საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3447-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 060000000.05.001.020935
3447-XIმს-Xმპ
30/06/2023
ვებგვერდი, 30/06/2023
060000000.05.001.020935
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 186-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 ნაწილები:

„11. თუ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილის (თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მოთხოვნათა დარღვევისა) ან/და მოსარჩელის სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების, მისი გადახდის გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების საფუძვლის არარსებობისას სარჩელს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, სასამართლო:

ა) მიიღებს სარჩელს, თუ აღნიშნული დარღვევა არსებითი არ არის. დარღვევა არსებითი არ არის, თუ მისი გამოსწორება შესაძლებელია მოსარჩელისთვის ისეთი სასამართლო დავალების მიცემით, რომელიც ხელს არ უშლის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მოპასუხისთვის ჩაბარებას;

ბ) გამოიტანს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებულ განჩინებას, თუ აღნიშნული დარღვევა არსებითია. დარღვევა არსებითია, თუ მისი გამოსწორება შეუძლებელია მოსარჩელისთვის ისეთი სასამართლო დავალების მიცემით, რომელიც ხელს არ უშლის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მოპასუხისთვის ჩაბარებას.

12. ამ მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო მოსარჩელეს მისცემს ყველა შესაბამისი დარღვევის გამოსწორების შესახებ სასამართლო დავალებას. აღნიშნული სასამართლო დავალება მოსარჩელეს ეცნობება სარჩელის მიღებასთან ერთად ან საქმის მომზადების ეტაპზე, ამ კოდექსის 70-ე−78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ეს სასამართლო დავალება არ საჩივრდება. აღნიშნული დარღვევის გამოსწორების ვადა 10 დღეა. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. მოსარჩელის მიერ სასამართლო დავალების აღნიშნულ ვადაში სრულად შეუსრულებლობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.“.

2. 187-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოსამართლე სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. ამ განჩინებაში უნდა მიეთითოს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის ყველა საფუძველი. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველია ის, რომ საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის, მოსამართლე ვალდებულია თავის განჩინებაში მიუთითოს, თუ რომელ სასამართლოს უნდა მიმართოს მოსარჩელემ. განჩინებაში უნდა მიეთითოს აგრეთვე ის, თუ როგორ უნდა იქნეს თავიდან აცილებული საქმის აღძვრის დამაბრკოლებელი გარემოებანი. სასამართლოსთვის იმავე სარჩელით განმეორებით მიმართვის შემთხვევაში დაუშვებელია სარჩელის მიღებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომელიც სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაში მითითებული არ ყოფილა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს საფუძველი აღნიშნული განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოიშვა/გამოვლინდა.“.

3. 275-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასამართლო უფლებამოსილია სარჩელი განუხილველად დატოვოს ამ კოდექსის 186-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელემ სარჩელში თავისი ან მოპასუხის მისამართი არასწორად მიუთითა.“.

4. 450-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კოდექსის მე-11 მუხლის მე-5 ნაწილის, 59-ე მუხლის 31 ნაწილის, 183-ე და 184-ე მუხლების, 186-ე მუხლის 11 და 12 ნაწილების, 201-ე მუხლისა და 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული საქმეების განხილვაზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 ივნისი 2023 წ.

N3447-XIმს-Xმპ