უნდა იყოს მიზეზები, რომლებმაც განაპირობეს საპროცესო მოქმედების ვადაზე შეუსრულებლობა, აგრეთვე მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები.

    მუხლი 68. საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ განცხადების განხილვა

1. განცხადებას ვადის აღდგენის შესახებ განიხილავს სასამართლო მხარეთათვის შეუტყობინებლად.

2. გადაცილებული საპროცესო ვადის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

    მუხლი 69. საპროცესო ვადის აღდგენასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯების გადახდევინება

საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ განცხადების განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს მხარე, რომელმაც დროულად ვერ შეასრულა საპროცესო მოქმედება, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი შეუსრულებლობა მოწინააღმდეგე მხარის მიზეზით მოხდა.

თავი VIII. სასამართლო შეტყობინება და დაბარება

    მუხლი 70. სასამართლო უწყება

1. მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს.

2. მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა.

3. მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონოგრამით, დეპეშით, ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა საშუალებით. ტექნიკური საშუალებებით დაბარებისას მიეთითება ამ კოდექსის 72-ე მუხლით გათვალისწინებული საკითხები. ტექნიკური საშუალებებით დაბარების შესახებ დგება აქტი. აქტს ადგენს სასამართლოს შესაბამისი მოხელე.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 71. სასამართლო უწყების ჩაბარება

სასამართლო უწყება დასაბარებელ პირს უნდა ჩაჰბარდეს მხარის მიერ მითითებული მისამართის მიხედვით. თუ მოქალაქე არ ცხოვრობს ამ მისამართზე, უწყება გაიგზავნება ალტერნატიული მისამართის ან მისი სამუშაო ადგილის მიხედვით.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 72. სასამართლო უწყების შინაარსი

1. უწყება უნდა შეიცავდეს:

ა) სასამართლოს სახელწოდებასა და ზუსტ მისამართს;

ბ) მითითებას გამოცხადების დროისა და ადგილის შესახებ, ხოლო თუ უწყება ეგზავნება წარმომადგენელს, – აგრეთვე მითითებას იმის თაობაზე, რომ იგი ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მხარეს, რომლის წარმომადგენელიც არის;

გ) საქმის დასახელებას, რომლის გამოც იბარებენ ამა თუ იმ პირს, და მითითებას დავის საგნის შესახებ;

დ) სასამართლოში დასაბარებელი პირის ვინაობას, აგრეთვე იმას, თუ რა სტატუსით არის იგი დაბარებული, და მითითებას არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის მიმართ გამოსაყენებელი ზომების შესახებ;

ე) წინადადებას მხარეების მიმართ, წარმოადგინონ მათთან არსებული ყველა მტკიცებულება;

ვ) მითითებას იმის თაობაზე, რომ ადრესატის არყოფნისას უწყების მიმღები პირი ვალდებულია პირველი შესაძლებლობისთანავე ჩააბაროს უწყება ადრესატს;

ზ) მითითებას გამოუცხადებლობის შედეგებზე და ვალდებულებას, აცნობოს სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზები.

2. სასამართლო უწყებასთან ერთად მოსამართლე მოპასუხეს უგზავნის სასარჩელო განცხადებასა და თანდართული საბუთების ასლებს. უწყებასთან ერთად მოსამართლე მოსარჩელეს უგზავნის მოპასუხის წერილობითი განცხადების ასლს, თუ ასეთი შემოვიდა სასამართლოში უწყების გაგზავნის დროისათვის. სასამართლოში შემოსული ყველა წერილობითი დოკუმენტის ასლი შეიძლება გაეგზავნოს მხარეებს მას შემდეგაც, როცა უწყება უკვე გაგზავნილია.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 73. სასამართლო უწყების გაგზავნა

1. სასამართლო უწყება იგზავნება ფოსტით ან კურიერის მეშვეობით, აგრეთვე ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებებით.

2. ტექნიკური საშუალებებით გაგზავნილი სასამართლო უწყების ჩაბარება დასტურდება:

ა) ტელეფონოგრამის შემთხვევაში – ტელეფონოგრამის გადაცემის შესახებ შედგენილი აქტით, რომელშიც მიეთითება ტელეფონოგრამის გადაცემის დაწყებისა და დასრულების დრო;

ბ) დეპეშის შემთხვევაში – დეპეშის ჩაბარების შესახებ მიღებული შეტყობინებით;

გ) ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში უწყება იგზავნება ასევე ფოსტით ან კურიერის მეშვეობით.

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით დადასტურებისას სასამართლო უწყება ჩაბარებულად ითვლება.

5. ადრესატისათვის სასამართლო უწყების ჩაბარების დრო აღინიშნება მის მეორე ეგზემპლარზე, რომელიც სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს. ტექნიკური საშუალებების გამოყენებისას უწყების გადაცემის დრო აღინიშნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ აქტში.

6. მოსამართლეს შეუძლია მხარის თანხმობით ხელზე მისცეს მას სასამართლო უწყება შესატყობინებელი ან გამოსაძახებელი პირისათვის ჩასაბარებლად. პირი, რომელსაც მოსამართლემ დაავალა უწყების მიტანა, ვალდებულია სასამართლოს დაუბრუნოს მისი მეორე ეგზემპლარი უწყების მიღებაზე ადრესატის ხელმოწერით.

7. თუ მხარეებს, მათ წარმომადგენლებს, აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს ამ კოდექსით დადგენილი წესით ვერ ეცნობათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი, მოსამართლეს შეუძლია აღნიშნული პირებისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება განჩინებით დაავალოს ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოს ანდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურებს (უბნის ინსპექტორებს). ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანო ანდა უბნის ინსპექტორები ვალდებული არიან განჩინებით დადგენილ ვადაში უზრუნველყონ მხარეებისათვის, მათი წარმომადგენლებისათვის, აგრეთვე მოწმეებისათვის, ექსპერტებისათვის, სპეციალისტებისა და თარჯიმნებისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება და მისი ჩაბარების, ჩაბარების შეუძლებლობის მიზეზების ან ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აცნობონ მოსამართლეს.

8. ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 74. შეტყობინება ადრესატის არყოფნის შემთხვევაში

1. თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი მოქალაქე ვერ ნახა საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს ან სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი, გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება ან დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. ჩაბარებად ჩაითვლება როგორც უწყების პირადად გადაცემა, ასევე უწყების მიმღების მიერ ადრესატისთვის უწყების შინაარსის ცნობება.

2. ადრესატის არყოფნის შემთხვევაში სასამართლო უწყების ჩამბარებელმა უწყების მეორე ეგზემპლარზე უნდა აღნიშნოს, სად არის წასული ადრესატი და როდის ვარაუდობენ მის დაბრუნებას.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 75. უწყების მიღებაზე უარის თქმა

 თუ ადრესატმა უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე.

    მუხლი 76. მისამართის შეცვლა საქმის წარმოების დროს

მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

    მუხლი 77. უწყების ჩაბარება თანამონაწილისათვის

 თუ საქმის წარმოება სასამართლოში მინდობილი აქვს ერთ-ერთ თანამონაწილეს, უწყება ჩაჰბარდება მას, რომელიც ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს სხვა თანამონაწილეებს. უწყების ჩაბარება იმ თანამონაწილისათვის, რომელსაც მინდობილი აქვს საქმის წარმოება, ნიშნავს უწყების ჩაბარებას ყველა თანამონაწილისათვის.

    მუხლი 78. მოპასუხის ადგილსამყოფლის დაუდგენლობა

1. თუ მოპასუხის ადგილსამყოფელი უცნობია, სასამართლო უწყებას აბარებს ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოს ანდა გამოაქვს განჩინება საჯარო შეტყობინების შესახებ პუბლიკაციის მეშვეობით.

2. წერილობითი ფორმით შედგენილი საჯარო შეტყობინება უნდა გაიკრას სასამართლოს განცხადებების დაფაზე. იგი უნდა შეიცავდეს იმ დოკუმენტების ძირითად მონაცემებზე მითითებას, რომლებსაც უნდა გაეცნოს მოპასუხე.

3. მოსარჩელე უფლებამოსილია სასამართლოს განჩინების საფუძველზე თავისი ხარჯებით განახორციელოს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით.

4. სასამართლო უწყება მოპასუხისათვის ჩაბარებულად ითვლება ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოსთვის მისი გადაცემიდან ანდა პუბლიკაციიდან ერთი თვის ვადაში. ეს ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს არა უმეტეს ერთი თვის ვადით.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

კარი მეორე

მხარეები

თავი IX. მხარეთა საპროცესო უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა

    მუხლი 79. მხარეები სამოქალაქო პროცესში

1. სასამართლო საქმის განხილვას შეუდგება დაინტერესებული პირების განცხადებით. მხარეებად სასამართლოში შეიძლება გამოვიდნენ ფიზიკური და იურიდიული პირები.

2. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეებად შეიძლება იყვნენ ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები.

    მუხლი 80. სამოქალაქო საპროცესო უფლებაუნარიანობა

1. საქართველოს ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი აღჭურვილია უნარით, ჰქონდეს სამოქალაქო საპროცესო უფლებები და მოვალეობები (საპროცესო უფლებაუნარიანობა).

2. ფიზიკური პირის საპროცესო უფლებაუნარიანობა წარმოიშობა დაბადების მომენტიდან და შეწყდება მისი გარდაცვალებით.

3. იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა რეგისტრაციის მომენტიდან და შეწყდება მისი ლიკვიდაციის რეგისტრაციის მომენტიდან.

    მუხლი 81. სამოქალაქო საპროცესო ქმედუნარიანობა

1. ყველა სრულწლოვანი ფიზიკური პირი და იურიდიული პირი აღჭურვილია უნარით, თავისი მოქმედებით განახორციელოს სასამართლოში საპროცესო უფლებები და შეასრულოს საპროცესო მოვალეობები, აგრეთვე დაავალოს საქმის წარმოება წარმომადგენელს (საპროცესო ქმედუნარიანობა).

2. ფიზიკურ პირთა სრული საპროცესო ქმედუნარიანობა წარმოიშობა 18 წლის ასაკიდან (სრულწლოვანებიდან), ხოლო იურიდიული პირის ქმედუნარიანობა – მისი რეგისტრაციის მომენტიდან. ქმედუნარიანად ითვლება აგრეთვე პირი, რომელიც იქორწინებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე.

3. 7-დან 18 წლამდე არასრულწლოვანთა, აგრეთვე შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარებულ მოქალაქეთა უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავენ მათი მშობლები, მშვილებლები ან მზრუნველები. ამასთანავე, სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეებში ჩააბას თვით არასრულწლოვნებიც.

4. თუ არასრულწლოვანს კანონით მინიჭებული აქვს უფლება თვითონ, დამოუკიდებლად განკარგოს თავისი ქონება, დადოს წვრილმანი საყოფაცხოვრებო გარიგებები და ა.შ., მას უფლება აქვს სასამართლოში პირადად დაიცვას თავისი უფლებები და კანონით გათვალისწინებული ინტერესები, იყოს მოსარჩელე, მოპასუხე ან მესამე პირი. სასამართლოს შეუძლია, არასრულწლოვნის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, საქმეში ჩააბას მისი კანონიერი წარმომადგენელიც.

5. მცირეწლოვანთა უფლებებს, აგრეთვე ქმედუუნაროდ ცნობილ მოქალაქეთა უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავენ მათი კანონიერი წარმომადგენლები – მშობლები, მშვილებლები, მეურვეები. კანონიერი წარმომადგენლის შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია საქმეში ჩააბას მცირეწლოვანიც.

6. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები უფლებამოსილნი არიან მიმართონ სასამართლოს არასრულწლოვნის უფლებების დაცვის მიზნით.

საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2450 – სსმ I, №20, 11.07.2003წ., მუხ.139

     მუხლი 811. არასრულწლოვნის უფლება დაცვაზე

საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში არასრულწლოვანს 14 წლის ასაკიდან უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს თავისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად. ამ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს საპროცესო წარმომადგენელს და განიხილავს საქმეს. არასრულწლოვან მოსარჩელეს უფლება აქვს არ დაეთანხმოს თავის საპროცესო წარმომადგენელს და თვითონ დაიცვას საკუთარი თავი. სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეებზე ჩააბას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები.

საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2450 – სსმ I, №20, 11.07.2003წ., მუხ.139

    მუხლი 82. ქმედუუნარო მხარის საპროცესო წარმომადგენელი პროცესში (საპროცესო მზრუნველი)

1. თუ სარჩელი შეტანილია ქმედუუნარო მხარის წინააღმდეგ, რომელსაც არა ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი, სასამართლომ მოსარჩელის განცხადების საფუძველზე უნდა დანიშნოს საპროცესო წარმომადგენელი და განიხილოს საქმე, თუ მისი განუხილველობა ზიანით ემუქრება მოსარჩელეს.

2. თუ საქმის წარმოების დროს გაირკვევა, რომ სარჩელი აღძრულია ქმედუუნარო მოსარჩელის მიერ, რომელსაც არა ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი, მაშინ საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან ასაცილებლად კანონიერი წარმომადგენლის დანიშვნამდე შეიძლება მოსარჩელეს დაუნიშნონ საპროცესო წარმომადგენელი.

    მუხლი 83. მხარეთა საპროცესო უფლებები

1. მხარეები სარგებლობენ თანაბარი საპროცესო უფლებებით. მათ უფლება აქვთ გაეცნონ საქმის მასალებს, გააკეთონ ამონაწერები ამ მასალებიდან, გადაიღონ ასლები, განაცხადონ აცილებანი, წარადგინონ მტკიცებულებანი, მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებათა გამოკვლევაში, შეკითხვები დაუსვან მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, განაცხადონ სასამართლოს წინაშე შუამდგომლობები, მისცენ სასამართლოს ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტება, წარადგინონ თავიანთი დასკვნები და გამოთქვან მოსაზრებები საქმის განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე, უარყონ მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები და განჩინებები, ისარგებლონ ამ კოდექსით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებებით.

2. მოსარჩელეს უფლება აქვს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნების ოდენობა, რის შესახებაც სასამართლო ვალდებულია აცნობოს მოპასუხეს.

3. საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების შემდეგ სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის წინასწარი თანხმობით. ასეთი თანხმობის შემთხვევაში მოპასუხეს შეუძლია მოითხოვოს სასამართლო სხდომის გადადება სხვა დროისათვის.

4. სარჩელის შეცვლად არ ჩაითვლება მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტება, დაკონკრეტება და დამატება, აგრეთვე სასარჩელო მოთხოვნების ოდენობის შემცირება, ან ერთი ნივთის ნაცვლად მეორე ნივთის მიკუთვნება მისთვის, ანდა ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურება.

    მუხლი 831. მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობა

1. მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა საქმის მთავარ სხდომაზე განხილვის დროს დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე.

2. თუ სასამართლო დააკმაყოფილებს სარჩელის გამოხმობის შესახებ მოსარჩელის განცხადებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე, ამასთანავე, მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 84. არასათანადო მოსარჩელის შეცვლა

1. სასამართლო, რომელიც საქმის განხილვის დროს დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის მიერ, რომელსაც მოთხოვნის უფლება აქვს, შეუძლია მოსარჩელის თანხმობით საქმის შეუწყვეტლად შეცვალოს თავდაპირველი მოსარჩელე სათანადო მოსარჩელით.

2. თუ ასეთი თანხმობის მიუხედავად, სათანადო მოსარჩელე არ არის თანახმა შეცვალოს არასათანადო მოსარჩელე, სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს იმ მოტივით, რომ არასათანადო მხარემ უარი თქვა მის მიერ აღძრულ სარჩელზე.

3. თუ არასათანადო მოსარჩელე არ არის თანახმა შეიცვალოს სათანადო მოსარჩელით, ეს უკანასკნელი შეიძლება ჩაებას საქმეში მესამე პირად, რომელიც განაცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე, რის შესახებაც სასამართლო აცნობებს ამ პირს. თუ ეს პირი თანახმაა ჩაებას საქმეში მესამე პირად, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის არასათანადო მოსარჩელეს სარჩელზე მისი დაუსაბუთებლობის გამო, ხოლო მესამე პირად საქმეში ჩაბმული სათანადო მოსარჩელის მიმართ სარჩელს დააკმაყოფილებს საერთო საფუძველზე.

4. თუ მესამე პირად საქმეში ჩასაბმელად ნავარაუდები სათანადო მოსარჩელე უარს იტყვის ჩაებას ამ საქმეში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის არასათანადო მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

    მუხლი 85. არასათანადო მოპასუხის შეცვლა

 თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

თავი X. საპროცესო თანამონაწილეობა

    მუხლი 86. თანამონაწილეობის საფუძვლები

1. სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთად რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, თუ:

ა) სარჩელის საგანს წარმოადგენს საერთო უფლება;

ბ) სასარჩელო მოთხოვნები გამომდინარეობს ერთი და იმავე საფუძვლებიდან;

გ) სასარჩელო მოთხოვნები ერთგვაროვანია, მიუხედავად იმისა, ერთგვაროვანია თუ არა მათი საფუძველი და საგანი.

2. თითოეული მოსარჩელე ან მოპასუხე მეორე მხარის მიმართ პროცესში გამოდის დამოუკიდებლად.

    მუხლი 87. თანამონაწილეთა საპროცესო უფლებები

1. თანამონაწილენი სარგებლობენ ყველა იმ საპროცესო უფლებით, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად მინიჭებული აქვთ მხარეებს.

2. თანამონაწილეებს შეუძლიათ საქმის წარმოება ერთ-ერთ თანამონაწილეს მიანდონ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თანამონაწილე არასრულწლოვანია, ანდა მას ჰყავს მეურვე ან მზრუნველი.

3. საქმის წარმოების მინდობა ერთ-ერთი თანამონაწილისათვის უნდა გაფორმდეს 96-ე მუხლით დადგენილი წესით.

თავი XI. მესამე პირები

    მუხლი 88. მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით

1. თითოეულ დაინტერესებულ პირს, რომელიც აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე, შეუძლია აღძრას სარჩელი ორივე ან ერთ-ერთი მხარის მიმართ მხარეთა პაექრობის დაწყებამდე (მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით). მესამე პირის სარჩელის მიღება და განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით. მესამე პირისა და თავდაპირველი მოსარჩელის სარჩელის გადაწყვეტა ხდება ერთდროულად.

2. მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით სარგებლობენ მოსარჩელის ყველა უფლებით და მათ ეკისრებათ მისი ყველა მოვალეობა.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 89. მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე

ყოველ დაინტერესებულ პირს, რომელიც არ აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე, შეუძლია მიმართოს სასამართლოს განცხადებით, რათა დაუშვას იგი საქმეში მესამე პირად მოსარჩელის ან მოპასუხის მხარეზე, რადგან სასამართლო გადაწყვეტილებას ამ საქმეზე შეუძლია შემდგომში გავლენა მოახდინოს მის უფლებებსა და მოვალეობებზე ერთ-ერთი მხარის მიმართ. მესამე პირად დაშვების საკითხს მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით წყვეტს სასამართლო.

    მუხლი 90. მესამე პირის ჩაბმა საქმეში ერთ-ერთი მხარის ინიციატივით

1. მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე შეიძლება ჩაბმულ იქნეს საქმეში ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, რისთვისაც იგი მიმართავს სასამართლოს მოტივირებული განცხადებით. ასეთი განცხადება სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეიძლება გაკეთდეს როგორც წერილობითი, ისე ზეპირი ფორმით. ზეპირი განცხადება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში. მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით სასამართლო გამოიტანს განჩინებას მესამე პირის საქმეში მონაწილეობისათვის ჩაბმის ან ასეთ ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ.

2. მესამე პირის საქმეში ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინება გასაჩივრდება გადაწყვეტილებასთან ერთად.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2360 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.376

    მუხლი 91. მესამე პირების საპროცესო უფლებები

მესამე პირები, რომლებიც არ აცხადებენ დამოუკიდებელ მოთხოვნებს დავის საგანზე, სარგებლობენ მხარეთა საპროცესო უფლებებით და მათ ეკისრებათ მხარეთა საპროცესო მოვალეობები, გარდა უფლებისა, გაადიდონ ან შეამცირონ სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, შეცვალონ სარჩელის საფუძველი ან საგანი, ცნონ სარჩელი, უარი თქვან სარჩელზე ან მორიგდნენ, აღძრან შეგებებული სარჩელი, მოითხოვონ სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება.

    მუხლი 92. საპროცესო უფლებამონაცვლეობა

1. სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.

2. უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.

3. უფლებამონაცვლეობის შემთხვევაში სასამართლო შეაჩერებს საქმის წარმოებას 279-ე მუხლის შესაბამისად.

4. უფლებამონაცვლით შეცვლის ან ასეთ შეცვლაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1956 – სსმ I, №15(22), 14.05.1999წ., მუხ.64

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

თავი XII. წარმომადგენლობა სასამართლოში

    მუხლი 93. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით

1. მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს – იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს.

2. მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში.

    მუხლი 94. პირები, რომლებიც შეიძლება იყვნენ წარმომადგენლებად სასამართლოში

სასამართლოში მხარეების წარმომადგენლებად შეიძლება იყვნენ:

ა) ადვოკატები;

ბ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლები – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე;

გ) ერთ-ერთი თანამონაწილე დანარჩენ თანამონაწილეთა დავალებით;

დ) სხვა ქმედუნარიანი პირები – მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 95. პირები, რომლებიც არ შეიძლება იყვნენ წარმომადგენლებად სასამართლოში

სასამართლოში წარმომადგენლებად არ შეიძლება იყვნენ მოსამართლე, გამომძიებელი და პროკურორი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი პროცესში გამოდიან მშობლებად (მშვილებლებად), მეურვეებად, მზრუნველებად ან შესაბამისი ორგანოს წარმომადგენლებად.

    მუხლი 96. წარმომადგენლის უფლებამოსილების გაფორმება

1. წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. მოქალაქეთა მიერ გაცემული მინდობილობები უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით ან იმ ორგანიზაციის მიერ, სადაც მუშაობს ან სწავლობს მარწმუნებელი, სტაციონარული სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ, სადაც მოქალაქე სამკურნალოდ იმყოფება, შესაბამისი სამხედრო ნაწილის მიერ, თუ მინდობილობას სამხედრო მოსამსახურე გასცემს. საპატიმროში მყოფი პირის მიერ გაცემულ მინდობილობას დაამოწმებს შესაბამისი საპატიმრო ადგილის ადმინისტრაცია.

2. მინდობილობას ორგანიზაციის სახელით გასცემს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირი.

3. ადვოკატის უფლებამოსილება დასტურდება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 97. სასამართლოს უარი იმ პირის წარმომადგენლად დაშვებაზე, რომელიც არ არის ადვოკატი

1. სასამართლოს შეუძლია უარი თქვას იმ პირის პროცესში წარმომადგენლად დაშვებაზე, რომელიც არ არის ადვოკატი, თუ მიიჩნევს, რომ ამ უკანასკნელს არ გააჩნია საკმარისი მონაცემები იმისათვის, რომ წარმოადგინოს მხარე და დაიცვას მისი უფლებები.

2. სასამართლოს განჩინება ასეთი უარის შესახებ არ გასაჩივრდება. (ძალადაკარგულია) [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2004 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება №1/1/186 - სსმ IV, №9, 20.02.2004წ., გვ.2] ის მოქმედებები, რომლებიც საპროცესო წარმომადგენელმა გადაყენებამდე აწარმოვა, ძალაში რჩება.

3. სასამართლოს განჩინებაზე იმ პირის წარმომადგენლად დაშვებაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც არ არის ადვოკატი, შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2004 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება №1/1/186 - სსმ IV, №9, 20.02.2004წ., გვ.2

საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2270 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.372

    მუხლი 98. წარმომადგენლის უფლებამოსილება

1. უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.

2. მხარის მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულება მიანდოს სხვა ადვოკატს ან მის თანაშემწეს.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 99. წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტა მარწმუნებლის მიერ

მარწმუნებელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს თავის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს სასამართლოსა და წარმომადგენელს. მხარის წინადადებით წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტა არ წარმოადგენს საქმის წარმოების შეჩერებისა თუ საქმის განხილვის გადადების საფუძველს. უფლებამოსილებაშეწყვეტილი წარმომადგენლის მიერ კანონის შესაბამისად შესრულებული ყველა საპროცესო მოქმედება ინარჩუნებს მნიშვნელობას.

    მუხლი 100. წარმომადგენლის უარი თავის უფლებამოსილებაზე

წარმომადგენელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე უარი თქვას თავის უფლებამოსილებაზე, რის შესახებაც დროულად უნდა აცნობოს როგორც სასამართლოს, ისე მის მარწმუნებელს, რათა ამ უკანასკნელმა შეძლოს თვითონ მიიღოს მონაწილეობა პროცესში და აიყვანოს ახალი წარმომადგენელი. ამის გათვალისწინებით სასამართლო დანიშნავს დროს, როცა წარმომადგენელს უფლება აქვს შეწყვიტოს პროცესში მონაწილეობა.

    მუხლი 101. კანონიერი წარმომადგენლები

1. ქმედუუნარო მოქალაქის, აგრეთვე შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე მოქალაქის უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავენ მათი მშობლები, მშვილებლები, მეურვეები და მზრუნველები, რომლებიც წარუდგენენ სასამართლოს თავიანთი უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტებს.

2. კანონიერი წარმომადგენლები წარმოსადგენ პირთა სახელით ასრულებენ ყველა საპროცესო მოქმედებას, რომელთა შესრულების უფლებაც მიკუთვნებული აქვთ წარმომდგენთ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვებით.

3. საქმეში, რომელშიც უნდა მონაწილეობდეს კანონით დადგენილი წესით უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობილი მოქალაქე, მის წარმომადგენლად მონაწილეობს პირი, რომელსაც გადაეცა სამართავად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ქონება.

4. საქმეში, რომელშიც უნდა მონაწილეობდეს გარდაცვლილის ან კანონით დადგენილი წესით გარდაცვალებულად ცნობილი პირის მემკვიდრე, თუ მემკვიდრეობა არავის მიუღია, მემკვიდრის წარმომადგენლად გამოდის სამკვიდრო ქონების დაცვისა და მართვისათვის დანიშნული პირი.

5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში კანონიერ წარმომადგენლებს შეუძლიათ სასამართლოში საქმის წარმოება მიანდონ ადვოკატს, რაც არ ართმევს უფლებას კანონიერ წარმომადგენელს თვითონაც მიიღოს მონაწილეობა საქმეში.

კარი მესამე

სასამართლო მტკიცებულებები

თავი XIII. მტკიცებულებათა შეგროვება და შეფასება

    მუხლი 102. მტკიცების ტვირთი. მტკიცებულებათა დასაშვებობა

1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

    მუხლი 103. მტკიცებულებათა შეგროვება

1. მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

2. თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა, მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, ვისთანაც უნდა იყოს ისინი.

3. კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არა აქვთ.

    მუხლი 104. მტკიცებულებათა მიუღებლობა

1. სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ.

2. მტკიცებულებათა მიუღებლობის, გამოთხოვაზე უარის თქმის ან საქმიდან მათი ამოღების შესახებ სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება, რომელიც ცალკე არ გასაჩივრდება.

    მუხლი 105. მტკიცებულებათა შეფასება

1. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.

2. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

3. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

    მუხლი 106. ფაქტები, რომლებიც არ საჭიროებენ მტკიცებას

მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია:

ა) ფაქტები, რომლებსაც სასამართლო საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს;

ბ) ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ;

გ) ფაქტები იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა მოქმედებას ადგილი და ჩაიდინა თუ არა ეს მოქმედება ამ პირმა, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების შესახებ, ვის მიმართაც გამოტანილია განაჩენი.

    მუხლი 107. სასამართლო დავალებანი

1. თუ მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს მიერ გამოსათხოვი ან შესამოწმებელი მტკიცებულებები სხვა ქალაქში ან რაიონშია და მათი წარმოდგენა თუ შემოწმება საქმის განმხილველ სასამართლოში შეუძლებელი ან ძნელია, სასამართლოს შეუძლია დასაბუთებული განჩინებით მტკიცებულებათა შეგროვება (შემოწმება) დაავალოს იმ სასამართლოს, რომლისთვისაც ტერიტორიულად ეს უფრო მოსახერხებელია.

2. სასამართლო დავალების შესახებ სასამართლო განჩინებაში მოკლედ უნდა ჩამოყალიბდეს განსახილველი საქმის შინაარსი, დასადგენი გარემოება და მტკიცებულებანი, რომლებიც უნდა შეაგროვოს (შეამოწმოს) დავალების შემსრულებელმა სასამართლომ, აგრეთვე დავალების შესრულების ვადა.

3. სასამართლო დავალების შესახებ განჩინების შესრულება სავალდებულოა და იგი უნდა შესრულდეს დანიშნულ ვადაში.

    მუხლი 108. სასამართლო დავალების შესრულების წესი

1. სასამართლო დავალებას მოსამართლე ასრულებს ერთპიროვნულად.

2. დავალების შესრულების დროს შეკრებილი ყველა მასალა დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნოს საქმის განმხილველ სასამართლოს. თუ სასამართლო დავალებით უნდა მოხდეს ადგილზე დათვალიერება, დავალების შემსრულებელი მოსამართლე აცნობებს მხარეებს ადგილზე დათვალიერების დროსა და ადგილს, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს დათვალიერების ჩატარებას.

3. თუ მხარეები ან მოწმეები, რომლებმაც ახსნა-განმარტებები ან ჩვენებები მისცეს დავალების შემსრულებელ მოსამართლეს, გამოცხადდებიან საქმის განმხილველ სასამართლოში, ისინი ახსნა-განმარტებებსა და ჩვენებებს მისცემენ საერთო წესით.

თავი XIV. მტკიცებულებათა უზრუნველყოფა

    მუხლი 109. შუამდგომლობა მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ

1. იმ პირს, რომელსაც საფუძველი აქვს იფიქროს, რომ მისთვის საჭირო მტკიცებულებათა წარდგენა შემდგომში შეუძლებელი ან ძნელი გახდება, შეუძლია სთხოვოს სასამართლოს ამ მტკიცებულებათა უზრუნველყოფა.

2. მტკიცებულებათა უზრუნველყოფა დასაშვებია სასამართლოში საქმის აღძვრამდეც.

    მუხლი 110. მტკიცებულებათა უზრუნველყოფა სასამართლოში საქმის აღძვრამდე

მტკიცებულებათა უზრუნველყოფას სასამართლოში საქმის აღძვრამდე ახდენს იმ რაიონის (ქალაქის) მოსამართლე ან მაგისტრატი მოსამართლე, რომლის ტერიტორიაზედაც უნდა შესრულდეს საპროცესო მოქმედება უზრუნველყოფის მიზნით (მოწმის დაკითხვა, ნივთიერ მტკიცებულებათა დათვალიერება და ა.შ.).

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1740 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.227

    მუხლი 111. განცხადება მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ

1. განცხადება მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს წარედგინება წერილობითი ფორმით. ასეთი განცხადების ზეპირი ფორმით წარდგენა დასაშვებია სასამართლოში საქმის განხილვის დროს.

2. მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ ზეპირი განცხადებით აღძრული შუამდგომლობა შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.

    მუხლი 112. მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ განცხადების შინაარსი

მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ როგორც წერილობითი, ისე ზეპირი ფორმით განცხადებულ შუამდგომლობაში უნდა აისახოს:

ა) მტკიცებულებანი, რომელთა უზრუნველყოფაც აუცილებელია;

ბ) გარემოებანი, რომელთა დასადასტურებლადაც საჭიროა ეს მტკიცებულებანი;

გ) მიზეზები, რომლებმაც აიძულა განმცხადებელი მიემართა შუამდგომლობით მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ;

დ) მოწინააღმდეგე მხარის გვარი, სახელი და მისამართი, თუ განცხადება მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ შეტანილია სასამართლოში საქმის აღძვრამდე და განმცხადებელმა იცის, თუ ვინ შეიძლება იყოს მოწინააღმდეგე მხარე.

    მუხლი 113. სასამართლოს განჩინება მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ

1. მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ მოსამართლეს გამოაქვს განჩინება, რომელშიც მიუთითებს მისი წარმოების წესსა და საშუალებებზე.

2. საპროცესო მოქმედება, რაც საჭიროა მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად, უნდა შესრულდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით.

    მუხლი 114. სპეციალისტის მონაწილეობა მტკიცებულებათა უზრუნველყოფის დროს

მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულების დროს სასამართლოს შეუძლია მოიწვიოს სპეციალისტი 204-ე მუხლით დადგენილი წესითა და საფუძვლებით.

    მუხლი 115. მხარეთა მონაწილეობა მტკიცებულებათა უზრუნველყოფაში

1. მხარეებს ეცნობებათ მტკიცებულებათა უზრუნველყოფის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულებას.

2. გადაუდებელ შემთხვევაში მტკიცებულებათა უზრუნველყოფა შესაძლებელია მხარეთათვის შეუტყობინებლადაც.

    მუხლი 116. მტკიცებულებათა უზრუნველყოფის წესით შეკრებილი მასალების სასამართლოში გადაგზავნა

1. ოქმები და მტკიცებულებათა უზრუნველყოფის წესით შეკრებილი ყველა მასალა გაეგზავნება საქმის განმხილველ სასამართლოს.

2. თუ მტკიცებულებათა უზრუნველყოფა მოხდა სასამართლოში საქმის აღძვრამდე, უზრუნველყოფის დროს შედგენილი ოქმი და სხვა მასალები შეინახება სასამართლოში, რომლებიც შემდგომ, მხარეთა თხოვნით ან თვით სასამართლოს ინიციატივით, გადაეგზავნება იმ სასამართლოს, რომელიც განიხილავს საქმეს.

    მუხლი 117. მტკიცებულებათა განმეორებითი ან დამატებითი უზრუნველყოფა

1. მხარეებს, იმისგან დამოუკიდებლად, მონაწილეობდნენ თუ არა ისინი მტკიცებულებათა უზრუნველყოფაში, უფლება აქვთ გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები და მიუთითონ იმ ხარვეზებზე, რომლებსაც, მათი აზრით, ადგილი ჰქონდა უზრუნველყოფის დროს.

2. საქმის განხილვის დროს სასამართლოს შეუძლია დაადგინოს მტკიცებულებათა დამატებითი ან განმეორებითი უზრუნველყოფა.

    მუხლი 118. მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესი

მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეულ ხარჯებს გადაიხდის პირი, რომელმაც იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე ასეთი უზრუნველყოფის შესახებ. მოწინააღმდეგე მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს მტკიცებულებათა უზრუნველყოფაში მონაწილეობისათვის მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება. საბოლოოდ ამ ხარჯების განაწილება მოხდება სასამართლოს მიერ საქმის არსებითად გადაწყვეტისას.

    მუხლი 119. მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ გამოტანილი განჩინების გასაჩივრება

მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრება არ დაიშვება. მტკიცებულებათა უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

თავი XV. ადგილზე დათვალიერება

    მუხლი 120. ნივთიერი და წერილობითი მტკიცებულებების ადგილზე დათვალიერება

სასამართლოს, მხარეთა მოთხოვნით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია დაადგინოს იმ ნივთიერი და წერილობითი მტკიცებულებების ადგილზე დათვალიერება და გამოკვლევა, რომელთა წარდგენაც სასამართლოში ამა თუ იმ მიზეზის გამო შეუძლებელია.

    მუხლი 121. სასამართლოს განჩინება ადგილზე დათვალიერების შესახებ

1. ადგილზე დათვალიერების შესახებ სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს დათვალიერებისა და გამოკვლევის საგანი, აგრეთვე დათვალიერების დრო და ადგილი. ამ განჩინების გასაჩივრება არ დაიშვება.

2. მხარეებსა და მათს წარმომადგენლებს ეცნობებათ ადგილზე დათვალიერების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს დათვალიერების ჩატარებას.

3. აუცილებლობის შემთხვევაში ადგილზე დათვალიერებაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება გამოიძახონ მოწმეები.

    მუხლი 122. ადგილზე დათვალიერების ჩატარება

ადგილზე დათვალიერებას აწარმოებს საქმის განმხილველი მოსამართლე. თუ საქმეს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა იხილავს, ადგილზე დათვალიერების მოვალეობა, ამ სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიძლება დაეკისროს მის ერთ-ერთ წევრს.

    მუხლი 123. სპეციალისტის მონაწილეობა ადგილზე დათვალიერებაში

1. ადგილზე დათვალიერებაში მონაწილეობის მისაღებად სასამართლოს შეუძლია მოიწვიოს სპეციალისტი 204-ე მუხლით განსაზღვრული საფუძვლებითა და წესით.

2. სპეციალისტის მოწვევის შესახებ სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომლის გასაჩივრება არ დაიშვება.

    მუხლი 124. დათვალიერებაში მონაწილე პირთა უფლება- მოვალეობები

დათვალიერებაში მონაწილე მხარეებს, მოწმეებსა და სპეციალისტებს უფლება აქვთ მოსამართლის ყურადღება მიაქციონ ამა თუ იმ გარემოებას, რომელსაც, მათი აზრით, აქვს მნიშვნელობა დათვალიერების სრულყოფილად ჩასატარებლად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად.

    მუხლი 125. დათვალიერების ოქმის შინაარსი

1. დათვალიერების დროს უნდა შედგეს ოქმი (დათვალიერების ოქმი), რომელშიც უნდა აღინიშნოს:

ა) დათვალიერების ადგილი და ობიექტები;

ბ) დათვალიერებაში მონაწილე მხარეები, მოწმეები, სპეციალისტები;

გ) დათვალიერებაში მონაწილე პირების მოსაზრებები, მათი შენიშვნები;

დ) დათვალიერებისა და გამოკვლევის შედეგები.

2. ოქმს შეიძლება დაერთოს დათვალიერების დროს შედგენილი ან შემოწმებული გეგმები, ნახაზები, სურათები და ა.შ.

    მუხლი 126. დათვალიერებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვა

 თუ დათვალიერება დაკავშირებულია ხარჯებთან, მხარემ, რომელიც შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე დათვალიერების შესახებ, წინასწარ უნდა შეიტანოს შესაბამისი თანხა. თუ ადგილზე დათვალიერება სასამართლოს ინიციატივით ხდება, ეს ხარჯები ორივე მხარემ უნდა დაფაროს.

თავი XVI. მხარეთა ახსნა-განმარტება

    მუხლი 127. მხარეთა ახსნა-განმარტების მიღება

1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის პროცესი იწყება მხარეთა (მესამე პირთა, თანამონაწილეთა, კანონისმიერ წარმომადგენელთა) ახსნა-განმარტების მიღებით: მხარეები იძლევიან ახსნა-განმარტებებს მათთვის ცნობილი და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესახებ.

2. სასამართლოს ნებართვით თითოეულ მხარეს შეუძლია შეკითხვა მისცეს მოწინააღმდეგე მხარეს და მის წარმომადგენელს. თუ შეკითხვა უადგილოა ან შეუფერებელია და არ ემსახურება საქმის გარემოებების გამოკვლევასა და დადგენას, სასამართლოს, მხარის თხოვნით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოხსნას ასეთი შეკითხვა. შეკითხვის ჩათვლა შეუსაბამოდ ან უადგილოდ და მისი მოხსნა შეუძლია მოსამართლეს ერთპიროვნულად, ხოლო როცა საქმეს კოლეგიური სასამართლო იხილავს, მაშინ – სხდომის თავმჯდომარეს.

    მუხლი 128. მოსამართლეთა შეკითხვები

მოსამართლეს უფლება აქვს შეკითხვები მისცეს მხარეებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულად და ზუსტად განსაზღვრას, მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა გამოვლენას და სასამართლოში წარდგენას, მათი უტყუარობის გამორკვევას.

    მუხლი 129. პირები, რომლებისგანაც არ შეიძლება ახსნა-განმარტების მიღება

არ შეიძლება ახსნა-განმარტების მიღება:

ა) ისეთი პირისაგან, რომელსაც თავისი ფიზიკური ნაკლის ან ფსიქიკური აშლილობის გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას ფაქტები და მისცეს მათ შესახებ სწორი ჩვენება;

ბ) სასულიერო პირისაგან ისეთი გარემოებათა შესახებ, რომლებიც მას გაანდვეს აღსარების დროს;

გ) თანამდებობის პირისაგან ისეთ გარემოებებზე, რომელთა შესახებ საიდუმლოების დაცვაც მის სამსახურებრივ მოვალეობაში შედის, თუ იგი განთავისუფლებული არ არის ასეთი საიდუმლოების დაცვისაგან.

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2130 - სსმ I, №53, 19.12.2005წ., მუხ.350

    მუხლი 130. ახსნა-განმარტების მიღება ერთ-ერთი მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში

 სასამართლო სხდომაზე ერთ-ერთი მხარის გამოუცხადებლობა ან გამოცხადებული მხარის უარი, მისცეს სასამართლოს ახსნა-განმარტება, ვერ დააბრკოლებს მეორე მხარისაგან ასეთი ახსნა-განმარტების მიღების შესაძლებლობას.

    მუხლი 131. აღიარება

ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

    მუხლი 132. მხარეთა აღიარების ფორმა

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს. თუ აღიარება წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, იგი დაერთვის საქმეს. ზეპირად გაკეთებული აღიარება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.

    მუხლი 133. აღიარების გაქარწყლება მხარის მიერ

1. მხარეს შეუძლია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე გააქარწყლოს (უარყოს) თავისი აღიარება, თუ დაამტკიცებს, რომ ეს აღიარება იყო შეცდომის შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარემოებით, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის აღიარების შემდეგ, ანდა მასზე ფსიქიკური თუ ფიზიკური ზემოქმედებით, რომელიც გამორიცხავდა მის თავისუფალ ნებას.

2. აღიარების უარყოფა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს თავის გადაწყვეტილებაში.

თავი XVII. წერილობითი მტკიცებულება

    მუხლი 134. წერილობითი მტკიცებულებები და მათი წარდგენის წესი

1. წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ.

2. წერილობით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. თუ მხარემ ვერ შეძლო წერილობით მტკიცებულებათა მიღება იმ პირისაგან, ვისთანაც ეს მტკიცებულებები იმყოფება, მას შეუძლია იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე, რათა სასამართლომ გამოითხოვოს ისინი.

3. წერილობითი მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელი პირი ვალდებულია მიუთითოს, თუ საქმის რა მნიშვნელოვანი გარემოების დადგენა შეიძლება ამ მტკიცებულებით და რას ეფუძნება მისი ვარაუდი, რომ მტკიცებულება მის მიერ მითითებული პირის ხელთაა.

4. წერილობითი მტკიცებულების გამოთხოვაზე უარის თქმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს თავის განჩინებაში, რომელიც ცალკე არ გასაჩივრდება.

    მუხლი 135. წერილობითი მტკიცებულების დედნის წარდგენა

წერილობითი მტკიცებულება, როგორც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წარდგენილია საბუთის ასლი, სასამართლოს, მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოითხოვოს დედნის წარდგენა. პირი შეიძლება განთავისუფლდეს დედნის წარდგენისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაამტკიცებს, რომ ასეთი საბუთის წარდგენა გარკვეული მიზეზით, რომელსაც სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს, შეუძლებელია. საბუთის ასლისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე.

    მუხლი 136. სასამართლოსათვის წერილობითი მტკიცებულებების წარდგენის სავალდებულოობა

1. გამოთხოვილ წერილობით მტკიცებულებებს მოქალაქეები და იურიდიული პირები გადაუგზავნიან სასამართლოს დანიშნულ ვადაში. თუ მათ არ შეუძლიათ ამ ვადაში წარადგინონ ეს საბუთები, ისინი ვალდებულნი არიან აცნობონ სასამართლოს ამის შესახებ მიზეზების მითითებით.

2. შეუტყობინებლობის, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც წერილობითი მტკიცებულების წარდგენის შესახებ სასამართლოს მოთხოვნა არასაპატიო მიზეზით არ შესრულდა, სასამართლო მოქალაქეს ან საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხელმძღვანელს ანდა შესაბამის თანამდებობის პირს აჯარიმებს 50 ლარით.

3. დაჯარიმება არ ათავისუფლებს მოქალაქეს ან შესაბამის თანამდებობის პირს სასამართლოს მიერ გამოთხოვილი წერილობითი მტკიცებულების წარდგენის მოვალეობისაგან.

4. წერილობითი მტკიცებულების განმეორებით წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლო აჯარიმებს შესაბამის პირებს პირველი ჯარიმის ხუთმაგი ოდენობით.

5. თუ წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე არასაპატიო მიზეზით უარს ამბობს ერთ-ერთი მხარე, რომელიც არ უარყოფს, რომ მტკიცებულება მის ხელთაა, სასამართლოს შეუძლია მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის აღმძვრელი პირი გაათავისუფლოს იმ ფაქტის მტკიცების ტვირთისაგან, რომელიც ამ მტკიცებულებით უნდა დაედასტურებინა, და ასეთი ტვირთი გადააკისროს მხარეს, რომელიც უარს ამბობს წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 137. განცხადება საბუთის სიყალბის შესახებ

1. მხარეს უფლება აქვს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების სტადიაზე განაცხადოს, რომ წარდგენილი საბუთი ყალბია. ასეთი განცხადება მას შეუძლია გააკეთოს აგრეთვე საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროსაც, თუ ეს საბუთი წარდგენილ იქნა ამ სასამართლო სხდომაზე, ან ადრე წარდგენილი საბუთის სიყალბე მისთვის ცნობილი გახდა სასამართლო სხდომაზე.

2. მტკიცებულების წარმდგენ მხარეს შეუძლია სთხოვოს სასამართლოს მტკიცებულებებიდან სადავო საბუთის ამორიცხვა და საქმის გადაწყვეტა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე. ასეთი თხოვნის არარსებობის შემთხვევაში სასამართლო შეამოწმებს საბუთის ნამდვილობას, რისთვისაც შეუძლია დანიშნოს ექსპერტიზა, მოითხოვოს დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა ან გამოითხოვოს სხვა მტკიცებულებები.

3. თუ სასამართლო მივა იმ დასკვნამდე, რომ წარდგენილი საბუთი ყალბია, მას მტკიცებულებიდან გამორიცხავს.

4. წარდგენილ წერილობით მტკიცებულებათა ნამდვილობის შემოწმება შეიძლება სასამართლოს ინიციატივით.

5. თუ დადასტურებულია წარდგენილი საბუთის სიყალბე, სასამართლო გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას და ამ დოკუმენტს მისი სიყალბის დამადასტურებელი მტკიცებულებებით გადასცემს საგამოძიებო ორგანოებს.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 138. წერილობით მტკიცებულებათა ამონაწერის წარდგენა და მათი დათვალიერება შენახვის ადგილზე

სასამართლოში საბუთების წარდგენის სიძნელისას სასამართლოს შეუძლია მოითხოვოს სათანადო წესით შემოწმებული ამონაწერების წარდგენა ან მოახდინოს წერილობით მტკიცებულებათა დათვალიერება და გამოკვლევა მათი შენახვის ადგილზე.

    მუხლი 139. დედანი საბუთების შენახვა და დაბრუნება

საქმეში არსებული დედანი საბუთები სასამართლოში ერთად ინახება. ასეთი საბუთები, მათი წარმდგენის თხოვნით, შეიძლება დაუბრუნდეს მასვე, მაგრამ საქმეში უნდა დარჩეს მოსამართლის მიერ შემოწმებული დედანი საბუთების ასლები.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

თავი XVIII. მოწმეთა ჩვენება

    მუხლი 140. მოწმის გამოძახება

1. მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ.

2. მოწმე შეიძლება გამოცხადდეს სასამართლოში დაინტერესებული მხარის მეშვეობით.

3. მხარე, რომელიც შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე ამა თუ იმ პირის მოწმედ დაშვებისა და დაკითხვის, აგრეთვე მისი სასამართლოს მეშვეობით გამოძახების შესახებ, ვალდებულია მიუთითოს მისი სახელი, გვარი და საცხოვრებელი ადგილი, აგრეთვე ის, თუ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე რა გარემოების დადასტურება შეუძლია მოწმეს.

4. სასამართლოს შეუძლია უარი თქვას გამოძახებული მოწმის დაკითხვაზე ან არ გამოიძახოს იგი, თუ ცნობს, რომ გარემოებებს, რომელთა დასადასტურებლადაც იძახებენ მოწმეს, არა აქვთ რაიმე მნიშვნელობა საქმის არსებითად გადაწყვეტისათვის.

    მუხლი 141. პირები, რომლებიც არ შეიძლება დაკითხულ იქნენ მოწმედ

მოწმედ ყველა შემთხვევაში არ შეიძლება გამოძახებულ და დაკითხულ იქნეს:

ა) პირი, რომელსაც თავისი ფიზიკური ნაკლის ან ფსიქიკური აშლილობის გამო არ შეუძლია სწორედ აღიქვას ფაქტები და მისცეს მათ შესახებ სწორი ჩვენება;

ბ) სასულიერო პირი – იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც მას გაანდვეს აღსარების დროს;

გ) წარმომადგენლები სამოქალაქო საქმეებსა და დამცველები სისხლის სამართლის საქმეებზე – ისეთ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებიც მათთვის ცნობილი გახდა მათ მიერ წარმომადგენლის ან დამცველის მოვალეობის შესრულებისას.

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2130 - სსმ I, №53, 19.12.2005წ., მუხ.350

    მუხლი 142. ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება

1. ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება აქვთ:

ა) მხარეთა მეუღლეებს;

ბ) ახლო ნათესავებს – შვილებს, შვილიშვილებს, ძმებს, დებს, მშობლებს, მშვილებლებს, შვილობილებს, მზრუნველებს, მეურვეებს, ბებიებს, პაპებს;

გ) პირებს, რომლებიც თავიანთი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო ვალდებულნი არიან დაიცვან საიდუმლოება, თუ ისინი განთავისუფლებულნი არ არიან ამ მოვალეობისაგან.

2. ჩვენების მიცემაზე უარის თქმა დასაშვებია, თუ ჩვენების მიცემა გამოიწვევს მოწმის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას, ან მიაყენებს მათ ქონებრივ ზიანს.

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი № 1349 - სსმ I, №19, 28.04.2005წ., მუხ.121

    მუხლი 143. ჩვენების მიცემის ვალდებულება ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლების მიუხედავად

ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლების მიუხედავად, პირი ვალდებულია მისცეს ჩვენება, თუ:

ა) საჭიროა დადასტურდეს გარიგება, რომლის დადებისას იგი მიწვეული იყო მოწმედ;

ბ) გასარკვევია ოჯახის წევრის დაბადების, დაქორწინების ან გარდაცვალების საკითხები;

გ) ამა თუ იმ სამართლებრივი ურთიერთობების დამყარებისას იგი მოქმედებდა, როგორც ერთ-ერთი მხარის წარმომადგენელი.

    მუხლი 144. მოწმის მოვალეობა დაასაბუთოს უარის თქმა ჩვენების მიცემაზე

მოწმემ, რომელიც უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე, უნდა დაასაბუთოს ეს უარი. საკითხი იმის შესახებ, აქვს თუ არა მოწმეს უფლება, უარი თქვას ჩვენების მიცემაზე, საბოლოოდ გადაწყდება სასამართლოს მიერ.

    მუხლი 145. მოწმის მოვალეობა

1. მოწმედ დაბარებული პირი ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში და მისცეს სწორი ჩვენება. მოწმის სასამართლოში არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში იგი დაჯარიმდება 50 ლარით. სასამართლომ შეიძლება დაადგინოს მოწმის იძულებითი მოყვანა.

2. ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და განზრახ არასწორი ჩვენების მიცემისათვის მოწმეს შეიძლება დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 146. მოწმის უფლება

1. მოწმეს უფლება აქვს მოითხოვოს სასამართლოში გამოძახებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება კანონით დადგენილი წესით.

2. სასამართლოს შეუძლია დაავალოს მხარეს, რომლის შუამდგომლობითაც გამოძახებულია მოწმე, წინასწარ გადაიხადოს მოწმის სასამართლოში გამოძახებასა და დაკითხვასთან დაკავშირებული ხარჯები. ასეთ შემთხვევაში მოწმეს გამოიძახებს სასამართლო მას შემდეგ, რაც მხარე შეასრულებს აღნიშნული ხარჯების გადახდის მოვალეობას.

    მუხლი 147. მოწმის დაკითხვა მის ადგილსამყოფელზე

მოწმის დაკითხვა წარმოებს ღია სასამართლო სხდომაზე. მოწმე შეიძლება დაიკითხოს მის ადგილსამყოფელზე, თუ:

ა) ავადმყოფობის, მოხუცებულობის, ინვალიდობის ან სხვა საპატიო მიზეზით მას არ შეუძლია გამოცხადდეს სასამართლოში;

ბ) საქმის გარემოებათა მიხედვით მისი ადგილზე დაკითხვა უფრო მიზანშეწონილია;

გ) დაკითხულ უნდა იქნეს რამდენიმე მოწმე, რომლებიც ერთ ადგილას ცხოვრობენ და მათი სასამართლოში გამოძახება და დაკითხვა დაკავშირებული იქნებოდა დიდ ხარჯებთან;

დ) სხვა შემთხვევებში – სასამართლოს შეხედულებისამებრ.

    მუხლი 148. მოწმის დაკითხვა

1. ყოველი მოწმე ცალკე უნდა დაიკითხოს. მოწმეები, რომლებსაც ჯერ არ მიუციათ ჩვენება, არ უნდა იყვნენ სასამართლო სხდომის დარბაზში. დაკითხული მოწმეები რჩებიან სასამართლო სხდომის დარბაზში საქმის განხილვის დამთავრებამდე და არ შეუძლიათ გავიდნენ დარბაზიდან სასამართლოს ნებართვის გარეშე.

2. მოწმის დაკითხვა იწყება მისი პიროვნების გარკვევით (სახელი, გვარი, საცხოვრებელი და საქმიანობის ადგილი და ა.შ.). ამის შემდეგ სასამართლო არკვევს მოწმის დამოკიდებულებას საქმეში მონაწილე პირებთან და წინადადებით მიმართავს მას აცნობოს სასამართლოს ყველაფერი, რაც მისთვის პირადად ცნობილია საქმის გარემოებათა შესახებ.

3. მოწმე თავისუფალი თხრობით გადმოსცემს ყოველივეს, რაც მან იცის ამ გარემოებათა შესახებ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მიეცეს მას შეკითხვები.

4. პირველად შეკითხვას აძლევს მხარე, რომლის ინიციატივითაც დაიბარეს მოწმე ან მხარის წარმომადგენელი, შემდეგ – მოწინააღმდეგე მხარე ან მისი წარმომადგენელი. კონკრეტული შეკითხვის მიცემის მიზანშეწონილობის საკითხს წყვეტს სასამართლო.

5. მოსამართლეს შეუძლია შეკითხვა მისცეს მოწმეს დაკითხვის ყველა მომენტში.

    მუხლი 149. მოწმის განმეორებით დაკითხვა. მოწმეთა დაპირისპირება

სასამართლოს შეუძლია მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით მეორედ დაკითხოს მოწმე, აგრეთვე მოახდინოს მოწმეთა დაპირისპირება მათ ჩვენებაში წინააღმდეგობათა გასარკვევად.

    მუხლი 150. მოწმის მიერ ჩანაწერებით სარგებლობა

მოწმე ჩვენებას აძლევს ზეპირად, მაგრამ მას შეუძლია ისარგებლოს ჩანაწერებით, თუ მისი ჩვენება დაკავშირებულია რაიმე ციფრობრივ ან სხვა ძნელად დასამახსოვრებელ ცნობებთან. ეს ჩანაწერები მხარეთა შუამდგომლობით ან სასამართლოს ინიციატივით შეიძლება დაერთოს საქმეს.

    მუხლი 151. უარის თქმა მოწმის დაკითხვაზე

მხარეს შეუძლია უარი თქვას იმ მოწმის დაკითხვაზე, რომლის გამოძახებასა და დაკითხვაზე თვითონ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე. მეორე მხარეს შეუძლია იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე, რომ გამოცხადებული მოწმე დაკითხულ იქნეს, ხოლო თუ დაკითხვა დაწყებულია, – გაგრძელდეს. ასეთ შემთხვევაში მოწმე უნდა დაიკითხოს.

    მუხლი 152. არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვა

1. 14 წლის ასაკამდე მოწმის დაკითხვისას, ხოლო სასამართლოს შეხედულებით – 14-დან 18 წლის ასაკამდე მოწმის დაკითხვის დროსაც, შეიძლება მოწვეულ იქნეს პედაგოგი, აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება მოიწვიონ აგრეთვე მშობლები, მშვილებლები, მეურვეები ან მზრუნველები. აღნიშნულ პირებს, სასამართლოს ნებართვით, შეუძლიათ მისცენ მოწმეს შეკითხვები.

2. გამონაკლის შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია სწორი და გულწრფელი ჩვენების მისაღებად, არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვის დროს სასამართლოს წინადადებით სხდომის დარბაზიდან შეიძლება რომელიმე მხარის გაყვანა. სხდომის დარბაზში ამ მხარის დაბრუნების შემდეგ მას უნდა ეცნობოს არასრულწლოვანი მოწმის ჩვენება და მიეცეს შესაძლებლობა დაუსვას მოწმეს შეკითხვები.

3. მოწმე, რომელსაც 16 წელი არ შესრულებია, დაკითხვის შემდეგ ტოვებს სასამართლო სხდომის დარბაზს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლო აუცილებლად მიიჩნევს ამ მოწმის დარჩენას სხდომის დარბაზში.

    მუხლი 153. მოწმის მიერ ფიცის დადება

1. მოწმის მიერ ფიცის დადება შეიძლება მოხდეს მხოლოდ მაშინ, თუ მის ჩვენებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მხარეთა შორის წამოჭრილი დავის გადაწყვეტისათვის და სასამართლო ამას მიზანშეწონილად ჩათვლის.

2. ფიცის დადება ხდება დაკითხვის შემდეგ.

3. ფიცს არ დებენ 16 წელს მიუღწეველი პირები.

4. ფიცის დადების წინ სასამართლომ უნდა აუხსნას მოწმეს ფიცის მნიშვნელობისა და წინასწარგანზრახულად დაფიცების გზით ყალბი ჩვენების მიცემით გამოწვეული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ.

5. რელიგიური მნიშვნელობის მქონე ფიცის დადების დროს მოსამართლე შემდეგნაირად მიმართავს მოწმეს:

„დაიფიცეთ ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე ღმერთის წინაშე, რომ თქვენ მთელი შეგნებით თქვით მხოლოდ სიმართლე და არაფერი დაგიმალავთ”.

ამაზე მოწმე უპასუხებს:

„ვფიცავ. ღმერთი იყოს ჩემი მფარველი!”

6. არარელიგიური მნიშვნელობის მქონე ფიცი დაიდება შემდეგნაირად:

მოსამართლე მიმართავს მოწმეს:

„დაიფიცეთ, რომ თქვენ მთელი შეგნებით თქვით მხოლოდ სიმართლე და არაფერი დაგიმალავთ”.

მოწმე უპასუხებს:

„ვფიცავ”.

7. თუ მოწმე აცხადებს, რომ იგი თავისი რწმენისა თუ სხვა მოსაზრებათა გამო უარს ამბობს ფიცის დადებაზე, მაშინ მან თავისი ჩვენება უნდა მისცეს ფიცის შემცვლელი დადასტურებით. ასეთი დადასტურება შემდეგნაირად ხორციელდება:

მოსამართლე მიმართავს მოწმეს:

„ადასტურებთ თუ არა სასამართლოს წინაშე პასუხისმგებლობის მთელი შეგნებით, რომ თქვენ თქვით მხოლოდ სიმართლე და არაფერი დაგიმალავთ?”.

მოწმე უპასუხებს: “დიახ, ვადასტურებ”.

თავი XIX. ნივთიერი მტკიცებულება

    მუხლი 154. ნივთიერი მტკიცებულებანი, მათი გამოთხოვისა და წარდგენის წესი

1. ნივთიერი მტკიცებულებებია ის ნივთები, რომლებიც თავისი ხარისხით, თვისებით ან თავისი არსებობით წარმოადგენენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის საშუალებას.

2. ნივთიერ მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. თუ მხარემ ვერ შეძლო ნივთიერი მტკიცებულების მიღება იმ პირისაგან, ვისაც ხელთა აქვს იგი, მხარეს შეუძლია იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე მისი გამოთხოვის შესახებ.

3. ნივთიერი მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის აღმძვრელი პირი ვალდებულია აღნიშნოს, საქმის რა მნიშვნელოვანი გარემოების დადგენა შეიძლება ამ მტკიცებულებით, აღწეროს ეს ნივთი და მიუთითოს, რას ეფუძნება მისი ვარაუდი, რომ მტკიცებულება მის მიერ მითითებული პირის ხელთაა.

4. ნივთიერი მტკიცებულების გამოთხოვაზე უარის თქმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს თავის განჩინებაში, რომელიც ცალკე არ გასაჩივრდება.

    მუხლი 155. სასამართლო, რომელსაც უნდა წარედგინოს ნივთიერი მტკიცებულება

გამოთხოვილი ნივთიერი მტკიცებულება ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა უნდა გადაუგზავნონ უშუალოდ სასამართლოს დანიშნულ ვადაში. სასამართლოს შეუძლია აგრეთვე ნივთიერი მტკიცებულების გამოთხოვაზე შუამდგომლობის აღმძვრელ პირს მისცეს უფლება მიიღოს საბუთი სასამართლოში წარსადგენად.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1956 – სსმ I, №15(22), 14.05.1999წ., მუხ.64

    მუხლი 156. ნივთიერი მტკიცებულების წარდგენის მოვალეობა

1. ფიზიკური თუ იურიდიული პირები ვალდებულნი არიან სასამართლოს აცნობონ იმის შესახებ, რომ არა აქვთ საშუალება წარადგინონ გამოთხოვილი ნივთიერი მტკიცებულება ან წარადგინონ იგი სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში.

2. შეუტყობინებლობის, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც ნივთიერი მტკიცებულების წარდგენის შესახებ სასამართლოს მოთხოვნა არასაპატიო მიზეზით არ შესრულდა, სასამართლო შესაბამის ფიზიკურ პირს ან იურიდიული პირის თანამდებობის პირს აჯარიმებს 50 ლარით.

3. დაჯარიმება არ ათავისუფლებს მოქალაქეს ან სათანადო თანამდებობის პირს სასამართლოს მიერ გამოთხოვილი ნივთის წარდგენის მოვალეობისაგან.

4. ნივთიერი მტკიცებულების განმეორებით წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლო აჯარიმებს შესაბამის პირებს პირველი ჯარიმის ხუთმაგი ოდენობით.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1956 – სსმ I, №15(22), 14.05.1999წ., მუხ.64

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 157. მხარის მიერ ნივთიერი მტკიცებულების წარდგენაზე უარის თქმა

თუ ნივთიერი მტკიცებულების წარდგენაზე არასაპატიო მიზეზით უარს ამბობს ერთ-ერთი მხარე, რომელიც არ უარყოფს, რომ მტკიცებულება მის ხელთაა, სასამართლოს შეუძლია მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის აღმძვრელი პირი გაათავისუფლოს იმ ფაქტის მტკიცების ტვირთისაგან, რომელიც ამ მტკიცებულებით უნდა დაედასტურებინა, და ასეთი ტვირთი გადააკისროს მხარეს, რომელიც უარს ამბობს მის ხელთ არსებული ნივთიერი მტკიცებულების წარდგენაზე.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 158. ნივთიერ მტკიცებულებათა შემოწმება

1. ნივთიერი მტკიცებულებები წარედგინება მხარეებს (წარმომადგენლებს). მათ შეუძლიათ გაეცნონ დათვალიერების ოქმებს. მხარეებს შეუძლიათ გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ამ ნივთიერ მტკიცებულებათა თუ მათი დათვალიერების ოქმების შესახებ.

2. მხარეებს მთავარ სხდომაზე შეუძლიათ იშუამდგომლონ სასამართლოს წინაშე, ნივთიერ მტკიცებულებათა შემოწმების მიზნით დანიშნოს ექსპერტიზა, თუ ასეთი შუამდგომლობა საპატიო მიზეზით არ იყო მათ მიერ აღძრული საქმის მომზადების სტადიაზე. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები.

3. ექსპერტიზის დანიშვნა ნივთიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის მიზნით სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივითაც.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 159. ნივთიერ მტკიცებულებათა ადგილზე დათვალიერება

 თუ ნივთიერ მტკიცებულებათა სასამართლოში წარდგენა ძნელი ან შეუძლებელია, სასამართლოს შეუძლია, მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით, დაადგინოს მათი ადგილზე დათვალიერება, რის შესახებაც გამოაქვს განჩინება. თუ საქმეს კოლეგიური სასამართლო იხილავს, ადგილზე დათვალიერება შეიძლება მიენდოს ერთ-ერთ მოსამართლეს. ადგილზე დათვალიერება ხდება XV თავში დადგენილი წესებით.

    მუხლი 160. ნივთიერ მტკიცებულებათა შენახვა

1. ნივთიერი მტკიცებულებები ინახება საქმეში ან საგანგებო აღწერის სიით ჩაბარდება სასამართლოს ნივთიერ მტკიცებულებათა შესანახ კამერაში.

2. ნივთები, რომელთა სასამართლოში მიტანა შეუძლებელია, ადგილზე ინახება. ისინი დაწვრილებით უნდა იქნეს აღწერილი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – ფოტოგრაფირებულიც.

3. სასამართლო იღებს ღონისძიებებს ნივთების უცვლელ მდგომარეობაში შესანახად.

    მუხლი 161. ნივთიერ მტკიცებულებათა დაბრუნება

1. სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულება დაუბრუნდება მის წარმდგენ პირს ან გადაეცემა იმ პირს, რომელსაც სასამართლომ მიაკუთვნა უფლება ამ ნივთზე.

2. ნივთები, რომლებიც არ შეიძლება იყოს მოქალაქეთა მფლობელობაში, გადაეცემა სათანადო სახელმწიფო საწარმოს, დაწესებულებას ან ორგანიზაციას.

3. ცალკეულ შემთხვევაში ნივთიერი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მათი შემოწმებისა და გამოკვლევის შემდეგ შეიძლება საქმის დამთავრებამდე დაუბრუნდეს მის წარმდგენ პირს, თუ უკანასკნელი ამას შუამდგომლობს და თუ ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილება შეიძლება საქმის განხილვისათვის ზიანის მიუყენებლად.

 

თავი XX. ექსპერტის დასკვნა

    მუხლი 162. ექსპერტიზის დანიშვნა

1. თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებით წამოიჭრა საკითხი, რომლის განმარტებაც მოითხოვს სპეციალურ ცოდნას, სასამართლოს მხარეთა თხოვნით შეუძლია დანიშნოს ექსპერტიზა საქმის მოსამზადებელ სტადიაზე, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას ექსპერტიზა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო განხილვისათვის საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მხარისათვის ასეთი გარემოება ობიექტური მიზეზებით ვერ იქნებოდა ცნობილი და ასეთი საფუძველი წარმოიშვა ამ სხდომაზე, ან თუ მხარემ საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო შესაბამისი განცხადებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენა საქმის მომზადების სტადიაზე.

2. სასამართლოს საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 163. განჩინება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ

1. ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომელშიც უნდა აღინიშნოს, თუ რა საკითხებზეა საჭირო ექსპერტის დასკვნა, ვინ დაინიშნა ექსპერტად და რა მასალები წარედგინა ექსპერტს გამოსაკვლევად. აუცილებლობის შემთხვევაში ექსპერტიზის ჩასატარებლად სასამართლო ნიშნავს რამდენიმე ექსპერტს.

2. ექსპერტების შერჩევის დროს სასამართლო ითვალისწინებს მხარეთა მოსაზრებებს. მხარეებს უფლება აქვთ შესთავაზონ სასამართლოს ექსპერტად დასანიშნი პირის კანდიდატურები. საბოლოოდ საკითხს იმის შესახებ, თუ ვის მიენდოს ექსპერტიზის ჩატარება, წყვეტს სასამართლო. მხარეებს უფლება აქვთ აცილება მისცენ ექსპერტს 35-ე მუხლით დადგენილი საფუძვლით.

3. მხარეებს უფლება აქვთ აგრეთვე წარუდგინონ სასამართლოს კითხვები, რომლებიც უნდა განმარტოს ექსპერტმა. საბოლოოდ იმ საკითხთა წრეს, რომლებზედაც საჭიროა ექსპერტის დასკვნა, განსაზღვრავს სასამართლო. ეს უკანასკნელი ვალდებულია დაასაბუთოს მხარეთა მიერ წამოყენებული საკითხების უარყოფა.

    მუხლი 164. რამდენიმე ექსპერტის დანიშვნა

რამდენიმე ექსპერტის დანიშვნისას მათ უფლება აქვთ ერთმანეთთან ითათბირონ. თუ ექსპერტები დაადგებიან საერთო აზრს, ყველანი ხელს აწერენ ერთ დასკვნას. ექსპერტი, რომელიც არ ეთანხმება დანარჩენ ექსპერტებს, ადგენს ცალკე დასკვნას.

    მუხლი 165. ექსპერტიზის ჩატარების ადგილი

ექსპერტიზა ტარდება სასამართლოში ან მის გარეთ, თუ ეს აუცილებელია გამოკვლევის ხასიათის ან იმის გამო, რომ გამოკვლევის საგნის წარდგენა სასამართლოში შეუძლებელი ან ძნელია.

    მუხლი 166. ექსპერტიზის ჩატარების წესი სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში

1. თუ ექსპერტიზის წარმოება მინდობილი აქვს სპეციალურ სასამართლო-საექსპერტო დაწესებულების ექსპერტს, სასამართლო უგზავნის ამ დაწესებულებას თავის განჩინებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, აგრეთვე ექსპერტიზის ჩატარებისათვის აუცილებელ მასალებს.

2. სასამართლოს განჩინების მიღების შემდეგ საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელი ექსპერტიზის ჩატარებას მიანდობს ამ დაწესებულების ერთ ან რამდენიმე თანამშრომელს.

3. სასამართლოს დავალებით საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელი განუმარტავს თანამშრომლებს, რომლებსაც მიენდოთ ექსპერტიზის ჩატარება, ექსპერტის უფლება-მოვალეობებს, რაც გათვალისწინებულია 168-ე მუხლით, აგრეთვე დასკვნის მიცემაზე უარის თქმისათვის თავის არიდებისა თუ შეგნებულად ყალბი დასკვნის მიცემისათვის პასუხისმგებლობას, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. ამის შესახებ მათ ჩამოერთმევათ ხელწერილი, რომელიც ექსპერტის დასკვნასთან ერთად გადაეგზავნება სასამართლოს.

    მუხლი 167. ექსპერტიზის ჩატარება არასაექსპერტო დაწესებულებაში

თუ ექსპერტიზა ტარდება არასპეციალურ სასამართლო-საექსპერტო დაწესებულებაში, შესაბამის პირს ექსპერტად ნიშნავს თვითონ სასამართლო. განჩინება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და ყველა მასალა, რაც აუცილებელია ექსპერტიზის ჩასატარებლად, ექსპერტად დანიშნულ პირს უშუალოდ სასამართლომ უნდა გადასცეს. განჩინების გადაცემისას სასამართლო ამოწმებს ექსპერტის პიროვნებას, მის სპეციალობასა და კომპეტენტურობას, განუმარტავს ექსპერტს მის უფლება-მოვალეობებს, რაც გათვალისწინებულია 168-ე მუხლით, და აფრთხილებს ექსპერტს დასკვნის მიცემაზე უარის თქმისათვის, თავის არიდებისა თუ შეგნებულად ყალბი დასკვნის მიცემისათვის პასუხისმგებლობის შესახებ, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. ყოველივე ეს აღინიშნება სასამართლოს განჩინებაში ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რაც დამოწმდება ექსპერტის ხელმოწერით.

    მუხლი 168. ექსპერტის უფლებები და მოვალეობები

1. ექსპერტად დანიშნული პირი ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში გამოძახებისთანავე და მისცეს ობიექტური დასკვნა მის წინაშე დასმულ კითხვებზე.

2. თუ ექსპერტი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება სასამართლოში, თავს აარიდებს დასკვნის მიცემას ან შეგნებულად მისცემს ყალბ დასკვნას, მის მიმართ გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებები.

3. ექსპერტს უფლება აქვს უარი თქვას დასკვნის მიცემაზე, თუ მისთვის გადაცემული მასალები საკმარისი არ არის, ან თუ მას არა აქვს სათანადო ცოდნა დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად. ექსპერტი მოვალეა აღნიშნული საფუძვლებით დასკვნის მიცემაზე უარი დაწვრილებით დაასაბუთოს.

4. თუ ექსპერტიზის ჩატარებისას ექსპერტი გამოარკვევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთ გარემოებებს, რომელთა შესახებაც მას კითხვები არ ჰქონდა დასმული, ექსპერტს უფლება აქვს დასკვნაში მიუთითოს ამ გარემოებებზე.

5. ექსპერტიზასთან დაკავშირებული გარემოებების გამოსარკვევად ექსპერტს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, დაუსვას მხარეებსა და მოწმეებს შეკითხვები, მიიღოს მონაწილეობა მტკიცებულებათა დათვალიერებასა და შემოწმებაში, აგრეთვე სთხოვოს სასამართლოს მისთვის დამატებითი მასალების წარდგენა.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 169. ექსპერტიზის ჩატარებისათვის საჭირო მასალების შეგროვება

1. ექსპერტიზის ჩატარებისათვის საჭირო მასალებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო მასალების წრეს განსაზღვრავს სასამართლო, რომელიც ითვალისწინებს როგორც მხარეების, ისე ექსპერტად დანიშნული პირის მოსაზრებებს.

2. თუ ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო მასალების მიღებისათვის აცილებელია მოწმის დაკითხვა, სასამართლოს შეუძლია გამოიძახოს და დაკითხოს იგი ექსპერტის მონაწილეობით. მხარეებს ეცნობებათ ამის შესახებ, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს მოწმის დაკითხვას. ამ წესით დაკითხული მოწმე არ თავისუფლდება სასამართლო სხდომაზე გამოცხადებისაგან და საქმის განხილვის დროს განმეორებითი დაკითხვისაგან.

3. მოწმის დაკითხვის შესახებ შედგება ოქმი, რომელიც დაერთვის საქმეს.

    მუხლი 170. ექსპერტის დასკვნის ფორმა და შინაარსი

1. ექსპერტი დასკვნას იძლევა წერილობითი ფორმით. სასამართლოს უფლება აქვს მისცეს ექსპერტს წინადადება, რომ მან ზეპირი განმარტება მისცეს სასამართლოს თავისი დასკვნის შესახებ. ზეპირი განმარტება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში, წაეკითხება ექსპერტს, რომელიც ხელს აწერს მას.

2. ექსპერტის დასკვნა უნდა შეიცავდეს წარმოებული გამოკვლევის წერილობით აღწერას, გამოკვლევის შედეგად მიღებულ დასკვნებსა და დასაბუთებულ პასუხებს სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებზე.

    მუხლი 171. ექსპერტის დასკვნის შემოწმება. ექსპერტისათვის შეკითხვის მიცემის წესი

1. მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ გაეცნონ ექსპერტის დასკვნას. მათივე თხოვნით ექსპერტის დასკვნა გამოქვეყნდება სასამართლო სხდომაზე. მხარეებს შეუძლიათ გამოთქვან თავიანთი მოსაზრება, ხოლო დასკვნის განმარტებისა და შევსების მიზნით ექსპერტს შეიძლება მიეცეს შეკითხვები.

2. ექსპერტს პირველად ეკითხება ის პირი, რომლის თხოვნითაც დაინიშნა ექსპერტი, და მისი წარმომადგენელი. სასამართლოს ინიციატივით დანიშნულ ექსპერტს პირველად ეკითხება მოსამართლე. მოსამართლეს შეუძლია შეკითხვები დაუსვას ექსპერტს მისი დაკითხვის ყოველ მომენტში.

    მუხლი 172. ექსპერტის დასკვნის შეფასება

ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში.

    მუხლი 173. დამატებითი და განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნა

1. თუ ექსპერტის დასკვნა არ არის სრული ან გაურკვეველია, სასამართლოს შეუძლია დანიშნოს დამატებითი ექსპერტიზა.

2. თუ სასამართლო არ ეთანხმება ექსპერტის დასკვნას დაუსაბუთებლობის მოტივით, აგრეთვე, თუ რამდენიმე ექსპერტის დასკვნა ეწინააღმდეგება ერთმანეთს, სასამართლოს შეუძლია დანიშნოს განმეორებითი ექსპერტიზა და მისი ჩატარება დაავალოს სხვა ექსპერტს ან ექსპერტებს.

    მუხლი 174. ექსპერტიზის მასალების დაბრუნება სასამართლოსათვის

 ექსპერტი მოვალეა დაუბრუნოს სასამართლოს ექსპერტიზისათვის გამოყენებული ყველა მასალა და დოკუმენტი, თუ სასამართლო ამას მოითხოვს.

    მუხლი 175. ფიცის დადება ექსპერტის მიერ

 ექსპერტიზის ჩატარებამდე ან მის შემდეგ ექსპერტი დებს ფიცს. ფიცის შინაარსი განისაზღვრება იმით, რომ ექსპერტი ატარებს ექსპერტიზას საკუთარი ცოდნისა და სინდისის შესაბამისად. თუ ექსპერტს დადებული აქვს საერთო ფიცი ანალოგიური ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით, მაშინ საკმარისია მითითება ამ ფიცზე. მასზე შეიძლება მიეთითოს ექსპერტის დასკვნაშიც.

    მუხლი 176. ექსპერტის გასამრჯელო

1. სასამართლოს დავალებით შესრულებული სამუშაოსათვის, აგრეთვე სასამართლოში გამოცხადებისათვის მგზავრობისა და საცხოვრებელი სადგომის დაქირავების ხარჯები და დღიური თანხა მიეცემათ ექსპერტებს 45-ე მუხლით დადგენილი წესით.

2. თუ ექსპერტის აზრით, სასამართლოს მიერ წინასწარ განსაზღვრული ხარჯები საგრძნობლად გაიზრდება დავის საგნის ღირებულებასთან შედარებით, ან დიდად გადააჭარბებს წინასწარ განსაზღვრულ ხარჯებს, ექსპერტი ვალდებულია დროულად აცნობოს ამის შესახებ სასამართლოს.

წიგნი მეორე

საქმეების წარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში

კარი მეოთხე

სასარჩელო წარმოება

თავი XXI. საქმეების განხილვა პირველი ინსტანციით

    მუხლი 177. საქმის აღძვრა

1. საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში აღიძვრება სარჩელით, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში – განცხადებით.

2. სარჩელი (განცხადება) შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და უპასუხებდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

    მუხლი 178. სარჩელის შინაარსი

1. სარჩელში უნდა აღნიშნოს:

ა) სასამართლოს დასახელება, რომელშიც შეაქვთ სარჩელი;

ბ) მოსარჩელის, წარმომადგენლის (თუ სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს), მოპასუხის, მოწმის, ასევე სხდომაზე მოსაწვევი სხვა პირის სახელი, გვარი (სახელწოდება), მისამართი, ასევე, არსებობის შემთხვევაში, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონი, მათ შორის, მობილური, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი;

გ) მოსარჩელის მოთხოვნა;

დ) გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს;

ე) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს ამ გარემოებებს;

ვ) სარჩელის ფასი;

ზ) სარჩელისთვის დართული საბუთების ნუსხა;

თ) ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი, თუ აღძრულია აღიარებითი სარჩელი.

2. სარჩელში შეიძლება ჩამოყალიბდეს აგრეთვე მოსარჩელის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ:

ა) სასამართლომ დაავალოს მოპასუხეს იმ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომლებიც მასთან ინახება და რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის სასარჩელო მოთხოვნებს;

ბ) სასამართლომ მისცეს მითითება შესაბამის დაწესებულებებს, რათა მათ წარუდგინონ სასამართლოს ყველა ის წერილობითი თუ ნივთიერი საბუთი და მასალა, რომლებსაც შეუძლიათ დაადასტურონ სარჩელში აღნიშნული გარემოებები და რომელთა გაცემაზე არამართლზომიერად უთხრეს უარი მოსარჩელეს;

გ) სასამართლომ დროულად შეატყობინოს და სასამართლო სხდომაზე გამოიძახოს მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ დაადასტურონ სარჩელში აღნიშნული გარემოებები.

3. სარჩელს ხელს აწერს მოსარჩელე ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 179. სარჩელისა და თანდართული საბუთების ასლები

სარჩელი და თანდართული საბუთები სასამართლოს უნდა წარედგინოს იმდენი ასლით, რამდენიც მოპასუხეა. სარჩელს უნდა ერთოდეს აგრეთვე სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები.

    მუხლი 180. აღიარებითი სარჩელი

სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

    მუხლი 181. სარჩელი ვალდებულებების მომავალში შესრულების შესახებ

სარჩელი ვალდებულებების მომავალში შესრულების შესახებ დასაშვებია, თუ:

ა) სასარჩელო მოთხოვნა არ არის დამოკიდებული ვალდებულების საპასუხო შესრულებაზე და მისი შესრულების თარიღი დაკავშირებულია კალენდარული დღის დადგომასთან;

ბ) ვითარების მიხედვით გამართლებულია შიში იმის თაობაზე, რომ მოვალე თავს აარიდებს ვალდებულების დროულად შესრულებას.

    მუხლი 182. რამდენიმე სასარჩელო მოთხოვნის გაერთიანება და გამოყოფა

1. მოსარჩელეს შეუძლია ერთ სარჩელში გააერთიანოს ამ სასამართლოს განსჯადი რამდენიმე მოთხოვნა ერთი და იმავე მოპასუხის მიმართ, იმისგან დამოუკიდებლად, ერთსა და იმავე საფუძვლებს ემყარება ეს მოთხოვნები, თუ –არა.

2. სასარჩელო განცხადების მიმღებ მოსამართლეს შეუძლია გაერთიანებული მოთხოვნებიდან ცალკე წარმოებად გამოყოს ერთი ან რამდენიმე მოთხოვნა, თუ ცნობს, რომ მოთხოვნათა განცალკევებული გარჩევა უფრო მიზანშეწონილია.

3. რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის მიმართ წარდგენილი მოთხოვნების მიღებისას, სასარჩელო განცხადების მიმღებ მოსამართლეს შეუძლია ცალკე წარმოებად გამოყოს ერთი ან რამდენიმე მოთხოვნა, თუ ცნობს, რომ მოთხოვნათა განცალკევებული განხილვა უფრო მიზანშეწონილია.

4. თუ სასამართლოს წარმოებაშია რამდენიმე ერთგვაროვანი და სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებული საქმე, რომლებშიც ერთი და იგივე ან სხვადასხვა მხარე მონაწილეობს, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობით გააერთიანოს ეს საქმეები ერთ წარმოებად ერთად განხილვისათვის, თუ ასეთ გაერთიანებას შედეგად მოჰყვება დავის უფრო სწრაფად და სწორად განხილვა. მოსამართლე, რომელსაც მიმართეს საქმეთა გაერთიანების შესახებ შუამდგომლობით, თავის წარმოებაში არსებულ საქმესთან აერთიანებს თავის წარმოებაშივე ან სხვა მოსამართლის წარმოებაში არსებულ საქმეს, რის თაობაზედაც გამოაქვს მოტივირებული განჩინება.

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000წ., მუხ.71

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 183. სარჩელის მიღების შესახებ განჩინების გამოტანის ვადა

მოსამართლე ვალდებულია სარჩელის ჩაბარებიდან ხუთი დღის განმავლობაში გამოიტანოს განჩინება ამ სარჩელის მიღების შესახებ. სარჩელი მიღებულად მიიჩნევა მისი მიღების შესახებ განჩინების გამოტანის დღიდან, ხოლო, თუ აღნიშნულ ვადაში განჩინება გამოტანილი არ იქნება, მაშინ – ამ ვადის გასვლის შემდეგ.

    მუხლი 184. სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების გადაგზავნა მოპასუხისათვის

1. სარჩელის მიღების შესახებ სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ ან ასეთი განჩინების გამოტანის ვადის გასვლის შემდეგ (ამ კოდექსის 183-ე მუხლი) მოსამართლე ვალდებულია გასცეს განკარგულება ამ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მოპასუხისათვის ამ კოდექსის 201-ე მუხლით დადგენილი წესით გადაგზავნის შესახებ.

2. სარჩელის სასამართლო წარმოებაში მიღების შემდეგ მხარეთა შორის წამოჭრილი დავა არ შეიძლება რომელიმე სხვა სასამართლომ ან ორგანომ განიხილოს. ამასთან, მხარეებს არ ერთმევათ უფლება გაყიდონ ან სხვა გზით გაასხვისონ დავის საგანი, ანდა დათმონ თავიანთი მოთხოვნა.

3. (ამოღებულია) .

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 185. ხარვეზის შესახებ განჩინება და სარჩელის უკან დაბრუნება

თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე და 179-ე მუხლებში მითითებული პირობების დარღვევით ან/და სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი ან/და საქმეში არ არის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი, იგი გამოიტანს ხარვეზის შესახებ განჩინებას და მოსარჩელეს დაუნიშნავს ვადას მის შესავსებად. თუ მოსარჩელე დანიშნულ ვადაში შეავსებს განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, მოსამართლე გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ; წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების შესახებ, რაზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად დაბრუნებას.

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000წ., მუხ.71

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 186. სარჩელის მიღებაზე უარის თქმა

1. მოსამართლე არ მიიღებს სარჩელს, თუ:

ა) სარჩელი არ ექვემდებარება სასამართლო უწყებას;

ბ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;

გ) ამ ან სხვა სასამართლოს წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;

დ) მხარეებს დადებული აქვთ ხელშეკრულება, რომ მათ შორის დავა გადასაწყვეტად გადაეცეს კერძო არბიტრაჟს;

ე) საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის;

ვ) სარჩელი შეიტანა ქმედუუნარო პირმა;

ზ) დაინტერესებული პირის სახელით განცხადება შეიტანა პირმა, რომელსაც არა აქვს უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე ;

თ) მოსარჩელემ არ შეავსო სასამართლოს მიერ მითითებული სარჩელის ხარვეზი (ამ კოდექსის 185-ე მუხლი).

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით მოსამართლის უარი განცხადების მიღებაზე ხელს არ უშლის, განმეორებით მიმართონ სასამართლოს იმავე სარჩელით, თუ აცილებული იქნება დაშვებული დარღვევა.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 187. განჩინება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ

1. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლე გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმა მოტივირებულია იმით, რომ ეს სარჩელი ამ სასამართლოს განსჯადი არ არის, მოსამართლე ვალდებულია მიუთითოს თავის განჩინებაში, თუ რომელ სასამართლოს მიმართოს მოსარჩელემ. განჩინებაში უნდა მიეთითოს აგრეთვე, თუ როგორ უნდა იქნეს აცილებული საქმის აღძვრის დამაბრკოლებელი გარემოებანი.

2. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი საბუთები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).

3. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

თავი XXII. შეგებებული სარჩელი

    მუხლი 188. შეგებებული სარჩელის ა ძვრა

1. მოპასუხეს უფლება აქვს მისთვის სარჩელის ასლის ჩაბარების დღიდან საქმის ზეპირი განხილვისათვის წინასწარი მომზადების დამთავრებამდე აღძრას მოსარჩელის მიმართ შეგებებული სარჩელი პირვანდელ სარჩელთან ერთად განსახილველად.

2. ამ ვადის გაშვების შემდეგ მოპასუხეს შეუძლია აღძრას შეგებებული სარჩელი სასამართლო პაექრობის დაწყებამდე, თუ საქმის ზეპირი განხილვისათვის წინასწარი მომზადების დამთავრებამდე შეგებებული სარჩელის წარდგენა ვერ მოხდა საპატიო მიზეზით. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 189. შეგებებული სარჩელის მიღების პირობები

1. შეგებებული სარჩელის წარდგენა შეიძლება სარჩელის წარდგენის შესახებ არსებული წესების დაცვით.

2. მოსამართლე მიიღებს შეგებებულ სარჩელს, თუ:

ა) შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მიმართულია პირვანდელი მოთხოვნის ჩასათვლელად;

ბ) შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მთლიანად ან ნაწილობრივ გამორიცხავს პირვანდელი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას;

გ) შეგებებულ სარჩელსა და პირვანდელ სარჩელს შორის არის ურთიერთკავშირი და მათი ერთად განხილვის შედეგად აღძრული დავა უფრო სწრაფად და სწორად გადაწყდება.

3. პირვანდელი და შეგებებული სარჩელის ერთად განხილვის შედეგად სასამართლოს გამოაქვს ერთობლივი გადაწყვეტილება, გარდა 245-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

    მუხლი 190. საქმის განხილვის გადადება შეგებებული სარჩელის აღძვრის გამო

1. თუ შეგებებული სარჩელი აღძრული და მიღებულია საქმის წინასწარი მომზადების დამთავრების შემდეგ, მოსარჩელის თხოვნით ან სასამართლოს ინიციატივით შეიძლება ამ საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადება.

2. საქმის განხილვის გადადებით გამოწვეული ხარჯები დაეკისრება მოპასუხეს, რომელმაც დაგვიანებით აღძრა შეგებებული სარჩელი.

 

თავი XXIII. სარჩელის უზრუნველყოფა

    მუხლი 191. განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ

1. მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

2. განცხადებას, რომლითაც პირი ითხოვს უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას, უნდა დაერთოს ცნობა საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლება.

3. თუ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებას არ ახლავს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ცნობა საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი დოკუმენტი, ანდა სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება ხარვეზის თაობაზე და განმცხადებელს აძლევს ვადას მის შესავსებად. დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სასამართლო თავისი განჩინებით განცხადებას განუხილველად დატოვებს, რაც გასაჩივრდება საჩივრით.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1827 - სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.256

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243 

    მუხლი 192. განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე

1. განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაუდებელ შემთხვევაში შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების სასამართლოს მიერ დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო სარჩელის შეტანისათვის დანიშნავს გონივრულ ვადას, მაგრამ არანაკლებ 5 და არა უმეტეს 10 დღისა განჩინების მხარისთვის ჩაბარების მომენტიდან. თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების შემტანი პირი არ აღძრავს სარჩელს, სასამართლო თავისი ინიციატივით ან მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველსაყოფად მის მიერ მიღებული ღონისძიებების გაუქმების შესახებ.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2360 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.376

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 193. განცხადების განხილვის წესი

განცხადებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტს ამ სარჩელის განმხილველი სასამართლო განცხადების შეტანიდან ერთი დღის ვადაში, მოპასუხისთვის შეუტყობინებლად.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 194. განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ

1. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომელიც უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 285-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და რომელშიც უნდა მიეთითოს, უზრუნველყოფის რომელი კონკრეტული ღონისძიება შეარჩია სასამართლომ.

2. სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოტანილ განჩინებაზე მოპასუხეს შეუძლია შეიტანოს საჩივარი, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოტანილი განჩინების ზუსტ დასახელებას;

ბ) მითითებას, თუ რა ზომით უნდა გაუქმდეს ან შეიცვალოს განჩინება უზრუნველყოფის შესახებ;

გ) გარემოებებს, რომელთა გამოც უნდა გაუქმდეს ან შეიცვალოს განჩინება უზრუნველყოფის შესახებ.

3. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლო განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს 5 დღეს. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და მისი დენა იწყება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მოპასუხისთვის გადაცემის მომენტიდან.

4. საჩივრის შეტანა ვერ შეაჩერებს უზრუნველყოფის შესახებ განჩინების აღსრულებას, მაგრამ სასამართლოს შეუძლია გარკვეული დროით შეაჩეროს აღსრულება ან გააუქმოს უზრუნველყოფისათვის უკვე მიღებული ღონისძიებები.

5. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. სასამართლოსთვის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში მიიღება განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რაც გასაჩივრდება საჩივრით.

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000წ., მუხ.71

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1827 - სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.256

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2360 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.376

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 195. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების აღსრულება

სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს განჩინების აღსრულება დაუყოვნებლივ ხორციელდება, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის დადგენილი წესით.

    მუხლი 196. სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის შეცვლა მეორით

1. მხარეთა თხოვნით დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა.

2. სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის საკითხის განხილვა დასაშვებია საქმის ყველა სტადიაზე, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს ამ საკითხის გადაწყვეტას.

3. ფულადი თანხების გადახდევინების შესახებ სარჩელის უზრუნველყოფისას მოპასუხეს შეუძლია მიღებულ უზრუნველყოფის ღონისძიებათა ნაცვლად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა შეიტანოს სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე.

    მუხლი 197. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გასაჩივრება

1. სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის, სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების ან სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესახებ გამოტანილ განჩინებაზე შეიძლება საჩივრის შეტანა. განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს 5 დღეს. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და მისი დენა იწყება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მხარისთვის გადაცემის მომენტიდან.

2. სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების ან სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესახებ გამოტანილ განჩინებაზე საჩივრის შეტანა შეაჩერებს ამ განჩინების აღსრულებას.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 1971. სასამართლოს მიერ საჩივრის წარმოებაში მიღება და განხილვა, საჩივრისა და საქმის მასალების გადაგზავნა ზემდგომ სასამართლოში

1. სასამართლო საჩივარს წარმოებაში იღებს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების თანახმად.

2. თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში.

3. საჩივრის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს მისი წარმოებაში მიღებიდან 20 დღეს.

4. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივრი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 198. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები

1. საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად.

2. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს:

ა) ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან;

ბ) მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა;

გ) მოპასუხის დავალდებულება გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ნივთი სასამართლო აღმასრულებელს სეკვესტრის (ქონების იძულებითი მართვა) სახით;

დ) სხვა პირებისათვის აკრძალვა იმისა, რომ მოპასუხეს გადასცენ ქონება ან შეასრულონ მის მიმართ რაიმე ვალდებულება;

ე) ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ სარჩელის აღძვრის შემთხვევაში ქონების რეალიზაციის შეჩერება;

ვ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოს, ორგანიზაციის ან თანამდებობის პირის სადავო აქტის მოქმედების შეჩერება;

ზ) (ამოღებულია) ;

თ) (ამოღებულია) .

3. სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სხვა ღონისძიებებიც, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისათვის. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დაშვებულ იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის რამდენიმე სახე.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1827 - სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.256

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 199. სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება

1. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხეს შეიძლება მიადგეს ზარალი, მას შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და იმავდროულად მოსთხოვოს პირს, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. უზრუნველყოფის გარანტია სასამართლომ შეიძლება ასევე გამოიყენოს მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ვალდებულია 7 დღის ვადაში განახორციელოს მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო დაუყოვნებლივ გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ, რაც გასაჩივრდება საჩივრით.

3. თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ანდა იმის გამო, რომ სასამართლომ ამ კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რომელიც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შედეგად.

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2398 – სსმ I, №43(50), 21.09.1999წ., მუხ.227

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 1991. სასამართლოს გადაწყვეტილებით უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

თავი XXIV. საქმის მომზადება სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად

    მუხლი 200. საქმის მომზადების მიზანი

1. თუ სარჩელის (განცხადების) მიღების შემდეგ საქმე მოსამართლის განსახილველია, საქმეს ამზადებს მოსამართლე, ხოლო თუ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქმე კოლეგიურმა სასამართლომ უნდა განიხილოს, მაშინ საქმეს ამ სასამართლოს ერთ-ერთი წევრი ამზადებს, რათა დაჩქარდეს მისი განხილვა და შესაძლებელი გახდეს ერთ სასამართლო სხდომაზე განხილვის დამთავრება და საქმის სწორად გადაწყვეტა.

2. მოსამართლის დავალებით საქმე სასამართლო განხილვისათვის შეიძლება მოამზადოს მოსამართლის თანაშემწემ.

    მუხლი 201. სასამართლოს დავალებები მოპასუხისადმი

1. საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით მოსამართლე:

ა) გადაუგზავნის მოპასუხეს სარჩელისა (განცხადების) და ამ კოდექსით გათვალისწინებული საბუთების ასლებს;

ბ) დაუნიშნავს მოპასუხეს ვადას წერილობით შეადგინოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელსა და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელზე დართული საბუთების შესახებ და წარუდგინოს ისინი სასამართლოს.

2. მოპასუხის წერილობით პასუხში მითითებული უნდა იყოს:

ა) ცნობს თუ არა მოპასუხე სარჩელს;

ბ) თუ სარჩელს არა ცნობს, რა კონკრეტულ გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი სარჩელის წინააღმდეგ;

გ) რა მტკიცებულებებით შეიძლება დამტკიცდეს ეს გარემოებები;

დ) რა საპროცესო საშუალებებით აპირებს მოპასუხე სარჩელისაგან თავის დაცვას, კერძოდ, ხომ არ აპირებს შეგებებული სარჩელის აღძვრას, ხომ არ უარყოფს სარჩელის დასაშვებობას, ხომ არ ექნება აცილება სასამართლოს ან მოსამართლის მიმართ და ა.შ.;

ე) ვინ შეიძლება ჩაებას პროცესში თანამონაწილეებად ან მესამე პირებად;

ვ) რომელი მოწმე უნდა იქნეს გამოძახებული სასამართლო სხდომაზე.

    მუხლი 202. მოპასუხის წერილობითი პასუხის გადაგზავნა მოსარჩელისათვის

1. მოპასუხის წერილობითი პასუხისა და მასზე დართული საბუთების ასლები უნდა გადაეგზავნოს მოსარჩელეს.

2. მოსარჩელეს უფლება აქვს წარუდგინოს მოსამართლეს დამატებითი მტკიცებულებები, აგრეთვე წერილობით აცნობოს მას თავისი მოსაზრებები მოპასუხის წერილობითი პასუხის თაობაზე მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში.

    მუხლი 203. მოქმედება, რომელსაც ასრულებს მოსამართლე საქმის მომზადების მიზნით

1. სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვისათვის საქმის მოსამზადებლად მოსამართლეს შეუძლია:

ა) დაავალოს მხარეებს შეავსონ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში განმარტონ მათ მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალები, წინადადება მისცეს მათ წარმოადგინონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთები თუ დოკუმენტები;

ბ) გამოითხოვოს მხარეთა თხოვნით მტკიცებულებანი სხვადასხვა დაწესებულებებიდან თუ მოქალაქეებისაგან, რომელთა მიღებაც თავად მხარეებმა ვერ შეძლეს;

გ) გადაწყვიტოს სასამართლო პროცესში მესამე პირებისა და თანამონაწილეების დაშვების საკითხი;

დ) შეამოწმოს მტკიცებულებები, თუ ეს სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას ძნელი იქნება ან გააჭიანურებს საქმის განხილვას;

ე) ჩაატაროს ადგილზე დათვალიერება;

ვ) მისცეს სასამართლო დავალებები;

ზ) მოახდინოს სარჩელის უზრუნველყოფა;

თ) დანიშნოს ექსპერტიზა, გადაწყვიტოს ექსპერტის მოწვევის საკითხი;

ი) გადაწყვიტოს სპეციალისტის მოწვევის საკითხი;

კ) დაიბაროს მოწმეები, აგრეთვე ექსპერტები და სპეციალისტები სასამართლო სხდომის დღისათვის.

2. მოსამართლეს შეუძლია სხვა მოქმედებების შესრულებაც, რომლებიც ხელს შეუწყობენ სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად საქმის მომზადებას.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 204. სპეციალისტის მოწვევა

1. ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისას (ადგილზე დათვალიერება, მოწმეთა დაკითხვა, მტკიცებულებათა უზრუნველყოფა, გეგმებისა და გაანგარიშებების შედგენა და ა.შ.) სასამართლოს შეუძლია მოიწვიოს სპეციალისტი.

11. სპეციალისტი შეიძლება მოწვეულ იქნეს შესაბამისი დაწესებულებიდან. ამ შემთხვევაში დაწესებულების ხელმძღვანელი გასცემს განკარგულებას იმის თაობაზე, თუ ამ დაწესებულების თანამშრომელთაგან რომელი უნდა გაიგზავნოს სპეციალისტად, რასაც აცნობებს სასამართლოს.

2. სპეციალისტად მოწვეული პირი ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში, გაუწიოს მას კონსულტაცია, აღმოუჩინოს ტექნიკური დახმარება.

3. სპეციალისტის ზეპირი კონსულტაცია შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში, ხოლო მისი წერილობითი პასუხები დაერთვის საქმეს.

საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №597 - სსმ I, №37, 16.12.2004წ., მუხ.173

     მუხლი 205. მოსამზადებელი სხდომის დანიშვნა

1. თუ წარმოდგენილი წერილობითი მასალები მოსამართლეს აძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ მხარეებმა საქმე შეიძლება მორიგებით დაამთავრონ, მოპასუხემ ცნოს სარჩელი ან მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, აგრეთვე თუ, მოსამართლის აზრით, სასამართლო განხილვისათვის საქმის სათანადოდ მომზადების ინტერესები ამას მოითხოვს, მხარეთა წერილობითი მასალების მიღების შემდეგ მას შეუძლია დანიშნოს მოსამზადებელი სხდომა.

2. მხარეთა შეთანხმებით მოსამზადებელი სხდომა შეიძლება გადაიზარდოს მთავარ სხდომაში.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 206. მხარეთა მოვალეობა

მხარეები მოვალენი არიან საქმის მომზადების მიზნით შეასრულონ მოსამართლის მითითებები. არასაპატიო მიზეზით წერილობითი მასალების წარუდგენლობა ან სხვა მოქმედების შეუსრულებლობა ართმევს მხარეს უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 207. განჩინება საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვის შესახებ

მოსამართლეს, მას შემდეგ, რაც ცნობს საქმეს საკმაოდ მომზადებულად, გამოაქვს განჩინება სასამართლოს მთავარ სხდომაზე მისი არსებითად განხილვის დანიშვნის შესახებ. სასამართლოს მთავარ სხდომაზე საქმის განხილვის დღეს სასამართლო ნიშნავს იმ ვარაუდით, რომ მხარეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ მოემზადონ ზეპირი შეჯიბრებისათვის.

    მუხლი 208. განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

1. თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე ან მხარეები მორიგდებიან, მოსამართლე გამოიტანს განჩინებას საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. მორიგების შემთხვევაში ამავე განჩინებით სასამართლო დაამტკიცებს მორიგების პირობებს. იგივე წესი გავრცელდება სასამართლო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე.

2. საქმის წარმოების შეწყვეტა აღნიშნული საფუძვლებით იწვევს შედეგებს, რაც გათვალისწინებულია 27 3-ე მუხლით.

3. თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1956 – სსმ I, №15(22), 14.05.1999წ., მუხ.64

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 209. საქმის წარმოების შეწყვეტა და სარჩელის (განცხადების) განუხილველად დატოვება საქმის მომზადების დროს

272-ე და 275-ე მუხლების შესაბამისი ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლოს მთავარ სხდომაზე საქმის განსახილველად მომზადების დროს საქმის წარმოება მოსამართლემ შეიძლება შეწყვიტოს ან სარჩელი (განცხადება) განუხილველად დატოვოს, რის შესახებაც მას გამოაქვს მოტივირებული განჩინება.

თავი XXV. სასამართლოს მთავარი სხდომა

    მუხლი 210. სასამართლოს მთავარი სხდომის დაწყება

1. საქმის განხილვისათვის დანიშნულ დროს სასამართლო შემოდის სხდომის დარბაზში. მოსამართლე, ხოლო თუ საქმეს არჩევს კოლეგიური სასამართლო, – ამ სასამართლოს თავმჯდომარე, ხსნის სასამართლოს მთავარ სხდომას და აცხადებს, თუ რომელი საქმე იქნება განხილული.

2. სასამართლოს სხდომის მდივანი მოახსენებს სასამართლოს, თუ განსახილველ საქმეზე მოწვეულ პირთაგან ვინ გამოცხადდა, ჩაჰბარდათ თუ არა გამოუცხადებელ პირებს უწყებები 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და რა ცნობები არსებობს მათი გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ. სასამართლო ადგენს გამოცხადებულთა ვინაობას, ამოწმებს წარმომადგენელთა უფლებამოსილებას, აგრეთვე აფრთხილებს პროცესის მონაწილეებს და სხდომაზე დამსწრე პირებს წესრიგის დაცვის მიზნით მოსამართლის მითითების სავალდებულობისა და სასამართლოს სხდომაზე წესრიგის დამრღვევის მიმართ შესაძლო ღონისძიებების თაობაზე. ამის შემდეგ მოწმეები ტოვებენ სხდომის დარბაზს.

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2130 - სსმ I, №53, 19.12.2005წ., მუხ.350

    მუხლი 211. წესრიგის დაცვის მიზნით მოსამართლის მითითებათა სავალდებულოობა

მხარეები, წარმომადგენლები, მოწმეები, სპეციალისტები, თარჯიმნები, აგრეთვე სასამართლოს სხდომის დარბაზში მყოფი ყველა მოქალაქე ვალდებულია დაიცვას დადგენილი წესი და უსიტყვოდ დაემორჩილოს მოსამართლის განკარგულებას.

     მუხლი 212. სასამართლოში წესრიგის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა

1. სასამართლოში წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო საქართველოს უზენაეს სასამართლოში – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. სასამართლო სხდომის დარბაზში წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს სხდომის თავმჯდომარე (მოსამართლე), რომელიც უფლებამოსილია სხდომის დარბაზში დამსწრე პირთა ადგილების გათვალისწინებით შეზღუდოს სხდომაზე დამსწრეთა რაოდენობა.

2. სასამართლო აფრთხილებს მხარეებს, რომ თუ ისინი თვითნებურად მიატოვებენ სხდომას, მათ მიმართ გამოტანილი იქნება დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

3. სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევის, სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის ან სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს (მოსამართლეს) ადგილზე თათბირით გამოაქვს განკარგულება პროცესის მონაწილის ან/და სხდომაზე დამსწრის დაჯარიმების ან/და სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ. თუ გაძევებული პირი კვლავ განაგრძობს წესრიგის დარღვევას, სასამართლოს მანდატური უზრუნველყოფს მის გაყვანას სასამართლოდან, ამასთანავე, მის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა ან პატიმრობა.

4. თუ სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულება გაძევების შესახებ ეხება წარმომადგენელს, საქმის მოსმენა გადაიდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საქმეს თავიდანვე აწარმოებდა რამდენიმე წარმომადგენელი. ადვოკატის არასათანადო ქცევის შესახებ სასამართლოს გამოაქვს შესაბამისი განჩინება, რომელიც ეგზავნება ადვოკატთა გაერთიანებას.

5. პირი სხდომის დარბაზიდან გაძევებულად ითვლება იმავე ინსტანციის სასამართლოში ამ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო განხილვის დასრულებამდე. მხარის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო სხდომის თავმჯდომარე (მოსამართლე) უფლებამოსილია გაძევებულ პირს მისცეს სხდომაზე დაბრუნების შესაძლებლობა.

6. სასამართლო სხდომაზე წესრიგის დამრღვევ პირს, მათ შორის, გაძევებულ პირს, სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულებით შეიძლება დაეკისროს ჯარიმა 50-დან 500 ლარამდე ოდენობით, რაზედაც გაიცემა სააღსრულებო ფურცელი. თუ დაჯარიმებული პირი კვლავ განაგრძობს წესრიგის დარღვევას, სხდომის თავმჯდომარეს (მოსამართლეს) შეუძლია დაუყოვნებლივ გაზარდოს ჯარიმის ოდენობა ამ ნაწილით განსაზღვრულ ფარგლებში.

7. თუ სასამართლო სხდომაზე პირის ქმედება მიმართულია პროცესის ჩაშლისაკენ ან იგი გამოხატავს აშკარა ან/და უხეშ უპატივცემულობას სასამართლოს (მოსამართლის), პროცესის მონაწილის ან მხარის მიმართ, სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) მითითებით სასამართლოს მანდატური უზრუნველყოფს პირის დაკავებას და დაკავების ოქმის შედგენას, ამასთანავე, სხდომის თავმჯდომარე (მოსამართლე) ადგენს მიმართვას, რომელშიც აღწერს დარღვევას და უგზავნის განკარგულების გამოცემაზე უფლებამოსილ სასამართლოს (მოსამართლეს). დაკავებული პირი დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს (მოსამართლეს), რომელსაც გაეგზავნა მიმართვა და რომელიც უფლებამოსილია გამოიტანოს განკარგულება ამ პირის 30 დღე-ღამემდე ვადით პატიმრობის შესახებ. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორი და ორზე მეტი მოსამართლეა, განკარგულება გამოაქვს სასამართლოს თავმჯდომარეს, ხოლო თუ დარღვევა მოხდა სასამართლოს თავმჯდომარის მონაწილეობით გამართულ სხდომაზე, განკარგულება გამოაქვს მის მიერ განსაზღვრულ სხვა მოსამართლეს. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ერთი მოსამართლეა, განკარგულება გამოაქვს უახლოესი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს. თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული დარღვევა მოხდა საქმის მაგისტრატი მოსამართლის მიერ განხილვისას, განკარგულება გამოაქვს იმ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს, რომლის შემადგენლობაშიცაა ეს მაგისტრატი მოსამართლე. სააპელაციო სასამართლოში განკარგულება გამოაქვს სასამართლოს თავმჯდომარეს, ხოლო თუ დარღვევა მოხდა მისი მონაწილეობით გამართულ სხდომაზე, განკარგულება გამოაქვს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს ან მის მიერ განსაზღვრულ სხვა მოსამართლეს. საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გარდა დიდი პალატისა, განკარგულება გამოაქვს ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში საქმის განხილვისას განკარგულება გამოაქვს იმ მოსამართლეს, რომელიც არ მონაწილეობდა საქმის განხილვაში. დაკავებული პირი, თუ ამის აუცილებლობა არსებობს, შეიძლება გადაეცეს პოლიციას. თუ დაპატიმრების შესახებ განკარგულება გამოტანილ იქნა პროცესის მონაწილის მიმართ, სასამართლო სხდომა შეიძლება გადაიდოს აღნიშნული ვადით. განკარგულება მიიღება ზეპირი მოსმენის საფუძველზე, დაკავებული პირის წარდგენიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა.

8. სასამართლოში წესრიგის დარღვევის, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის ან სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში სასამართლოს მანდატური უფლებამოსილია დააკავოს წესრიგის დამრღვევი პირი, რის შესახებაც ადგენს დაკავების ოქმს. სასამართლოს მანდატური ვალდებულია დაკავებული პირი დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, წარუდგინოს იმავე სასამართლოს თავმჯდომარეს, ხოლო საქართველოს უზენაეს სასამართლოში – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს. სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო საქართველოს უზენაეს სასამართლოში – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე დაკავებული პირის წარდგენიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, უფლებამოსილია დამრღვევი პირის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებანი.

9. ამ მუხლით გათვალისწინებული დაჯარიმების ან/და სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ განკარგულება მიიღება ზეპირი მოსმენის გარეშე და არ საჩივრდება.

10. ამ მუხლით გათვალისწინებული პატიმრობის შესახებ საქმის განხილვისას სასამართლო დაკავებულ პირს აცნობებს საქმის განხილვის დროსა და ადგილს. მხარის გამოუცხადებლობა არ იწვევს სხდომის გადადებას. საქმის განხილვა იწყება სასამართლოს თავმჯდომარის (მოსამართლის) მოხსენებით, რომელიც აცხადებს, ვის მიმართ შეიძლება იქნეს გამოყენებული პატიმრობა, საქმის განხილვის მონაწილე პირებს განუმარტავს მათ უფლებებსა და მოვალეობებს, საჯაროდ კითხულობს წესრიგის დარღვევის თაობაზე შედგენილ მიმართვას და უსმენს საქმის განხილვაში მონაწილე პირებს. ზეპირი მოსმენისას დამრღვევ პირს/მის დამცველს საშუალება ეძლევა, სასამართლოს წარუდგინოს საკუთარი მოსაზრებები და მისცეს განმარტებები დაკავების კანონიერებისა და პასუხისმგებლობის ზომის თაობაზე. მხარეთა მოსმენის შემდეგ სასამართლოს თავმჯდომარეს (მოსამართლეს) ადგილზე თათბირით გამოაქვს განკარგულება პატიმრობის გამოყენების შესახებ. განკარგულების გამომტანი სასამართლო (მოსამართლე) განკარგულების ასლს დაუყოვნებლივ გადასცემს დამრღვევ პირს, ასევე განკარგულების ასლს აღსასრულებლად უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებს. დაკავების ვადა ჩაითვლება პატიმრობის საერთო ვადაში.

11. პატიმრობის გამოყენების შესახებ განკარგულება დაუყოვნებლივ შედის ძალაში და იგი შეიძლება გაასაჩივროს პირმა, რომლის მიმართაც გამოყენებულ იქნა პატიმრობა, სათანადო წესით მისთვის განკარგულების ასლის ჩაბარებიდან 48 საათის ვადაში. შემოსულ საჩივარს სასამართლო დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის სასამართლოს (მოსამართლეს). პირველი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარის ან მოსამართლის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესთან. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის ან მოსამართლის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის თავმჯდომარესთან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის ან პალატის, გარდა დიდი პალატისა, თავმჯდომარის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში წესრიგის დარღვევის შესახებ მოსამართლის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება იმ მოსამართლესთან, რომელიც არ მონაწილეობდა საქმის განხილვაში. საჩივარი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე და მისი განხილვის ვადა საჩივრის შეტანიდან 24 საათს არ უნდა აღემატებოდეს.

შენიშვნა:

ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის საფუძველზე დაჯარიმებულ პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი:

ა) 150 ლარის ოდენობით – 50-დან 250 ლარამდე დაჯარიმების შემთხვევაში;

ბ) 300 ლარის ოდენობით – 250-დან 500 ლარამდე დაჯარიმების შემთხვევაში.

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2130 - სსმ I, №53, 19.12.2005წ., მუხ.350

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს პირველი კოლეგიის 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/3/393,397 - სსმ IV, №42, 20.12.2006წ., გვ.1

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4209 - სსმ I, №4, 12.01.2007წ., მუხ.51

    მუხლი 213. თარჯიმნისათვის მისი მოვალეობის განმარტება

1. სასამართლო განუმარტავს თარჯიმანს მის მოვალეობას, თარგმნოს იმ პირთა განმარტებები, ჩვენებები, განცხადებები, რომლებიც არ ფლობენ სამართალწარმოების ენას, ხოლო ამ პირებს უთარგმნოს განმარტებათა, ჩვენებათა, განცხადებათა, სასამართლოში გამოქვეყნებულ დოკუმენტთა შინაარსი, აგრეთვე სასამართლოს განკარგულებები, განჩინებები და გადაწყვეტილებები.

2. სასამართლო აფრთხილებს თარჯიმანს, რომ შეგნებულად არასწორი თარგმანისათვის იგი პასუხს აგებს სისხლის სამართლის წესით.

3. თუ თარჯიმანი არ გამოცხადდება სასამართლოში არასაპატიო მიზეზით ან თავს აარიდებს მოვალეობის შესრულებას, იგი დაჯარიმდება 50 ლარით.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 214. სასამართლო შემადგენლობის გამოცხადება და აცილების უფლების განმარტება

თავმჯდომარე (მოსამართლე) აცხადებს სასამართლო შემადგენლობას, აგრეთვე იმას, თუ ვინ მონაწილეობს ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, სასამართლო სხდომის მდივნად, და განუმარტავს მხარეებს, რომ მათ შეუძლიათ განაცხადონ აცილება, თუ ასეთი აცილება საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული საქმის მოსამზადებელ სტადიაზე, ან თუ საქმეს იხილავს სხვა მოსამართლე ანდა სხვა სასამართლო შემადგენლობა, და არა ის, რომელიც ცნობილი იყო ამ საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების დროს.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 215. მხარეთა შუამდგომლობებისა და განცხადებების განხილვა

1. სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება წერილობითი ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ახალი არსებითი გარემოების საფუძველზე შუამდგომლობას დააყენებს სასამართლო სხდომაზე. შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული; მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს მოთხოვნა და მისი არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან. ერთგვაროვანი შუამდგომლობები სასამართლოს ერთად წარედგინება. თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის დაყენება ემსახურება პროცესის გაჭიანურებას, იგი ხსნის ამ შუამდგომლობას. თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ მხარე პროცესის გაჭიანურების მიზნით აყენებს შუამდგომლობებს, იგი მხარეებს ართმევს შუამდგომლობების დაყენების უფლებას და გადადის საქმის განხილვის შემდეგ სტადიაზე.

2. მხარეთა და მათ წარმომადგენელთა შუამდგომლობები და განცხადებები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენის ან გამოთხოვის შესახებ სასამართლომ შეიძლება განიხილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მხარეს არ შეეძლო მათი წარმოდგენა, აგრეთვე თუ მათ შესახებ მისთვის ობიექტური მიზეზებით ვერ იქნებოდა ცნობილი და მათი წარმოდგენის საფუძველი წარმოიშვა მთავარ სხდომაზე, ან თუ მხარემ საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო შესაბამისი შუამდგომლობებისა და განცხადებების წარმოდგენა საქმის მოსამზადებელ სტადიაზე. ასეთ შემთხვევაში საქმის განხილვა მხარეთა თხოვნით ან სასამართლოს ინიციატივით შეიძლება გადაიდოს.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 216. საქმის განხილვის გადადება და გაგრძელება

1. საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საქმის განხილვა მისი გადადების შემთხვევაში გრძელდება იმ სტადიიდან, რომელზედაც იგი გადაიდო. სასამართლო აგრეთვე უფლებამოსილია საქმის განხილვა გააგრძელოს იმ სტადიიდან, რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს.

2. თუ მოწმე, ექსპერტი და სპეციალისტი არ გამოცხადდნენ, სასამართლოს მხარეთა აზრის მოსმენის შემდეგ გამოაქვს განჩინება სასამართლო განხილვის გაგრძელებისა და გამოუცხადებელ პირთა მიმართ ზომების მიღების ან სასამართლო განხილვის გადადების შესახებ. სასამართლო განხილვა გრძელდება, თუ აღნიშნულ პირთა გამოუცხადებლობა ხელს არ უშლის საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას.

3. სასამართლო საქმის განხილვის გადადებისას დანიშნავს ახალი სასამართლო სხდომის დღეს და ამის შესახებ აცნობებს სასამართლო პროცესზე გამოცხადებულ პირებს, რასაც ისინი ადასტურებენ ხელის მოწერით. გამოუცხადებელ და საქმეში ახალჩაბმულ პირებს ახალი სასამართლო სხდომის დღე ეცნობებათ ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

4. მხარეთა თანხმობის შემთხვევაში მოსამართლეს შეუძლია განიხილოს საქმე ან/და მიიღოს გადაწყვეტილება არასამუშაო დროს, მათ შორის, დასვენებისა და უქმე დღეებში.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2360 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.376

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 217. საქმის განხილვის დაწყება

1. საქმის არსებითი განხილვა იწყება მოსამართლის მიერ საქმეზე მოხსენებით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილ მასალებს, ხოლო თუ ამ საქმეზე ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა – აგრეთვე ამ სხდომის მასალებსა და ოქმს. მოსამართლემ უნდა ჩამოაყალიბოს მოსარჩელის (განმცხადებლის) მოთხოვნის არსი, ფაქტები, რომლებიც საფუძვლად დაედო ამ მოთხოვნას, მოპასუხის შესაგებელი, ფაქტები, რომლებზედაც არ დავობენ მხარეები, და ის ფაქტებიც, რომლებიც სადავოა, აგრეთვე მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაერთვის საქმეს. მოსამართლის მიერ საქმის მოხსენების შემდეგ იწყება მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენა.

2. პირველად სასამართლო მოისმენს მოსარჩელისა და მის მხარეზე მონაწილე მესამე პირის ახსნა-განმარტებებს, კერძოდ, როგორია მისი მოთხოვნა, რა გარემოებებს ემყარება იგი და რით ადასტურებს ამ გარემოებებს, კვლავ უჭერს თუ არა მხარს ამ მოთხოვნას და უარს ხომ არ ამბობს სარჩელზე, ხომ არ სურს საქმის მორიგებით დამთავრება და სხვა.

3. შემდეგ სასამართლო მოისმენს მოპასუხისა და მის მხარეზე მონაწილე მესამე პირის ახსნა-განმარტებებს, კერძოდ, როგორია მისი შესაგებელი, ხომ არ ცნობს სარჩელს, ან ხომ არ სურს საქმის მორიგებით დამთავრება და სხვა.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 2171. მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯადი სამოქალაქო საქმეების განხილვა

1. მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯადი სამოქალაქო საქმეები განიხილება დაჩქარებული წესით.

2. საქმის არსებითი განხილვა იწყება მოსამართლის მიერ საქმეზე მოხსენებით, რაც უნდა შეეხებოდეს სადავო ფაქტობრივ გარემოებებს. საქმის მოხსენების შემდეგ მოსამართლეს უფლება აქვს მხარეებს დაუსვას შეკითხვები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებათა დადგენას და ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების გამოკვლევას. სასამართლოს ნებართვით თითოეულ მხარეს შეუძლია შეკითხვა დაუსვას მოწინააღმდეგე მხარეს და მის წარმომადგენელს სადავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. მტკიცებულებათა გამოქვეყნება არ არის სავალდებულო. საქმის განხილვა მთავრდება მხარეთა პაექრობით და რეპლიკით.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 218. მოქმედება, რომელსაც ასრულებს მოსამართლე მხარეთა მორიგების მიზნით

1. სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ.

2. მოსამართლეს შეუძლია მიუთითოს დავის გადაწყვეტის შესაძლო შედეგებზე და მხარეებს შესთავაზოს მორიგების პირობები.

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000წ., მუხ.71

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 219. ახალ გარემოებებზე მითითება

1. მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის დროს მათ შეიძლება წამოაყენონ ახალი მოსაზრებები, ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა განცხადებული საქმის მოსამზადებელ სტადიაზე ან მხარეთა ზეპირი შეჯიბრების დაწყებამდე.

2. სასამართლო გაითვალისწინებს ამ ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებს, თუ ცნობს, რომ მათ შესახებ თავის დროზე არ იყო განცხადებული საპატიო მიზეზით და რომ ეს არ მომხდარა საქმის გაჭიანურების მიზნით. მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სთხოვოს სასამართლოს საქმის განხილვის გადადება, რათა მოემზადოს ამ ახალი გარემოებებისა თუ მტკიცებულებების გასაქარწყლებლად.

3. საქმის განხილვის გადადების შემთხვევაში სასამართლო ხელმძღვანელობს 216-ე მუხლით.

    მუხლი 220. ახსნა-განმარტების მიღება გამოცხადებული პირისაგან

თუ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდება მხოლოდ ერთი მხარე, სასამართლო მიიღებს ახსნა-განმარტებას ამ ერთი მხარისაგან.

    მუხლი 221. მხარეთა შეკითხვები

სასამართლოს ნებართვით თითოეულ მხარეს შეუძლია შეკითხვა მისცეს მოწინააღმდეგე მხარეს და მის წარმომადგენელს. თუ შეკითხვა უადგილო ან შეუფერებელია და არ ემსახურება საქმის გარემოების გამოკვლევასა და დადგენას, სასამართლოს, მხარის თხოვნით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოხსნას ასეთი შეკითხვა. შეკითხვის შეუსაბამოდ ან უადგილოდ მიჩნევა და მისი მოხსნა შეუძლია მოსამართლეს ერთპიროვნულად, ანდა სასამართლოს – კოლეგიურად, როცა საქმეს კოლეგიური სასამართლო განიხილავს.

    მუხლი 222. მოსამართლეთა შეკითხვები

მოსამართლეს, რომელიც ერთპიროვნულად განიხილავს საქმეს, კოლეგიური სასამართლოს თავმჯდომარესა და მის ნებისმიერ წევრს უფლება აქვთ მხარეებს მისცენ შეკითხვები, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულად და ზუსტად განსაზღვრას, ამ გარემოებების დასადასტურებლად მტკიცებულებათა გამოვლენასა და სასამართლოში წარდგენას, მათი უტყუარობის გამორკვევას.

    მუხლი 223. მხარეთა შეჯიბრების ხელმძღვანელობა

1. მხარეთა შეჯიბრებას ხელმძღვანელობს სასამართლო. იგი: ხსნის, წარმართავს და წყვეტს შეჯიბრებას; სიტყვას აძლევს ან სიტყვის უფლებას ართმევს ყველას, ვინც არ ემორჩილება მას; აუცილებლობის შემთხვევაში, საქმის განხილვის ინტერესებიდან გამომდინარე, სიტყვის დასრულებისათვის მხარეს განუსაზღვრავს დროს; იღებს გადაწყვეტილებებს ზეპირი შეჯიბრების დროს წამოჭრილ საკითხებზე და აცხადებს ამ გადაწყვეტილებებს.

2. სასამართლო იღებს ამ კოდექსით გათვალისწინებულ ზომებს, რათა საქმე ყოველმხრივ იქნეს გამოკვლეული, მხარეთა პაექრობა ზედმეტად არ გაჭიანურდეს და არ გართულდეს და საქმის განხილვა დამთავრდეს რაც შეიძლება სწრაფად – ერთ სასამართლო სხდომაზე და, თუ შესაძლებელია, – შესვენების გარეშე.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 224. მოსარჩელის მიერ სარჩელის შეცვლისა და მოპასუხის მიერ შეგებებული სარჩელის აღძვრის შესახებ საკითხების გადაწყვეტის წესი

1. მოსარჩელის მიერ სარჩელის საფუძვლისა თუ საგნის შეცვლის ან სასარჩელო მოთხოვნის გადიდების შემთხვევაში სასამართლო ხელმძღვანელობს 83-ე მუხლით დადგენილი წესით.

2. მოპასუხის მიერ შეგებებული სარჩელის აღძვრისა და სასამართლოს მიერ მისი მიღების შემთხვევაში სასამართლო ხელმძღვანელობს 188–190-ე მუხლებით დადგენილი წესით.

    მუხლი 225. წარმოდგენილ მტკიცებულებათა შემოწმება

მხარეთა და მესამე პირთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ სასამართლო ამ კოდექსით დადგენილი წესით ამოწმებს წარმოდგენილ მტკიცებულებებს. სასამართლო ამ კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს და საქმეში წარმოდგენილ იმ დოკუმენტებს, რომლებსაც საქმისათვის არა აქვს მნიშვნელობა.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 226. მტკიცებულებათა შემოწმების დამთავრება

საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების განხილვისა და შემოწმების შემდეგ სასამართლო ეკითხება მხარეებსა და წარმომადგენლებს, ხომ არ სურთ რაიმე დაუმატონ საქმის მასალებს. თუ ასეთი სურვილი არ გამოითქვა, სასამართლო საქმის გამოკვლევას დამთავრებულად აცხადებს, რის შემდეგაც იწყება მხარეთა პაექრობა.

    მუხლი 227. მხარეთა პაექრობა

1. პაექრობა შედგება მხარეებისა და მათი წარმომადგენლების სიტყვებისაგან.

2. პირველად გამოდიან მოსარჩელე და მისი წარმომადგენელი, შემდეგ– მოპასუხე და მისი წარმომადგენელი. მესამე პირი, რომელმაც განაცხადა დაწყებულ პროცესში დავის საგანზე დამოუკიდებელი მოთხოვნა, და მისი წარმომადგენელი გამოდიან მხარეების შემდეგ. მესამე პირი, რომელსაც დავის საგანზე დამოუკიდებელი მოთხოვნა არ განუცხადებია, და მისი წარმომადგენელი გამოდიან იმ მოსარჩელის ან მოპასუხის შემდეგ, რომლის მხარეზედაც მესამე პირი მონაწილეობს საქმეში.

    მუხლი 228. რეპლიკა

1. მას შემდეგ, რაც პაექრობის ყოველი მონაწილე წარმოთქვამს სიტყვას, მათ შეუძლიათ ხელმეორედ გამოვიდნენ წარმოთქმულ სიტყვასთან დაკავშირებით. უკანასკნელი რეპლიკის უფლება ყოველთვის ეკუთვნით მოპასუხეს და მის წარმომადგენელს.

2. მხარეთა პაექრობის შემდეგ სასამართლო გადის გადაწყვეტილების მისაღებად, რის შესახებაც უცხადებს სხდომის დარბაზში დამსწრე პირებს.

თავი XXVI. დაუსწრებელი გადაწყვეტილება

    მუხლი 229. მოსარჩელის გამოუცხადებლობა

1. თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

2. თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276–278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. თუ მოპასუხე სარჩელის განუხილველად დატოვების წინააღმდეგია, სასამართლო გადადებს საქმის განხილვას. მოსარჩელის განმეორებით გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას.

    მუხლი 230. მოპასუხის გამოუცხადებლობა

1. თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

2. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე .

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1956 – სსმ I, №15(22), 14.05.1999წ., მუხ.64

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1972 – სსმ I, №18(25), 01.06.1999წ., მუხ.71

    მუხლი 231. ორივე მხარის გამოუცხადებლობა

თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება არც ერთი მხარე, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე და 278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.

    მუხლი 232. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარის უარი, მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში

გამოუცხადებლად ითვლება მხარე, რომელიც, თუმცა სასამართლო სხდომაზე დანიშნულ დროს გამოცხადდა, მაგრამ უარს ამბობს საქმის განხილვაში მონაწილეობაზე.

    მუხლი 233. სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობა

1. სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ:

ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის;

გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ;

დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას სასამართლო საქმის განხილვას სხვა დროისათვის ნიშნავს, რის შესახებაც ატყობინებს გამოუცხადებელ მხარეს და საქმეში მონაწილე სხვა პირებს, ხოლო „დ” ქვეპუნქტში მითითებული სარჩელის აღძვრის წინაპირობების არარსებობისას სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას 272-ე მუხლის შესაბამისად.

    მუხლი 234. დაუსწრებელი გადაწყვეტილების შინაარსი

დაუსწრებელი გადაწყვეტილების შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს 249-ე მუხლის მოთხოვნებს სამოტივაციო ნაწილის ჩამოყალიბების გარეშე.

    მუხლი 235. გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა

მხარეს, რომელიც არ გამოცხადებულა სასამართლოში, ეგზავნება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი მისი გამოტანიდან 5 დღის განმავლობაში.

    მუხლი 236. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრება

მხარეს, რომელიც არ გამოცხადებულა სასამართლო სხდომაზე, რის გამოც მის წინააღმდეგ გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია ასეთი გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში შეიტანოს საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ.

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2398 – სსმ I, №43(50), 21.09.1999წ., მუხ.227

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000წ., მუხ.71

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 237. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა

დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. ამ ვადის გამოთვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ჩაჰბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.

    მუხლი 238. საჩივრის შინაარსი

1. საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების შესახებ უნდა შეიცავდეს:

ა) იმ სასამართლოს დასახელებას, რომელმაც გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება;

ბ) საჩივრის შემტანი პირის დასახელებას;

გ) გარემოებებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით;

დ) საჩივრის შემტანი პირის თხოვნას, თუ რა ფარგლებში უნდა შეიცვალოს გადაწყვეტილება;

ე) საჩივარზე თანდართული მასალების ჩამონათვალს.

2. საჩივარი, რომელსაც ხელს აწერს მხარე ან მისი წარმომადგენელი, სასამართლოს წარედგინება იმდენი ასლის ოდენობით, რამდენი მხარეც მონაწილეობს საქმეში.

    მუხლი 239. სასამართლოს მოქმედება საჩივრის მიღების შემდეგ

1. მოსამართლე, რომელმაც გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, საკითხს საჩივრის მიღების შესახებ წყვეტს მხარეთათვის შეუტყობინებლად.

2. საჩივრის მიღების თაობაზე მოსამართლეს გამოაქვს განჩინება, რომელშიც უნდა აღინიშნოს საქმის ხელახლა განხილვის დღე, რის შესახებაც ატყობინებს მხარეებს. სასამართლოს ასეთ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა არ შეიძლება.

3. თუ საჩივრის მიღება სასამართლოს არ მიაჩნია დასაშვებად, მას გამოაქვს ამის შესახებ განჩინება, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

    მუხლი 240. ახალი გადაწყვეტილება

1. საჩივარი განიხილება სასამართლო სხდომაზე. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას. თუ საჩივრის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, სასამართლო განჩინებით აუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც იწყება სარჩელის განხილვა.

2. თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

3. სასამართლოს განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრდება სააპელაციო წესით.

4. გამოუცხადებლობით გამოწვეული ხარჯები დაეკისრება გამოუცხადებელ მხარეს იმისგან დამოუკიდებლად, გასაჩივრების შედეგად მან საქმე მთლიანად მოიგო, თუ – ნაწილობრივ.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1972 – სსმ I, №18(25), 01.06.1999წ., მუხ.71

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1740 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.227

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 241. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები

დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

    მუხლი 242. განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება

1. მხარეს არა აქვს უფლება, საჩივარი შეიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, თუ მის მიმართ ერთხელ უკვე გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

2. სასამართლოს განმეორებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეიძლება მხოლოდ სააპელაციო საჩივრის შეტანა.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1972 – სსმ I, №18(25), 01.06.1999წ., მუხ.71

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1740 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.227

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

თავი XXVII. სასამართლო გადაწყვეტილება

    მუხლი 243. საბოლოო გადაწყვეტილება

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილება, რომლითაც საქმე წყდება არსებითად, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილების ფორმით.

2. თუ გადაწყვეტილება გამოაქვს კოლეგიურ სასამართლოს, იგი დადგენილ უნდა იქნეს ხმების უმრავლესობით. არც ერთ მოსამართლეს არა აქვს უფლება თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან. თავმჯდომარე ხმას აძლევს მოსამართლეების შემდეგ. მოსამართლეს, რომელიც არ ეთანხმება უმრავლესობას, შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი. განსხვავებული აზრი დაერთვის საქმეს, მაგრამ სასამართლო სხდომის დარბაზში არ გამოცხადდება. მოსამართლეებს უფლება არა აქვთ გაახმაურონ თათბირის დროს გამართული მსჯელობა.

    მუხლი 244. საკითხები, რომლებიც უნდა გადაწყდეს გადაწყვეტილების გამოტანის დროს

გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე და დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს თუ არა სარჩელი.

    მუხლი 245. ნაწილობრივი გადაწყვეტილება

1. თუ ერთ სარჩელში გაერთიანებული რამდენიმე მოთხოვნიდან, აგრეთვე რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის მიმართ წარდგენილი მოთხოვნებიდან ერთ-ერთი გარკვეულია და მომზადებულია გადაწყვეტილების გამოსატანად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით გამოიტანოს ნაწილობრივი გადაწყვეტილება ამ მოთხოვნის მიმართ.

2. ნაწილობრივი გადაწყვეტილება, დაინტერესებული მხარის თხოვნით, სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც აღძრული იყო შეგებებული სარჩელი, გარკვეულია და გადაწყვეტილების გამოსატანად მომზადებულია ერთ-ერთი – სარჩელი ან შეგებებული სარჩელი.

    მუხლი 246. წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილება

1. თუ სადავოა სასარჩელო მოთხოვნის როგორც ფაქტობრივი საფუძველი, ასევე ამ მოთხოვნის მოცულობა (ოდენობა), სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს წინასწარი გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლის შესახებ.

2. ასეთი წინასწარი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის წესით. კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მას ექნება პრეიუდიციული ძალა სასამართლოს მეორე გადაწყვეტილებისათვის, რომელიც მოთხოვნის მოცულობას განსაზღვრავს.

    მუხლი 247. გადაწყვეტილების ჩამოყალიბება

1. გადაწყვეტილებას წერილობითი ფორმით ჩამოაყალიბებს მოსამართლე.

2. თუ გადაწყვეტილება გამოაქვს კოლეგიურ სასამართლოს, გადაწყვეტილებას ჩამოაყალიბებს ამ სასამართლოს თავმჯდომარე ან ერთ-ერთი მოსამართლე და ხელს აწერს ყველა მოსამართლე, რომლებიც მონაწილეობდნენ მის დადგენაში, მათ შორის, განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლე. გადაწყვეტილებაში შეტანილ შესწორებას შენიშვნა უნდა გაუკეთდეს მოსამართლეთა ხელმოწერების წინ.

    მუხლი 248. სასამართლო გადაწყვეტილების ფარგლები

სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

    მუხლი 249. გადაწყვეტილების შინაარსი

1. გადაწყვეტილება შედგება შესავალი, აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისაგან.

2. გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში აღინიშნება მისი გამოტანის დრო და ადგილი, გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს დასახელება და შემადგენლობა, სასამართლო სხდომის მდივანი, მხარეები, წარმომადგენლები, დავის საგანი.

3. გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილი უნდა შეიცავდეს მითითებას მოსარჩელის მოთხოვნასა და მოპასუხის შესაგებელზე.

4. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას, და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.

5. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე, აგრეთვე მითითებას გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადასა და წესზე.

    მუხლი 250. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბება

თუ მხარეები მოითხოვენ გადაწყვეტილებას დასაბუთების გარეშე იმ მოტივით, რომ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას და უარს ამბობენ მის გასაჩივრებაზე, სასამართლოს შეუძლია შემოიფარგლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით. მოსამართლე ეკითხება მხარეებს, სურთ თუ არა დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება და ასაჩივრებენ თუ არა მოცემულ გადაწყვეტილებას. თუ მხარეები უარს ამბობენ მის გასაჩივრებაზე, მათ ასეთი განცხადება უნდა დაადასტურონ თავიანთი ხელმოწერებით.

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2398 – სსმ I, №43(50), 21.09.1999წ., მუხ.227

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000წ., მუხ.71

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 251. გადაწყვეტილების აღსრულების წესისა და ვადის განსაზღვრა, აღსრულების უზრუნველყოფა

თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას, ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში.

    მუხლი 252. გადაწყვეტილება იურიდიული პირისაგან ფულადი თანხების გადახდევინების შესახებ

იურიდიული პირისაგან ფულადი თანხების გადახდევინების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლოს შეუძლია მხარეთა შუამდგომლობით სარეზოლუციო ნაწილში მიუთითოს გადასახდელი თანხის ხასიათზე, აგრეთვე იმაზე, თუ ბანკში მოპასუხის რომელი თანხიდან უნდა ჩამოიწეროს დაკისრებული თანხა.

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000წ., მუხ.71

    მუხლი 253. გადაწყვეტილება ქონების მიკუთვნების ან მისი ღირებულების გადახდევინების შესახებ

ქონების ნატურით მიკუთვნების დროს სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს ამ ქონების ღირებულებაზე, რომელიც უნდა გადახდეს მოპასუხეს, თუ გადაწყვეტილების აღსრულებისას აღნიშნული ქონება მას არ აღმოაჩნდება.

    მუხლი 254. გადაწყვეტილება, რომელიც მოპასუხეს ავალებს განსაზღვრული მოქმედების შესრულებას

1. ისეთი გადაწყვეტილების გამოტანისას, რომელიც მოპასუხეს ავალებს განსაზღვრული მოქმედების შესრულებას, რაც დაკავშირებული არ არის ქონების ან ფულადი თანხების გადაცემასთან, სასამართლოს იმავე გადაწყვეტილებაში შეუძლია მიუთითოს, რომ, თუ მოპასუხე გადაწყვეტილებას არ შეასრულებს დადგენილ ვადაში, მოსარჩელეს უფლება აქვს ეს მოქმედება შეასრულოს მოპასუხისაგან აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებით.

2. თუ აღნიშნული მოქმედება შეიძლება შეასრულოს მხოლოდ მოპასუხემ, სასამართლო გადაწყვეტილებაში დაადგენს ვადას, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს.

    მუხლი 255. გადაწყვეტილება სახელმწიფო ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების მოქმედებებისა და გადაწყვეტილებების არაკანონიერების შესახებ

1. სახელმწიფო ორგანოების, თვითმმართველობის ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების მოქმედებებისა და გადაწყვეტილებების არაკანონიერად ცნობის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო ასეთ მოქმედებას ან გადაწყვეტილებას აღიარებს არაკანონიერად, ავალებს შესაბამის ორგანოსა თუ თანამდებობის პირს დააკმაყოფილოს მოქალაქის მოთხოვნა, აუქმებს მის მიმართ გამოყენებული პასუხისმგებლობის ღონისძიებას ან სხვა გზით აღადგენს მის დარღვეულ თუ სადავო უფლებასა და თავისუფლებას.

2. ნორმატიული აქტის არაკანონიერების აღიარების შესახებ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული უნდა იყოს, რომ ეს აქტი ბათილად ითვლება მისი მიღების მომენტიდან.

3. სასამართლოს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის არაკანონიერების შესახებ უნდა გამოქვეყნდეს მასობრივი ინფორმაციის იმ საშუალებით, რომელშიც ეს ნორმატიული აქტი იყო გამოქვეყნებული.

    მუხლი 256. გადაწყვეტილება რამდენიმე მოსარჩელის სასარგებლოდ ან რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ

1. თუ გადაწყვეტილება გამოტანილია რამდენიმე მოსარჩელის სასარგებლოდ, სასამართლომ უნდა მიუთითოს, თუ რა წილი ეკუთვნის თითოეულ მათგანს, ან აღნიშნოს, რომ გადახდევინების უფლება სოლიდარულია.

2. თუ გადაწყვეტილება გამოტანილია რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, სასამართლომ უნდა მიუთითოს, თუ თითეულმა მოპასუხემ გადაწყვეტილების რა წილი უნდა შეასრულოს, ან აღნიშნოს, რომ მათი პასუხისმგებლობა სოლიდარულია.

    მუხლი 257. გადაწყვეტილების გამოტანა

1. საქმის ზეპირი განხილვის შემდეგ ცხადდება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. საქმის მოცულობიდან და სირთულიდან გამომდინარე გადაწყვეტილების გამოცხადება შეიძლება გადაიდოს სხვა დროისათვის. დასაბუთებული გადაწყვეტილება გამოცხადდება, თუ ამას სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს. თავმჯდომარე ან მოსამართლე, რომელმაც გამოაცხადა გადაწყვეტილება, განმარტავს ამ გადაწყვეტილების შინაარსს, მისი გასაჩივრების წესსა და ვადას.

2. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მხარეთათვის გადასაცემად.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ვადა საკასაციო სასამართლოსთვის შეადგენს 1 თვეს.

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000წ., მუხ.71

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 258. (ამოღებულია)

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 259.გადაწყვეტილების ასლების გაგზავნა მხარეებისათვის

მხარეებს, თავიანთი განცხადების საფუძველზე, გადაეცემათ სასამართლოს გადაწყვეტილების ასლები არა უგვიანეს 3 დღისა განცხადების შემოტანიდან. გადაწყვეტილების ასლებს ხელს აწერს სასამართლოს კანცელარიის მდივანი და უსვამს სასამართლოს ბეჭედს.

    მუხლი 260. გადაწყვეტილებაში უსწორობათა და აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორება

1. სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

2. გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

    მუხლი 261. დამატებითი გადაწყვეტილება

1. გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ:

ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა;

ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს;

გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.

2. დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.

3. დამატებითი გადაწყვეტილება სასამართლოს გამოაქვს სასამართლო სხდომაზე, რომლის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს ასეთი გადაწყვეტილების გამოტანას.

4. დამატებითი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით.

5. დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

    მუხლი 262. გადაწყვეტილების განმარტება

1. გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.

2. გადაწყვეტილების განმარტების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2360 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.376

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 263. გადაწყვეტილების აღსრულების გადადება ან განაწილვადება, აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა

1. სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.

2. მხარეთა განცხადება განიხილება სასამართლო სხდომაზე, რომლის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობებათ მხარეებს, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს წინაშე დასმული საკითხის გადაწყვეტას.

3. გადაწყვეტილების აღსრულების გადადების ან განაწილვადების შესახებ, აგრეთვე გადაწყვეტილების აღსრულების საშუალების ან წესის შეცვლის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

თავი XXVIII. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერი ძალა. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება

    მუხლი 264. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში:

ა) გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია სააპელაციო წესით გასაჩივრება;

ბ) სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული;

გ) სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა ;

დ) თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარეები წერილობითი ფორმით განაცხადებენ უარს მის სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე.

2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება), თუ იგი არ გასაჩივრებულა, კანონიერ ძალაში შედის მისი საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო თუ იყო გასაჩივრებული – საკასაციო წესით საქმის განხილვის შემდეგ, თუკი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) არ გაუქმებულა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში ასევე შედის, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) გამოცხადების შემდეგ მხარეები წერილობითი ფორმით განაცხადებენ უარს მის საკასაციო წესით გასაჩივრებაზე.

3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1972 – სსმ I, №18(25), 01.06.1999წ., მუხ.71

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2398 – სსმ I, №43(50), 21.09.1999წ., მუხ.227

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000წ., მუხ.71

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1740 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.227

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 265. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა

კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით.

    მუხლი 266. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შედეგები

გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.

    მუხლი 267. გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება

გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება დასაშვებია მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

    მუხლი 2671. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის და გადაწყვეტის წესი

1. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება სასამართლო სხდომაზე, რომლის დრო და ადგილი ეცნობებათ მხარეებს. მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის გადაწყვეტას.

2. გადაწყვეტილება მიიღება განჩინების ფორმით. გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №638 – სსმ I, №48, 16.12.2000წ., მუხ.138

    მუხლი 2672. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნება

1. აღსრულებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის, საქმის წარმოების შეწყვეტის ან სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოპასუხეს მოსარჩელემ უნდა დაუბრუნოს ყოველივე, რაც მას მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა გაუქმებული გადაწყვეტილებით.

2. გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების საკითხს მოპასუხის განცხადების საფუძველზე წყვეტს ახალი გადაწყვეტილების ან განჩინების მიმღები სასამართლო.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 268. დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილებები

1. სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები:

ა) ალიმენტის მიკუთვნების შესახებ;

ბ) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ;

გ) მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ;

დ) უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ;

ე) (ამოღებულია) ;

ვ) თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები;

ზ) ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.

11. ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

2. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების დაშვებისას სასამართლოს შეუძლია მოსთხოვოს მოსარჩელეს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში.

3. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5124 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.258

     მუხლი 269. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება

გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი იმავე სხდომაზე არ განიხილება, მაშინ სასამართლო ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც აცნობებს მხარეებს; მხარეების გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს საკითხის გადაწყვეტას.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 270. დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრება

 გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რომელიც არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას.

    მუხლი 271. გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა

სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.

თავი XXIX. საქმის წარმოების დამთავრება გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე

    მუხლი 272. საქმის წარმოების შეწყვეტა

სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ:

ა) საქმე არ უნდა იქნეს განხილული სასამართლოში იმის გამო, რომ კანონის თანახმად მისი განხილვა სხვა უწყების კომპეტენციაში შედის;

ბ) არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის მიღების ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;

გ) მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე;

დ) მხარეები მორიგდნენ;

ე) საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა;

ვ) მხარეებს შორის დადებულია ხელშეკრულება, რომ ეს დავა გადასაწყვეტად გადაეცეს კერძო არბიტრაჟს ;

ზ) კანონით დადგენილია სხვა შემთხვევა.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №223 - სსმ I, №19, 15.07.2004წ., მუხ.82

    მუხლი 273. განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

1. საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლო განჩინებით. თუ საქმის წარმოება შეწყვეტილია იმის გამო, რომ საქმე კანონის თანახმად სასამართლოს არ ექვემდებარება, სასამართლო ვალდებულია მიუთითოს, თუ რომელ ორგანოს უნდა მიმართოს განმცხადებელმა.

2. საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

    მუხლი 274. საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების გასაჩივრება

სასამართლოს განჩინებაზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

    მუხლი 275. სარჩელის განუხილველად დატოვება

სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ:

ა) სარჩელი (განცხადება) შეიტანა ქმედუუნარო პირმა, ხოლო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია დაუნიშნოს მას საპროცესო წარმომადგენელი;

ბ) სარჩელი (განცხადება) დაინტერესებული პირის სახელით შეიტანა იმ პირმა, რომელსაც არა აქვს უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე;

გ) სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა სარჩელის (განცხადების) განუხილველად დატოვებისა;

დ) არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა;

ე) იმავე ან სხვა სასამართლოს წარმოებაში არის საქმე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ;

ვ) დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოთხოვის შესახებ.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 276. სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ სასამართლო განჩინების გასაჩივრება

სარჩელის (განცხადების) განუხილველად დატოვების შემთხვევაში საქმის წარმოება მთავრდება სასამართლო განჩინებით, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

    მუხლი 277. ხანდაზმულობის ვადის დადგენა სარჩელის განუხილველად დატოვების დროს

სარჩელის (განცხადების) განუხილველად დატოვების შემთხვევაში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ შეწყდება.

    მუხლი 278. განუხილველად დატოვებული სარჩელის განმეორებით წარდგენა

იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო სარჩელის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით.

თავი XXX. საქმის წარმოების შეჩერება

    მუხლი 279. სასამართლოს მოვალეობა შეაჩეროს საქმის წარმოება

სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება შემდეგ შემთხვევებში:

ა) მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას, ან იმ იურიდიული პირის არსებობის შეწყვეტისას, რომელიც საქმეში მხარეს წარმოადგენს;

ბ) მხარის მიერ ქმედუნარიანობის დაკარგვისას;

გ) საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედ ნაწილში მოპასუხის ყოფნისას ან ასეთივე ნაწილებში მყოფი მოსარჩელის თხოვნით;

დ) თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით;

1) თუ საქმეს განიხილავს რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისია ან კომისიის კომიტეტი;

ე) მე-6 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4287 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.446

    მუხლი 280. სასამართლოს უფლება შეაჩეროს საქმის წარმოება

სასამართლოს, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ:

ა) მხარე იმყოფება ნამდვილ ვადიან სამხედრო სამსახურში ან გაწვეულია რაიმე სახელმწიფო მოვალეობის შესასრულებლად;

ბ) მხარე იმყოფება ხანგრძლივ სამსახურებრივ მივლინებაში;

გ) მხარე იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში ან ავად არის, რის გამოც საშუალება არა აქვს გამოცხადდეს სასამართლოში, და ეს დასტურდება სამედიცინო დაწესებულების ცნობით;

დ) გამოცხადებულია მოპასუხის ძებნა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ე) სასამართლომ დანიშნა ექსპერტიზა.

    მუხლი 281. საქმის წარმოების შეჩერების ვადები

საქმის წარმოება შეჩერდება:

ა) 279-ე მუხლის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქმიდან გასული პირის უფლებამონაცვლის დადგენამდე ან ქმედუუნარო პირისათვის წარმომადგენლის დანიშვნამდე;

ბ) 279-ე მუხლის „გ” ქვეპუნქტით და 280-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში – შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მხარის ყოფნამდე, მის მიერ სახელმწიფო მოვალეობის შესრულებამდე, სამსახურებრივი მივლინებიდან დაბრუნებამდე, სამკურნალო დაწესებულებიდან გამოწერამდე ან გამოჯანმრთელებამდე, მოპასუხის მოძებნამდე ან ექსპერტიზის დამთავრებამდე;

გ) 279-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სასამართლოს გადაწყვეტილების, განაჩენის, განჩინების, დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან ადმინისტრაციული წესით განხილულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე;

დ) 279-ე მუხლის „ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე.

    მუხლი 282. სასამართლო განჩინების გასაჩივრება

საქმის წარმოების შეჩერების შესახებ სასამართლო განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, გარდა ამ კოდექსის 280-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 283. საქმის წარმოების განახლება

საქმის წარმოება განახლდება იმ გარემოებათა აცილების შემდეგ, რომლებმაც გამოიწვია წარმოების შეჩერება. წარმოების განახლების შემდეგ საქმის განხილვა ხდება საერთო წესით.

თავი XXXI. სასამართლო განჩინება

    მუხლი 284. განჩინების გამოტანა

1. სასამართლოს დადგენილება, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება, მიიღება განჩინების ფორმით.

2. სასამართლო განჩინებას, რომელიც მიღებულია ერთპიროვნულად მოსამართლის მიერ, ხელს აწერს ეს მოსამართლე, ხოლო თუ იგი მიღებულია კოლეგიური სასამართლოს მიერ, – ყველა მოსამართლე.

3. თუ განჩინება მიღებულია სათათბირო ოთახში გაუსვლელად, ის შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.

4. განჩინება, რომელსაც სასამართლო იღებს ადგილზე თათბირით, უნდა გამოცხადდეს მიღებისთანავე. თავმჯდომარე ან მოსამართლე, რომელმაც გამოაცხადა განჩინება, განმარტავს ამ განჩინების შინაარსს, მისი გასაჩივრების წესსა და ვადას, რაც აისახება სხდომის ოქმში.

5. თავმჯდომარე ან მოსამართლე სათათბირო ოთახში მიღებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილს აცხადებს თათბირის შემდეგ. თავმჯდომარე ან მოსამართლე, რომელმაც გამოაცხადა განჩინება, განმარტავს ამ განჩინების შინაარსს, მისი გასაჩივრების წესსა და ვადას.

6. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ განჩინებას მხარეთათვის გადასაცემად.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 285. განჩინების შინაარსი

განჩინებაში უნდა აღინიშნოს:

ა) განჩინების მიღების დრო და ადგილი;

ბ) განჩინების მიმღები სასამართლოს დასახელება, შემადგენლობა და სასამართლო სხდომის მდივანი;

გ) მხარეები და დავის საგანი;

დ) საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება;

ე) მოტივები, რომლებითაც სასამართლო მივიდა თავის დასკვნამდე, და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა;

ვ) სასამართლოს დადგენილება;

ზ) განჩინების გასაჩივრების წესი და ვადა.

    მუხლი 286. განჩინების ასლების გადაგზავნა მხარეებისათვის

მხარეებს, რომლებიც არ ესწრებიან განჩინების გამოცხადებას, ეგზავნებათ განჩინების ასლები საქმის წარმოების შეწყვეტის, სარჩელის განუხილველად დატოვებისა თუ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ მისი გამოტანიდან არა უგვიანეს 5 დღისა.

თავი XXXII. სასამართლო ოქმი

    მუხლი 287. ოქმის შედგენის სავალდებულოობა

სასამართლოს თითოეული სხდომის შესახებ, აგრეთვე სხდომის გარეშე შესრულებული თითოეული საპროცესო მოქმედების შესახებ, რომელშიც მონაწილეობენ მხარეები, მათი წარმომადგენლები, მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები, ოქმის შედგენა სავალდებულოა.

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000წ., მუხ.71

    მუხლი 288. ოქმის შინარსი

ოქმი უნდა ასახავდეს საქმის განხილვის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების ყველა არსებით მომენტს, კერძოდ, სასამართლო სხდომის ოქმში უნდა აღინიშნოს:

ა) სასამართლო სხდომის წელი, თვე, რიცხვი და ადგილი;

ბ) სასამართლო სხდომის დაწყებისა და დამთავრების დრო;

გ) საქმის განმხილველი სასამართლოს დასახელება, შემადგენლობა და სასამართლო სხდომის მდივანი;

დ) საქმის დასახელება;

ე) ცნობები წარმომადგენელთა, მოწმეთა, ექსპერტთა და თარჯიმანთა გამოცხადების შესახებ;

ვ) ცნობები მხარეებისა და წარმომადგენლებისათვის მათი საპროცესო უფლებებისა და მოვალეობების განმარტების შესახებ;

ზ) სასამართლოს განკარგულებანი და სათათბირო ოთახში გაუსვლელად მიღებული განჩინებანი;

თ) მხარეთა და მათ წარმომადგენელთა ახსნა-განმარტებანი;

ი) მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტების მიერ თავიანი დასკვნების განმარტებები, ნივთიერ და წერილობით მტკიცებულებათა დათვალიერების მონაცემები;

კ) სასამართლო პაექრობის შინაარსი;

ლ) ცნობები გადაწყვეტილებებისა და განჩინების გამოცხადების შესახებ;

მ) ცნობები გადააწყვეტილების შინაარსის, მისი გასაჩივრების წესისა და ვადის განმარტების შესახებ.

    მუხლი 289. ოქმის შედგენისა და გაფორმების წესი

1. ოქმს ადგენს მდივანი თვით სასამართლო სხდომაზე ან სხდომის გარეშე ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დროს.

2. მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ იშუამდგომლონ ოქმში იმ გარემოებათა შეტანის შესახებ, რომლებსაც, მათი აზრით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვთ.

3. ოქმი მომზადებული და ხელმოწერილ უნდა იქნეს არა უგვიანეს 3 დღისა სხდომის დამთავრების ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების შემდეგ.

4. ოქმს ხელს აწერენ მოსამართლე და მდივანი, ხოლო თუ საქმეს კოლეგიური სასამართლო იხილავდა, –ამ სასამართლოს თავმჯდომარე და მდივანი.

5. ოქმში შეტანილ ყველა ცვლილებას, შესწორებასა და დამატებას უკეთდება შენიშვნა და მოწმდება ოქმზე ხელის მომწერ პირთა მიერ.

    მუხლი 290. მაგნიტურ ფირზე ჩაწერილი ოქმი

 სასამართლოს შეუძლია ოქმის შედგენისათვის გამოიყენოს მაგნიტოფონი ან კომპიუტერი, რომელთა ჩანაწერებიც ოქმს თან ერთვის. სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების შემდეგ მაგნიტოფონისა თუ კომპიუტერის ჩანაწერები გადატანილ უნდა იქნეს ოქმში.

    მუხლი 291. შენიშვნები სხდომის ოქმთან დაკავშირებით

სხდომის ოქმზე ხელმოწერიდან 3 დღის ვადაში მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ წარადგინონ თავიანთი შენიშვნები ოქმთან დაკავშირებით, მიუთითონ მის უსწორობასა და უსრულობაზე. შენიშვნები უნდა დაერთოს საქმეს. შენიშვნებს საქმის განმხილველი მოსამართლე (სასამართლო) განიხილავს მათი შეტანიდან 5 დღის ვადაში და გამოაქვს განჩინება შენიშვნების შესახებ.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

კარი მეხუთე

გამარტივებული წარმოება

თავი XXXIII. თამასუქისა და ჩეკის თაობაზე აღძრული სარჩელების განხილვა

    მუხლი 292. დასაშვებობა

თუ თამასუქის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღძრული იქნება თამასუქიდან გამომდინარე პრეტენზიები და სარჩელში მითითებული იქნება, რომ საქმის განხილვა მოხდეს გამარტივებული წესით, გამოყენებულ უნდა იქნეს ამ თავში გათვალისწინებული წესები.

    მუხლი 293. თამასუქის წარდგენა

სარჩელს თან უნდა დაერთოს თამასუქის ასლი. საქმის სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვის დროს მოსარჩელემ თამასუქი დედნის სახით უნდა წარმოადგინოს.

    მუხლი 294. განსჯადობა

1. სარჩელები თამასუქის თაობაზე შეიძლება აღიძრას როგორც იმ სასამართლოში, რომლის ტერიტორიაზედაც უნდა მოხდეს გადახდა, ისე სასამართლოში მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

2. თუ სარჩელი მიმართულია ერთობლივად რამდენიმე თამასუქვალდებულის მიმართ, მაშინ სარჩელი შეიძლება აღიძრას როგორც იმ სასამართლოში, რომლის ტერიტორიაზედაც უნდა მოხდეს გადახდა, ისე ნებისმიერ სასამართლოში ერთ-ერთი მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

    მუხლი 295. ვადა უწყების ჩაბარებიდან სასამართლო სხდომამდე

მხარეებს უწყება უნდა ჩაჰბარდეთ სასამართლოს სხდომის დაწყებამდე არანაკლებ 24 საათით ადრე, თუ ეს უწყება ბარდება სასამართლოს ადგილსამყოფლის მიხედვით. თუკი უწყება ბარდება სხვა ადგილზე, მაშინ ეს ვადა განისაზღვრება მინიმუმ 3 დღით.

    მუხლი 296. მტკიცებულებები

1. მტკიცებულებებად დაიშვება მხოლოდ დოკუმენტები (წერილობითი მტკიცებულებები) და მხარეთა ახსნა-განმარტებები.

2. დოკუმენტური დადასტურება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტების წარდგენით.

    მუხლი 297. გამარტივებული წესით საქმის განხილვაზე უარის თქმა

მოსარჩელეს შეუძლია მოპასუხის თანხმობის გარეშე უარი თქვას ამ თავში ჩამოყალიბებული წესების მიხედვით საქმის განხილვაზე ამ საქმის განხილვის დამთავრებამდე. ასეთ შემთხვევაში საქმე განიხილება საერთო წესით.

    მუხლი 298. სარჩელების შეერთებისა და შეგებებული სარჩელების აღძვრის დაუშვებლობა

არ შეიძლება თამასუქის თაობაზე აღძრული სარჩელების შეერთება სხვა პრეტენზიების გამო აღძრულ სარჩელებთან. დაუშვებელია აგრეთვე შეგებებული სარჩელების აღძვრა.

    მუხლი 299. სასამართლო გადაწყვეტილების დათქმა

1. მოპასუხეს, რომელიც უარყოფს მის წინააღმდეგ წამოყენებულ მოთხოვნას, ყველა შემთხვევაში მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება გამოტანილი იქნება, შეუძლია მოითხოვოს საქმის დამატებითი წარმოება თავისი უფლებების განხორციელების მიზნით.

2. გადაწყვეტილება მოპასუხის უფლებების შენარჩუნებით საბოლოო გადაწყვეტილებად ითვლება გასაჩივრებისა და იძულებითი აღსრულების თვალსაზრისით.

    მუხლი 300. საქმის დამატებითი წარმოება

1. თუ მოპასუხეს შენარჩუნებული აქვს თავისი უფლების განხორციელების შესაძლებლობა, დავა რჩება სასამართლო წარმოების სფეროში.

2. თუ საქმის დამატებითი წარმოების დროს გამოვლინდება, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო, გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ამ თავში გათვალისწინებული წესების დაცვით, უქმდება; მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და სასამართლო ხარჯებიც შესაბამისად უნდა განაწილდეს. მოსარჩელეს ევალება იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც მიადგა მოპასუხეს გადაწყვეტილების აღსრულების ან ასეთი აღსრულებისათვის ხელისშემშლელი ქმედების შედეგად. მოპასუხეს შეუძლია წამოაყენოს ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა დავის სასამართლო განხილვის პროცესში.

    მუხლი 301. ჩეკის თაობაზე აღძრული საქმეების წარმოება

თუ მოთხოვნები წამოყენებულია ჩეკის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოყენებულ უნდა იქნეს თამასუქის თაობაზე აღძრული საქმეების წარმოების წესი.

თავი XXXIV. დავალიანების გადახდევინების შესახებ საქმის განხილვის გამარტივებული წესი

    მუხლი 302. დასაშვებობა

1. ამ თავში ჩამოყალიბებული გამარტივებული წესით შეიძლება განხილულ იქნეს მოთხოვნები გარკვეული ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ.

2. დავალიანების გადახდევინების შესახებ საქმის განხილვის გამარტივებული წესი არ დაიშვება, თუ:

ა) მოთხოვნის წამოყენება დამოკიდებულია ჯერ კიდევ შეუსრულებელ საპასუხო გადახდაზე;

ბ) ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ მხარეს უნდა ეცნობოს საჯარო (ოფიციალური) გამოცხადების გზით.

    მუხლი 303. განცხადება დავალიანების გადახდის ვალდებულების შესახებ

1. დავალიანების გადახდის ვალდებულების შესახებ განცხადება, რომელიც საქმის გამარტივებული წესით განხილვის საფუძველია, მიზნად უნდა ისახავდეს სასამართლოს მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების მიღებას (გადახდის ბრძანება).

2. განცხადება დავალიანების გადახდის ვალდებულების შესახებ უნდა შეიცავდეს:

ა) მხარეებისა და მათი წარმომადგენლების დასახელებას;

ბ) სასამართლოს დასახელებას, რომელშიც შეაქვთ განცხადება;

გ) მონაცემებს იმის შესახებ, თუ რომელი ძირითადი და დამატებითი ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნებია წამოყენებული;

დ) წამოყენებული პრეტენზიის დასაბუთებას. განცხადებაში მითითებული მტკიცებულების შესაბამისი დოკუმენტები დამოწმებული სახით უნდა იქნეს წარმოდგენილი;

ე) მითითებას იმის შესახებ, რომ აღძრული მოთხოვნა არ არის დამოკიდებული განმცხადებლის მხრივ რაიმე საპასუხო (სანაცვლო) ვალდებულების შესრულებაზე, ან რომ მის მიერ ასეთი ვალდებულების შესრულება უკვე განხორციელდა;

ვ) განმცხადებლის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერას.

    მუხლი 304. განსჯადობა

საქმეს გამარტივებული წესით დავალიანების გადახდევინების შესახებ განიხილავს სასამართლო მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

    მუხლი 305. დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების მიღებაზე უარის თქმა

1. სასამართლო თავისი განჩინებით უარს ეტყვის განმცხადებელს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების მიღებაზე, თუ:

ა) იგი არ უპასუხებს ამ თავის 302–303-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

ბ) განცხადებაში ჩამოყალიბებული მოთხოვნის საფუძველი (303-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი), ვერ ასაბუთებს ამ მოთხოვნას.

2. სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმცხადებელს დაუნიშნოს ვადა განცხადებაში ან თანდართულ მასალებში არსებული ხარვეზის შესავსებად.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2360 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.376

    მუხლი 306. გადახდის ბრძანება

1. გადახდის ბრძანება, გარდა 303-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემებისა, უნდა შეიცავდეს:

ა) მითითებას, რომ სასამართლოს არ შეუმოწმებია, აქვს თუ არა განმცხადებელს აღძრული მოთხოვნის უფლება;

ბ) მითითებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს მიერ გადახდის ბრძანების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში გადაიხადოს (დაფაროს) ვალი პროცენტებიანად და ხარჯებიანად, თუკი მოპასუხე აღძრულ პრეტენზიას მართებულად (დასაბუთებულად) მიიჩნევს, ანდა შემოიტანოს სასამართლოში წერილობითი შესაგებელი, თუ მოპასუხე მის მიმართ აღძრულ მოთხოვნას უმართებულოდ (დაუსაბუთებლად) მიიჩნევს;

გ) მითითებას იმის შესახებ, რომ გადახდის ბრძანების იძულებითი აღსრულებისათვის გაიცემა სააღსრულებო ფურცელი, თუ მოპასუხე ვადის გასვლამდე არ წარმოადგენს თავის შესაგებელს.

2. გადახდის ბრძანება მოპასუხეს გადაეცემა სასამართლოს ინიციატივით.

3. სასამართლო ატყობინებს განმცხადებელს აგრეთვე გადახდის ბრძანების მოპასუხისათვის გადაცემის შესახებ.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1956 – სსმ I, №15(22), 14.05.1999წ., მუხ.64

    მუხლი 307. მოპასუხის შესაგებელი (პროტესტი)

მოპასუხეს შეუძლია არ ცნოს გადახდის შესახებ ბრძანება მთლიანად ან ნაწილობრივ და შეიტანოს მის წინააღმდეგ მოტივირებული შესაგებელი (პროტესტი) სასამართლოში, რომელმაც მიიღო ეს ბრძანება, გადახდის ბრძანების მიღებიდან 10 დღის ვადაში. მოპასუხეს შეუძლია გააპროტესტოს გადახდის შესახებ ბრძანება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გაპროტესტების ვადის გაშვება საპატიო მიზეზით მოხდა.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1956 – სსმ I, №15(22), 14.05.1999წ., მუხ.64

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 308. საქმის განხილვა დავის სასარჩელო წარმოების წესით

1. თუ მოპასუხე დროულად შეიტანს თავის შესაგებელს სასამართლოში, დავალიანების გადახდევინების შესახებ აღძრული მოთხოვნა განხილულ და გადაწყვეტილ უნდა იქნეს სასარჩელო წარმოების საერთო წესით. საქმე სასამართლო განხილვის საგნად ითვლება გადახდის ბრძანების გადაცემის მომენტიდან.

2. სასამართლოს შეუძლია საქმის ზეპირი განხილვის დანიშვნამდე ამ საქმის მომზადების მიზნით მიიღოს ამ კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებები, მათ შორის დაავალოს მხარეებს წარმოადგინონ წერილობითი დოკუმენტები და განმარტებები.

    მუხლი 309. გადახდის ბრძანების აღსრულება

თუ მოპასუხე დროულად არ შეიტანს სასამართლოში შესაგებელს (პროტესტს) გადახდის შესახებ მიღებული ბრძანების წინააღმდეგ, სასამართლო განმცხადებლის შუამდგომლობის საფუძველზე გასცემს სააღსრულებო ფურცელს, რის შესახებაც ატყობინებს მოპასუხეს.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

თავი XXXIV1. ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე საქმის განხილვის გამარტივებული წესი

საქართველოს 2002 წლის 7 მაისის კანონი №1395 – სსმ I, №13, 28.05.2002წ., მუხ.50

    მუხლი 3091. დასაშვებობა

ამ თავით დადგენილი გამარტივებული წესით შეიძლება განხილულ იქნეს მოთხოვნები ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე.

საქართველოს 2002 წლის 7 მაისის კანონი №1395 – სსმ I, №13, 28.05.2002წ., მუხ.50

    მუხლი 3092. განცხადება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე

1. განცხადება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე, რომელიც წარმოადგენს საქმის გამარტივებული წესით განხილვის საფუძველს, მიზნად უნდა ისახავდეს სასამართლოს მიერ ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანების მიღებას.

2. განცხადებაში ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე, რომელსაც თან უნდა ახლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, აღნიშნული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

ა) სასამართლოს დასახელება;

ბ) მხარეებისა და მათი წარმომადგენლების დასახელებები;

გ) განმცხადებლის მოთხოვნა;

დ) ვალდებულება, რომლის საფუძველზედაც წაყენებულია მოთხოვნა;

ე) წაყენებული მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულება.

3. მოსამართლე განცხადებას ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე განიხილავს სასამართლოში მისი შეტანიდან 3 დღეში.

საქართველოს 2002 წლის 7 მაისის კანონი №1395 – სსმ I, №13, 28.05.2002წ., მუხ.50

    მუხლი 3093. განსჯადობა

განცხადება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე სასამართლოში შეიტანება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს 2002 წლის 7 მაისის კანონი №1395 – სსმ I, №13, 28.05.2002წ., მუხ.50

    მუხლი 3094. ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე განცხადების უმოძრაოდ დატოვება

1. თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ განცხადება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე არ აკმაყოფილებს 3092 მუხლის მოთხოვნებს, იგი გამოიტანს განჩინებას არსებული ხარვეზის შესახებ და განმცხადებელს მისცემს ვადას მის შესავსებად. თუ განმცხადებელი განსაზღვრულ ვადაში შეავსებს განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, მოსამართლე გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე განცხადებას უმოძრაოდ დატოვებს და განმცხადებელს დაუბრუნებს.

2. სასამართლოს განჩინებაზე ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე განცხადების უმოძრაოდ დატოვებისა და მისი განმცხადებლისათვის დაბრუნების შესახებ შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

საქართველოს 2002 წლის 7 მაისის კანონი №1395 – სსმ I, №13, 28.05.2002წ., მუხ.50

    მუხლი 3095. ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე განცხადების მიღებაზე უარის თქმა

1. თუ განცხადებაში ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე 3092 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად აღნიშნული მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ ასაბუთებს წაყენებულ მოთხოვნას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე განცხადების მიღებაზე უარის თქმის შესახებ.

2. სასამართლოს განჩინებაზე ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე განცხადების მიღებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

საქართველოს 2002 წლის 7 მაისის კანონი №1395 – სსმ I, №13, 28.05.2002წ., მუხ.50

    მუხლი 3096. ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანება

ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანებაში აღნიშნული უნდა იყოს, რომ ბრძანება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას და მისი გასაჩივრების წესი და ვადა.

საქართველოს 2002 წლის 7 მაისის კანონი №1395 – სსმ I, №13, 28.05.2002წ., მუხ.50

    მუხლი 3097. ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანების გასაჩივრება

სასამართლოს ბრძანებაზე ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ამასთან, ეს ვერ შეაჩერებს ბრძანების აღსრულებას.

საქართველოს 2002 წლის 7 მაისის კანონი №1395 – სსმ I, №13, 28.05.2002წ., მუხ.50

კარი მეექვსე

უდავო წარმოება

თავი XXXV. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 310. სასამართლოს მიერ უდავო წარმოების წესით განსახილველი საქმეები

უდავო წარმოების წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს:

ა) იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ;

ბ) მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისა და მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ;

გ) მოქალაქის ქმედუუნაროდ და შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარების შესახებ;

დ) დაკარგულ საწარმდგენლო ფასიან ქაღალდსა და საორდერო ფასიან ქაღალდზე უფლების აღდგენის შესახებ (გამოწვევითი წარმოება);

ე) ქონების უპატრონოდ ცნობის შესახებ;

ვ) (ამოღებულია);

ზ) შვილად აყვანის შესახებ.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №177 - სსმ I, №19, 15.07.2004წ., მუხ.78

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2130 - სსმ I, №53, 19.12.2005წ., მუხ.350

    მუხლი 311. უდავო წარმოების წესით საქმეთა განხილვა

1. უდავო წარმოების წესით საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით, იმ ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით, რომლებიც გათვალისწინებულია XXXV–XLII თავებით. უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას სასამართლო იწვევს ამ საქმის განხილვით დაინტერესებულ პირებს.

2. თუ უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას აღიძვრის დავა ისეთი უფლებების შესახებ, რომლებიც სასამართლოს უწყებრივად ექვემდებარება, სასამართლო განცხადებას განუხილველად დატოვებს და დაინტერესებულ პირებს განუმარტავს, რომ მათ უფლება აქვთ წარმოადგინონ სარჩელი საერთო საფუძველზე.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

თავი XXXVI. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა

    მუხლი 312. სასამართლოს მიერ განსახილველი საქმეები იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ

1. სასამართლო ადგენს ფაქტებს, რომლებზედაც დამოკიდებულია მოქალაქეთა და ორგანიზაციათა პირადი ან ქონებრივი უფლებების წარმოშობა, შეცვლა ან მოსპობა, თუ შეუძლებელია მათი დადგენა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

2. სასამართლო განიხილავს საქმეებს:

ა) პირთა ნათესაური კავშირის დადგენის შესახებ;

ბ) პირის კმაყოფაზე ყოფნის ფაქტის დადგენის შესახებ;

გ) დაბადების, შვილად აყვანის, ქორწინების, განქორწინებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის ფაქტების დადგენის შესახებ;

დ) უფლების დამდგენი საბუთის იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ, რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა მის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს, მამის სახელს ან გვარს;

ე) (ამოღებულია) ;

ვ) (ამოღებულია) ;

ზ) პირის გარკვეულ დროსა და გარკვეულ ვითარებაში დაბადების ან გარდაცვალების ფაქტის დადგენის შესახებ, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ უარი განაცხადა დაბადების ან გარდაცვალების ფაქტის რეგისტრაციაზე;

თ) მემკვიდრეობის მიღების ფაქტისა და მემკვიდრეობის გახსნის ადგილის დადგენის შესახებ;

ი) (ამოღებულია) .

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 313. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენისათვის აუცილებელი პირობები

1. სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტებს ადგენს მხოლოდ ამ ფაქტების დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღების ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში.

2. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დამადასტურებელი საბუთების მიღების ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობა უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული (გამოცემული) ადმინისტრაციული აქტით.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 3131. ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობა

თუ სასამართლო საქმის განხილვისას დაადგენს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დაუსაბუთებლად უთხრა განმცხადებელს უარი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენაზე ან/და თავი შეიკავა მათი დადგენისაგან, სასამართლო შესაბამისი რეაგირებისათვის წარდგინებას უგზავნის ამ ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელს, რომელიც ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ერთი თვის ვადაში აცნობოს სასამართლოს.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 314. განცხადების შეტანა

განცხადება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ სასამართლოში შეიტანება მხოლოდ ამ კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 315. განცხადების შინაარსი

განცხადებაში უნდა აღინიშნოს, რა მიზნით სჭირდება განმცხადებელს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დადგენა. განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს განმცხადებლის მიერ სათანადო საბუთების მიღების ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობას ამ კოდექსის 313-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნის დაცვით.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 316. სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტის დადგენის შესახებ

სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტის დადგენის შესახებ, რომელიც რეგისტრირებულ უნდა იქნეს მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოში ან სხვა ორგანოში, წარმოადგენს საფუძველს ასეთი რეგისტრაციისა და გაფორმებისათვის, მაგრამ ვერ შეცვლის ამ ორგანოების მიერ გასაცემ დოკუმენტებს.

თავი XXXVII. მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება და მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადება

    მუხლი 317. განცხადების შეტანა

განცხადება მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისა ან მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ შეიტანება სასამართლოში დაინტერესებული პირის მიერ განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

    მუხლი 318. განცხადების შინაარსი

განცხადებაში უნდა აღინიშნოს, რა მიზნისათვის სჭირდება განმცხადებელს მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება და მისი გარდაცვლილად გამოცხადება, აგრეთვე გარემოებანი, რომლებითაც დასტურდება მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგვა, ანდა რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულს სიკვდილის საფრთხეს უქმნიდნენ ან საფუძველს იძლევიან მისი დაღუპვის ვარაუდისათვის გარკვეული უბედური შემთხვევის შედეგად.

    მუხლი 319. მოსამართლის მოქმედება განცხადების მიღების შემდეგ

1. სასამართლო განხილვისათვის საქმის მომზადებისას მოსამართლე გამოარკვევს, თუ რომელ პირებს შეუძლიათ მიაწოდონ ცნობები დაკარგულის შესახებ, აგრეთვე გამოჰკითხავს სათანადო ორგანოებს დაკარგული პირის შესახებ მისი უკანასკნელი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მიხედვით.

    მუხლი 320. სასამართლო გადაწყვეტილება

1. სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც მოქალაქე აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად, წარმოადგენს საფუძველს იმისათვის, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულის ქონება მინდობილი საკუთრების სახით გადაეცეს სამართავად მის კანონით მემკვიდრეებს.

2. სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც მოქალაქე გამოცხადებულია გარდაცვლილად, წარმოადგენს საფუძველს იმისათვის, რომ მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანომ შეიტანოს ჩანაწერი ამ მოქალაქის გარდაცვალების შესახებ მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის წიგნში.

    მუხლი 321.უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული ან გარდაცვლილად გამოცხადებული მოქალაქის გამოჩენის ან მისი ადგილსამყოფლის აღმოჩენის შედეგები

უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული ან გარდაცვლილად გამოცხადებული მოქალაქის გამოჩენის ან მისი ადგილსამყოფლის აღმოჩენის შემთხვევაში სასამართლო ახალი გადაწყვეტილებით აუქმებს თავის წინანდელ გადაწყვეტილებას. ახალი გადაწყვეტილება წარმოადგენს მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის წიგნში გარდაცვალების შესახებ ჩანაწერის გაუქმების საფუძველს.

თავი XXXVIII. მოქალაქის შეზღუდულ ქმედუნარიანად და ქმედუუნაროდ აღიარება

    მუხლი 322. განცხადების შეტანა

1. საქმე იმ მოქალაქის შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარების შესახებ, რომელიც ეძალება ალკოჰოლს ან ნარკოტიკულ ნივთიერებებს, რის გამოც თავის ოჯახს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს, შეიძლება აღძრან მისი ოჯახის წევრებმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებმა.

2. საქმე ფსიქიკური აშლილობის გამო მოქალაქის ქმედუუნაროდ აღიარების შესახებ შეიძლება აღძრან სასამართლოში მისი ოჯახის წევრებმა, კანონიერმა წარმომადგენელმა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებმა, აგრეთვე ფსიქიატრიულ-სამკურნალო დაწესებულებებმა.

3. განცხადება მოქალაქის შუზღუდულ ქმედუნარიანად ან ქმედუუნაროდ აღიარების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს სასამართლოში ამ მოქალაქის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ ეს პირი მოთავსებულია ფსიქიატრიულ-სამკურნალო დაწესებულებაში, მაშინ – სამკურნალო დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით.

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2130 - სსმ I, №53, 19.12.2005წ., მუხ.350

    მუხლი 323. განცხადების შინაარსი

1. განცხადებაში მოქალაქის შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარების შესახებ მითითებულ უნდა იქნეს გარემოებებზე, რომლებიც ადასტურებენ, რომ პირი, რომელიც ეძალება ალკოჰოლს ან ნარკოტიკულ ნივთიერებებს, მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს თავის ოჯახს.

2. განცხადებაში მოქალაქის ქმედუუნაროდ აღიარების შესახებ უნდა აღინიშნოს გარემოებანი, რომლებიც ადასტურებენ ფსიქიკურ აშლილობას, რის გამოც მას არ შეუძლია შეიგნოს თავისი მოქმედების მნიშვნელობა ან განაგოს იგი.

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2130 - სსმ I, №53, 19.12.2005წ., მუხ.350

    მუხლი 324. ექსპერტიზის დანიშვნა მოქალაქის ფსიქიკური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით

თუ არსებობს საკმაო ცნობები მოქალაქის ფსიქიკური აშლილობის შესახებ, განმცხადებელს უფლება აქვს საქმის მომზადების სტადიაზე სასამართლოს წარუდგინოს მის მიერ მოწვეული ფსიქიატრიული ექსპერტის დასკვნა ამ მოქალაქის ფსიქიკური მდგომარეობის თაობაზე. განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ პირი, რომლის მიმართაც აღძრულია საქმე მისი ქმედუუნაროდ აღიარების შესახებ, აშკარად თავს არიდებს საექსპერტო შემოწმებას, განმცხადებლის თხოვნით, სასამართლოს თავის სხდომაზე ფსიქიატრის მონაწილეობით შეუძლია გამოიტანოს განჩინება ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის მოქალაქის იძულებით გაგზავნის თაობაზე.

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2130 - სსმ I, №53, 19.12.2005წ., მუხ.350

    მუხლი 325. განცხადების განხილვა

1. საქმეს მოქალაქის შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარების შესახებ სასამართლო განიხილავს ამ მოქალაქის და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის სავალდებულო მონაწილეობით.

2. საქმეს მოქალაქის ქმედუუნაროდ აღიარების შესახებ სასამართლო განიხილავს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის სავალდებულო მონაწილეობით. მოქალაქეს, რომელიც აღიარებულ უნდა იქნეს ქმედუუნაროდ, დაიბარებენ სასამართლო სხდომაზე, თუ ეს შესაძლებელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით.

3. განმცხადებელი მოქალაქის შეზღუდულ ქმედუნარიანად ან ქმედუუნაროდ აღიარების შესახებ განთავისუფლებულია საქმის განხილვასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

    მუხლი 326. სასამართლოს გადაწყვეტილება განცხადების გამო

1. სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოქალაქე აღიარებულია შეზღუდულ ქმედუნარიანად, წარმოადგენს საფუძველს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის მზრუნველის დასანიშნავად.

2. სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოქალაქე აღიარებულია ქმედუუნაროდ, წარმოადგენს საფუძველს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის მეურვის დასანიშნავად.

    მუხლი 327. შეზღუდული ქმედუნარიანობის გაუქმება და მოქალაქის ქმედუნარიანად აღიარება

1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-14 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს, თვით მოქალაქის, მისი მზრუნველის, ოჯახის წევრის განცხადებით, გამოაქვს გადაწყვეტილება მოქალაქის შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარების გაუქმების შესახებ.

2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს მეურვის, ფსიქიატრიულ-სამკურნალო დაწესებულების, ოჯახის წევრის განცხადებით, სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, გამოაქვს გადაწყვეტილება გამოჯანმრთელებული პირის ქმედუნარიანად აღიარების შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უქმდება აღნიშნულ პირზე დაწესებული მეურვეობა.

თავი XXXIX. დაკარგულ ან განადგურებულ საწარმდგენლო ფასიან ქაღალდსა და საორდერო ფასიან ქაღალდზე უფლების აღდგენა (გამოწვევითი წარმოება)

    მუხლი 328. განცხადების შეტანა

1. პირს, საწარმდგენლო ფასიანი ქაღალდის ან საორდერო ფასიანი ქაღალდის დაკარგვისას ან განადგურებისას, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეუძლია სთხოვოს სასამართლოს დაკარგული ან განადგურებული ფასიანი ქაღალდის ძალადაკარგულად გამოცხადება და მასზე უფლების აღდგენა.

2. განცხადება შეტანილ უნდა იქნეს სასამართლოში ამ მუხლში მითითებული საბუთის გამცემი დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 329. განცხადების შინაარსი

განცხადებაში უნდა აღინიშნოს დაკარგული ან განადგურებული საბუთის განმასხვავებელი ნიშნები, საბუთის გამცემი დაწესებულების სახელწოდება, აგრეთვე საბუთის დაკარგვის გარემოებანი.

    მუხლი 330. მოსამართლის მოქმედება განცხადების მიღების შემდეგ

1. მოსამართლე განცხადების მიღების შემდეგ გამოიტანს განჩინებას საბუთის გამცემი დაწესებულებისათვის (პირისათვის) ამ საბუთით ყოველგვარი გადახდისა და გაცემის წარმოების აკრძალვის, აგრეთვე განმცხადებლის ხარჯზე ადგილობრივ პრესაში პუბლიკაციის შესახებ.

2. ასეთი განჩინების გამოტანაზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.

    მუხლი 331. პუბლიკაცია

პუბლიკაცია უნდა შეიცავდეს:

ა) იმ სასამართლოს დასახელებას, რომელშიც შეტანილია განცხადება საბუთის დაკარგვის შესახებ;

ბ) განმცხადებლის დასახელებასა და მის საცხოვრებელ ადგილს;

გ) საბუთის დასახელებასა და განმასხვავებელ ნიშნებს;

დ) წინადადებას იმ საბუთის ხელთმქონის მიმართ, რომლის დაკარგვის შესახებაც შეტანილია განცხადება, რომ მან პუბლიკაციის დღიდან სამი თვის განმავლობაში შეიტანოს განცხადება სასამართლოში ამ საბუთზე თავისი უფლების შესახებ.

    მუხლი 332. საბუთის ხელთმქონის განცხადება

იმ საბუთის ხელთმქონე, რომლის დაკარგვის შესახებაც განცხადებულია, ვალდებულია პუბლიკაციის დღიდან 3 თვის ვადის გასვლამდე განჩინების გამომტან სასამართლოში შეიტანოს განცხადება საბუთზე თავისი უფლების შესახებ და ამასთან ერთად წარადგინოს საბუთის დედანიც.

    მუხლი 333. მოსამართლის მოქმედება საბუთის ხელთმქონისაგან განცხადების მიღების შემდეგ

1. თუ საბუთის ხელთმქონემ პუბლიკაციის დღიდან 3 თვის ვადის გასვლამდე შეიტანა სასამართლოში განცხადება, სასამართლო განცხადებას საბუთის დაკარგვის შესახებ სასამართლო განუხილველად დატოვებს და დაადგენს ვადას, რომლის განმავლობაშიც საბუთის გამცემ დაწესებულებას (პირს) აუკრძალავს აწარმოოს ამ საბუთით გადახდა და გაცემა. ეს ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 2 თვეს.

2. იმავდროულად სასამართლო განუმარტავს განმცხადებელს მის უფლებას აღძრას სარჩელი საბუთის გამოთხოვის შესახებ საერთო წესით იმ პირის მიმართ, ვისაც ხელთა აქვს საბუთი, ხოლო ამ უკანასკნელს – მის უფლებას გადაახდევინოს განმცხადებელს ზარალი, რაც გამოწვეულია აკრძალვის ღონისძიებით. სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

    მუხლი 334. საქმის დანიშვნა განსახილველად

საქმეს დაკარგული საბუთების ბათილად ცნობის შესახებ სასამართლო განიხილავს პუბლიკაციის დღიდან 3 თვის ვადის გასვლის შემდეგ, თუ საბუთის ხელთმქონისაგან არ შემოვიდა 332-ე მუხლში მითითებული განცხადება.

    მუხლი 335. სასამართლოს გადაწყვეტილება განცხადების გამო

განმცხადებლის თხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ძალადაკარგულად გამოაცხადებს დაკარგულ საბუთს. ეს გადაწყვეტილება უფლებას აძლევს განმცხადებელს, მიიღოს ანაბარი ან ახალი საბუთი ძალადაკარგულად გამოცხადებული საბუთის ნაცვლად.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 336. საბუთის ხელთმქონის უფლება, აღძრას სარჩელი ქონების უსაფუძვლოდ შეძენის შესახებ

საბუთის ხელთმქონეს, რომელსაც რაიმე მიზეზით დროულად არ განუცხადებია თავისი უფლება ამ საბუთზე, დაკარგული საბუთის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ შეუძლია აღძრას სარჩელი ქონების უსაფუძვლოდ შეძენის ან დაზოგვის თაობაზე იმ პირის მიმართ, რომელსაც მიენიჭა დაკარგულის ნაცვლად ახალი საბუთის მიღების უფლება.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

თავი XL. ქონების უპატრონოდ ცნობა

    მუხლი 337. განცხადების შეტანა

განცხადება ქონების უპატრონოდ ცნობის შესახებ სასამართლოში შეაქვს იმ პირს, რომელიც დაეუფლა ქონებას ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის ან იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით.

    მუხლი 338. განცხადების შინაარსი

ქონების უპატრონოდ ცნობის შესახებ განცხადებაში მითითებულ უნდა იქნეს: რომელი ქონება უნდა იყოს ცნობილი უპატრონოდ; როგორია ამ ქონების განმასხვავებელი ნიშნები, მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მესაკუთრის მიერ ქონების მიტოვებას ამ ქონებაზე საკუთრების უფლების შენარჩუნების განზრახვის გარეშე; აგრეთვე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი დაეუფლა ისეთ ქონებას, რომლის მითვისებაც კანონით არ იკრძალება და არ ირღვევა იმ პირის უფლებები, რომელსაც ამ ნივთის მითვისების უფლება ჰქონდა.

    მუხლი 339. პუბლიკაცია

განცხადების მიღების შემდეგ სასამართლო ადგილობრივ გაზეთში აქვეყნებს ცნობას, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) იმ სასამართლოს დასახელებას, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ქონების უპატრონოდ გამოცხადების შესახებ;

ბ) განმცხადებლის ვინაობას;

გ) იმ ქონების აღწერას, რომელიც უპატრონოდ უნდა გამოცხადდეს;

დ) მოთხოვნას იმ პირთა მიმართ, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ პრეტენზია ქონებაზე, რომელიც უპატრონოდ უნდა გამოცხადდეს, რათა მათ განაცხადონ სასამართლოში თავიანთი უფლებების შესახებ 3 თვის განმავლობაში დღიდან პუბლიკაციისა.

    მუხლი 340. ქონებაზე უფლების სასარჩელო წესით დაცვა

1. თუ 339-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადაში სასამართლოში შემოვა განცხადება ქონებაზე უფლების შესახებ, მაშინ სასამართლო თავისი განჩინებით განუხილველად ტოვებს განცხადებას ქონების უპატრონოდ ცნობის შესახებ და წინადადებით მიმართავს განმცხადებელს, აღძრას აღიარებითი სარჩელი იმ პირის მიმართ, რომელმაც განაცხადა თავისი უფლება ქონებაზე.

2. თუ დანიშნული ვადის გასვლამდე სასამართლოში არ შემოვა განცხადება ქონებაზე უფლების შესახებ, სასამართლო განიხილავს საქმეს და გამოჰკითხავს იმ პირებს, რომელთაც შეუძლიათ ცნობების მიწოდება ქონების კუთვნილების შესახებ, აგრეთვე გამოითხოვს ცნობებს შესაბამისი ორგანოებიდან.

    მუხლი 341. სასამართლო გადაწყვეტილება

თუ სასამართლო ცნობს, რომ ქონებას არა ჰყავს მესაკუთრე, ან ეს ქონება მიტოვებულია მესაკუთრის მიერ იმ განზრახვის გარეშე, რომ შეინარჩუნოს ამ ქონებაზე საკუთრების უფლება, მას გამოაქვს გადაწყვეტილება მოძრავი ქონების უპატრონოდ ცნობისა და მისი იმ პირის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, რომელიც დაეუფლა ამ ქონებას.

თავი XLI. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №177 - სსმ I, №19, 15.07.2004წ., მუხ.78

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2130 - სსმ I, №53, 19.12.2005წ., მუხ.350

    მუხლი 342. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №177 - სსმ I, №19, 15.07.2004წ., მუხ.78

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2130 - სსმ I, №53, 19.12.2005წ., მუხ.350

    მუხლი 343. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №177 - სსმ I, №19, 15.07.2004წ., მუხ.78

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2130 - სსმ I, №53, 19.12.2005წ., მუხ.350

    მუხლი 344. (ამოღებულია)

საქართველოს 2003 წლის 23 აპრილის კანონი №2105 – სსმ I, №12, 21.05.2003წ., მუხ.63

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №177 - სსმ I, №19, 15.07.2004წ., მუხ.78

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2130 - სსმ I, №53, 19.12.2005წ., მუხ.350

    მუხლი 345. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №177 - სსმ I, №19, 15.07.2004წ., მუხ.78

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2130 - სსმ I, №53, 19.12.2005წ., მუხ.350

    მუხლი 346. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №177 - სსმ I, №19, 15.07.2004წ., მუხ.78

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2130 - სსმ I, №53, 19.12.2005წ., მუხ.350

    მუხლი 347. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №177 - სსმ I, №19, 15.07.2004წ., მუხ.78

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2130 - სსმ I, №53, 19.12.2005წ., მუხ.350

    მუხლი 348. (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2130 - სსმ I, №53, 19.12.2005წ., მუხ.350

თავი XLII. შვილად აყვანა

    მუხლი 349. განცხადება შვილად აყვანის შესახებ

განცხადება შვილად აყვანის შესახებ შეიტანება სასამართლოში მშვილებლის ან შვილად ასაყვანის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

    მუხლი 350. განცხადების შინაარსი

1. განცხადებაში შვილად აყვანის შესახებ მითითებული უნდა იყოს მონაცემები შვილად ასაყვანისა და მშვილებლის (მშვილებლების) შესახებ, აგრეთვე გარემოებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ შვილება ხდება ბავშვის კეთილდღეობისა და ინტერესებისათვის.

2. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) მეუღლის თანხმობა, როცა ბავშვი შვილად აჰყავს ერთ-ერთ მეუღლეს;

ბ) გასაშვილებელი ბავშვის მშობლების თანხმობა;

გ) მეურვის (მზრუნველის) თანხმობა იმ ბავშვის შვილად აყვანაზე, რომელიც მეურვეობაშია, თუ მას მშობლები არა ჰყავს;

დ) (ამოღებულია).

3. სასამართლოს, განმცხადებლის თხოვნით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია გამოითხოვოს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები , აგრეთვე განიხილოს საქმე დახურულ სასამართლო სხდომაზე.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1956 – სსმ I, №15(22), 14.05.1999წ., მუხ.64

საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2078 – სსმ I, №24(31), 26.07.1999წ., მუხ.112

    მუხლი 351. სასამართლოს გადაწყვეტილება

1. თუ სასამართლო ცნობს, რომ შვილად აყვანა შეესაბამება შვილად ასაყვანის ინტერესებს და ემსახურება მის კეთილდღეობას, გამოიტანს გადაწყვეტილებას შვილად აყვანის შესახებ , რომელიც განმცხადებლის თხოვნით საჯაროდ არ გამოცხადდება.

2. სასამართლო თავის გადაწყვეტილებას შვილად აყვანის შესახებ მისი კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის განმავლობაში რეგისტრაციისათვის გადაუგზავნის მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოს ამ გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.

3. შვილად აყვანა ნამდვილია სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1956 – სსმ I, №15(22), 14.05.1999წ., მუხ.64

თავი XLII1. დაკარგული საქმის წარმოების აღდგენა

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 3511. დაკარგული საქმის წარმოების აღდგენის წესი

დაკარგული საქმის წარმოება შეიძლება აღდგენილ იქნეს მხარეთა განცხადებით.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 3512. განცხადების შეტანა განსჯად სასამართლოში

განცხადება დაკარგული საქმის წარმოების აღდგენის შესახებ შეტანილ უნდა იქნეს იმ სასამართლოში ან მის უფლებამონაცვლესთან, რომელმაც გამოიტანა დაკარგულ საქმეზე გადაწყვეტილება (განჩინება) ამ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. თუ დაკარგული საქმის წარმოება არ არის დამთავრებული, განცხადება შეიტანება იმ სასამართლოში, რომლის წარმოებაშიც არის ეს საქმე.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 3513. განცხადების შინაარსი

1. განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) საქმის განმხილველი სასამართლოს დასახელებას;

ბ) იმ სასამართლოს დასახელებას, რომლებმაც დაკარგულ საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება ან განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ;

გ) მითითებას იმის შესახებ, თუ დაკარგული საქმის წარმოების რა ნაწილის აღდგენას მოითხოვს განმცხადებელი;

დ) იმ გარემოებებზე მითითებას, რომლებმაც აღნიშნული საქმის მასალების დაკარგვა გამოიწვია;

ე) მითითებას, რა მიზნით ესაჭიროება განმცხადებელს დაკარგული მასალების აღდგენა;

ვ) საქმესთან დაკავშირებულ დაწვრილებით ინფორმაციას.

2. განცხადებას უნდა დაერთოს დოკუმენტები ან მათი დამოწმებული ასლები, რომლებიც აქვს განმცხადებელს და რომლებსაც კავშირი აქვს საქმესთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი არ არის დადასტურებული დადგენილი პროცედურების შესაბამისად.

3. განცხადებას უნდა დაერთოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, თუ საქმე დაიკარგა განმცხადებლის ბრალით.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 3514. განცხადების განხილვის წესი

1. განცხადებას დაკარგული საქმის წარმოების აღდგენის შესახებ სასამართლო განიხილავს მხარეთა დასწრებით, თუმცა ერთ-ერთი ან ორივე მხარის გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს საქმის განხილვას. საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო თავისი ინიციატივით ან მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე მოიწვევს პირებს, რომლებსაც შეუძლიათ სასამართლოს მიაწოდონ ინფორმაცია საქმის წარმოების აღდგენის შესახებ. სასამართლოს უფლება აქვს ასევე გამოითხოვოს ინფორმაცია სათანადო ორგანოებისაგან.

2. საქმის განმხილველმა სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სასამართლო პროცესის დარჩენილი მასალებით, ასევე მხარეთა მოთხოვნებით ან სხვა პირთა დოკუმენტებით, რომლებიც მათ გადაეცათ სასამართლო პროცესის მასალების დაკარგვამდე, აგრეთვე იმ დოკუმენტებისა და მასალების დამოწმებული ასლებით, რომლებიც საქმეს შეეხება. საქმეში მონაწილე პირებს უფლება აქვთ სასამართლოს განსახილველად წარუდგინონ მათ მიერ მომზადებული იმ გადაწყვეტილების პროექტი, რომელიც უნდა განახლდეს.

3. სასამართლოს უფლება აქვს მოწმეებად დაკითხოს პირები, რომლებიც ესწრებოდნენ საპროცესო მოქმედებების შესრულებას, და, საჭიროების შემთხვევაში, ის პირებიც, რომლებიც ესწრებოდნენ სასამართლო სხდომას, როცა იხილებოდა ის საქმე, რომლის მასალებიც დაიკარგა.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 3515. სასამართლოს განჩინება დაკარგული საქმის წარმოების აღდგენის შესახებ

დაკარგული საქმის წარმოების აღდგენის შესახებ სასამართლო იღებს განჩინებას, რომელშიც უნდა მიეთითოს იმ გადაწყვეტილების ან განჩინების შინაარსი, რომლითაც დაკარგული საქმის წარმოება იყო დამთავრებული. განჩინებაში ასევე უნდა აღინიშნოს, რა საპროცესო მოქმედებები სრულდებოდა დაკარგული საქმის წარმოების დროს. დაკარგული საქმის წარმოების აღდგენის შესახებ სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 3516. დაკარგული საქმის წარმოების აღდგენის შეუძლებლობა

დაკარგული საქმის წარმოების აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში სასამართლო თავისი განჩინებით შეწყვეტს საქმის წარმოებას დაკარგული სასამართლო წარმოების აღდგენის შესახებ. ასეთ შემთხვევაში განმცხადებელს შეუძლია აღძრას სარჩელი საერთო წესით. ეს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

კარი მეშვიდე

საოჯახო, ადმინისტრაციული, სახელმწიფო-სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილი და რეკეტული ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებული საქმეების განხილვის თავისებურებანი

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №211 - სსმ I, №18, 09.07.2004წ., მუხ.64

თავი XLIII. საოჯახო საქმეთა განხილვის თავისებურებანი

    მუხლი 352. გამოყენების სფერო

საქორწინო და საოჯახო საქმეების მიმართ გამოიყენება ამ კოდექსით დადგენილი წესები იმ დამატებებით, რაც ამ თავშია დადგენილი.

    მუხლი 353. ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალება

ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში სასამართლოში აღძრული საქმე უნდა შეწყდეს.

    მუხლი 354. საქმის გარემოების დადგენა სასამართლოს ინიციატივით

1. სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ.

2. საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი საქმეები არ შეიძლება განიხილებოდეს სხვა ხასიათის მოთხოვნების შესახებ აღძრულ საქმეებთან ერთად.

    მუხლი 355. სასამართლოს დროებითი განკარგულება

1. სასამართლოს შეუძლია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე მიიღოს დროებითი განკარგულება, რათა მოაწესრიგოს:

ა) შვილის მიმართ მშობელთა ზრუნვის საკითხები;

ბ) ერთ-ერთი მშობლის ურთიერთობა ბავშვთან;

გ) ბავშვის აღსაზრდელად გადაცემა ერთ-ერთი მშობლისათვის;

დ) მცირეწლოვანი ბავშვის შენახვის ვალდებულება;

ე) საკითხი ერთ-ერთი მეუღლის მიერ მეორე მეუღლისათვის მატერიალური დახმარების გაწევის შესახებ;

ვ) საოჯახო მეურნეობისა და ბინით სარგებლობის საკითხი;

ზ) საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი საქმეების განხილვასთან დაკავშირებით ხარჯების ავანსის სახით გადახდევინების საკითხი.

2. აღნიშნულ საკითხებზე სასამართლოს განჩინება შეიძლება გამოტანილ იქნეს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე.

3. განჩინების გამომტან სასამართლოს შეუძლია, მხარეთა განცხადების საფუძველზე, შეცვალოს ან მთლიანად გააუქმოს თავისი განჩინება.

    მუხლი 356. სასამართლოს გადაწყვეტილება განქორწინების ან ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ

1. განქორწინების ან ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილებით სასამართლო, თუ ამას მოითხოვენ მხარეები თავიანთი განცხადებით, გადაწყვეტს:

ა) ქორწინებაში დაბადებულ ბავშვზე მშობელთა საერთო ზრუნვის საკითხს;

ბ) ერთ-ერთი მშობლის ქორწინებაში დაბადებულ ბავშვთან ურთიერთობის მოწესრიგების საკითხს;

გ) ბავშვის ერთ-ერთი მშობლისათვის გადაცემის საკითხს;

დ) ქორწინებაში დაბადებული ბავშვისათვის მატერიალური დახმარების გაწევის (რჩენის) საკითხს;

ე) მეუღლეთა ურთიერთრჩენის საკითხს.

2. განქორწინების ან ქორწინების ბათილად ცნობისა და მათი შედეგების შესახებ სასამართლოს გამოაქვს ერთიანი გადაწყვეტილება. თუ სასამართლო ცალკე გამოყოფს ქორწინების საქმეებიდან გამომდინარე სხვა საქმეებს, მაშინ მას ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებში მითითებულ საკითხებზე გამოაქვს განჩინება. ასეთი განჩინების მიმართ დასაშვებია კერძო საჩივრის შეტანა.

თავი XLIV1. წარმოება რეკეტული, ქურდული სამყაროს წევრის ან ადამიანით მოვაჭრის ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებით

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №211 - სსმ I, №18, 09.07.2004წ., მუხ.64

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2357 - სსმ I, №57, 29.12.2005წ., მუხ.441

საქართველოს 2006 წლის 7 დეკემბრის კანონი №3838 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.335

    მუხლი 3561. ტერმინთა განმარტება

ამ თავის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) რეკეტი – შემოსავლის ან სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის სისტემატურად მიღების მიზნით წარმოებული არაერთჯერადი და ორგანიზებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია განზრახი დანაშაულის ჩადენასთან (თუ ნასამართლობა არ არის გაქარწყლებული ან მოხსნილი), თუ იგი განხორციელდა ორჯერ მაინც ხუთი კალენდარული წლის განმავლობაში, რომელშიც არ შედის რეკეტირის დაპატიმრებისა და სასჯელის მოხდის ვადა;

ბ) რეკეტული დაჯგუფება – თავისი საქმიანობით რეკეტთან დაკავშირებული იურიდიული პირი, აგრეთვე ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირთა ნებისმიერი გაერთიანება;

გ) რეკეტირი – პირი, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა პირთან (პირებთან) ერთად წარმართავს რეკეტული დაჯგუფების საქმიანობას, ან სხვაგვარად მონაწილეობს რეკეტული დაჯგუფების საქმიანობაში და მისთვის ცნობილია, რომ ეს დაჯგუფება რეკეტული დაჯგუფებაა, აგრეთვე უკანონოდ წყვეტს ან მონაწილეობს რეკეტულ დაჯგუფებათა ან რეკეტულ დაჯგუფებასა და სხვა პირთა შორის დავების გადაწყვეტაში;

1) ადამიანით მოვაჭრე – ფიზიკური ან იურიდიული პირი ან პირთა ჯგუფი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 ან/და 1432 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული;

დ) ოჯახის წევრი – რეკეტირის, ქურდული სამყაროს წევრის ან ადამიანით მოვაჭრის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე რეკეტირთან, ქურდული სამყაროს წევრთან ან ადამიანით მოვაჭრესთან მუდმივად მცხოვრები პირი;

ე) ახლო ნათესავი – რეკეტირის, ქურდული სამყაროს წევრის ან ადამიანით მოვაჭრის ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავი, და და ძმა, აგრეთვე მშობლისა და შვილის გერები, მეუღლის და, ძმა და მშობელი;

ვ) რეკეტირთან, ქურდული სამყაროს წევრთან ან ადამიანით მოვაჭრესთან დაკავშირებული პირი – პირი, რომელსაც იურიდიული დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრებაში აქვს ქონება და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ იგი მიღებულია რეკეტის შედეგად ან სხვა არაკანონიერი გზით და ამ ქონებით სარგებლობს რეკეტირი, ქურდული სამყაროს წევრი ან ადამიანით მოვაჭრე;

ზ) რეკეტული ქონება – რეკეტის შედეგად მიღებული ქონება, ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რეკეტიდან მიღებული შემოსავლით შეძენილი ქონება, აგრეთვე რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, რეკეტირის ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან რეკეტირთან დაკავშირებული პირის შემოსავალი, ქონება ან ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რომლის მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება არ არსებობს;

თ) ქურდული სამყაროს წევრის ქონება – ქურდული სამყაროს წევრის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან რეკეტირთან ან ქურდული სამყაროს წევრთან დაკავშირებული პირის შემოსავალი, ქონება ან ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რომლის მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება არ არსებობს ;

ი) ადამიანით მოვაჭრის ქონება – ადამიანით მოვაჭრის მიერ ადამიანით ვაჭრობიდან მიღებული ქონება, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან ადამიანით მოვაჭრესთან დაკავშირებული პირის შემოსავალი, ქონება ან ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რომლის მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება არ არსებობს.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №211 - სსმ I, №18, 09.07.2004წ., მუხ.64

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2357 - სსმ I, №57, 29.12.2005წ., მუხ.441

საქართველოს 2006 წლის 7 დეკემბრის კანონი №3838 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.335

    მუხლი 3562. სარჩელის აღძვრა რეკეტული, ქურდული სამყაროს წევრის ან ადამიანით მოვაჭრის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე

1. რეკეტული, ქურდული სამყაროს წევრის ან ადამიანით მოვაჭრის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელის აღძვრის უფლება აქვს პროკურორს რეკეტირის, ქურდული სამყაროს წევრის ან ადამიანით მოვაჭრის მიმართ სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 30 დღის ვადაში.

2. რეკეტული ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელი შესაძლებელია აღიძრას რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან რეკეტირთან დაკავშირებული პირის მიმართ.

3. ქურდული სამყაროს წევრის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელი შესაძლებელია აღიძრას ქურდული სამყაროს წევრის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან ქურდულ სამყაროს წევრთან დაკავშირებული პირის მიმართ.

4. ადამიანით მოვაჭრის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელი შესაძლებელია აღიძრას ადამიანით მოვაჭრის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან ადამიანით მოვაჭრესთან დაკავშირებული პირის მიმართ.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №211 - სსმ I, №18, 09.07.2004წ., მუხ.64

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2357 - სსმ I, №57, 29.12.2005წ., მუხ.441

საქართველოს 2006 წლის 7 დეკემბრის კანონი №3838 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.335

    მუხლი 3563. ქონების რეკეტულად ცნობა, ქურდული სამყაროს წევრის ან ადამიანით მოვაჭრის ქონების უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობა

1. მოსამართლე რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან რეკეტირთან დაკავშირებული პირის ქონებას ცნობს რეკეტულად, თუ საქმის წარმოების პროცესში, სათანადო მტკიცებულებათა შეფასების საფუძველზე გაირკვევა, რომ ქონება მიღებულია რეკეტიდან, იგი წარმოადგენს შემოსავალს რეკეტით მიღებული ქონებიდან, შეძენილია რეკეტით მიღებული შემოსავლით ან არ არსებობს რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, რეკეტირის ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან რეკეტირთან დაკავშირებული პირის ქონების მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება.

2. მოსარჩელე ვალდებულია წარუდგინოს სასამართლოს მტკიცებულებები მოპასუხის ქონების რეკეტულობის თაობაზე.

3. მოსამართლე ქურდული სამყაროს წევრის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან ქურდული სამყაროს წევრთან დაკავშირებული პირის ქონებას ცნობს უკანონოდ ან დაუსაბუთებლად, თუ არ არსებობს ქურდული სამყაროს წევრის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან ქურდული სამყაროს წევრთან დაკავშირებული პირის ქონების მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება.

4. მოპასუხე ვალდებულია წარუდგინოს სასამართლოს მტკიცებულებები თავისი ქონების დასაბუთებულობისა და კანონიერების შესახებ.

5. მოსამართლე ადამიანით მოვაჭრის, მისი ოჯახის წევრის ქონებას უკანონოდ ან დაუსაბუთებლად ცნობს, თუ არ არსებობს ადამიანით მოვაჭრის, მისი ოჯახის წევრის ქონების მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება.

6. მოპასუხე ვალდებულია, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები თავისი ქონების დასაბუთებულობისა და კანონიერების შესახებ.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №211 - სსმ I, №18, 09.07.2004წ., მუხ.64

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2357 - სსმ I, №57, 29.12.2005წ., მუხ.441

საქართველოს 2006 წლის 7 დეკემბრის კანონი №3838 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.335

    მუხლი 3564. ქონებაზე ყადაღის დადება

თუ არსებობს მონაცემები, რომ რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, მათი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან რეკეტირთან ან ქურდული სამყაროს წევრთან ან ადამიანით მოვაჭრესთან დაკავშირებული პირის მფლობელობაში არსებულ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ ანდა სხვაგვარად გაასხვისებენ, პროკურორი ვალდებულია, განცხადებით მიმართოს სასამართლოს ქონებაზე, მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე, ყადაღის დადების თაობაზე.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №211 - სსმ I, №18, 09.07.2004წ., მუხ.64

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2357 - სსმ I, №57, 29.12.2005წ., მუხ.441

საქართველოს 2006 წლის 7 დეკემბრის კანონი №3838 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.335

    მუხლი 3565. ქონების რეკეტულად, უკანონოდ ან დაუსაბუთებლად ცნობის იურიდიული შედეგები

1. თუ სასამართლომ ამ კოდექსის 3563 მუხლის შესაბამისად რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, ქურდული სამყაროს წევრის, მათი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის, ადამიანით მოვაჭრის ან მისი ოჯახის წევრის ან რეკეტირთან ან ქურდული სამყაროს წევრთან დაკავშირებული პირის ქონება რეკეტულად, უკანონოდ ან დაუსაბუთებლად ცნო, ასეთი ქონება მესამე პირის კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილების შემდეგ გადაეცემა მის კანონიერ მესაკუთრეს, ხოლო კანონიერი მესაკუთრის დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში – სახელმწიფოს.

2. თუ ქონების რეკეტულობა, უკანონობა ან დაუსაბუთებლობა ნაწილობრივ დასტურდება, კანონიერ მესაკუთრეს, ხოლო კანონიერი მესაკუთრის დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში – სახელმწიფოს გადაეცემა მოპასუხის ქონების ის ნაწილი, რომლის არარეკეტულობას, კანონიერებას ან დასაბუთებულობას მოპასუხე სასამართლო წესით ვერ დაადასტურებს.

3. თუ შეუძლებელია რეკეტული, უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონების პირვანდელი მდგომარეობით კანონიერი მესაკუთრის ან სახელმწიფოსათვის დაბრუნება, მოპასუხეს დაეკისრება ამ ქონების ეკვივალენტური ფულადი თანხის გადახდა.

4. სასამართლოს გადაწყვეტილება რეკეტული, უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონების კანონიერი მესაკუთრის ან სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №211 - სსმ I, №18, 09.07.2004წ., მუხ.64

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2357 - სსმ I, №57, 29.12.2005წ., მუხ.441

საქართველოს 2006 წლის 7 დეკემბრის კანონი №3838 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.335

    მუხლი 3566. დაუსწრებელი გადაწყვეტილება

1. რეკეტული, ქურდული სამყაროს წევრის ან ადამიანით მოვაჭრის ქონების ჩამორთმევის თაობაზე წარმოებული საქმეების განხილვისას, როდესაც გამოცხადდა რეკეტირის, ქურდული სამყაროს წევრის, მათი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის, ადამიანით მოვაჭრის ან მისი ოჯახის წევრის ან რეკეტირთან ან ქურდული სამყაროს წევრთან დაკავშირებული პირის ძებნა, არ გამოიყენება ამ კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.

2. მხარეს, რომელიც არ გამოცხადდა სასამართლოში, ეგზავნება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი მისი გამოტანიდან 5 დღის ვადაში.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოიყენება სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების (შეტყობინების) ამ კოდექსის VIII თავით დადგენილი წესი.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №211 - სსმ I, №18, 09.07.2004წ., მუხ.64

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2357 - სსმ I, №57, 29.12.2005წ., მუხ.441

საქართველოს 2006 წლის 7 დეკემბრის კანონი №3838 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.335

თავი XLIV. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 10 დეკემბრის კანონი №70 – სსმ I, №48(55), 16.12.1999წ., მუხ.245

    მუხლი 357. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 10 დეკემბრის კანონი №70 – სსმ I, №48(55), 16.12.1999წ., მუხ.245

    მუხლი 358. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 10 დეკემბრის კანონი №70 – სსმ I, №48(55), 16.12.1999წ., მუხ.245

    მუხლი 359. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 8 სექტემბრის კანონი №2365 – სსმ I, №43(50), 21.09.1999წ., მუხ.214

საქართველოს 1999 წლის 10 დეკემბრის კანონი №70 – სსმ I, №48(55), 16.12.1999წ., მუხ.245

    მუხლი 360. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1972 – სსმ I, №18(25), 01.06.1999წ., მუხ.71

საქართველოს 1999 წლის 10 დეკემბრის კანონი №70 – სსმ I, №48(55), 16.12.1999წ., მუხ.245

    მუხლი 361. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 10 დეკემბრის კანონი №70 – სსმ I, №48(55), 16.12.1999წ., მუხ.245

    მუხლი 362. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 10 დეკემბრის კანონი №70 – სსმ I, №48(55), 16.12.1999წ., მუხ.245

    მუხლი 363. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 10 დეკემბრის კანონი №70 – სსმ I, №48(55), 16.12.1999წ., მუხ.245

წიგნი მესამე

სასამართლო გადაწყვეტილებათა გასაჩივრება

კარი მერვე

აპელაცია

თავი XLV. აპელაციის დასაშვებობა

    მუხლი 364. სააპელაციო საჩივრის შეტანა

სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1956 – სსმ I, №15(22), 14.05.1999წ., მუხ.64

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1740 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.227

    მუხლი 365. სააპელაციო საჩივრის ღირებულება

სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

საქართველოს 2005 წლის 6 აპრილის კანონი №1232– სსმ I, №18, 27.04.2005წ., მუხ.109

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1740 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.227

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 366. დაუსწრებელი გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების დაუშვებლობა

1. დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ შეიძლება გაასაჩივროს სააპელაციო წესით იმ მხარემ, რომლის წინააღმდეგაც არის იგი გამოტანილი.

2. სააპელაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ ისეთი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც გამოტანილია განმეორებით დაუსწრებლობის შემდეგ, რის გამოც იგი აღარ შეიძლება გასაჩივრდეს ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. ასეთი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის შესაბამისი სამართლებრივი წანამძღვრები.

    მუხლი 367. სასამართლო, რომელშიც შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა

წერილობითი ფორმით შედგენილი საპელაციო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც გამოიტანა სააპელაციო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2398 – სსმ I, №43(50), 21.09.1999წ., მუხ.227

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000წ., მუხ.71

    მუხლი 368. სააპელაციო საჩივრის შინაარსი

1. სააპელაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს:

ა) იმ სასამართლოს დასახელებას, რომლის სახელზედაც არის შედგენილი საჩივარი;

ბ) იმ პირის დასახელებასა და მისამართს, რომელსაც შეაქვს საჩივარი;

გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებასა და მითითებას ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოზე;

დ) მითითებას იმის თაობაზე, თუ გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული;

ე) მითითებას, თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვს სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი;

ვ) მითითებას გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს, და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს;

ზ) სააპელაციო საჩივარზე დართული წერილობითი მასალების ნუსხას.

2. სააპელაციო საჩივარი, აგრეთვე დამატებით შემოსული მასალები სასამართლოს წარედგინება იმდენი ასლის დართვით, რამდენი მონაწილეც არის საქმეში.

3. სააპელაციო საჩივარს ხელს აწერს მისი შემტანი პირი ან წარმომადგენელი.

4. თუ უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი საქმეში არ არის, წარმომადგენლის მიერ შეტანილ სააპელაციო საჩივარს უნდა დაერთოს სააპელაციო საჩივრის შეტანაზე მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა.

5. თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000წ., მუხ.71

    მუხლი 369. სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა

1. სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.

2. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2398 – სსმ I, №43(50), 21.09.1999წ., მუხ.227

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000წ., მუხ.71

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №929 - სსმ I, №41, 30.12.2004წ., მუხ.207

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 370. სააპელაციო გასაჩივრებაზე უარის თქმა

თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარე სასამართლოს ან მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი ფორმით განუცხადებს უარს სააპელაციო გასაჩივრებაზე, სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება.

    მუხლი 371. საქმის გადაგზავნა სააპელაციო სასამართლოში

სააპელაციო საჩივრის შესვლის შემდეგ პირველი ინსტანციის სასამართლო დაუყოვნებლივ გადაუგზავნის სააპელაციო სასამართლოს მთლიანად საქმეს, აგრეთვე დამატებით შემოსულ ყველა მასალას.

თავი XLVI. საქმის წარმოება სააპელაციო სასამართლოში

    მუხლი 372. ზოგადი დებულებანი

საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

    მუხლი 373. საქმის მომზადება სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად

1. საქმეს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად ამზადებს სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე (მომხსენებელი მოსამართლე), რომელიც ამოწმებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას და გამოაქვს შესაბამისი განჩინება, გადაუგზავნის მოწინააღმდეგე მხარეს სააპელაციო საჩივრისა და თანდართული საბუთების ასლებს და დაუნიშნავს მას ვადას წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად, რომელიც უნდა შეიცავდეს პასუხს შემდეგ კითხვებზე: ეთანხმება თუ არა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს; თუ არ ეთანხმება რა გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი; ხომ არ აპირებს შეგებებული სააპელაციო საჩივრის შემოტანას, ახალი ფაქტებისა და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენას და თუ აპირებს, რა მიზეზით არ წარმოადგინა ისინი პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას. ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს სააპელაციო სასამართლო მიიღებს ამ კოდექსის 380-ე და 382-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

2. მომხსენებელ მოსამართლეს შეუძლია შეასრულოს კანონით გათვალისწინებული სხვა საპროცესო მოქმედებები, რომლებიც უზრუნველყოფს საქმის სწრაფად და სწორად განხილვას. მას შეუძლია აგრეთვე დანიშნოს მოსამზადებელი სხდომა ამ კოდექსის 205-ე მუხლის შესაბამისად. სააპელაციო მოსამართლე იღებს ზომებს საქმის მორიგებით დამთავრების მიზნით.

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1740 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.227

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 374. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

1. სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

2. ეს განჩინებები შეიძლება მიღებულ იქნეს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე.

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000წ., მუხ.71

    მუხლი 375. სააპელაციო საჩივრის მიღების შედეგი

1. თუ არსებობს სააპელაციო საჩივრის ყველა წინაპირობა და იგი მიღებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა შეჩერდება იმ ნაწილში, რომელიც გასაჩივრებულია.

2. თუ გასაჩივრებულია გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია დროებით შეაჩეროს აღსრულება და გააუქმოს აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. განჩინება ამის თაობაზე შეიძლება გამოტანილ იქნეს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია აღსრულების შეჩერება, აღსრულების ღონისძიებების გაუქმება, აგრეთვე აღსრულების გაგრძელება უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტიების გამოყენებით.

    მუხლი 376. საქმის განხილვის დანიშვნა

სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ განჩინებით სასამართლო განსაზღვრავს საქმის ზეპირი განხილვის დროს, რის შესახებაც მხარეებს ატყობინებს ამ განჩინების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში. სააპელაციო სასამართლო იღებს კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას, რათა სააპელაციო საჩივარი განხილულ იქნეს დადგენილ ვადაში.

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000წ., მუხ.71

    მუხლი 377. გადაწყვეტილების შემოწმების ფარგლები

1. სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.

2. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

3. სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.

4. სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, ექვემდებარება თუ არა საქმე სასამართლოს უწყებრივად და აქვს თუ არა მას მოცემულ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით საერთაშორისო კომპეტენცია.

5. პირველი ინსტანციის სასამართლოს განსჯადობას სააპელაციო სასამართლო შეამოწმებს მხოლოდ მოპასუხის მოთხოვნით. ასეთი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იგი საქმის პირველ ინსტანციაში განხილვისას იყო წამოყენებული მოპასუხის მიერ, ან თუ არსებობს საპატიო მიზეზი, რის გამოც ასეთი მოთხოვნა ვერ იქნა წინა ინსტანციაში წამოყენებული.

    მუხლი 378. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა

1. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე . საქმის ზეპირი განხილვისას სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია მოწინააღმდეგე მხარის თანხმობით.

2. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს განჩინება სასამართლო ხარჯების შესახებ.

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000წ., მუხ.71

    მუხლი 379. შეგებებული სააპელაციო საჩივარი

მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, განცხადებული აქვს თუ არა უარი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ან მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ განიხილება.

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1740 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.227

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 380. ახალი ფაქტები და მტკიცებულებები

1. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები.

2. ახალი ფაქტები და ახალი მტკიცებულებები, რომლებიც მხარეს შეეძლო წარმოედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ მიიღოს, როგორც დაგვიანებით წარმოდგენილი, თუ მათი განხილვა ხელს შეუშლის სააპელაციო სასამართლოში საქმის დროულად განხილვას და მხარემ ეს მასალები პირველი ინსტანციის სასამართლოს არასაპატიო მიზეზით არ წარუდგინა.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 381. დავის საგნის შეცვლა და გადიდება

დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების განსაზღვრა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 382. მტკიცებულებათა გამოკვლევა

1. სააპელაციო სასამართლო მიიღებს ახლად წარმოდგენილ მტკიცებულებებს, თუ მათ მნიშვნელობა აქვთ საქმისათვის, 380-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

2. სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ.

    მუხლი 383. საქმის ზეპირი განხილვა

1. საქმის ზეპირი განხილვა იწყება სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი წევრის მოხსენებით.

2. მომხსენებელი წარმოადგენს საქმის გარემოებებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძვლებს, რის შემდეგაც მხარეებს ეძლევა სიტყვა შუამდგომლობების დასაყენებლად და დასასაბუთებლად და იწყება მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენა.

3. საქმის განხილვას უშუალოდ უნდა მოჰყვეს მტკიცებულებათა გამოკვლევა.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

თავი XLVII. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება

    მუხლი 384. გადაწყვეტილების შეცვლის ფარგლები

სააპელაციო ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ.

    მუხლი 385. გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის უკან დაბრუნება ხელახლა განსახილველად

1. სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ:

ა) ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს;

ბ) გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილებით არასწორად ეთქვა უარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების თაობაზე შეტანილი საჩივრის დაშვებაზე;

გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ სარჩელის დასაშვებობას;

დ) გასაჩივრებული გადაწყვეტილება არასწორად გამოტანილი განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებაა.

2. სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

    მუხლი 386. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება

თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

    მუხლი 387. მხარეთა გამოუცხადებლობის შედეგები

1. თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

2. თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას.

3. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

    მუხლი 388. საქმის უკან გადაგზავნა

სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების (განჩინების) ძალაში შესვლის შემდეგ საქმე ახლად შემოსულ მასალასა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან (განჩინებასთან) გადაეგზავნება პირველი ინსტანციის სასამართლოს.

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2398 – სსმ I, №43(50), 21.09.1999წ., მუხ.227

    მუხლი 389. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსი

1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში უნდა მიეთითოს:

ა) გადაწყვეტილების გამოტანის დრო და ადგილი;

ბ) სასამართლოს დასახელება და შემადგენლობა;

გ) სააპელაციო საჩივრის შემომტანი პირის დასახელება;

დ) გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს:

ა) სააპელაციო საჩივრის შემომტანი პირის მოთხოვნას;

ბ) საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით;

გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთებას. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს ცალკეულ შეფასებას საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მასზე მითითებით.

3. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სააპელაციო საჩივრის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების, აგრეთვე გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადისა და წესის თაობაზე.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4209 - სსმ I, №4, 12.01.2007წ., მუხ.51

    მუხლი 390. სააპელაციო სასამართლოს განჩინების შინაარსი

1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით.

2. სააპელაციო სასამართლოს განჩინების შესავალ ნაწილში უნდა მიეთითოს:

ა) განჩინების გამოტანის დრო და ადგილი;

ბ) სასამართლოს დასახელება და შემადგენლობა;

გ) სააპელაციო საჩივრის ან კერძო საჩივრის (საჩივრის) შემომტანი პირის დასახელება;

დ) გასაჩივრებული გადაწყვეტილება (განჩინება).

3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს:

ა) სააპელაციო საჩივრის ან კერძო საჩივრის (საჩივრის) შემომტანი პირის მოთხოვნას;

ბ) საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას;

გ) მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

4. განჩინების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სააპელაციო საჩივრის ან კერძო საჩივრის (საჩივრის) მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ, მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების, აგრეთვე განჩინების გასაჩივრების ვადისა და წესის თაობაზე.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4209 - სსმ I, №4, 12.01.2007წ., მუხ.51

კარი მეცხრე

კასაცია

თავი XLVIII. კასაციის დასაშვებობა

    მუხლი 391. საკასაციო საჩივრის შეტანა და საჩივრის საგნის ღირებულება

1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.

2. საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს.

3. საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. თუ ამ ღირებულების ოდენობა ეჭვს იწვევს, საკასაციო საჩივრის შემტანმა პირმა ეს ღირებულება სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს.

4. არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე.

5. საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

6. სამოქალაქო საქმეებზე საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების და განხილვის ვადაა 6 თვე.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1956 – სსმ I, №15(22), 14.05.1999წ., მუხ.64

საქართველოს 2005 წლის 6 აპრილის კანონი №1232– სსმ I, №18, 27.04.2005წ., მუხ.109

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1740 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.227

     მუხლი 3911. საქმის გადაცემა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისთვის

1. საქმის საკასაციო წესით განმხილველ სასამართლოს შეუძლია მოტივირებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, თუ:

ა) საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას;

ბ) საკასაციო პალატა არ იზიარებს სხვა საკასაციო პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას);

გ) საკასაციო პალატა არ იზიარებს დიდი პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას).

2. დიდ პალატაში საქმე საკასაციო წესით განიხილება ამ კოდექსისა და „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 392. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების დაუშვებლობა

1. დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ შეიძლება საკასაციო წესით გაასაჩივროს იმ მხარემ, რომლის წინააღმდეგაც არის იგი გამოტანილი.

2. საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ ისეთი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც გამოტანილია განმეორებით დაუსწრებლობის შემდეგ, რის გამოც იგი აღარ შეიძლება გასაჩივრდეს ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება კასაციის წესით გასაჩივრდეს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა სათანადო სამართლებრივი წანამძღვრები.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1956 – სსმ I, №15(22), 14.05.1999წ., მუხ.64

    მუხლი 393. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

1. საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი.

2. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ:

ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა;

ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა;

გ) არასწორად განმარტა კანონი.

3. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

    მუხლი 394. გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები

გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ:

ა) საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ;

ბ) სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით ან მისი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე, თუ ასეთი წარმომადგენლობა კანონით იყო გათვალისწინებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი კანონიერი წარმომადგენელი ცნობს სასამართლო პროცესის წარმართვის მართლზომიერებას;

გ) გადაწყვეტილება გამოტანილია საქმეზე, რომელიც სასამართლოს უწყებრივად არ ექვემდებარება;

დ) გადაწყვეტილება მიღებულია საქმის ზეპირი განხილვის საფუძველზე, რომლის დროსაც დარღვეულია პროცესის საჯაროობის წესები;

ე) გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული;

1) გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია;

ვ) გადაწყვეტილებას ხელს არ აწერენ ის მოსამართლეები, რომლებიც გადაწყვეტილებაში არიან აღნიშნულნი;

ზ) გადაწყვეტილება გამოტანილია იმ მოსამართლეების მიერ, რომლებიც ამ საქმის განხილვაში ადრე მონაწილეობდნენ;

თ) საქმეში არ არის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 395. საკასაციო საჩივრის შეტანა

საკასაციო საჩივარი შეიტანება წერილობითი ფორმით იმ სასამართლოში, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1972 – სსმ I, №18(25), 01.06.1999წ., მუხ.71

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2398 – სსმ I, №43(50), 21.09.1999წ., მუხ.227

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000წ., მუხ.71

    მუხლი 396. საკასაციო საჩივრის შინაარსი

1. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს:

ა) იმ სასამართლოს დასახელებას, რომლის სახელზედაც შედგენილია საჩივარი;

ბ) იმ პირის დასახელებასა და მისამართს, რომელსაც შეაქვს საჩივარი;

გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებასა და მითითებას ამ გადაწყვეტილების დამდგენ სასამართლოზე;

დ) მითითებას იმის თაობაზე, თუ გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული;

ე) მითითებას, თუ რა მოცულობით საჩივრდება გადაწყვეტილება, გასაჩივრების საფუძვლებს (კასაციის მიზეზები) და განმარტებას იმის თაობაზე, მოითხოვს თუ არა მომჩივანი გადაწყვეტილების გაუქმებასა თუ შეცვლას (კასაციის განაცხადი);

ვ) მითითებას იმ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევას, თუ საკასაციო საჩივარი საპროცესო ნორმების დარღვევას ემყარება;

ზ) საკასაციო საჩივარზე დართულ წერილობითი მასალების ნუსხას;

თ) საკასაციო საჩივრის შემტანი პირის ხელმოწერას.

2. წარმომადგენლის მიერ შეტანილ საკასაციო საჩივარს უნდა დაერთოს მინდობილობა, რომელიც ადასტურებს წარმომადგენლის უფლებამოსილებას საკასაციო საჩივრის შეტანაზე, თუ ასეთი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი არ არის საქმეში.

3. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000წ., მუხ.71

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1740 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.227

    მუხლი 397. საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა

1. საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

2. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება საკასაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2398 – სსმ I, №43(50), 21.09.1999წ., მუხ.227

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000წ., მუხ.71

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №929 - სსმ I, №41, 30.12.2004წ., მუხ.207

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1740 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.227

    მუხლი 398. საქმის გადაგზავნა საკასაციო სასამართლოში

საკასაციო საჩივრის შემოსვლის შემდეგ სააპელაციო სასამართლო დაუყოვნებლივ გადაუგზავნის საკასაციო სასამართლოს საკასაციო საჩივარს და მთლიანად საქმეს.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1972 – სსმ I, №18(25), 01.06.1999წ., მუხ.71

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1740 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.227

თავი XLIX. საქმის წარმოება საკასაციო სასამართლოში

    მუხლი 399. ზოგადი დებულებანი

საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.

     მუხლი 400. საკასაციო საჩივრის გადაგზავნა მეორე მხარისთვის, პასუხი საკასაციო საჩივარზე

განსახილველად მიღების შემდეგ საკასაციო საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები უნდა გადაეგზავნოს მეორე მხარეს, რომელსაც საკასაციო სასამართლო დაუნიშნავს ვადას საჩივარზე წერილობითი პასუხის გასაცემად.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 401. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

1. საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საკითხებს მომხსენებელი მოსამართლე წყვეტს ზეპირი განხილვის გარეშე.

3. ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა. კოლეგია უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი განხილვის გარეშე.

4. თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000წ., მუხ.71

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1740 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.227

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 402. საკასაციო საჩივრის მიღების შედეგი

1. თუ არსებობს საკასაციო საჩივრის ყველა წინაპირობა და იგი მიღებულია საკასაციო სასამართლოს მიერ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა შეჩერდება იმ ნაწილში, რომელიც გასაჩივრებულია.

2. თუ გასაჩივრებულია გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, საკასაციო სასამართლოს შეუძლია დროებით შეაჩეროს აღსრულება და გააუქმოს აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები.

3. განჩინება ამის თაობაზე შეიძლება გამოტანილ იქნეს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტიებით.

    მუხლი 403. საქმის განხილვის დანიშვნა

საკასაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ განჩინებით სასამართლო განსაზღვრავს საქმის ზეპირი განხილვის დროს, რის შესახებაც მხარეებს ატყობინებს ამ განჩინების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში.

2. სასამართლომ უნდა აცნობოს მხარეებს დიდ პალატაში საქმის გადაცემისა და მისი განხილვის თარიღის შესახებ.

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000წ., მუხ.71

საქართველოს 2001 წლის 8 ივნისის კანონი №918 – სსმ I, №18, 28.06.2001წ., მუხ.56

    მუხლი 404. გადაწყვეტილების შემოწმების ფარგლები

1. საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

2. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.

 3. საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, ექვემდებარება თუ არა საქმე სასამართლოს უწყებრივად და აქვს თუ არა მას მოცემულ კონკრეტულ საქმეზე საერთაშორისო კომპეტენცია. პირველი ინსტანციის სასამართლოს ტერიტორიულ და საგნობრივ განსჯადობას საკასაციო სასამართლო შეამოწმებს მხოლოდ მოპასუხის მოთხოვნით. ასეთი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იგი საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას იყო წამოყენებული მოპასუხის მიერ, ან თუ არსებობს საპატიო მიზეზი, რის გამოც ასეთი მოთხოვნა ვერ იქნა წამოყენებული სააპელაციო სასამართლოში.

    მუხლი 405. შეგებებული საკასაციო საჩივარი

მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია საკასაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის განმავლობაში წარადგინოს შეგებებული საკასაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ნათქვამი უარი საკასაციო საჩივრის შეტანაზე.

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1740 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.227

    მუხლი 406. დავის საგნის შეცვლა და გადიდება

დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების განსაზღვრა საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია.

    მუხლი 407. შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი

1. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ან სხდომის ოქმში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში მიღებულ იქნეს ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები.

2. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1972 – სსმ I, №18(25), 01.06.1999წ., მუხ.71

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1740 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.227

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 408. საქმის ზეპირი განხილვა

1. საქმის ზეპირი განხილვა იწყება საკასაციო სასამართლოს ერთ-ერთი წევრის მოხსენებით.

2. მომხსენებელი სასამართლოს მოახსენებს საქმის ვითარებას, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძვლებს. ამის შემდეგ მხარეებს ეძლევათ სიტყვა განცხადებების გაკეთებისა და დასაბუთების მიზნით.

3. საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

თავი L. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება

    მუხლი 409. გადაწყვეტილების შეცვლის ფარგლები

საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1972 – სსმ I, №18(25), 01.06.1999წ., მუხ.71

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1740 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.227

    მუხლი 410. უარი საკასაციო საჩივარზე

საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1972 – სსმ I, №18(25), 01.06.1999წ., მუხ.71

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1740 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.227

    მუხლი 411. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება

საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1972 – სსმ I, №18(25), 01.06.1999წ., მუხ.71

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1740 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.227

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 412. სააპელაციო სასამართლოში საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად

1. საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ:

ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა;

ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1972 – სსმ I, №18(25), 01.06.1999წ., მუხ.71

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1740 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.227

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 413. საქმის უკან დაბრუნება

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის შემდეგ საქმე საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლთან ერთად უკან უნდა დაუბრუნდეს საქმის განმხილველ სასამართლოს.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1972 – სსმ I, №18(25), 01.06.1999წ., მუხ.71

კარი მეათე

კერძო საჩივარი

თავი LI. კერძო საჩივრის დასაშვებობა და განხილვის წესი

    მუხლი 414. კერძო საჩივრის შეტანა

1. კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებსაც, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება.

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2398 – სსმ I, №43(50), 21.09.1999წ., მუხ.227

    მუხლი 415. კერძო საჩივრის ფორმა

კერძო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება.

    მუხლი 416. კერძო საჩივრის შეტანის ვადა

1. კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

2. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

     მუხლი 417. კერძო საჩივრისა და საქმის მასალების გადაგზავნა ზემდგომ სასამართლოში

კერძო საჩივარი საქმესთან ერთად გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1972 – სსმ I, №18(25), 01.06.1999წ., მუხ.71

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2398 – სსმ I, №43(50), 21.09.1999წ., მუხ.227

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2130 - სსმ I, №53, 19.12.2005წ., მუხ.350

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 418. კერძო საჩივრის შეტანის შედეგი

1. კერძო საჩივრის შეტანა არ შეაჩერებს იმ საპროცესო მოქმედების შესრულებას, რომელიც სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით იყო გათვალისწინებული.

2. სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ასეთი საპროცესო მოქმედების შესრულება. გასაჩივრებული განჩინებით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების შესრულების შეჩერება შეუძლია პირველი ინსტანციის სასამართლოს ან სააპელაციო სასამართლოს, თუ კერძო საჩივარი მას გადაეგზავნა.

    მუხლი 419. გადაწყვეტილება კერძო საჩივრის თაობაზე

1. კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს.

2. განჩინება მიიღება საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს კერძო საჩივრის ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას.

3. ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1972 – სსმ I, №18(25), 01.06.1999წ., მუხ.71

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2398 – სსმ I, №43(50), 21.09.1999წ., მუხ.227

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2130 - სსმ I, №53, 19.12.2005წ., მუხ.350

    მუხლი 420. კერძო საჩივრის განხილვის წესი

კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1972 – სსმ I, №18(25), 01.06.1999წ., მუხ.71

კარი მეთერთმეტე

საქმის წარმოების განახლება

თავი LII. განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ და მისი განხილვის წესი

    მუხლი 421. საქმის წარმოების განახლების სახეები

1. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

2. თუ სასამართლოში შემოსულია განცხადებები როგორც ერთი და იმავე, ასევე ორივე მხარის მიერ ერთდროულად გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, სასამართლომ უნდა შეაჩეროს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების შესახებ განცხადების განხილვა, ვიდრე არ იქნება განხილული განცხადება გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის შესახებ.

    მუხლი 422. განცხადება გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის შესახებ

1. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ:

ა) გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში;

ბ) ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე;

გ) პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.

2. განცხადება აღნიშნული საფუძვლებით გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ დაუშვებელია, თუ მხარეს შეეძლო ამ საფუძვლების წამოყენება საქმის განხილვისას, შესაბამისად პირველი ინსტანციის, სააპელაციო თუ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 423. განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ

1. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ:

ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია;

ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება;

გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება;

დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა;

ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ;

ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

2. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით, სისხლის სამართლის საქმეზე თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილის - ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

    მუხლი 424. განსჯადობა

1. განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.

2. თუ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ეხება ერთსა და იმავე საქმეზე რამდენიმე სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილებას (განჩინებას), მაშინ იგი შეტანილ უნდა იქნეს მათ შორის ყველაზე ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000წ., მუხ.71

    მუხლი 425. განცხადების შეტანის წესი

გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი.

    მუხლი 426. განცხადების შეტანის ვადა

1. განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.

2. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.

3. თუ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადება ემყარება 422‑ე მუხლის პირველი ნაწილის ბ” ქვეპუნქტს, განცხადების შეტანის ვადა იწყება იმ დღეს, როცა მხარეს ან, თუ იგი ქმედუუნაროა, მის კანონიერ წარმომადგენელს ეცნობა გადაწყვეტილება.

4. გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ.

    მუხლი 427. გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ განცხადების შინაარსი

1. განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას;

ბ) მითითებას იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის განახლება;

გ) მითითებას იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა, და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე;

დ) მითითებას განსჯადობის წესების დაცვის თაობაზე;

ე) მითითებას იმის შესახებ, თუ რა ზომით და რა ფარგლებში მოითხოვს განმცხადებელი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სხვა გადაწყვეტილებით მის შეცვლას.

2. თუ განცხადება არ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხადება აღარ დაიშვება.

    მუხლი 428. მოსამართლის ჩამოცილება განცხადების განხილვისაგან

გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა თუ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ განცხადების განხილვაში დაუშვებელია იმ მოსამართლის მონაწილეობა, რომელსაც კანონის მიხედვით არ უნდა მიეღო მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში (422-ე მუხლის პირველი ნაწილის ქვეპუნქტი), ან რომლის დანაშაულებრივი ქმედების გამო აღიძვრის საქმე განახლების შესახებ (423-ე მუხლის პირველი ნაწილის ქვეპუნქტი).

    მუხლი 429. განცხადების დასაშვებობის შემოწმება

სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს , რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2398 – სსმ I, №43(50), 21.09.1999წ., მუხ.227

    მუხლი 430. განცხადების განხილვა

1. თუ განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ დასაშვებია, მაშინ სასამართლომ უნდა განსაზღვროს დრო საქმის ზეპირი განხილვისათვის.

2. თუ საქმის ზეპირი განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო თავისი განჩინებით უარს იტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე , რაც შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სასამართლოში.

3. თუ გამოირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია, მაშინ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სასამართლო გააუქმებს თავისი განჩინებით.

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2398 – სსმ I, №43(50), 21.09.1999წ., მუხ.227

    მუხლი 431. საქმის განხილვა

გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საქმე, რომელზედაც ეს გადაწყვეტილება იყო გამოტანილი, თავიდან უნდა იქნეს განხილული საქმეთა განხილვის შესახებ ამ კოდექსით დადგენილი წესით.

    მუხლი 432. გადაწყვეტილების აღსრულება

საქმის განახლების შესახებ განცხადება ვერ შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას. სასამართლოს შეუძლია თავისი განჩინებით დროებით შეაჩეროს გადაწყვეტილების აღსრულება. გადაწყვეტილების იძულებით სისრულეში მოყვანა იმაზე იქნება დამოკიდებული, იძლევა თუ არა საქმის წარმოების მომთხოვნი პირი შესაბამის გარანტიებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 433. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამოქმედება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ამოქმედდეს 1999 წლის 15 მაისიდან, როდესაც საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად დამთავრდება საერთო სასამართლოების სისტემის ჩამოყალიბება და დაინიშნებიან ამ სისტემის მოსამართლეები.

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1261 – პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998წ., გვ.32

საქართველოს 1998 წლის 17 ივლისის კანონი №1529 – პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998წ., გვ.15

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1773 – სსმ I, №1(8), 14.01.1999წ., მუხ.10

    მუხლი 434. ძალადაკარგული ნორმატიული აქტების ნუსხა

1999 წლის 15 მაისიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

საქართველოს სსრ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დამტკიცების შესახებ საქართველოს სსრ 1964 წლის 26 დეკემბრის კანონი (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1964წ., №36., მუხ.663), აგრეთვე ამ კანონით დამტკიცებული საქართველოს სსრ სამოქალაქო საპროცესო სამართლის კოდექსი.

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1261 – პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998წ., გვ.32

საქართველოს 1998 წლის 17 ივლისის კანონი №1529 – პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998წ., გვ.15

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1773 – სსმ I, №1(8), 14.01.1999წ., მუხ.10

    მუხლი 435. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოქმედება დროში

სამოქალაქო საქმეების წარმოება სასამართლოში ხორციელდება სამოქალაქო საპროცესო კანონებით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების დროს.

    მუხლი 436. 1999 წლის 15 მაისამდე სასამართლოებში მიღებული, ჯერ კიდევ დაუმთავრებელი საქმეების განხილვა

1. სამოქალაქო საქმეები, რომლებიც მიღებულია სასამართლოებში 1999 წლის 15 მაისამდე, მაგრამ რომელთა განხილვაც არ არის დამთავრებული ამ დროისათვის, უნდა განიხილონ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესების შესაბამისად იმ სასამართლოებმა, რომელთა წარმოებაშიც იყო ეს საქმეები.

2. საქართველოს საერთო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებზე 1999 წლის 15 მაისამდე წარდგენილ საზედამხედველო საჩივრებს, რომლებზედაც საზედამხედველო წარმოება დამთავრებული არ არის, განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა.

3. საქართველოს საერთო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებზე 1999 წლის 15 მაისამდე შეტანილ საზედამხედველო პროტესტებს, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის შუამდგომლობებს განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა.

4. სამოქალაქო საქმეებზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 1999 წლის 15 მაისამდე გამოტანილი გადაწყვეტილებები, რომლებიც არ შესულა კანონიერ ძალაში, შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის წესით განხილულ სამოქალაქო საქმეებზე 1999 წლის 15 მაისის შემდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებები კანონით დადგენილ ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო სასამართლოში.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში მითითებულ საქმეებს განიხილავს 408-ე მუხლით დადგენილი წესით, კოლეგიურად – სამი მოსამართლის მონაწილეობით. იმ საქმეებზე შეტანილი საჩივრები, რომლებიც განსაკუთრებით რთულია, ასევე განხილულია უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და პრეზიდიუმის მიერ, განიხილება პალატის იმ წევრთა სრული შემადგენლობით, რომლებსაც მონაწილეობა არ მიუღიათ საქმის განხილვაში. ეს წესი არ ვრცელდება უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატაში საქმეების განხილვაში მონაწილეთა მიმართ.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას ზედამხედველობის წესით საქმეთა განხილვისას შეუძლია საქმე არ გადასცეს ხელახლა განსახილველად და მიიღოს გადაწყვეტილება 411-ე მუხლის შესაბამისად. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1261 – პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998წ., გვ.32

საქართველოს 1998 წლის 17 ივლისის კანონი №1529 – პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998წ., გვ.15

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1773 – სსმ I, №1(8), 14.01.1999წ., მუხ.10

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1956 – სსმ I, №15(22), 14.05.1999წ., მუხ.64

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1972 – სსმ I, №18(25), 01.06.1999წ., მუხ.71

საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2314 – სსმ I, №36(43), 29.07.1999წ., მუხ.176

    მუხლი 437. (ამოღებულია)

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1261 – პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998წ., გვ.32

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1956 – სსმ I, №15(22), 14.05.1999წ., მუხ.64

    მუხლი 438. (ამოღებულია)

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1261 – პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998წ., გვ.32

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1494 – პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998წ., გვ.32

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1956 – სსმ I, №15(22), 14.05.1999წ., მუხ.64

    მუხლი 439. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოთა განსჯადობა

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა დარღვეული და სადავო უფლებების, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ინტერესების დაცვას ახორციელებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოები მათი სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავის მოთხოვნათა დაცვით, თუ მოპასუხეც იძულებით გადაადგილებული პირია.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1519 – პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998წ., გვ.39

    მუხლი 440. წარმომადგენლის საქმიანობის შეზღუდვა სამოქალაქო პროცესში

პირებს, რომლებსაც არ გაუვლიათ ადვოკატთა ტესტირება და არ არიან გაწევრიანებული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალებათ წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლებისა – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე.

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №978 – სსმ I, №22, 06.07.2001წ., მუხ.84

საქართველოს 2003 წლის 2 ივნისის კანონი №2310 – სსმ I, №13, 02.06.2003წ., მუხ.88

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

     მუხლი 441

„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებამდე სასამართლოებმა შეაჩერონ მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის საცხოვრებელ სადგომთან დაკავშირებული დავების განხილვა, აგრეთვე შეჩერდეს სააღსრულებო მოქმედებები და საცხოვრებელ სადგომზე მესაკუთრესა და მოსარგებლეს შეუნარჩუნდეთ შესაბამისი უფლება-მოვალეობანი.

საქართველოს 2004 წლის 18 მაისის კანონი №55 - სსმ I, №13, 02.06.2004წ., მუხ.44

    მუხლი 442. სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილების განხორციელება, წარმოებაში მიღებული საქმეების გადაცემა და საკასაციო საჩივრების განხილვა

1. ამ კოდექსით გათვალისწინებულ სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილებას 2005 წლის 1 ნოემბრამდე ახორციელებენ საოლქო და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები.

2. საოლქო სასამართლოსა და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს მიერ 2005 წლის 15 ივლისამდე წარმოებაში მიღებული საქმეები, რომელთა განხილვა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს უფლებამოსილებას განეკუთვნება, გადაეცემა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.

3. 2005 წლის 1 ნოემბრამდე დარეგისტრირებული საკასაციო საჩივრების განხილვაზე არ ვრცელდება ამ კოდექსის 391-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილების მოქმედება.

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1740 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.227

    მუხლი 443. სააპელაციო საჩივრის განხილვა ერთპიროვნულად

1. 2008 წლის 1 იანვრამდე შეტანილი სააპელაციო საჩივარი ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრულ საქმეებზე, ქონებრივ-სამართლებრივ დავაზე, რომლის ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, ასევე შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავები შეიძლება ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საქმეებზე დაწყებულ სააპელაციო წარმოებას ერთპიროვნულად აგრძელებს სააპელაციო (საოლქო) სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის ის მოსამართლე, რომელიც გამწესებულ იქნა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2130 - სსმ I, №53, 19.12.2005წ., მუხ.350

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3388 - სსმ I, №26, 14.07.2006წ., მუხ.210

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4209 - სსმ I, №4, 12.01.2007წ., მუხ.51

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 14 ნოემბერი.

1106 Iს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1261 – პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998წ., გვ.32

2. საქართველოს 1998 წლის 29 აპრილის კანონი №1365 – პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998წ., გვ.41

3. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1494 – პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998წ., გვ.32

4. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1519 – პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998წ., გვ.39

5. საქართველოს 1998 წლის 17 ივლისის კანონი №1529 – პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998წ., გვ.15

6. საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1773 – სსმ I, №1(8), 14.01.1999წ., მუხ.10

7. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1956 – სსმ I, №15(22), 14.05.1999წ., მუხ.64

8. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1972 – სსმ I, №18(25), 01.06.1999წ., მუხ.71

9. საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2078 – სსმ I, №24(31), 26.07.1999წ., მუხ.112

10. საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2314 – სსმ I, №36(43), 29.07.1999წ., მუხ.176

  11. საქართველოს 1999 წლის 8 სექტემბრის კანონი №2365 – სსმ I, №43(50), 21.09.1999წ., მუხ.214

12. საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2398 – სსმ I, №43(50), 21.09.1999წ., მუხ.227

13. საქართველოს 1999 წლის 10 დეკემბრის კანონი №70 – სსმ I, №48(55), 16.12.1999წ., მუხ.245

14. საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000წ., მუხ.71

15. საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №638 – სსმ I, №48, 16.12.2000წ., მუხ.138

16. საქართველოს 2001 წლის 8 ივნისის კანონი №918 – სსმ I, №18, 28.06.2001წ., მუხ.56

17. საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №978 – სსმ I, №22, 06.07.2001წ., მუხ.84

18. საქართველოს 2002 წლის 7 მაისის კანონი №1395 – სსმ I, №13, 28.05.2002წ., მუხ.50

19. საქართველოს 2003 წლის 23 აპრილის კანონი №2105 – სსმ I, №12, 21.05.2003წ., მუხ.63

20. საქართველოს 2003 წლის 2 ივნისის კანონი №2310 – სსმ I, №13, 02.06.2003წ., მუხ.88

21. საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2450 – სსმ I, №20, 11.07.2003წ., მუხ.139

22. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2004 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება №1/1/186 - სსმ IV, №9, 20.02.2004წ., გვ.2

23. საქართველოს 2004 წლის 18 მაისის კანონი №55 - სსმ I, №13, 02.06.2004წ., მუხ.44

24. საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №177 - სსმ I, №19, 15.07.2004წ., მუხ.78

25. საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №211 - სსმ I, №18, 09.07.2004წ., მუხ.64

26. საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №223 - სსმ I, №19, 15.07.2004წ., მუხ.82

27. საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №597 - სსმ I, №37, 16.12.2004წ., მუხ.173

28. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №929 - სსმ I, №41, 30.12.2004წ., მუხ.207

29. საქართველოს 2005 წლის 6 აპრილის კანონი №1232– სსმ I, №18, 27.04.2005წ., მუხ.109

30. საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი № 1349 - სსმ I, №19, 28.04.2005წ., მუხ.121

31. საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1740 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.227

32. საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1816 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.243

33. საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1827 - სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.256

34. საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2130 - სსმ I, №53, 19.12.2005წ., მუხ.350

35. საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2270 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.372

36. საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2357 - სსმ I, №57, 29.12.2005წ., მუხ.441

37. საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2360 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.376

38. საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3388 - სსმ I, №26, 14.07.2006წ., მუხ.210

39. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

40. საქართველოს 2006 წლის 7 დეკემბრის კანონი №3838 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.335

41. საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს პირველი კოლეგიის 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/3/393,397 - სსმ IV, №42, 20.12.2006წ., გვ.1

42. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4209 - სსმ I, №4, 12.01.2007წ., მუხ.51

43. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4287 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.446

44. საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5124 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.258

167. 07/06/2024 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 3/2/1400 - ვებგვერდი, 11/06/2024 166. 21/02/2024 - საქართველოს კანონი - 4051-XIVმს-Xმპ - ვებგვერდი, 07/03/2024 165. 21/02/2024 - საქართველოს კანონი - 4047-XIVმს-Xმპ - ვებგვერდი, 07/03/2024 164. 15/12/2023 - საქართველოს კანონი - 3943-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/12/2023 163. 15/12/2023 - საქართველოს კანონი - 3947-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 25/12/2023 162. 16/11/2023 - საქართველოს კანონი - 3727-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 07/12/2023 161. 01/11/2023 - საქართველოს კანონი - 3620-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 22/11/2023 160. 28/06/2023 - საქართველოს კანონი - 3352-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 19/07/2023 159. 30/06/2023 - საქართველოს კანონი - 3447-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 30/06/2023 158. 31/05/2023 - საქართველოს კანონი - 2993-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 13/06/2023 157. 16/05/2023 - საქართველოს კანონი - 2887-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 01/06/2023 156. 11/04/2023 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/3/1421,1448,1451 - ვებგვერდი, 13/04/2023 155. 22/02/2023 - საქართველოს კანონი - 2621-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 10/03/2023 154. 03/02/2023 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/1/1481 - ვებგვერდი, 07/02/2023 153. 29/11/2022 - საქართველოს კანონი - 2116-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 16/12/2022 152. 30/11/2022 - საქართველოს კანონი - 2226-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2022 151. 18/10/2022 - საქართველოს კანონი - 1919-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 24/10/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 150. 09/09/2022 - საქართველოს კანონი - 1807-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 23/09/2022 149. 02/08/2021 - საქართველოს კანონი - 888-Vრს-Xმპ - ვებგვერდი, 04/08/2021 148. 22/07/2021 - საქართველოს კანონი - 806-Vრს-Xმპ - ვებგვერდი, 26/07/2021 147. 22/07/2021 - საქართველოს კანონი - 805-Vრს-Xმპ - ვებგვერდი, 26/07/2021 146. 22/06/2021 - საქართველოს კანონი - 668-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 24/06/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 145. 30/03/2021 - საქართველოს კანონი - 424-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 13/04/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 144. 29/09/2020 - საქართველოს კანონი - 7184-Iს - ვებგვერდი, 05/10/2020 143. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6988-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 142. 14/07/2020 - საქართველოს კანონი - 6839-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 141. 10/06/2020 - საქართველოს კანონი - 6054-IIს - ვებგვერდი, 19/06/2020 140. 21/05/2020 - საქართველოს კანონი - 5914-სს - ვებგვერდი, 25/05/2020 139. 20/12/2019 - საქართველოს კანონი - 5679-რს - ვებგვერდი, 31/12/2019 138. 20/12/2019 - საქართველოს კანონი - 5659-რს - ვებგვერდი, 31/12/2019 137. 20/09/2019 - საქართველოს კანონი - 5030-Iს - ვებგვერდი, 01/10/2019 136. 20/09/2019 - საქართველოს კანონი - 5014-Iს - ვებგვერდი, 27/09/2019 135. 18/09/2019 - საქართველოს კანონი - 4955-Iს - ვებგვერდი, 27/09/2019 134. 03/09/2019 - საქართველოს კანონი - 4940-Iს - ვებგვერდი, 09/09/2019 133. 28/06/2019 - საქართველოს კანონი - 4921-IIს - ვებგვერდი, 04/07/2019 132. 03/05/2019 - საქართველოს კანონი - 4551-IIს - ვებგვერდი, 10/05/2019 131. 22/12/2018 - საქართველოს კანონი - 4026-რს - ვებგვერდი, 25/12/2018 130. 30/11/2018 - საქართველოს კანონი - 3811-Iს - ვებგვერდი, 13/12/2018 129. 07/12/2018 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/8/765 - ვებგვერდი, 12/12/2018 128. 31/10/2018 - საქართველოს კანონი - 3608-Iს - ვებგვერდი, 21/11/2018 127. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3139-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 126. 04/05/2018 - საქართველოს კანონი - 2268-IIს - ვებგვერდი, 21/05/2018 125. 18/04/2018 - საქართველოს კანონი - 2151-IIს - ვებგვერდი, 01/05/2018 124. 04/04/2018 - საქართველოს კანონი - 2115-IIს - ვებგვერდი, 16/04/2018 123. 07/03/2018 - საქართველოს კანონი - 2035-IIს - ვებგვერდი, 29/03/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 122. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1919-რს - ვებგვერდი, 11/01/2018 121. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1900-რს - ვებგვერდი, 11/01/2018 120. 15/12/2017 - საქართველოს კანონი - 1777-Iს - ვებგვერდი, 28/12/2017 119. 01/12/2017 - საქართველოს კანონი - 1414-Iს - ვებგვერდი, 08/12/2017 118. 01/12/2017 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/6/746 - ვებგვერდი, 05/12/2017 117. 01/06/2017 - საქართველოს კანონი - 948-IIს - ვებგვერდი, 20/06/2017 116. 04/05/2017 - საქართველოს კანონი - 767-IIს - ვებგვერდი, 25/05/2017 115. 04/05/2017 - საქართველოს კანონი - 753-IIს - ვებგვერდი, 24/05/2017 114. 21/04/2017 - საქართველოს კანონი - 656-IIს - ვებგვერდი, 10/05/2017 113. 08/02/2017 - საქართველოს კანონი - 259-IIს - ვებგვერდი, 13/02/2017 112. 29/12/2016 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/6/623 - ვებგვერდი, 12/01/2017 111. 22/12/2016 - საქართველოს კანონი - 201-რს - ვებგვერდი, 29/12/2016 110. 21/12/2016 - საქართველოს კანონი - 162-რს - ვებგვერდი, 28/12/2016 109. 30/09/2016 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/5/675,681 - ვებგვერდი, 11/10/2016 108. 24/06/2016 - საქართველოს კანონი - 5580-IIს - ვებგვერდი, 13/07/2016 107. 24/06/2016 - საქართველოს კანონი - 5594-IIს - ვებგვერდი, 07/07/2016 106. 03/06/2016 - საქართველოს კანონი - 5159-რს - ვებგვერდი, 17/06/2016 105. 27/04/2016 - საქართველოს კანონი - 5012-IIს - ვებგვერდი, 13/05/2016 104. 11/12/2015 - საქართველოს კანონი - 4626-Iს - ვებგვერდი, 29/12/2015 103. 16/12/2015 - საქართველოს კანონი - 4648-რს - ვებგვერდი, 28/12/2015 102. 13/11/2015 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/7/681 - ვებგვერდი, 26/11/2015 101. 02/11/2015 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/6/675 - ვებგვერდი, 13/11/2015 100. 27/10/2015 - საქართველოს კანონი - 4370-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 99. 28/10/2015 - საქართველოს კანონი - 4457-Iს - ვებგვერდი, 30/10/2015 98. 29/05/2015 - საქართველოს კანონი - 3666-IIს - ვებგვერდი, 05/06/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 97. 01/05/2015 - საქართველოს კანონი - 3531-IIს - ვებგვერდი, 18/05/2015 96. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3340-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 95. 18/03/2015 - საქართველოს კანონი - 3220-IIს - ვებგვერდი, 26/03/2015 94. 19/02/2015 - საქართველოს კანონი - 3096-IIს - ვებგვერდი, 27/02/2015 93. 26/12/2014 - საქართველოს კანონი - 3014-რს - ვებგვერდი, 31/12/2014 92. 08/10/2014 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/4/532,533 - ვებგვერდი, 28/10/2014 91. 02/05/2014 - საქართველოს კანონი - 2392-IIს - ვებგვერდი, 07/05/2014 90. 19/03/2014 - საქართველოს კანონი - 2111-IIს - ვებგვერდი, 01/04/2014 89. 27/02/2014 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/2/558 - ვებგვერდი, 12/03/2014 88. 13/11/2013 - საქართველოს კანონი - 1525-Iს - ვებგვერდი, 22/11/2013 87. 05/11/2013 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 3/1/531 - ვებგვერდი, 18/11/2013 86. 20/09/2013 - საქართველოს კანონი - 1156-Iს - ვებგვერდი, 08/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 85. 12/06/2012 - საქართველოს კანონი - 6439-რს - ვებგვერდი, 22/06/2012 84. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6313-Iს - ვებგვერდი, 12/06/2012 83. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6315-Iს - ვებგვერდი, 08/06/2012 82. 08/05/2012 - საქართველოს კანონი - 6144-Iს - ვებგვერდი, 25/05/2012 81. 08/05/2012 - საქართველოს კანონი - 6145-Iს - ვებგვერდი, 17/05/2012 80. 16/03/2012 - საქართველოს კანონი - 5851-Iს - ვებგვერდი, 23/03/2012 79. 28/12/2011 - საქართველოს კანონი - 5665-რს - ვებგვერდი, 11/01/2012 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 78. 28/12/2011 - საქართველოს კანონი - 5667-რს - ვებგვერდი, 30/12/2011 77. 20/12/2011 - საქართველოს კანონი - 5550-რს - ვებგვერდი, 111228090, 28/12/2011 76. 20/12/2011 - საქართველოს კანონი - 5569 - ვებგვერდი, 111228065, 28/12/2011 75. 06/12/2011 - საქართველოს კანონი - 5369-IIს - ვებგვერდი, 111220008, 20/12/2011 74. 11/11/2011 - საქართველოს კანონი - 5265-IIს - ვებგვერდი, 111124017, 24/11/2011 73. 21/06/2011 - საქართველოს კანონი - 4869-რს - ვებგვერდი, 110706013, 06/07/2011 72. 22/03/2011 - საქართველოს კანონი - 4463-Iს - ვებგვერდი, 110401011, 01/04/2011 71. 15/12/2010 - საქართველოს კანონი - 4075-რს - სსმ, 76, 29/12/2010 70. 15/12/2010 - საქართველოს კანონი - 4046-რს - სსმ, 76, 29/12/2010 69. 15/12/2010 - საქართველოს კანონი - 4037-რს - სსმ, 75, 27/12/2010 68. 12/11/2010 - საქართველოს კანონი - 3806 - სსმ, 66, 03/12/2010 67. 24/09/2010 - საქართველოს კანონი - 3619-რს - სსმ, 51, 29/09/2010 66. 06/07/2010 - საქართველოს კანონი - 3365 - სსმ, 40, 20/07/2010 65. 04/05/2010 - საქართველოს კანონი - 3035 - სსმ, 24, 10/05/2010 64. 09/03/2010 - საქართველოს კანონი - 2717 - სსმ, 12, 24/03/2010 63. 25/12/2009 - საქართველოს კანონი - 2451 - სსმ, 50, 31/12/2009 62. 18/12/2009 - საქართველოს კანონი - 2385 - სსმ, 50, 31/12/2009 61. 04/12/2009 - საქართველოს კანონი - 2261 - სსმ, 41, 08/12/2009 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 60. 20/11/2009 - საქართველოს კანონი - 2110 - სსმ, 40, 17/12/2009 59. 24/09/2009 - საქართველოს კანონი - 1701 - სსმ, 29, 12/10/2009 58. 19/06/2009 - საქართველოს კანონი - 1281 - სსმ, 13, 02/07/2009 57. 27/03/2009 - საქართველოს კანონი - 1132 - სსმ, 9, 13/04/2009 56. 19/12/2008 - საქართველოს კანონი - 797 - სსმ, 40, 29/12/2008 55. 15/07/2008 - საქართველოს კანონი - 212 - სსმ, 17, 28/07/2008 54. 18/06/2008 - საქართველოს კანონი - 27 - სსმ, 11, 04/07/2008 53. 21/03/2008 - საქართველოს კანონი - 5977 - სსმ, 9, 04/04/2008 52. 28/12/2007 - საქართველოს კანონი - 5669 - სსმ, 1, 03/01/2008 51. 18/12/2007 - საქართველოს კანონი - 5628 - სსმ, 48, 27/12/2007 50. 11/07/2007 - საქართველოს კანონი - 5304 - სსმ, 29, 27/07/2007 49. 11/07/2007 - საქართველოს კანონი - 5291 - სსმ, 29, 27/07/2007 48. 11/07/2007 - საქართველოს კანონი - 5290 - სსმ, 29, 27/07/2007 47. 11/07/2007 - საქართველოს კანონი - 5286 - სსმ, 29, 27/07/2007 46. 11/07/2007 - საქართველოს კანონი - 5284 - სსმ, 29, 27/07/2007 45. 04/07/2007 - საქართველოს კანონი - 5199 - სსმ, 28, 18/07/2007 44. 29/06/2007 - საქართველოს კანონი - 5124 - სსმ, 27, 17/07/2007 43. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4287 - სსმ, 51, 31/12/2006 42. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4209 - სსმ, 4, 12/01/2007 41. 15/12/2006 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/3/393,397 - სსმ, 42, 20/12/2006 40. 07/12/2006 - საქართველოს კანონი - 3838 - სსმ, 48, 22/12/2006 39. 13/07/2006 - საქართველოს კანონი - 3435 - სსმ, 32, 31/07/2006 38. 23/06/2006 - საქართველოს კანონი - 3388 - სსმ, 26, 14/07/2006 37. 20/12/2005 - საქართველოს კანონი - 2360 - სსმ, 55, 27/12/2005 36. 20/12/2005 - საქართველოს კანონი - 2357 - სსმ, 57, 29/12/2005 35. 16/12/2005 - საქართველოს კანონი - 2270 - სსმ, 55, 27/12/2005 34. 25/11/2005 - საქართველოს კანონი - 2130 - სსმ, 53, 19/12/2005 33. 30/06/2005 - საქართველოს კანონი - 1827 - სსმ, 38, 15/07/2005 32. 30/06/2005 - საქართველოს კანონი - 1816 - სსმ, 36, 11/07/2005 31. 23/06/2005 - საქართველოს კანონი - 1740 - სსმ, 36, 11/07/2005 30. 20/04/2005 - საქართველოს კანონი - 1349 - სსმ, 19, 28/04/2005 29. 06/04/2005 - საქართველოს კანონი - 1232 - სსმ, 18, 27/04/2005 28. 29/12/2004 - საქართველოს კანონი - 929 - სსმ, 41, 30/12/2004 27. 25/11/2004 - საქართველოს კანონი - 597 - სსმ, 37, 16/12/2004 26. 24/06/2004 - საქართველოს კანონი - 223 - სსმ, 19, 15/07/2004 25. 24/06/2004 - საქართველოს კანონი - 211 - სსმ, 18, 09/07/2004 24. 24/06/2004 - საქართველოს კანონი - 177 - სსმ, 19, 15/07/2004 23. 18/05/2004 - საქართველოს კანონი - 55 - სსმ, 13, 02/06/2004 22. 16/02/2004 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/1/186 - სსმ, 9, 20/02/2004 21. 20/06/2003 - საქართველოს კანონი - 2450 - სსმ, 20, 11/07/2003 20. 02/06/2003 - საქართველოს კანონი - 2310 - სსმ, 13, 02/06/2003 19. 23/04/2003 - საქართველოს კანონი - 2105 - სსმ, 12, 21/05/2003 18. 07/05/2002 - საქართველოს კანონი - 1395 - სსმ, 13, 28/05/2002 17. 20/06/2001 - საქართველოს კანონი - 978 - სსმ, 22, 06/07/2001 16. 08/06/2001 - საქართველოს კანონი - 918 - სსმ, 18, 28/06/2001 15. 05/12/2000 - საქართველოს კანონი - 638 - სსმ, 48, 16/12/2000 14. 28/06/2000 - საქართველოს კანონი - 407 - სსმ, 26, 13/07/2000 13. 10/12/1999 - საქართველოს კანონი - 70 - სსმ, 48(55), 16/12/1999 12. 09/09/1999 - საქართველოს კანონი - 2398 - სსმ, 43(50), 21/09/1999 11. 08/09/1999 - საქართველოს კანონი - 2365 - სსმ, 43(50), 21/09/1999 10. 22/07/1999 - საქართველოს კანონი - 2314 - სსმ, 36(34), 29/07/1999 9. 09/06/1999 - საქართველოს კანონი - 2078 - სსმ, 24(31), 26/07/1999 8. 28/05/1999 - საქართველოს კანონი - 1972 - სსმ, 18(25), 01/06/1999 7. 13/05/1999 - საქართველოს კანონი - 1956 - სსმ, 15(22), 14/05/1999 6. 24/12/1998 - საქართველოს კანონი - 1773 - სსმ, 1(8), 14/01/1999 5. 17/07/1998 - საქართველოს კანონი - 1529 - პარლამენტის უწყებანი, 27-28, 30/07/1998 4. 26/06/1998 - საქართველოს კანონი - 1519 - პარლამენტის უწყებანი, 25-26, 15/07/1998 3. 26/06/1998 - საქართველოს კანონი - 1494 - პარლამენტის უწყებანი, 25-26, 15/07/1998 2. 29/04/1998 - საქართველოს კანონი - 1365 - პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/05/1998 1. 20/02/1998 - საქართველოს კანონი - 1261 - პარლამენტის უწყებანი, 11-12, 14/03/1998