დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1972 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/05/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 18(25), 01/06/1999 |
სარეგისტრაციო კოდი | 060.000.000.05.001.000.537 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-14 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში სიტყვა „მერიის“ შეიცვალოს სიტყვებით „მერიისა და საკრებულოს“.
2. 230-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვების „დადგენილი წესით, და“ შემდეგ სიტყვა „მოპასუხე” შეიცვალოს სიტყვით „მოსარჩელე“.
3. 240-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს როგორც ახალი გადაწყვეტილება, ასევე განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის წესით, ხოლო საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილება, ასევე მისი განჩინება – საკასაციო წესით“.
4. 242-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეორე დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეიძლება მხოლოდ სააპელაციო საჩივრის შეტანა, ხოლო საოლქო სასამართლოს კოლეგიის მეორე დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე – მხოლოდ საკასაციო საჩივრის შეტანა“.
5. 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებში სიტყვის „სააპელაციო“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან საკასაციო“.
6. 360-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „საოლქო“.
7. 395-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „სააპელაციო“.
8. 398-ე მუხლში სიტყვა „სააპელაციო“ შეიცვალოს სიტყვით „საოლქო“.
9. 407-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში, 409-ე მუხლში, 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში და 411-ე მუხლში სიტყვები „სააპელაციო სასამართლოს” შეიცვალოს სიტყვებით „საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის“.
10. 412-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 412. საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება საოლქო სასამართლოში
1. თუ 411-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია, იგი აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად უბრუნებს საოლქო სასამართლოს შესაბამის კოლეგიას ან პალატას.
2. თუ სასამართლომ თავის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო სამართლებრივი შეფასება, რის გამოც საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას, მაშინ ის თავის განჩინებაში უთითებს, თუ რომელი ფაქტები საჭიროებს გამოკვლევას, რა მტკიცებულებებია შესაკრები და რა სხვა კონკრეტული საპროცესო მოქმედება უნდა შეასრულოს საოლქო სასამართლოს შესაბამისმა კოლეგიამ ან პალატამ. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს იმავე ან სხვა კოლეგიას ან პალატას“.
11. 413-ე მუხლში სიტყვა „სააპელაციო“ შეიცვალოს სიტყვებით „საქმის განმხილველ“.
12. 417-ე მუხლის სათაურსა და ტექსტში სიტყვა „სააპელაციო“ შეიცვალოს სიტყვით „ზემდგომ“.
13. 419-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში სიტყვა „სააპელაციო“ შეიცვალოს სიტყვით „ზემდგომ“.
14. 420-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 420. კერძო საჩივრის განხილვის წესი
კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.“.
15. 436-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:
„5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის წესით განხილულ სამოქალაქო საქმეებზე 1999 წლის 15 მაისის შემდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებები კანონით დადგენილ ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო სასამართლოში“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 28 მაისი.
№1972-IIს
დოკუმენტის კომენტარები