საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4869-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110706013, 06/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 060000000.05.001.016371
  • Word
4869-რს
21/06/2011
ვებგვერდი, 110706013, 06/07/2011
060000000.05.001.016371
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 46-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი:

თ) მხარეები არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე..

2. მეშვიდე კარის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენების, საოჯახო, ადმინისტრაციული, სახელმწიფო-სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილი და რეკეტული ქონების, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებული, ასევე პირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებულ პირად ცნობის თაობაზე საქმეების განხილვის თავისებურებანი“.

3. კოდექს მეშვიდე კარს სათაურის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის XLII2 თავი:

„თავი XLII2

არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებულ საქმეთა განხილვის თავისებურებანი

    მუხლი 3517. ამ თავში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს, ამავე თავის მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კონვენცია ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენცია;

ბ) ცენტრალური ორგანო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი;

გ) ბავშვი 16 წლამდე ასაკის პირი;

დ) განმცხადებელი ნებისმიერი პირი ან ორგანო, რომელიც წარმოადგენს სარჩელს არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ე) სასამართლო თბილისისა და ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოები;

ვ) მეურვეობის უფლება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13051 მუხლის „ე ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება;

ზ) ბავშვთან ურთიერთობის უფლება ბავშვის განსაზღვრული დროით წაყვანა ისეთ ადგილას, რომელიც არ არის მისი ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი;

თ) ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილება ან არამართლზომიერი დაკავება პირისათვის ან ორგანოსათვის ერთობლივად ან ინდივდუალურად მიკუთვნებული მეურვეობის უფლების დარღვევა, რომელიც უზრუნველყოფილი იყო იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ბავშვი, ჩვეულებრივ, ცხოვრობდა უშუალოდ არამართლზომიერ გადადგილებამდე ან არამართლზომიერ დაკავებამდე, და რომელიც გადაადგილების ან დაკავების დროისათვის ფაქტობრივად გამოიყენებოდა ერთობლივად ან ინდივდუალურად ან/და ამგვარად გამოყენებული იქნებოდა, რომ არა არამართლზომიერი გადადგილება ან არამართლზომიერი დაკავება.

    მუხლი 3518. რეგულირების სფერო

არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებულ საქმეების მიმართ გამოიყენება ამ კოდექსით დადგენილი წესები, ამ თავით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით.

    მუხლი 3519. განსჯადობა

1. არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სარჩელი სასამართლოში შეიტანება ამ კოდექსით დადგენილი წესით.

2. არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს პირველი ინსტანციით განიხილავენ თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოები ბავშვის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამ თავის მიზნებისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია – დასავლეთ საქართველოს.

3. თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოების მიერ არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებში ამ კოდექსით დადგენილი წესით, გადაწყვეტილების ოფიციალურგამოქვეყნებიდან ორი კვირის ვადაში.

    მუხლი 35110. შუამდგომლობა სასამართლო ბრძანების თაობაზე

თუ წარდგენილია განმცხადებლის სარჩელი არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე განმცხადებელს შეუძლია დააყენოს შუამდგომლობები:

ა) ბავშვის გადაადგილების შეზღუდვის შესახებ ბრძანების გაცემის თაობაზე;

ბ) ბავშვის შესაბამის პირთან ან დაწესებულებაში მოთავსების შესახებ ბრძანების გაცემის თაობაზე;

გ) შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მეშვეობით ბავშვის ადგილსამყოფლის დადგენის შესახებ ბრძანების გაცემის თაობაზე;

დ) ნებისმიერი სხვა ბრძანების გაცემის თაობაზე, რომელსაც განმცხადებელი მიზანშეწონილად მიიჩნევს კონვენციის დებულებებიდან გამომდინარე.

    მუხლი 35111. ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილების ან არამართლზომიერი დაკავების ფაქტის დადგენა

1. იმის დადგენისას, ბავშვი არამართლზომიერად იყო თუ არა გადაადგილებული ან დაკავებული, სარჩელის მიმღებ სასამართლოს შეუძლია უშუალოდ იხელმძღვანელოს ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოს კანონმდებლობით, ან ამ სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით, ან მესამე სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, ეს გადაწყვეტილება აღიარებულია თუ არა ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოს მიერ, ისე, რომ არ მიმართოს სპეციალურ პროცედურებს, რომლებსაც სხვა შემთხვევაში გამოიყენებდა ამგვარი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებისათვის ან დადასტურებისათვის.

2. სასამართლოს შეუძლია ბავშვის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე მოსთხოვოს განმცხადებელს ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოს სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება ბავშვის გადაადგილების ან დაკავების არამართლზომიერება. ცენტრალურ ორგანო უფლებამოსილია დაეხმაროს განმცხადებელს ამგვარი დოკუმენტის მოპოვებაში.

    მუხლი 35112. ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილების ან არამართლზომიერი დაკავების შესახებ სარჩელის მიღების შედეგები

სასამართლოს მიერ ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილების ან არამართლზომიერი დაკავების შესახებ სარჩელის მიღების შემდეგ საქართველოს არც ერთი სასამართლო არ არის უფლებამოსილი, განიხილოს მეურვეობის უფლების საკითხი არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან მის დაბრუნებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.

    მუხლი 35113. სასამართლო განხილვა

1. სასამართლომ უნდა მოუსმინოს ბავშვს, თუ მისი ასაკი, ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა.

2. ბავშვის მოსმენა უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მას უნდა დაესწროს ექსპერტი ან/და სოციალური მუშაკი.

    მუხლი 35114. სასამართლო ვადები

1. სასამართლო არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დაჩქარებული წესით, საქმის წარმოებაში მიღებიდან ექვსი კვრის განმავლობაში.

2. სასამართლო განმცხადებლის მიერ ამ კოდექსის 35110 მუხლით გათვალისწინებულ შუამდგომლობებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს 48 საათში.

    მუხლი 35115. სასამართლო გადაწყვეტილება არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების შესახებ

1. სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბაშვის დაბრუნების შესახებ, თუ:

ა) ბავშვი არამართლზომიერად არის გადაადგილებული ან არამართლზომიერად არის დაკავებული და მისი არამართლზომიერ გადაადგილების ან არამართლზომიერ დაკავების თარიღიდან სარჩელის წარდგენის მომენტამდე გასულია ერთ წელზე ნაკლები;

ბ) ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილების ან არამართლზომიერი დაკავების თარიღიდან სარჩელის წარდგენის მომენტამდე გასულია ერთ წელზე მეტი და თვალნათლივ არ იქნა ნაჩვენები, რომ ბავშვი ინტეგრირებულია თავის ახალ გარემოში.

2. ამ მუხლის დებულებები არ უზღუდავს სასამართლოს უფლებას, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის დაბრუნების შესახებ, თუ ამგვარი გადაწყვეტილების მიუღებლობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ბავშვის ფიზიკურ ან ფსიქიკურ მდგომარეობას.

    მუხლი 35116. სასამართლო გადაწყვეტილება არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის საქართველოში დატოვების შესახებ

სასამართლო უფლებამოსილია უარი თქვას არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებაზე, თუ:

ა) ბავშვის გადაადილებიდან ან დაკავებიდან გასულია ერთ წელზე მეტი და იგი ინტეგრირებულია თავის ახალ გარემოში;

ბ) პირი ან ორგანო, რომელიც ითხოვს ბავშვის დაბრუნებას, ფაქტობრივად არ ახორციელებდა მეურვეობის უფლებას ბავშვის საქართველოში არამართლზომიერი გადაადგილების ან არამართლზომიერი დაკავების მომენტისათვის ანდა დაეთანხმა ან მოგვიანებით შეეგუა ბავშვის ასეთ გადაადგილებას ან დაკავებას;

გ) ბავშვის ასაკი, მისი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გათვალისწინებულ იქნეს მისი აზრი, და იგი ცალსახად უარს აცხადებს დაბრუნებაზე;

დ) არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ გარემო, რომელშიც ბავშვი დაბრუნების შემთხვევაში აღმოჩნდება, მას ფიზიკურ ან ფსიქოლოგიური ზიანის საფრთხეს შეუქმნის ან სხვაგვარად ჩააყენებს მას გაუსაძლის მდგომარეობაში.

    მუხლი 35117. არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება

არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს მის აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

    მუხლი 35118. ხარჯები

1. განმცხადებელი თავისუფლდება პროცესის ხარჯების ანაზღაურებისაგან.

2. არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო იმ პირს, რომელმაც ბავშვი არამართლზომიერად გადაადგილა ან არამართლზომიერად დააკავა, ანდა რომელმაც ხელი შეუშალა ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებას, აკისრებს იმ აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებას, რომლებიც გაიღო განმცხადებელმა, მათ შორის, სამგზავრო ხარჯებ, ბავშვის ადგილსამყოფლის დასადგენად გაღებულ ნებისმიერ ხარჯ ან გადახდილ თანხა, განმცხადებლის იურიდიული წარმომადგენლობის ხარჯებ და ბავშვის დაბრუნების ხარჯებ.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი      მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 21 ივნისი.

№4869-რს