დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1519 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 26/06/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 25-26, 15/07/1998 |
სარეგისტრაციო კოდი | 060.000.000.05.001.000.398 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსს (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997) დაემატოს შემდეგი შინაარსის 439-ე მუხლი:
„მუხლი 439. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოთა განსჯადობა
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა დარღვეული და სადავო უფლებების, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ინტერესების დაცვას ახორციელებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოები მათი სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავის მოთხოვნათა დაცვით, თუ მოპასუხეც იძულებით გადაადგილებული პირია.“
II. ეს კანონი ამოქმედდეს 1998 წლის 1 აგვისტოდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1998 წლის 26 ივნისი.
№1519–IIს
დოკუმენტის კომენტარები