საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6439-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 210020120.05.001.016811
  • Word
6439-რს
12/06/2012
ვებგვერდი, 22/06/2012
210020120.05.001.016811
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1 . „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №53, 11.10.2010, მუხ. 339 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ ) საქართველოს ვიზ ების გაცემის საკითხის განხილვა:

. ) ერთჯერადი ან მრავალჯერადი ორდინალური ვიზა 90 დღემდე – 50 აშშ დოლარი;

. ) მრავალჯერადი ორდინალური ვიზა 360 დღით 50 აშშ დოლარი;

. ) მრავალჯერადი ორდინალური ვიზა 5 წლამდე 200 აშშ დოლარი;

. ) მრავალჯერადი ორდინალური ვიზა 10 წლამდე 400 აშშ დოლარი;

. ) მრავალჯერადი ორდინალური ვიზა 15 წლამდე 600 აშშ დოლარი;

. ) ერთჯერადი ან მრავალჯერადი ორდინალური ვიზა სატრანზიტო გავლის უფლებით 50 აშშ დოლარი;

. ) სასწავლო ვიზის საკონსულო მოსაკრებელი განისაზღვრება ორდინალური ვიზის მსგავსი ტიპისთვის დადგენილი მოსაკრებლის განაკვეთით;“ ;

ა.ბ) „ე“−„ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) ცნობის გაცემა 25 აშშ დოლარი;   

ვ) საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დოკუმენტის გაცემის ფაქტის დადასტურება – 25 აშშ დოლარი;

) საკონსულო თანამდებობის პირის მიერ ცნობის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის, დიპლომის, ნიშნების ფურცლის, ატესტატის, სერ იფიკატის, პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტის თარგმანის შესრულება ან/და თარგმანის სისწორის დადასტურება თითოეული გვერდისათვის 10 აშშ დოლარი;“;

ა.გ) „თ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ.ა) საქართველოს მოქალაქეობის მიღების , საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების , საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის , საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხზე განცხადების საქართველოს კომპეტენტურ ორგანოში განსახილველად გადაგზავნა 5 აშშ დოლარი;“; 

ა.დ) „თ.ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.ე) „ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

კ) სანოტარო მოქმედებების შესრულება:

.) ანდერძის დადასტურება 10 აშშ დოლარი;

კ.ბ) ანდერძის გაუქმება 5 აშშ დოლარი;

კ.გ) დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება თითოეული პირისათვის და თითოეული ხელმოწერისათვის 5 აშშ დოლარი;

კ.დ) მინდობილობის/ რწმუნებულების დადასტურება 10 აშშ დოლარი;

კ.ე) მინდობილობის/ რწმუნებულების გაუქმება 5 აშშ დოლარი;

კ.ვ) დოკუმენტის ერთი ენიდან მეორე ენაზე თარგმანის სისწორის დამოწმება თითოეული გვერდის თვის 5 აშშ დოლარი;

კ.ზ) დოკუმენტის ასლის ან/ და დოკუმენტიდან ამონაწერის დამოწმება ან/ და დოკუმენტის ასლის გაცემა თითოეული გვერდის თვის 3 აშშ დოლარი;

.) პირის ცოცხლად ყოფნის ფაქტის დადასტურება, პირის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტის დადასტურება, პირის ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან იგივეობის დადასტურება, დოკუმენტის წარდგენის დროის დადასტურება 15 აშშ დოლარი;

.) საზღვაო პროტესტის შესრულება 150 აშშ დოლარი;“;

ა.) ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;  

ბ)  მე- 2 და მე- 3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ცნობა გაიცემა ადგილსამყოფელი ქვეყნის საქმისწარმოებაში დასაშვებ რომელიმე ენაზე, მისი თარგმ ნის შესრულებისათვის დამატებითი საკონსულო მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.

3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცნობის გაცემა და “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დოკუმენტის გაცემის ფაქტის დადასტურება ხდება ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველზე, ინფორმაციის გამოთხოვის თვის ცალკე საკონსულო მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.“.

2. მე- 5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის “−„ ქვეპუნქტები:

) პირები საქართველოში ნეშტის გადმოსვენებისათვის საჭირო დოკუმენტების ლეგალიზაციისას და თარგმანის შესრულებისას;

) პირები ადგილსამყოფელ ქვეყანაში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი საგანგებო სიტუაციების დროს საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაფორმებისას;

) პირები საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაფორმებისას, საქართველოს შესაბამისი ორგანოს შუამდგომლობის შემთხვევაში;

) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, საკონსულო დაწესებულებებსა და საქართველოს ინტერესთა სექციაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილი დიპლომატიური თანამდებობის პირები, ადმინისტრაციულ- ტექნიკური პერსონალი და მათი ოჯახის წევრები მათ მიმართ საკონსულო ფუნქციების შესრულებისას;

) პირები სხვადასხვა საკონსულო ფუნქციის შესრულების დროს გამოცემული აქტების გაფორმებისას საკონსულო თანამდებობის პირის ბრალეულობით დაშვებული შეცდომის გასწორების შემთხვევაში.“.

მუხლი 2. საქართველოს საზღვაო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, № 25- 26, 14 ივნისი, 1997, გვ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 50- ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 50

საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირთან გემის კაპიტნისა და ეკიპაჟის სხვა წევრების ურთიერთობა განისაზღვრება საკონსულო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონით.“.

2. 53- ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. გემის კაპიტანი ვალდებულია დაამოწმოს გემზე მყოფი პირის ანდერძი, შეინახოს და გადასცეს იგი საქართველოს ნავსადგურის კაპიტანს, ან საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირს უცხოეთის ნავსადგურში.“;

ბ) მე- 3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. გემის კაპიტანი გარდაცვალების აქტს და ქონების ნუსხას გადასცემს საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირს უცხოეთის ნავსადგურში, ან საქართველოს ნავსადგურის კაპიტანს, თუ გემი შედის საქართველოს ნავსადგურში.“.

3. 357- ე მუხლის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) უცხო ქვეყნის ნავსადგურში საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირს ან ადგილობრივ კომპეტენტურ პირს ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.“.

მუხლი 3. საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, № 32( 39), 1999 წელი, მუხ. 166) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე- 3 მუხლის მე- 2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ)  საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები.“.

2. 99- ე მუხლის მე- 4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. განსაკუთრებულ შემთხვევაში დაინტერესებული მხარე წერილობითი თხოვნის საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოების მასალებს შეიძლება გაეცნოს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში, აგრეთვე სხვა სახელმწიფოში არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში.“.

მუხლი 4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ( საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, № 31, 03. 11. 2009, მუხ. 190) 177- ე მუხლის მე- 2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. თუ დაკავებული, დაპატიმრებული ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პირი სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა, ეს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ ვადაში უნდა ეცნობოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ ატყობინებს შესაბამისი სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.“.

მუხლი 5. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის ( პარლამენტის უწყებანი, № 11- 12, 14. 03. 1998, გვ. 5) მე- 6 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) გადაუდებელი აუცილებლობისას, შემთხვევის ადგილზე მისასვლელად, დანაშაულის აღსაკვეთად და იმ პირის დასაკავებლად, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული ან რომელიც ბრალდებულია მის ჩადენაში, გამოიყენოს მოქალაქეთა, საწარმოთა, ორგანიზაციათა, დაწესებულებათა და საზოგადოებრივ გაერთიანებათა კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები ( გარდა უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და სხვა დაწესებულების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციის სატრანსპორტო საშუალებებისა); ამასთანავე, ს აზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახური ვალდებულია სატრანსპორტო საშუალებათა მფლობელებს აუნაზღაუროს გაწეული ხარჯი ან/ და მიყენებული ზარალი;“.

მუხლი 6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ( პარლამენტის უწყებანი, № 47- 48, 31. 12. 1997, გვ. 21) 127- ე მუხლის მე- 3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მხარისაგან დისტანციური ახსნა- განმარტების მიღება შეიძლება ტელეფონის, ვიდეოსაშუალების ან სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით სხვა სასამართლოდან, ადმინისტრაციული ორგანოდან ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებ ისა და საკონსულო დაწესებულებებ ის მეშვეობით, თუ შესაძლებელია შესაბამისი ორგანოს მიერ პირის იდენტიფიცირება დაკითხვის ადგილას.“.

მუხლი 7. პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის ( საქართველოს პარლამენტის უწყებები, № 9, 1993წ., მუხ. 187) მე- 9 მუხლის პირველი პუნქტის:

) „ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) თუ დაყოვნება საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, დაუბრკოლებლად შევიდეს საცხოვრებელ ბინებსა და მოქალაქეთა კუთვნილ სათავსებში, საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა ტერიტორიებზე და შენობა- ნაგებობებში ( გარდა დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებებისა და იმ საერთაშორისო ორგანიზაციების შენობა- ნაგებობებისა, რომლებიც სარგებლობენ დიპლომატიური ხელშეუხებლობით) დანაშაულის აღსაკვეთად ან/ და იმ პირის დასაკავებლად, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული ან რომელიც ბრალდებულია დანაშაულის ჩადენაში;“;

) „ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) გადაუდებელი აუცილებლობისას გამოიყენოს მოქალაქეთა, საწარმოთა, ორგანიზაციათა, დაწესებულებათა და საზოგადოებრივ გაერთიანებათა კუთვნილი სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის საშუალებები ( გარდა დიპლომატიურ წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და უცხო ქვეყნის სხვა დაწესებულების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციის სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის საშუალებებისა); ამასთანავე, პოლიცია ვალდებულია სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის საშუალებათა მფლობელებს აუნაზღაუროს გაწეული ხარჯი ან/ და მიყენებული ზარალი;“;

) „ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის პირობებში, აგრეთვე დამნაშავეთა და სამართალდამრღვევთა დაკავების მიზნით დასახლებულ პუნქტებში, საავტომობილო გზებზე და ტერიტორიულ წყლებში მოაწყოს რეიდები; რეიდის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას, კანონით დადგენილი წესით გააჩეროს და ჩხრეკისა და ამოღებისათვის დადგენილი წესების დაცვით შეამოწმოს პირი და სატრანსპორტო საშუალება ( გარდა დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების და სპეციალური ტრანსპორტისა, რომლითაც სარგებლობენ დიპლომატიური ხელშეუხებლობის მქონე პირები);“.

მუხლი 8. საქართველოს საგადასახადო კოდექსში ( საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, № 54, 12. 10. 2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 30- ე მუხლის პირველი ნაწილის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) საერთაშორისო ( სახელმწიფოთაშორისი, სამთავრობათაშორისო, დიპლომატიური) ორგანიზაციები საერთაშორისო სამართლით რეგულირებული ორგანიზაციები, დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები, უცხოური არასამეწარმეო ორგანიზაციები.“.

2.  168- ე მუხლის მე- 3 ნაწილის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა და საკონსულო დაწესებულებათა ქონების იმპორტი.“.

3.  194- ე მუხლის მე- 5 ნაწილის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა და საკონსულო დაწესებულებათა ქონების იმპორტი;“.

4. 199- ე მუხლის . ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

.) უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსული ფიზიკური პირის მიერ საგარეო- ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28- 97- ე ჯგუფების ( გარდა 87- ე ჯგუფისა) შესაბამისი 15 000 ლარის ღირებულების საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის, ხოლო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ან საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირისათვის დამატებით მის მიერ პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის ( ოჯახზე თითო სატრანსპორტო საშუალების, მაცივრის, კომპიუტერისა და ტელევიზორის) იმპორტი;“.

5. 219- ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საბაჟო კონტროლს არ ექვემდებარება საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ- მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს მთავრობის წევრი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი და დიპლომატიური რანგის მქონე პირი, მათი თანმხლები ოჯახის წევრი და პირადი ნივთები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

მუხლი 9. პატიმრობის კოდექსში ( საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, № 12, 24. 03. 2010, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე- 14 მუხლის პირველი ნაწილის . ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

.) ახლო ნათესავებთან შეხვედრით ( პაემნით), დამცველთან, დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან ( უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის) შეხვედრით;“.

2. მე- 17 მუხლის მე- 13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

13 ბრალდებულს/ მსჯავრდებულს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, უფლება აქვს, შეუზღუდავად შეხვდეს თავისი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების წარმომადგენელს ან იმ ქვეყნის უფლებამოსილ დიპლომატიურ წარმომადგენელს, რომელიც საქართველოში ითავსებს მისი ქვეყნის ინტერესების დაცვას. უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულებს/ მსჯავრდებულებს უფლება აქვთ, ჰქონდეთ ურთიერთობები თავიანთი ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და საკონსულო დაწესებულებებთან. იმ სახელმწიფოთა მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები არ აქვთ, უფლება აქვთ, ჰქონდეთ ურთიერთობები იმ სახელმწიფოთა დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და საკონსულო დაწესებულებებთან, რომლებმაც საკუთარ თავზე აიღეს მათი ინტერესების დაცვა, ან სახელმწიფოთაშორის ორგანოებთან, რომლებიც ამ პირთა ინტერესებს იცავენ.“.

მუხლი 10. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ( საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, № 32, 06. 11. 2009, მუხ. 191) მე- 8 მუხლის “ და „ი“ ქვეპუნქტებ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) თუ დაყოვნება საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, დაუბრკოლებლად შევიდეს საცხოვრებელ ბინებსა და მოქალაქეთა კუთვნილ სათავსებში, საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა ტერიტორიებზე და შენობა- ნაგებობებში ( გარდა დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებებისა და იმ საერთაშორისო ორგანიზაციების შენობა- ნაგებობებისა, რომლებიც სარგებლობენ დიპლომატიური ხელშეუხებლობით) დანაშაულის აღსაკვეთად ან/ და იმ პირის დასაკავებლად, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული ან რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ბრალი ედება დანაშაულის ჩადენაში;

) სამსახურის კომპეტენციისთვის მიკუთვნებული დანაშაულის ან სამართალდარღვევის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, სამსახურის უფროსის ბრძანებით, დასახლებულ პუნქტებში, საგზაო მაგისტრალებზე და ტერიტორიულ წყლებში მო წყოს შემოწმების პროცედურები; ამ დროს სამსახურის უფლებამოსილ მოსამსახურეს უფლება აქვს, გააჩეროს პირი და სატრანსპორტო საშუალება ( გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული იმუნიტეტის მქონე პირებისა, დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობებისა), მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი საბუთი, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთები, მოახდინოს სატრანსპორტო საშუალების ვიზუალური დათვალიერება. შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სამსახურის უფლებამოსილ მოსამსახურეს უფლება აქვს, გამოიყენოს იძულებითი ღონისძიებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“.

მუხლი 11. სამხედრო პოლიციის შესახებ საქართველოს კანონი ( საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, № 22, 19. 06. 2007, მუხ. 205) მე- 8 მუხლის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში, დამნაშავის დევნისას, დაკავებულის პოლიციაში წარსადგენად, აგრეთვე სამკურნალო დაწესებულებაში იმ პირის მისაყვანად, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უსასყიდლოდ ისარგებლოს სატრანსპორტო საშუალებით ( გარდა დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებებ ისა და საერთაშორისო ორგანიზაციების და სპეციალური ტრანსპორტის);“.

მუხლი 12 . ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 15, 16. 05. 2006, მუხ. 97 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ :

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) არალეგალური შრომითი მიგრაციისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საფრთხის შემცირებას საინფორმაციო-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებით, მათ შორის, შესაბამის სახელმწიფო უწყებებში ცხელი ხაზების შექმნით, მოსახლეობის ფართო ფენებისათვის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებით, საქართველოს საპასპორტო-სავიზო სამსახურების, სასაზღვრო-გამშვები პუნქტებისა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების უზრუნველყოფით საინფორმაციო მასალით საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა ლეგალური შრომისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ცენტრების შესახებ და სხვა;“ .

2. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობებისა და საქართველოს ვიზების გაცემას, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირთა საქართველოს ფარგლებ ს გარეთ დასაქმების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს უცხო ქვეყნებთან შესაბამისი ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების დადებისათვის მოლაპარაკებების გამართვას, ხოლო საქართველოს ფარგლებ ს გარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირთა სამართლებრივი დახმარების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ან საკონსულო დაწესებულებებში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებზე მომუშავე პირთა განსაზღვრას. .

3. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანად განხორციელების მიზნით საქართველოს პროკურატურის და სხვა შესაბამის სახელმწიფო ორგანოთა წარმომადგენლების მონაწილეობით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იქმნება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას უწევს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მუდმივმოქმედ ჯგუფს უფლება აქვს, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისაგან, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისაგან, უშუალოდ მიიღოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია. .

4. 21- ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები თანამშრომლობენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს სხვა შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან, რათა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლზე, დაზარალებულზე უმოკლეს ვადაში გასცენ პირადობის მოწმობა ან/ და საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა და უზრუნველყონ საქართველოში მისი უსაფრთხო დაბრუნების ხელშეწყობა.“.

მუხლი 13. საქართველოში შემოსული და საქართველოდან გასული ტურისტების აღრიცხვის მოწესრიგების შესახებ საქართველოს კანონის ( საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, № 1( 8), 1999 წელი, მუხ. 6) მე- 3 მუხლის მე- 2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ამ კანონის მოთხოვნები არ ვრცელდება საქართველოს საპატიო მოქალაქეებზე, უცხო ქვეყნებ ის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებზე, იმ პირებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად სარგებლობენ პრივილეგიებითა და იმუნიტეტით, საერთაშორისო ავიახაზებ ის ტრანზიტულ ტურისტებზე ( მგზავრებზე), რომლებსაც არ აქვთ უფლება, დატოვონ აეროპორტში გამოყოფილი ტერიტორია, საერთაშორისო სარეისო სატრანსპორტო ეკიპაჟების წევრებზე.“.

მუხლი 14. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ საქართველოს კანონის ( პარლამენტის უწყებანი, № 44, 11. 11. 1997, გვ. 32) მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების წინადადებები უნდა შეიცავდეს: საერთაშორისო ხელშეკრულების ავთენტიკურ ტექსტს ქართულ ენაზე და შესაბამის უცხოურ ენაზე , საერთაშორისო ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის, მისი პოლიტიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური, ფინანსური და სხვა შესაძლო შედეგების დასაბუთებას. საჭიროების შემთხვევაში წინადადებას უნდა დაერთოს პროექტი საქართველოს ნორმატიულ აქტებში ცვლილების შეტანის შესახებ, აგრეთვე უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების შესრულებისათვის პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანო და სხვა ღონისძიებათა განხორციელების აუცილებლობა.“.

მუხლი 15. სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის ( პარლამენტის უწყებანი, № 19- 20, 30. 05. 1998, გვ. 37) მე- 6 მუხლის მე- 2 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისათვის საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ან საკონსულო დაწესებულებებში;“.

მუხლი 16. დიპლომატიური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში (აქართველოს აკანონმდებლო აცნე, № 45, 21. 12. 2007, მუხ. 392) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. საკონსულო დაწესებულებები

საქართველოს საკონსულო დაწესებულებების სახეები და სამართლებრივი მდგომარეობა განისაზღვრება საკონსულო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.“.

2. 71   მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 17. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი      მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 12 ივნისი.

№6439-რს