საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1395
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/05/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 13, 28/05/2002
სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.001.062
  • Word
1395
07/05/2002
სსმ, 13, 28/05/2002
060.000.000.05.001.001.062
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „და განცხადებაზე ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე“.

2. 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტს სიტყვების „კერძო საჩივრისათვის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და განცხადებებისათვის გამარტივებული წესით გადახდის ბრძანების მიღების შესახებ და განცხადებისათვის ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე“.

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის XXXIV1 თავი:

„თავი XXXIV1. ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე საქმის განხილვის გამარტივებული წესი

    მუხლი 3091. დასაშვებობა

ამ თავით დადგენილი გამარტივებული წესით შეიძლება განხილულ იქნეს მოთხოვნები ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე.

    მუხლი 3092. განცხადება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე

1. განცხადება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე, რომელიც წარმოადგენს საქმის გამარტივებული წესით განხილვის საფუძველს, მიზნად უნდა ისახავდეს სასამართლოს მიერ ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანების მიღებას.

2. განცხადებაში ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე, რომელსაც თან უნდა ახლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, აღნიშნული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

ა) სასამართლოს დასახელება;

ბ) მხარეებისა და მათი წარმომადგენლების დასახელებები;

გ) განმცხადებლის მოთხოვნა;

დ) ვალდებულება, რომლის საფუძველზედაც წაყენებულია მოთხოვნა;

ე) წაყენებული მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულება.

3. მოსამართლე განცხადებას ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე განიხილავს სასამართლოში მისი შეტანიდან 3 დღეში.

    მუხლი 3093. განსჯადობა

განცხადება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე სასამართლოში შეიტანება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

    მუხლი 3094. ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე განცხადების უმოძრაოდ დატოვება

1. თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ განცხადება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე არ აკმაყოფილებს 3092 მუხლის მოთხოვნებს, იგი გამოიტანს განჩინებას არსებული ხარვეზის შესახებ და განმცხადებელს მისცემს ვადას მის შესავსებად. თუ განმცხადებელი განსაზღვრულ ვადაში შეავსებს განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, მოსამართლე გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე განცხადებას უმოძრაოდ დატოვებს და განმცხადებელს დაუბრუნებს.

2. სასამართლოს განჩინებაზე ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე განცხადების უმოძრაოდ დატოვებისა და მისი განმცხადებლისათვის დაბრუნების შესახებ შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

    მუხლი 3095. ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე განცხადების მიღებაზე უარის თქმა

1. თუ განცხადებაში ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე 3092 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად აღნიშნული მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ ასაბუთებს წაყენებულ მოთხოვნას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე განცხადების მიღებაზე უარის თქმის შესახებ.

2. სასამართლოს განჩინებაზე ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე განცხადების მიღებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

    მუხლი 3096. ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანება

ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანებაში აღნიშნული უნდა იყოს, რომ ბრძანება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას და მისი გასაჩივრების წესი და ვადა.

    მუხლი 3097. ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანების გასაჩივრება

სასამართლოს ბრძანებაზე ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ამასთან, ეს ვერ შეაჩერებს ბრძანების აღსრულებას.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2002 წლის 7 მაისი.

№1395-IIს