დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2310 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 02/06/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 13, 02/06/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 060.000.000.05.001.001.287 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ.21) 440-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 440. წარმომადგენლის საქმიანობის შეზღუდვა სამოქალაქო პროცესში
პირებს, რომლებსაც გავლილი არა აქვთ ადვოკატთა ტესტირება, 2006 წლის 1 ივნისიდან ეკრძალებათ წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატასა და საოლქო სასამართლოში.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 2 ივნისი.
№2310–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები