დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2116-IXმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/11/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/12/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 060000000.05.001.020721 |
2116-IXმს-Xმპ
29/11/2022
ვებგვერდი, 16/12/2022
060000000.05.001.020721
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
|
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) 191-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 ნაწილი:
„41. ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ ვრცელდება „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შემავალ აქტივებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოთხოვნილია იმავე კანონით გათვალისწინებული პროგრამის კრედიტორის სადავო მოთხოვნიდან გამომდინარე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს. |
თბილისი, 29 ნოემბერი 2022 წ. N2116-IXმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები