დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2450 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 20/06/2003 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 20, 11/07/2003 |
სარეგისტრაციო კოდი | 060.000.000.05.001.001.322 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ.21) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. 46-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) მოსარჩელეები – არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე.“.
2. 81-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:
„6. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები უფლებამოსილნი არიან მიმართონ სასამართლოს არასრულწლოვნის უფლებების დაცვის მიზნით.“.
3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 811 მუხლი:
„მუხლი 811. არასრულწლოვნის უფლება დაცვაზე
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში არასრულწლოვანს 14 წლის ასაკიდან უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს თავისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად. ამ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს საპროცესო წარმომადგენელს და განიხილავს საქმეს. არასრულწლოვან მოსარჩელეს უფლება აქვს არ დაეთანხმოს თავის საპროცესო წარმომადგენელს და თვითონ დაიცვას საკუთარი თავი. სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეებზე ჩააბას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2003 წლის 20 ივნისი.
№2450-IIს
დოკუმენტის კომენტარები